You are on page 1of 11

შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

ფაკულტეტი: სტომატოლოგია

საგანმანათლებლო პროგრამა და საფეხური: სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი

საგანმანათლებლო პროგრამა

სილაბუსი

სასწავლო კურსი: სამედიცინო ფიზიკა

ავტორი: ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ნინო ინწკირველი


სასწავლო კურსის სამედიცინო ფიზიკა
სახელწოდება და (სავალდებულო კურსი)
სტატუსი
სწავლების ენა ქართული
ავტორი/ავტორების ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ნინო ინწკირველი–
სახელი გვარი, მისამართი: ქ. თბილისი, შევარდენიძის ქ. 9, ბ-7,
საკონტაქტო ტელ. 577 40 41 67, ელ.ფოსტა:khatunaintskirveli@yahoo.com
ინფორმაცია
სასწავლო სემესტრი I სემესტრი
სასწავლო კურსის სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს:
მიზნები
 ცოცხალ უჯრედებში მიმდინარე ფიზიკური და ფიზიკო-
ქიმიური პროცესები ნორმისა და პათოლოგიური
მდგომარეობების დროს;
 ადამიანთან კავშირში არსებული ფიზიკური და ქიმიური
მოვლენები და მათი მოქმედების პრინციპები;
 ფიზიკური და ქიმიური გარეგანი ფაქტორების გავლენა
ორგანიზმზე და ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი
შედეგები.

კრედიტების 4 კრედიტი;
რაოდენობა და
საათების განაწილება საკონტაქტო საათების რაოდენობა – 48საათი
სტუდენტის ( ლექცია - 15 სთ, პრაქტიკული მეცადინეობა- 30 სთ, შუალედური
დატვირთვის
გამოცდა – 1 სთ., კონსულტაცია და დასკვნითი გამოცდა - 2სთ. ).
შესაბამისად
დამოუკიდებელი მუშაობა - 52 სთ.
საკონსულტაციო დრო საათების რაოდენობა სულ 100 სთ.

დაშვების წინაპირობები არა აქვს.


წინაპირობები
სწავლის შედეგები
1. ცოდნა და გაცნობიერება
სტუდენტს ეცოდინება:

 ცოცხალ უჯრედებში მიმდინარე ფიზიკური და ფიზიკო-


ქიმიური პროცესები ნორმისა და პათოლოგიური
მდგომარეობების დროს;
 ადამიანთან კავშირში არსებული ფიზიკური და ქიმიური
მოვლენები და მათი მოქმედების პრინციპები;
 ფიზიკური და ქიმიური გარეგანი ფაქტორების გავლენა
ორგანიზმზე და ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი
შედეგები.

2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი


სტუდენტი შეძლებს პრაქტიკაში გამოიყენოს:

 ბგერითი რეზონანსის მოვლენა აუსკულტაციის (რომელსაც


საფუძვლად უდევს ფონოკარდიოგრაფიის მეთოდი) და
პერკუსიის (სხეულის სხვადასხვა უბნიდან არეკვლილი
ბგერების ანალიზის მეთოდი ) მაგალითზე.
 იძულებული რხევების რეზონანსის მოვლენა, რომელიც
სხვადასხვა პათოლოგიების დროს ორგანიზმის
დასუსტებისას ხელს უწყობს იონთა რხევის ამპლიტუდის
ზრდას და ორგანიზმის დაბრუნებას ნორმალურ
მდგომარეობაში.
 სტოქსის ფორმულიდან მიღებული სითხის სიბლანტის
მნიშვნელობა, რომლის საშუალებითაც შეიძლება
განისაზღვროს ერითროციტების დალექვის რეაქციის (ედრ)
სიჩქარე;
 სისხლის წნევის გაზომვის კლინიკური (კოროტკოვის)
მეთოდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე
სამედიცინო პრაქტიკაში;
 მცირე სიდიდის (რამდენიმე ათეული მილიამპერი)
მუდმივი დენის მოქმედებით უჯრედის ფუნქციონალური
მდგომარეობის შეცვლის (გალვანიზაცია) ან ორგანიზმში
სამკურნალო ნივთიერებების შეყვანის (ელექტროფორეზი)
მეთოდები.

3. დასკვნის უნარი

სტუდენტი შეძლებს:

 ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განზოგადებას;


 ინფორმაციული მონაცემების ანალიზს, შეფასებას და
დასკვნის გამოტანას, პრობლემების გადაჭრის გზების
განსაზღვრას.

4. კომუნიკაციის უნარი
სტუდენტი შეძლებს:

 სამედიცინო ფიზიკის საკითხებთან დაკავშირებით


დისკუსიაში მონაწილეობას.

5. სწავლის უნარი

სტუდენტი შეძლებს:

 მიღებული ცოდნის გამოყენებას შემდგომ საფეხურზე


საბაზისო და კლინიკური კურსების შესწავლის პროცესში.
შინაარსი 1 კვირა – ლექცია 1 სთ.
ბიომემბრანათა სტრურუქტურული ორგანიზაციისა და
ფუნქციონირების ფიზიკური საფუძვლები.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2სთ.
მემბრანის ფუნქციები ცოცხალ ორგანიზმში.
ბიოლოგიური მემბრანის სტრუქურა (თანამედროვე თხევად-
მოზაიკური მოდელი).
მემბრანის შემადგენელი კომპონენტებს (ლიპიდების და ცილების)
შორის ურთიერთქმედების ბიოფიზიკური მექანიზმები.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

2 კვირა – ლექცია 1 სთ.


მემბრანის შერჩევითი განვლადობა.
ნივთირებათა პასიური ტრანსპორტის მოლეკულური
საფუძვლები.
ნივთიერებათა პასიური ტრანსპორტის (მარტივი და
გაადვილებული) მექანიზმები. მარტივი პასიური ტრანსპორტის
მექანიზმები: დიფუზია
პრაქტიკული მეცადინეობა – 2სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი
პრეზენტაცია.
მემბრანის განვლადობა; მემბრანის როლი ცოცხალი ორგანიზმის
წყლის ჰომეოსტაზის რეგულაციაში.
პასიური და აქტიური ტრანსპორტის მექანიზმები ბიოლოგიურ
მემბრანაში. მარტივი პასიური ტრანსპოპრტის მექანიზმები:
დიფუზია (ფიკის კანონი).ოსმოსი (ოსმოლარობა, ტონურობა);
ფილტრაცია,
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

3 კვირა – ლექცია 1 სთ.


ოსმოსი, ფილტრაცია.
გაადვილებული პასიური ტრანსპორტის ძირითადი
მექანიზმები: სელექციური არხები (ლიგანდ- და პოტენციალ-
დამოკიდებული არხები), გაადვილებული დიფუზია.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი
პრეზენტაცია.
გაადვილებული პასიური ტრანსპორტის ძირითადი მექანიზმები:
სელექციური არხები (ლიგანდ- და პოტენციალდამოკიდებული
არხები), გაადვილებული დიფუზია.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

4 კვირა – ლექცია 1 სთ.


ნივთიერებათა აქტიური ტრანსპორტის მექანიზმები:
პირველადი და მეორადი აქტიური ტრანსპორი.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი
პრეზენტაცია.

აქტიური ტრანსპორტი. პირველადი აქტიური ტრანსპორტი (ატფ-


ის ჰიდროლიზთან (Na+/K+-ატფ-აზა, Ca2+- ატფ-აზა, H+-ტუმბო, CPx-
ატფ-აზა (მძიმე მეტალების ტრანსპორტი, მიტოქონდრიების
პროტონული ტუმბო (H+-ატფ-აზა), ABC ტრანსპორტორები) და
სინათლის ქვანტის შთანთქმასთან შეუღლებული ტუმბოები;
მეორადიაქტიური ტრანსპორტი.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

5 კვირა – ლექცია 1 სთ.


ბიოელექტრული მოვლენები აღზნებად ქსოვილებში
პლაზმური მემბრანის ელექტრული თვისებები;
ტრანსმემბრანული პოტენციალი, ნერნსტის განტოლება
მემბრანული პოტენციალის წარმოქმნის მექანიზმები (დიფუზური
პოტენციალი დონანის პოტენციალი, ელექტროგენული იონური
ტუმბო).
მოსვენების პოტენციალი:
უჯრედული მემბრანის მოსვენების პოტენციალის წარმოქმნის
მექანიზმები (ოსმოსური ძალები, იონური ნაკადები, სელექციური
არხები, აქტიური ტრანსპორტი). მემბრანის მოსვენების
პოტენციალის ფუნქციები, მისი სასიგნალო როლი უჯრედებში.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2სთ.
პლაზმური მემბრანის ელექტრული თვისებები;
ტრანსმემბრანული პოტენციალი, ნერნსტის განტოლება .
უჯრედული მემბრანის მოსვენების პოტენციალის წარმოქმნის
მექანიზმები (ოსმოსური ძალები, იონური ნაკადები, სელექციური
არხები, აქტიური ტრანსპორტი).
ლაბორატორიული სამუშაო - ამოცანის შესრულება
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

6 კვირა – ლექცია 1 სთ.


მოქმედების პოტენციალი: მოქმედების პოტენციალის
წარმოქმნის იონური მექანიზმები. მოქმედების პოტენციალის
გავრცელების მექანიზმები.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2სთ.
მოქმედების პოტენციალი: მოქმედების პოტენციალის წარმოქმნის
იონური მექანიზმები. მოქმედების პოტენციალის გავრცელების
მექანიზმები.
ზეპირი ქვიზი
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.
7 კვირა – ლექცია 1 სთ.
კუნთისშეკუმშვის ბიოფიზიკური მექანიზმები.
აქტომიოზინური კომპლექსის აქტივაციის მექანიზმები;
კალციუმის ტუმბოს და ატფ-ის როლი აქტომი-ოზინური ძაფების
ურთიერთ გადაადგილების პროცესში. ბიომექანიკა.
ბიომასალების ვისკოზო-ელასტიური თვისებები. მექანიკური
მოძრაობა ცოცხალ ორგანიზმში.
კუნთების მექანიკური თვისებები.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი
პრეზენტაცია.
კუნთისშეკუმშვის ბიოფიზიკური მექანიზმები.
აქტომიოზინური კომპლექსის აქტივაციის მექანიზმები;
კალციუმის ტუმბოს და ატფ-ის როლი აქტომი-ოზინური ძაფების
ურთიერთ გადაადგილების პროცესში.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

8 კვირა –შუალედური გამოცდა – 1 სთ.

9 კვირა – ლექცია 1 სთ.


პერიოდული რხევები და მექანიკური ტალღები.
ბგერა; ბგერითი ტალღების სიხშირეთა შკალა.
აკუსტიკური ბგერები. ულტრაბგერები. ინფრაბგერები.
დოპლერის ეფექტი.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2სთ.
ბიომასალების ვისკოზო-ელასტიური თვისებები.
კუნთების მექანიკური თვისებები.
მექანიკური რხევები; მექანიკური ტალღები; ბგერა; ბგერითი
ტალღების ფიზიკური მახასიათებლები.
ბგერითი ტალღების სიხშირეთა შკალა
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

10 კვირა – ლექცია 1 სთ.


სითხეების ბიომექნიკა
ჰიდროსტატიკის და ჰიდროდინამიკის ძირითადი ცნებები და
კანონზომიერებანი.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი
პრეზენტაცია.
აკუსტიკური ბგერები. ულტრაბგერები. ინფრაბგერები.
დოპლერის ეფექტი .
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

11 კვირა – ლექცია 1 სთ.


ჰემოდინამიკის ფიზიკური საფუძვლები. სისხლის მიმოქცევა;
რეზისტენტობა. სისხლის წნევა.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
ჰიდროსტატიკის ძირითადი ცნებები და კანონზომიერებანი
(სითხის წნევა, არქიმედის კანონი, ზრდაპირული დაჭიმულობა,
ლაპლასის კანონი, კაპილარული ეფექტი).
ჰიდროდინამიკის ძირითადი ცნებები და კანონზომიერებანი
(სტაციონარული დინება, შინაგანი ხახუნი სითხეებში,
ლამინარული და ტურბულენტური დინება. რეინოლდსის რიცხვი).
-ჰემოდინამიკის ფიზიკური საფუძვლები. გული, როგორც სისხლის
მიმოქცევის სისტემის ძირითადი კომპონენტი.
- სისხლის მიმოქცევა; სისხლის მიმოქცევისა და მისი
მიმართულების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები.
-სისხლის ნაკადის რეზისტენტობა, რეზისტენ-ტობის
განმსაზღვრელი ფაქტორები.
- სისხლის ფიზიკური მახასიათებელი – სიბლანტე.
-სისხლის დინების ლამინარობა/ტურბულენტობა; რეი-ნოლდსის
რიცხვი.
- მიკრო- და მაკროცირკულაციის ფიზიკური თავისებურებანი.
- სისხლძარღვის სიგრძის, ფორმისა და დიამეტრის გავლენა
სისხლის დინებაზე.
- სისხლძარღვების მექანიკური ელასტიურობა
- სისხლის წნევა წნევის გაზომვის ფიზიკური საფუძვლები.

ზეპირი ქვიზი
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

12 კვირა – ლექცია 1 სთ.


ელექტრობის ძირითადი ცნებები და კანონები.
ელექტროსტატიკა; ელექტროდინამიკა.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი
პრეზენტაცია.
მუხტი. მუხტის მუდმივობის კანონი. კულონის კანონი.
ელექტრული ველი. ელექტრული ველის დაძაბულობა და
პოტენციალი.
- გამტარები და დიელექტრიკები ელექტრულ ველში.
- ელექტრული დენი. ცვლადი და მუდმივი ელექტრული დენი.
ომის კანონი. ჯოულ-ლენცის კანონი.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

13 კვირა – ლექცია 1 სთ.


მაგნიტიზმის ძირითადი ცნებები და კანონები.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
-მაგნეტიზმის წყაროები. მუდმივი მაგნიტი, მაგნიტის პოლუსები,
მაგნიტის მაგნიტური ველი.
- მაგნეტიზმის ძირითადი ცნებები და კანონები - მაგნიტური
ველის ინდუქცია და დაძაბულობა.
-ამპერის კანონი; ლორენცის ძალა; ბიო-სავარ-ლაპლასის კანონი.
-ელექტრომაგნიტური ინდუქცია.
-ნივთიერებათა მაგნიტური თვისებები: დიამაგნიტიზმი,
პარამაგნიტიზმი, ფერომაგნიტიზმი. ლენცის წესი.
თვითინდუქციურობა.

ლაბორატორიული სამუშაო - ამოცანის შესრულება.


დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

14 კვირა – ლექცია 1 სთ.


ბიოელექტრობა და ბიომაგნეტიზმი.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი
პრეზენტაცია.
-ბიოელექტრობა: ცოცხალი უჯრედის ელექტრული თვისებები.
-ელექტრობის ეფექტი ადამიანის სხეულზე.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

15 კვირა – ლექცია 1 სთ.


ელექტრომაგნიტური ტალღები.
ლაზერი.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი
პრეზენტაცია.
ელექტრომაგნიტური ტალღების ძირითადი მახასიათებლები.
- ელექტრომაგნიტური სკალა.
სხვადასხვა სიხშირეების ელექტრომაგნიტური ტალღების
დახასიათება; მათი მავნე ეფექტები და
სამედიცინოგამოყენება:რადიოტალღები;ინფრაწითელი
გამოსხივება; ხილული სინათლე. მხედველობის ფიზიკური
ასპექტები;ულტრაიისფერი გამოსხივება; რენტგენული (X)
სხივები); გამა სხივები. ლაზერი. ლაზერის მუშაობის პრინციპი.
ლაზერის გამოყენება მედიცინაში.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

16 კვირა – ლექცია 1 სთ.


შემაჯამებელი ლექცია.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
ზეპირი ქვიზი.

17-19 კვირა - კონსულტაცია და დასკვნითი გამოცდა - 2სთ.


სწავლების ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა .
ფორმატი

სასწავლო კურსის ლაბორატორია (იონოფორეზის ხელსაწყო, ფოტოკოლორიმეტრის


განხორციელებისათვის ხელსაწყო), კომპიუტერი, პროექტორი.
აუცილებელი
მატერიალურ-
ტექნიკური რესურსები
სწავლების/  მასალის ვერბალური პრეზენტაცია - თეორიული მასალის
სწავლის მეთოდები ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა კონკრეტულ საკითხებზე,
რომელიც შეიძლება განხორციელდეს შეკითხვებზე პასუხის
სახით.
 მასალის დემონსტრირება - თვალსაჩინოებების გამოყენება,
ვიზუალური მასალის პრეზენტაცია Power Point -ით.
 ლაბორატორიული სამუშაო - ამოცანების შესრულება
ტექნიკური ხელსაწყოების გამოყენებით.
 ანალიზი - ლაბორატორიული სამუშაოს შედეგების ანალიზი.
 ბლიც გამოკითხვა - გავლილი მასალის ფარგლებში
შეკითხვების დასმა, რომელიც ხელს უწყობს გავლილი
მასალის მიმდინარე მასალასთან კორელაციაში
გაცნობიერებას და მისი ანალიზის უნარს.
 ტესტი - წერილობითი ნამუშევარი, შედგენილი კონკრეტული
თემატიკის საკითხების ან შეკითხვების სახით.
 ქვიზი - შედგენილი კითხვების სახით, რომელიც შეიძლება
შესრულდეს როგორც წერითი, ასევე ზეპირი ფორმით.
 წიგნზე მუშაობის მეთოდი - მითითებული
ლიტერატურის დამუშავება.
 წერითი მუშაობის მეთოდი -კონსპექტების, ჩანაწერების
გაკეთება.
 კონსულტაცია - პედაგოგთან ინდივიდუალური შეხვედრა
გაურკვეველ, დასაზუსტებელ საკითხებთან დაკავშირებით.

შეფასების შეფასების სისტემა უშვებს:


კრიტერიუმები
a) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) ( A ) ფრიადი –მაქსიმალური შეფასების 91% –100%;


ა.ბ) ( B ) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 %;
ა.გ) ( C ) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 %;
ა.დ) ( D ) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-
70%;
ა.ე) ( E ) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 %.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა– მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც


ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება
და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
ერთხელ გასვლის უფლება.
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც
ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც


ნაწილდება შემდეგნაირად: 60 ქულა - შუალედური შეფასებები, 40
ქულა - დასკვნითი გამოცდა.

 შუალედური შეფასებების ქულათა ჯამს სემესტრის


განმავლობაში სტუდენტი შემდეგ კომპონენტებში დააგროვებს:

 მასალის ზეპირი პრეზენტაცია - ტარდება 8-ჯერ,


თითოეული ფასდება 3 ქულით, სულ 24 ქულა:
3 ქულა -აქვს საკითხის სრულყოფილი ცოდნა, შეუძლია წინა
მასალის კითხვებზე პასუხის გაცემა.
2 ქულა - საკითხს ვერ ყვება, მაგრამ კითხვებზე პასუხის გაცემა
შეუძლია.
1 ქულა - საკითხზე აქვს ზოგადი წარმოდგენა.

 ლაბორატორიული სამუშაო: ანალიზის მეთოდი -


ამოცანების შესრულება, ტარდება 2-ჯერ, თითოეული ფასდება 2
ქულით,სულ 4 ქულა:
2 ქულა - ამოცანას ასრულებს სრულყოფილად დახმარებისა და
მითითებების გარეშე, აკეთებს შედეგების სწორ ანალიზს;
1 ქულა - ამოცანას ასრულებს მითითებების გარეშე; ვერ აკეთებს
შედეგების ანალიზს;
 ქვიზი - ტარდება სამჯერ, მოიცავს 4 საკითხს, თითო
საკითხი ფასდება თითო ქულით, სულ 12 ქულა .
 შუალედური გამოცდა: ტარდება ტესტის სახით, სადაც
მოცემულია 20 კითხვა, თითო საკითხი ფასდება თითო ქულით.

შუალედური შეფასებების მინიმალური კომპეტენციის


ზღვარი განისაზღვრება 21 ქულით.

 დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა.


ტარდება ტესტის სახით, სადაც მოცემულია 40 კითხვა, თითო
საკითხი ფასდება თითო ქულით.

დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი


განისაზღვრება 14 ქულით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს,


რომელსაც შუალედურ შეფასებებში დაგროვილი აქვს არანაკლებ
21 ქულისა.
სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე
სემესტრში (20-21-ე კვირა). დასკვნით და შესაბამის დამატებით
გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა.
ძირითადი
ლიტერატურა 1. სანიკიძე თ., ანთია რ. - სამედიცინო ფიზიკა
და ბიოფიზიკა. ტ. 1, ტემპუსი, თბილისი, 2016 .
2. სანიკიძე თ., ანთია რ. - სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა.
ტ. 2, ტემპუსი, თბილისი, 2016 .
1. გ. ხუციშვილი-"ლაბორატორიული სამუშაოები სამედიცინო
დამხმარე ფიზიკასა და ბიოფიზიკაში". თბილისი, 2000წ.
ლიტერატურა

ავტორი/ავტორები:

You might also like