You are on page 1of 7

სასწავლო კურსის სილაბუსი

სასწავლო კურსის ნეიროფსიქოლოგიის საფუძვლები


დასახელება
სასწავლო კურსის
(მოდულის) კოდი
სასწავლო კურსის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არჩევითი
სტატუსი კურსი ფსიქოლოგის სპეციალობის ბაკალავრის ხარისხისთვის
ECTS 5 კრედიტი.
45 საკონტაქტო საათი და 80 საათი დამოუკიდებელი
მუშაობისთვის.
სემესტრში 15 საათი ლექცია და 30 საათი სემინარი
ლექტორი თინათინ ჭინჭარაული ასისტენტ პროფესორი
(ლექტორები) თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი,
ფსიქოლოგიის მიმართულება;
საკონტაქტო ინფორმაცია: tinatin@gmail.com.
სასწავლო კურსის მოცემული კურსი მიზნად ისახავს გამოყენებითი ფსიქოლოგიის
მიზნები ერთ-ერთ დარგში, ნეიროფსიქოლოგიაში თეორიული ცოდნის
შეძენა. შესაბამისად, დისციპლინის ამოცანებია:
• ცენტრალური ნერვული სისტემის
დაზიანების დროს ადამიანის ფსიქიკური ფუნქციებისა და
ქცევის დარღვევების შესწავლა;
• ფსიქიკური ფუნქციების დარღვევების
ნეიროფსიქოლოგიური მექანიზმების შესწავლა;
• თავის ტვინის ფუნქციონირების
მოდელების შესახებ წარმოდგენის შექმნა;
• კვლევის ნეიროფსიქოლოგიური
მეთოდების ზოგადი გაცნობა.
სასწავლო კურსის ფსიქოლოგიის საფუძვლები
შესწავლის კოგნიტური ფსიქოლოგია
წინაპირობები
სასწავლო კურსის 1 საათი ლექცია, 2 საათი სემინარი
ფორმატი
სასწავლო კურსის იხ. დანართი 1
შინაარსი
შეფასება სტუდენტის მიერ სემესტრში სასწავლო პროცესით
განხორციელებული სამუშაოს შედეგები შეფასებულ იქნება
მრავალკომპონენტიანი მეთოდით, რომლის მიხედვითაც
სტუდენტი დააგროვებს ქულების შემდეგ რაოდენობას:
1. ლექციაზე დასწრება -10 ქულა
2. სემინარული მეცადინეობა - 20 ქულა
3. კოლოკვიუმი - 30 ქულა (15 + 15)
4. საბოლოო წერითი გამოცდა - 40 ქულა

სტუდენტი, რომელიც სემესტრის განმავლობაში დააგროვებს 60


შესაძლებელი ქულიდან 21 ქულაზე ნაკლებს აღნიშნულ საგანში
ჩაითვლება წარუმატებლად და არ დაიშვება გამოცდაზე.
სტუდენტი, რომელიც გადალახავს ბარიერს სათანადო ქულებით
(21-დან 60 ქულამდე) ეძლევა საბოლოო წერითი გამოცდის
ჩაბარების უფლება, რომლის მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა.
თუ სტუდენტი გამოცდაში დააგროვებს 21 ქულაზე ნაკლებს, მას
გამოცდა არ ჩაეთვლება და ერთხელ მიეცემა გადაბარების
უფლება. თუ სტუდენტი მეორედაც ვერ დააგროვებს 21 ქულასა და
მეტს, იგი საბოლოოდ შეფასდება როგორც წარუმატებელი
გამოცდის გადაბარების უფლების გარეშე (F-).

განვლილი კურსის ათვისების დონის საბოლოო შეფასება


შემდეგნაირად მოხდება - დაგროვილ ქულებს დაემატება
საბოლოო წერით გამოცდაზე მიღებული ქულა. საბოლოო
შეფასება გამოიყვანება შეფასების 7-ბალიანი სისტემით:

A _ უმაღლესი 91 _ 100 ქულა

B _ ძალიან კარგი 81 _ 90 ქულა

C _ კარგი 71 _ 80 ქულა

D _ დამაკმაყოფილებელი 61 _ 70 ქულა

E _ საკმარისი 51 _ 60 ქულა

Fx _ ჩაჭრილი

(ექვემდებარება გადაბარებას) 45 - 50 ქულა

_ ჩაჭრილი

(არ ექვემდებარება გადაბარებას) < 44 ქულა

სავალდებულო 1. Хомская. Е. Д. (2005). Нейропсихология. М.% Питер


ლიტერატურა 2. გაგოშიძე.თ. (2000). ნეიროფსიქოლოგიის ცნობარი.
(გამოსაცემი)
დამატებითი • B. Colb and I.Wishaw. (1995). Fundamentals in Human
ლიტერატურა და Neuropsychology.
სხვა სასწავლო •Лурия А.Р. (2002). Высшие корковые функции
მასალა человека и их нарушение при локальных
поражениях мозга. М.% Академ. проект
სწავლის შედეგები ზოგადი კომპეტენციები:
- ინფორმაციის ანალიზისა და სინთეზის უნარი;
- ჯგუფში მუშაობის უნარი;
- ზეპირი პრეზენტაციის გაკეთების უნარი:
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- სწავლის/ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
- ინფორმაციის მართვა.
დარგობრივი კომპეტენციები:
- ადამიანის ქცევაში თავის ტვინის სხვადასხვა სისტემების
როლის შესახებ ცოდნა;
- თავის ტვინის სხვადასხვა სისტემების დაზიანების
ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომებისა და სინდრომების
შესახებ ცოდნა;
- თავის ტვინის დაზიანების ნეიროფსიქოლოგიური შეფასების
ზოგადი პრინციპების შესახებ ცოდნა.
სწავლებისა და გამოყენებულ იქნება:
სწავლის მეთოდები - ვერბალური მეთოდი,
- წიგნზე მუშაობის მეთოდი;
- წერითი მუშაობის მეთოდი;
- პრობლემურ საკითხებზე დისკუსია;
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
- პრეზენტაციები;
- შემთხვევების ანალიზი.
სასწავლო კურსის -
გავლასთან
დაკავშირებული
დამატებითი
პირობები
დანართი 1

სასწავლო კურსის შინაარსი

# თარიღი თემა ლიტერატურა


1 1 ლექცია: ნეიროფსიქოლოგიის განვითარების ისტორია. Лурия А.Р. (2002), ст. 7-23
მედიცინის, ფსიქოლოგიის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების
განვითარების გავლენა ნეიროფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზე.
ვიწრო ლოკალიზაციონიზმი. ანტილოკალიზაციონიზმი. ეკლექტური
მიმართულება.
2 2 ლექცია: თანამედროვე შეხედულებები თავის ტვინში ფსიქიკური Хомская. Е. Д. (2005). гл. 2. Теория
ფუნქციების ლოკალიზაციის შესახებ: ფუნქციური სისტემების системной локализаций высших
დინამიკური ლოკალიზაციის შესახებ წარმოდგენები психических функций. стр. 35-53
სემინარი 1: ნეიროფსიქოლოგიის განვითარების ისტორია Лурия А.Р. (2002), ст. 7-23
3 3 ლექცია: ნეიროფსიქოლოგიის საგანი, ამოცანები და Хомская. Е. Д. (2005). гл. 1.
მიმართულებები. კლინიკური ნეიროფსიქო-ლოგია, კოგნიტური Нейропсихология и еë место в других
ნეიროფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ნეიროფსიქოლოგია, науках. стр. 12-34; гл. 5.
განვითარების (ბავშვის) ნეიროფსიქოლოგია, ნეიროფსიქოლოგიური Нейропсихология и практика. стр.
რეაბილიტაცია, ნეიროფსიქოლოგიური ფსიქოდიაგნოსტიკა, 100-115;
ნეიროპედაგოგიკა. B. Colb and I.Wishaw Fundamentals
in Human Neuropsychology (1995),
pp. 3-20

სემინარი 2: უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების სისტემური Хомская. Е. Д. (2005). гл. 2. Теория


დინამიკური ლოკალიზაციის თეორია системной локализаций высших
психических функций. стр. 35-53
4 4 ლექცია: თავის ტვინის აგებულების პრინციპები. თავის ტვინის Хомская. Е. Д. (2005). гл. 3. Основные
ფუნქციონირების მოდელები. თავის ტვინის ანატომია, принципы строения мозга. стр. 54
სტრუქტურულ-ფუნქციური აგებულება. თავის ტვინის ჰორიზონტალური -77.
და ვერტიკალური ორგანიზაცია. თავის ტვინის ქერქის სტრუქტურული
აგებულება, ველები; პ. ანოხინის ფუნქციური სისტემის ცნება. ა.
ლურიას ფუნქციური ბლოკების მოდელი. იერარქიული მოდელი.

5 5 ლექცია: თავის ტვინის დიდ ჰემისფეროთა დომინანტობა- Хомская. Е. Д. (2005). гл. 4. Проблема
სუბდომინანტობის პრობლემა, ფუნქციური ასიმეტრიის ცნება межполушарной асимметрий мозга и
межполушарного взаймодействия.
стр. 78 – 99
B. Colb and I.Wishaw Fundamentals in
Human Neuropsychology.1995,
Principles of cerebral asymmetry, pp.
181-209; Variations in cerebral
asymmetry. pp.214-236
სემინარი 3: თავის ტვინის აგებულების პრინციპები და Хомская. Е. Д. (2005). гл. 3. Основные
ფუნქციონირების მოდელები принципы строения мозга. стр. 54
-77.
6 6 ლექცია: ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომის და სინდრომის Хомская. Е. Д. (2005). гл. 2. Теория
ცნება. ნეიროფსიქოლოგიური ფაქტორების ცნება. პირველადი და системной локализаций высших
მეორადი სიმპტომები; სინდრომის კვალიფიკაცია; психических функций. стр. 35-53
ნეიროფსიქოლოგიური ფაქტორების კლასიფიკაცია.

სემინარი 4: თავის ტვინის დიდ ჰემისფეროთა დომინანტობა- Хомская. Е. Д. (2005). гл. 4. Проблема
სუბდომინანტობის პრობლემა. თავის ტვინის ფუნქციური межполушарной асимметрий мозга и
ასიმეტრია. межполушарного взаймодействия.
стр. 78 – 99
7 7 ლექცია: მხედველობითი ანალიზატორის აგებულება. Хомская. Е. Д. (2005). гл. 8. стр. 145-
მხედველობითი აგნოზიები. მხედველობითი ანალიზატორის 165.
აგებულების ძირითადი პრინციპები. მხედველობითი ანალიზატორის B. Colb and I.Wishaw Fundamentals in
ქერქის აგებულება. კეფის წილების პირველადი ველების დაზიანების Human Neuropsychology.1995, The
სიმპტომები. მხედველობითი აგნოზიის სახეები, მათი occipital lobes, pp. 243-263
ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომები.
კოლოქვიუმი
8 8 ლექცია: სმენითი ანალიზატორის აგებულება. სმენითი Хомская. Е. Д. (2005). гл. 10. стр. 179-
აგნოზიები. სმენითი ანალიზატორის აგებულების ძირითადი 191.
პრინციპები. სმენითი ანალიზატორის ქერქის აგებულება. საფეთქლის
წილების პირველადი ველების დაზიანების სიმპტომები. სმენითი
სისტემის ორი სახე: მეტყველებითი და არამეტყველებითი სმენა.
სმენითი აგნოზიის სახეები. ამუზიის სახეები.

სემინარი 5: მხედველობითი ანალიზატორის აგებულება. Хомская. Е. Д. (2005). гл. 8. стр. 145-


მხედველობითი აგნოზიები. 165.

9 9 ლექცია: ტაქტილური ანალიზატორის აგებულება; ტაქტილური Хомская. Е. Д. (2005). гл. 9. стр. 166-
აგნოზიები: კან-კინესთეტიკური ანალიზატორის აგებულების 178.
ძირითადი პრინციპები. ტაქტილური ანალიზატორის ქერქის
აგებულება, პირველადი დაზიანების სიმპტომები. ტაქტილური
აგნოზიების სახეები.

სემინარი 6: სმენითი ანალიზატორი და აგნოზიები Хомская. Е. Д. (2005). гл. 10. стр. 179-
191.
10 10 ლექცია: მოძრაობის ანალიზატორი. პირამიდული და Хомская. Е. Д. (2005). гл. 11. стр. 192-
ექსტრაპირამიდული სისტემები. აპრაქსიები. ნებითი მოძრაობის 211.
აფერენტული და ეფერენტული რგოლები. პირამიდული სისტემის
აგებულება და ფუნქცია. ექსტრაპირამიდული სისტემის აგებულება და
ფუნქცია. ნებითი მოძრაობის დარღვევა პირამიდული და
ექსტრაპირამიდული სისტემების დაზიანების დროს. აპრაქსიის
ფორმები და მათი ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომები.

სემინარი 7: ტაქტილური ანალიზატორი და ტაქტილური Хомская. Е. Д. (2005). гл. 9. стр. 166-


აგნოზიები 178.

11 ლექცია 11: მეტყველების მოშლა თავის ტვინის ლოკალური Хомская. Е. Д. (2005). гл. 13. стр. 225-
დაზიანების დროს. აფაზია. მეტყველების ფსიქოლოგიური 252
სტრუქტურა. მეტყველების პერიფერიული და ცენტრა-ლური
მექანიზმები. მეტყველების ფუნქცი-ური სისტემის აფერენტული და B. Colb and I.Wishaw Fundamentals in
ეფერენ-ტული რგოლები. აფაზიის განსაზღვრება. აფაზიის Human Neuropsychology.1995,
კლასიფიკაციის პრინციპები. მოტორული აფაზიის ფორმები. Language, pp.399-410
სენსორული აფაზიის ფორმები. მარჯვენა ჰემისფეროს როლი
მეტყველების ფუნქციაში.

სემინარი 8: აპრაქსიის კლასიფიკაცია და ფორმები Хомская. Е. Д. (2005). гл. 11. стр. 192-
211.

12 12 ლექცია: მეხსიერების დარღვევები თავის ტვინის ლოკალური Хомская. Е. Д. (2005). гл. 14. стр. 253-
დაზიანების დროს. ამნეზია. მეხსიერების ფორმები. მეხსიერების 272.
კლასიფიკაცია. მეხსიერების დარღვევის ფორმები: ჰიპერმნეზია, Лурия А.Р. (2002), ст. 180-195
პარამნეზია, ჰიპომნეზია. ამნეზია და მისი ფორმები. დავიწყების
თეორიები. მეხსიერების მოდალურ-სპეციფიკური დარღვევები.
მეხსიერების მოდალურ-არასპეციფიკური დარღვევები.

სემინარი 9: სენსორული და მოტორული აფაზიები. Хомская. Е. Д. (2005). гл. 13. стр. 225-
252

B. Colb and I.Wishaw Fundamentals in


Human Neuropsychology.1995,
Language, pp.399-410
13 13 ლექცია: ემოციური სფეროს დარღვევა თავის ტვინის Хомская. Е. Д. (2005). гл. 17, 18. стр.
ლოკალური დაზიანების დროს. ემოცია და მისი ძირითადი 308-342.
პარამეტრები. ემოციის ფიზიოლოგიური მახასიათებლები; თავის
ტვინის ანატომიურ-ფუნქციური სტრუქტურები, რომელთაც კავშირი
აქვთ ემოციებთან: ვეგეტატიური ნერვული სისტემა, ლიმბური
სისტემა, შუბლის წილები, ქერქქვეშა სტრუქტურები. ემოციური
დარღვევის ტიპები. ემოციური სფეროს დარღვევები მარჯვენა და
მარცხენა ჰემისფეროთა დაზიანების დროს. ემოციური სფეროს
დარღვევის თავისებურება თავის ტვინის ჰიპოფიზარულ-
ჰიპოთალამური სისტემის, საფეთქლის წილების, შუბლის წილების
დაზიანების დროს.

სემინარი 10: მეხსიერების დარღვევები თავის ტვინის Хомская. Е. Д. (2005). гл. 14. стр. 253-
ლოკალური დაზიანებების დროს, ამნეზიის ფორმები. 272.

14 14 ლექცია: მიზანშეწონილი ქცევის დარღვევა თავის ტვინის Лурия А.Р. (2002), ст. 208-283
ლოკალური დაზიანების დროს. შუბლის წილების აგებულება და
მათი როლი ქცევის რეგულაციაში: პროგრამირება, კონტროლი,
ექსტრაპოლაცია (წინასწარი განჭვრეტა), მეტყველებით
გაშუალებული რეგულაცია, იმპულსის შეკავება, გადაწყვეტილების
მიღება. ფსიქიკური ფუნქციები მოშლა შუბლის წილების დაზიანების
დროს: აღქმის, მეხსიერების, ნებითი მოტორული მოქმედების,
მეტყველების, აზროვნების, ემოციური სფეროსი. პერსევერაცია.
მოძრაობითი პერსევერაციის ფორმები.

სემინარი 11: ემოციური სფეროს დარღვევა თავის ტვინის Хомская. Е. Д. (2005). гл. 17, 18. стр.
ლოკალური დაზიანებების დროს. 308-342.

15 15 ლექცია: ფსიქიკური ფუნქციების მოშლის Лурия А.Р. (2002), ст. 78-90, 300-
ნეიროფსიქოლოგიური სინდრომები. ნეიროფსიქლოგიური 322
სიმპტომების გამოვლენის ხარისხზე მოქმედი ცვლადები: ტვინის
ზოგადი ფაქტორები-ჰიპერტენზია, ეტიოლოგიური ფაქტორი,
დაზიანების სიდიდე და ლოკალიზაცია, ასაკი, პრემორბიდული
ფაქტორები. ნეიროფსიქოლოგიური სინდრომის გაგება.

კოლოქვიუმი

You might also like