You are on page 1of 11

სილაბუსი

სასწავლო კურსი ადამიანის სხეული II

დიპლომირებული მედიკოსი
საგანმანათლებლო პროგრამა

მედიცინა
ფაკულტეტი
ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა
სწავლების საფეხური

II
სწავლების სემესტრი
ნინო გაბაშვილი, მოწვეული ლექტორი,. e-mail:
nino.gabashvili@eu.edu.ge
მარიამ ხარაიშვილი, ასოცირ-პროფესორი, e-mail:
Mariam.kharaishvili@eu.edu.ge
ალექსი ბარათაშილი, მოწვეული ლექტორი,, e-mail:
Aleksi.baratashvili@eu.edu.ge
თამარ ალადაშვილი, ასისტენტი, e-mail:
Tamar.aladashvili@eu.edu.ge
ნინო ლოჩოშვილი, ასისტენტი, e-mail: nino.lochoshvili@eu.edu.ge
მარიამ ლაბუჩიძე, მოწვეული ლექტორი, e-mail:
სასწავლო კურსის labuchidze.mariam@eu.edu.ge
ლექტორ(ებ)ი სალომე გვიდიანი, მოწვეული ლექტორი, e-mail:
salome.gvidiani@eu.edu.ge
ნატo ჭლიკაძე, მოწვეული ლექტორი, e-mail: chlikadze.nato@eu.edu.ge
ნუგზარ ლიპარტელიანი, მოწვეული ლექტორი, e-mail:
Nugzar. liparteliani@eu.edu.ge
პაპუნა არევაძე, მოწვეული ლექტორი, e-mail:
Papuna. arevadze@eu.edu.ge
ზურაბ ძაგანია, მოწვეული ლექტორი, e-mail: dzagania.zurab@eu.edu.ge

საკონსულტაციო შეხვედრები: კვირაში ორი საათი, შეხვედრის დრო


და ადგილი განისაზღვრება სემესტრის დასაწყისში.
სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებულო

სასწავლო კურსის მიზანი  მისცეს სტუდენტს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის


ანატომიის ღრმა და სისტემური ცოდნა;
 შეასწავლოს სტუდენტს საბაზისო რადიოლოგია, რათა შეძლოს
განასხვავოს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის
ძირითადი ორგანოების ანატომიური სტრუქტურები;
 მისცეს სტუდენტს ცოდნა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი
სისტემების ფიზიოლოგიის საფუძვლებისა და მიმდინარე
უჯრედული პროცესების შესახებ.
კრედიტების რაოდენობა და სულ -10 კრედიტი/300 საათი

1
საათების განაწილება ანატომია - 4/120
ფიზიოლოგია - 4/120
რადიოლოგია - 2/60

ლექცია/პრაქტიკული მეცადინეობა(საკონტაქტო საათები)


ანატომია-15/30
ფიზიოლოგია-15/32
რადიოლოგია-5/10

გამოცდა (საათები):
შუალედური გამოცდა-1
დასკვნითი გამოცდა- 2

საკონტაქტო საათები სულ –110 სთ

დამოუკიდებელი სამუშაო საათები სულ - 190 სთ

სასწავლო კვირები ეთმობა ლექციებს/ პრაქტიკულ მეცადინეობებს


სასესიო კვირები ეთმობა შუალედურ/დასკვნით გამოცდებს

შუალედური გამოცდა ტარდება სასწავლო სემესტრის მე-8 კვირას,


დასკვნითი გამოცდა ტარდება სემესტრის მე-17 - მე-18 კვირას
დამატებითი გამოცდა ტარდება სემესტრის მე-19 - მე-20 კვირას

დაშვების წინაპირობები ადამიანის სხეული I


სასწავლო კურსის სწავლის 1. დარგობრივი ცოდნა სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ,
შედეგები სტუდენტი:
 განსაზღვრავს გულ-სისხლძარღვთა
სისტემის შემადგენელ
კომპონენტებს, აღწერს გულის
ანატომიური შრეებს და განმარტავს
მათ ფუნქციებს; განიხილავს
გულისა და მაგისტრალური
სისხლძარღვების, ლიმფური
კვანძებისა და ლიმფური სისტემის
ურთიერთკავშირს.
 ამოიცნობს
ელექტროკარდიოგრამის
მახსიათებლებს და განსაზღვრავს
მათ გულის ელექტრულ
აქტივობასთან დაკავშირებით .
 აღწერს სისხლის ფიზიკურ
მახასიათებლებს და შედეგების
მექანიზმს;
 აღწერს სასუნთქი სისტემის
სტრუქტურას განსაზღვრავს
სუნთქვის ფუნქციებს და აირთა
ცვლის პროცესებს .

2
აღწერს გულ-სისხლძარღვთა და
სასუნთქი სისტემის ძირითადი
ორგანოების რადიოლოგიურ
გამოსახულებას.
14. პროფესიონალიზმი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ,
სტუდენტი:
 ეფექტურად
მართავს დროს.
 აანალიზებს და გამოაქვს დასკვნა;
 ახდენს ცოდნის დემოსნსტრირებას
პრაქტიკულ საქმიანობაში.
სასწავლო კურსის შინაარსი იხ. დანართი 1

სწავლება-სწავლის მეთოდები სწავლება-სწავლის მეთოდები:


და აქტივობები  ლექცია
 პრაქტიკული მეცადინეობა

აქტივობები:
ლექციის აქტივობები:
 ახსნა-განმარტება
 სასწავლო ვიდეო ფილმები
 დემონსტრირება
პრაქტიკული მეცადინეობის აქტივობები:
 ჯგუფური სამუშაო;
 პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
 პრეზენტაცია
 დისკუსია/დებატები
 პრაქტიკული უნარების დემონსტრირება
 სწავლება სიმულატორების გამოყენებით (Virtual reality (VR))
შეფასების სისტემა სტუდენტის ცოდნის შეფასება მოხდება 100 ქულიანი სისტემით. 100
ქულა არის მაქსიმალური შეფასება. კრედიტის მინიჭების წინაპირობაა
100–დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება.
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:
ა) ხუთ სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც
ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და
ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ
გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც
ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის

3
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

დამატებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაშიც თუ მან


გადალახა დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი, მაგრამ ვერ
გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების


მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში.

კრედიტის მინიჭება შესაძლებელია:


ა) დასკვნითი შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის
შემთხვევაში;
ბ) საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51
ქულის მოგროვების შემთხვევაში.

შეფასების ფორმები, სტუდენტის ცოდნის შეფასების კომპონენტები:


მეთოდები და კრიტერიუმები
ჯამური შეფასება - 100 ქულა, სადაც:

შუალედური შეფასება - სულ 60 ქულა, მათ შორის:


ქვიზი – 15 ქულა
ზეპირი გამოკითხვა - 20 ქულა
პრაქტიკული აქტივობა – 5 ქულა
შუალედური გამოცდა - 20 ქულა

დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა


შეფასების კრიტერიუმების აღწერა
1. ქვიზი - სულ 15 ქულა
ქვიზი ტარდება ერთხელ სემესტრის განმავლობაში და
ფასდება 15 ქულით. მასში შედის 15 ტესტი მრავალი
არჩევითი პასუხით
თითოეული ტესტი ფასდება - 1 ქულით

2. ზეპირი გამოკითხვა - 20 ქულა


ტარდება 20-ჯერ სემესტრის განმავლობაში. თოთოეული ფასდება 1
ქულით. (8-ჯერ ანატომიაში, 8-ჯერ ფიზიოლოგიაში, 2-ჯერ
რადიოლოგიაში)

ზეპირი გამოკითხვის კრიტერიუმებია:

1 ქულა: სტუდენტი კარგად არის მომზადებული, ზედმიწევნით


ფლობს სილაბუსის მასალას. პასუხები კითხვებზე არის სწორი,
დასაბუთებული და გამართული. სტუდენტს კარგად აქვს
გააზრებული მასალა.
0,5 ქულა: სტუდენტმა იცის სილაბუსის თემის მხოლოდ ნაწილი,
კითხვებზე პასუხები სწორია, მაგრამ არასრული / არ არის ამომწურავი.
0 ქულა: სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია. არ აქვს შესწავლილი

4
სილაბუსის თემა, ვერ პასუხობს კითხვებს.

3. პრაქტიკული აქტივობა - 5 ქულა.


პრაქტიკული აქტივობა ფიზიოლოგიაში ტარდება 2-ჯერ სემესტრის
განმავლობაში, თითოეული სამუშაო ფასდება მაქსიმუმ 2.5 ქულით.
2.5 ქულა - სტუდენტი დამოუკიდებლად ასრულებს
პრაქტიკულ აქტივობას, შეუძლია შედეგების
სრულყოფილი ინტერპრეტაცია, საფუძვლიანად და
ამომწურავად იცის პრაქტიკულ აქტივობის თეორიული
ნაწილი.
2 ქულა - სტუდენტს უჭირს პრაქტიკული აქტივობის
დამოუკიდებლად შესრულება, შეუძლია შედეგების
ნაწილობრივი ინტერპრეტაცია, სრულყოფილად იცის
პრაქტიკული აქტივობის თეორიული ნაწილი .
1.5 ქულა - სტუდენტი ვერ ასრულებს პრაქტიკული
აქტივობის დამოუკიდებლად, ცუდად ახდენს შედეგების
ინტერპრეტაციას, არასრულყოფილად იცის პრაქტიკული
აქტივობის თეორიული ნაწილი.
1 ქულა - სტუდენტი ვერ ასრულებს პრაქტიკული
აქტივობის დამოუკიდებლად და ვერ ახდენს შედეგების
ინტერპრეტაციას, თეორიული დასაბუთება არ არის
დამაკმაყოფილებელი.
0.5 ქულა - სტუდენტი ვერ ასრულებს პრაქტიკული
აქტივობის დამოუკიდებლად, და არ შეუძლია შედეგების
ინტერპრეტაცია, ცუდად იცის პრაქტიკული აქტივობის
თეორიული ნაწილი.
0 ქულა - სტუდენტი ვერ ასრულებს პრაქტიკული
აქტივობის და არ გააჩნია თეორიული ცოდნა.

4. შუალედური გამოცდა - 20 ქულა


შუალედურ გამოცდაში შედის 30 შეკითვა, მათ შორის 20
ტესტი მრავალი არჩევითი პასუხით (0,5 ქულა) და 10 ტესტი
მრავალი არჩევითი პასუხით (1 ქულა)

 დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა.


OSPE – 10 ქულა და ტესტი - 30 ქულა
ა) ტესტი: 47 კითხვისგან, მათ შორის 34 ტესტით მრავალი
არჩევითი პასუხით (0.5 ქულა) და 13 ტესტით მრავალი
არჩევითი პასუხით (1 ქულა):
ბ) OSPE: ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული
გამოცდა, რომელიც ფასდება 10 ქულით და წარმოდგენილია 3
სადგურით. თითოეული კომპონენტის შეფასება სადგურებზე

5
განისაზღვრება შეფასების ფურცლის მიხედვით ისე, რომ
ჯამური შეფასება შეადგენს 10 ქულას. შეფასების ფურცელი
შემუშავებულია უშუალოდ შესასრულებელი დავალების
სპეციფიკის გათვალისწინებით. სადგურზე შესასრულებელი
დავალების შესაბამისი ქულების განაწილება დეტალურად
მოცემულია შეფასების ფურცელში.

პლაგიატი აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმებისა და


მოთხოვნების სერიოზული დარვევაა. მიუღებელია სხვისი ნაშრომის,
იდეის ან აზრის გამოყენება წყაროს მითითების გარეშე. ასეთ
შემთხვევაში, ლექტორი ვალდებულია შეფასების გარეშე დატოვოს
სტუდენტის დავალება.წერითი დავალება, რომლითაც
გათვალისწინებულია წყაროს მითითების აუცილებლობა, შემოწმდება
პლაგიატის ამომაცნობი პროგრამის (Turnitin) გამოყენებით.
პლაგიატის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში განულდება სტუდენტის
წერითი ნაშრომი. ლექტორი ვალდებულია სტუდენტს მისცეს
შესაბამისი უკუკავშირი. სტუდენტი უფლებამოსილია, გაასაჩივროს
ლექტორის გადაწყვეტილება ნაშრომის განულების შესახებ. საჩივრის
განხილვა ხდება უნივერსიტეტის ,,ეთიკისა და დისციპლინური
პასუხისმგებლობის კოდექსის“ შესაბამისად.

ადმინისტრაციული  სასწავლო კურსის ხელმძღვანელი ვალდებულია პირველ


შენიშვნები ლექციაზე სტუდენტს გააცნოს საგანმანათლებლო პროგრამით
განსაზღვრული მოთხოვნები და შემდგომი მუშაობის სტრატეგია.
 სტუდენტი ვალდებულია:
 ყურადღებით გაეცნოს სასწავლო კურსის სილაბუსს.
 შეასრულოს სილაბუსით გათვალისწინებული მოთხოვნები
(შეასრულოს საშინაო დავალება; მოემზადოს სემინარული თუ
პრაქტიკული მუშაობისთვის; ტესტირებისთვის;
პრეზენტაციისათვის და ა.შ).
 შუალედური შეფასებების შედეგებით სტუდენტმა უნდა
გადალახოს არანაკლებ 50 % = 30 ქულა. წინააღმდეგ
შემთხვევაში არ დაიშვება დასკვნით გამოცდაზე.
 დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარია 50% +1 = 21 ქულა.
დასკვნითი გამოცდის დამატებით გამოცდაზე სტუდენტს
გასვლის უფლება აქვს Fx მიღების შემთხვევაში, დასკვნითი
გამოცდის დამატებით გამოცდაზე სტუდენტს გასვლის უფლება
აქვს, თუ სტუდენტს უგროვდება მაქსიმალური შეფასების 41-50
ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით
დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, Fx-ის მიღების
შემთხვევაში დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი
გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
 სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას
არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა
რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის
დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის

6
კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე
მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო
კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების
შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

ძირითადი ლიტერატურა 1. ადამიანის ნორმალური ანატომია- რ. ხეცურიანი/ 2020 წელი;


2. ადამიანის ანატომია-ზ.კაციტაძე/ 2019 წელი;
3. ადამიანის ფიზიოლოგია- სანადირაძე, გ., ჩიხორია, ნ., ცხადაძე,
ლ., მჟავანაძე, დ., ჭიჭინაძე, გ., დუმბაძე, ზ./ 2018 წელი;
4. ადამიანის ფიზიოლოგია- ი.კვაჭაძე/ 2018 წელი;
5. რადიოლოგია- მთვარაძე ალ., ურუშაძე, ო., ნემსაძე, გ./ 2016
წელი;
6. ჰენდაუთი
დამხმარე ლიტერატურა და 1. Human Physiology by Stuart Ira Fox Dr. 15th edition, 2019
სხვა სასწავლო მასალა
2. Human Physiology: From Cells to Systems by Lauralee Sherwood 9th
edition 2016
3. Grainger's & Allison's Diagnostic Radiology 2nd edition 2019
4. Clinically Oriented Anatomy, 7th Edition, by Keith L. Moore,
Arthur F. Dalley, and Anne M. R. Agur, Baltimore, MD: Lippincott
Williams & Wilkins
5. Gray's Anatomy
6. Atlas of Human Anatomy, Frank H. Netter
7. Color atlas of anatomy: a photographic study of the human body /
Johannes W. Rohen, Chihiro Yokochi, Elke Lütjen-Drecoll.
8. Grant's atlas of anatomy / Anne M.R. Agur, Arthur F. Dalley II.

დანართი 1
სასწავლო კურსის შინაარსი

კვირა თემა, საათების განაწილება სასწავლო მასალა

ანატომია(1/2) 1,2
გულ-სისლძარღვთა სისტემა, გულის ანატომია, გულის
სარკმელები და სარქველები.
გულის კედლის აგებულება.
3,4
I ფიზიოლოგია (1/2)
სისხლის სისტემა - ზოგადი ფუნქციები. განხილული იქნება
ორგანიზმის შინაგანი გარემო, სისხლის ზოგადი ფუნქციები.
5,6
რადიოლოგია (1/2)
გულ-მკერდის რადიოლოგია

7
ანატომია(1/2) 1,2
კორონარული სისხლძარღვები, სისხლის მიმოქცევის მცირე წრე.
გულის ინერვაცია, გამტარი სისტემა, სინოატრიალური და
ატრიოვენტრიკულური კვანძები, ჰისის კონა.
Virtual reality (VR) 3,4

II ფიზიოლოგია (1/2)
სისხლის ფიზიკური მახასიათებლები. სისხლის აქტიური რეაქცია
და სისხლის ბუფერული სისტემები.
5,6
რადიოლოგია(1/2)
გული და მაგისტრალურისისხლძარღვები
ზეპირი გამოკითხვა

ანატომია (1/2) 1,2


სისხლის მიმოქცევის დიდი წრე, აორტა, მისი ნაწილები, აორტის
რკალი და მისი ტოტები, საძილე არტერიები.
ზეპირი გამოკითხვა
3,4
ფიზიოლოგია (1/2)
აციდოზისა და ალკალოზის ცნება. სისხლის ფორმიანი
III
ელემენტების გენეზი და ფუნქციები. ერითროპოეზი.
ზეპირი გამოკითხვა 5,6

რადიოლოგია (1/2)
გული და პერიფერიული სისხლძარღვები.
ზეპირი გამოკითხვა

ანატომია(1/2) 1,2
ლავიწქვეშა არტერია
Virtual reality (VR)

ფიზიოლოგია (1/2) 3,4


IV სისხლის ჯგუფები. სისხლის ჯგუფების დადგენის მეთოდები.
სისხლის შედედების მექანიზმები. სისხლის შედედების
პათოლოგიები.
ზეპირი გამოკითხვა

ანატომია(1/2) 1,2
გულმკერდის და მუცლის აორტა
ზეპირი გამოკითხვა
Virtual reality (VR)
V
3,4
ფიზიოლოგია (1/2)
სისხლის მიმოქცევის სისტემა. გული, გულის გამტარი სისტემა.
გულის ციკლი

8
ანატომია(1/2)
თეძოს არტერიები.
1,2
ვენური სისტემა, ზემო ღრუ ვენა, ქვემო ღრუ ვენა, სისხლის
მიმოქცევის პორტალური წრე
ზემო კიდურის სისხლძარღვები, ხელის გულის ფასცია და
ნაწილები, ხელის არტერიები
ზეპირი გამოკითხვა
VI
Virtual reality (VR) 3,4

ფიზიოლოგია (1/2)
გულის კუნთის ავტომატური მოქმედების ცენტრები. გულის
გრადიენტის კანონი.
ზეპირი გამოკითხვა

ანატომია(1/2) 1,2
ვენური სისტემა, ზემო ღრუ ვენა, ქვემო ღრუ ვენა, სისხლის
მიმოქცევის პორტალური წრე
ზეპირი გამოკითხვა
3,4
VII ფიზიოლოგია (1/2)
გულის ელექტრული აქტივობა- ელექტროკარდიოგრაფია. მისი
ნორმალური სტრუქტურა და აბერაციები.
ზეპირი გამოკითხვა

VIII შუალედური გამოცდა – 1 სთ.

ანატომია(1/2) 1,2
ლიმფური სისტემა
Virtual reality (VR)

ფიზიოლოგია (1/2) 3,4


გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სისხლძარღვები (არტერიები,
IX
კაპილარები და ვენები), ლიმფო-ვასკულური სისტემა

ინტეგრიებული პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)


ნაწილი 1

ანატომია (1/2) 1,2


რესპირატორული სისტემა, ცხვირის ღრუ, ხახა
ზეპირი გამოკითხვა

X ფიზიოლოგია (1/2) 3,4


ცირკულაციის მიმოხილვა: სისხლის წნევა, სისხლის ნაკადი და
წინაღობა, სისხლძარღვების ელასტიურობა და ფუნქცია
არტერიულ და ვენურ სისტემებში

9
ინტეგრიებული პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
ნაწილი 2
ზეპირი გამოკითხვა

ანატომია(1/2) 1,2
ხორხი
ზეპირი გამოკითხვა
Virtual reality (VR)
3,4
ფიზიოლოგია (1/3)
XI გულის დარტყმითი მოცულობა, ვენური მიდინება და მისი
რეგულაცია, კუნთების კვება და გულის დარტყმითი მოცულობა
დატვირთვის დროს, კორონარული ცირკულაცია, გულის
უკმარისობა.
პრაქტიკული აქტივობა

ანატომია(1/2) 1,2
ტრაქეობრონქული ხე
Virtual reality (VR)

ფიზიოლოგია (1/2) 3,4


სასუნთქი სისტემა; ვენტილაციის ფიზიკური ასპექტები; სუნთქვის
მექანიზმი.
XII
5,6
რადიოლოგია(1/2)
ზედა სასუნთქი გზები და ღრუები
ზეპირი გამოკითხვა

ქვიზი

ანატომია(1/2) 1,2
ფილტვი და პლევრა
ზეპირი გამოკითხვა
3,4
ფიზიოლოგია (1/2)
სუნთქვის რეგულაცია; გაზთა ცვლა ალვეოლებში;
XIII 5,6
ზეპირი გამოკითხვა

რადიოლოგია (1/2)
ქვედა სასუნთქი ტრაქტი, პლევრალური სითხე
ზეპირი გამოკითხვა

ანატომია (1/2) 1,2


კისერი
ზეპირი გამოკითხვა
XIV 3,4
ფიზიოლოგია (1/3)
სუნთქვის ნერვული კონტროლი

10
პრაქტიკული აქტივობა

ანატომია(1/2) 1,2
გულმკერდი
Virtual reality (VR)
XV
ფიზიოლოგია (1/2) 3,4
ჰემოგლობინი და ჟანგბადის ტრანსპორტი.
ზეპირი გამოკითხვა

ანატომია (1/2) 1,2


ტრაქეობრონქული ხე
Virtual reality (VR)

XVI ფიზიოლოგია (1/2) 3,4


გაზთა ცვლა სისხლსა და ქსოვილებში;
ზეპირი გამოკითხვა

XVII -
დასკვნითი გამოცდა (2 საათი)
XVIII
XIX -
დამატებითი გამოცდა
XX

შენიშვნა: სასწავლო მასალაში მითითებული რიგითი ნომერი შეესაბამება მოცემული


სასწავლო კურსის სავალდებულო ლიტერატურაში მითითებული წყაროს რიგით
ნომერს.

11

You might also like