You are on page 1of 11

აგრესია რეფერატი შესრულებულია

საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის


სოციალური ფსიქოლოგიის კურსისთვის.

ხელმძღვანელი: პროფესორი ნინო აროშიძე


ავტორი: თეონა ჩოხელი
ნინო მაჩაიძე

აგრესია განიმარტება როგორც შეტევა, თავდასხმა. მისი გამომწვევი
მიზეზი კი მრავალ შტოს მოიცავს, თუმცა ძირი ერთი აქვს, ვინმეს ან
რაიმეს დაზიანების სურვილი (ფიზიკური, მორალური და სხვა.) აგრესია
შეიძლება იყოს თანდაყოლილი, გარემო ფაქტორებით ან სოციალური
ფონით გამოწვეული.
• აგრესია ადრეული ასაკიდან ვლინდება. ახალშობილის დაჟინებულ
ტირილში, კარგად იკითხება ბრაზი და აღშფოთება. ტირილის დროს ბავშვის
მიერ დახმარების მოთხოვნა თანდათან გადადის თავგანწირულ პროტესტში,
სწორედ აქ იწყება აგრესიულობა. აგრესიული რეაქცია ბრძოლის რეაქციაა.
ის შედგება დაუკმაყოფილებლობის, პროტესტის, ბრაზისა და ღია
ძალადობისგან, თან ახლავს ბავშვის სურვილს შეცვალოს გარემოებები.
• ოჯახში სტრესისა და წვრებს
შორის ნეგატიური ინტერაქციის
შედეგად ბავშვები
დაისწავლიან აგრესიას.
ბავშვებს გადააქვთ
მოზრდილების საქციელი,
აკვირდებიან, თუ როგორ
უმკლავდებიან უფროსები
თავიანთ ბრაზსა და ნეგატიურ
ემოციებს.

• კვლევებმა აჩვენა, რომ


საცხოვრებელი პირობები,
სკოლა და სამეზობლო
შეიძლება იყოს აგრესიის
გამომწვევი.

• ასევე ბავშვებში აგრესიის


ერთ-ერთი მთავარი
გამომწვევი ფაქტორია,
კომპიუტერული თამაშებ და
ინტერნეტთან მიჯაჭვული
დამოკიდებულება.
არსებობს აგრესიული ქცევის 200 ზე მეტი დეფინიცია.
ჰერმან ფეშბახმა განასხვავა ექსპრესიული, მტრული და
ინსტრუმენტული აგრესია.
• არსებობს უამრავი მიზეზი, რომელმაც შეიძლება ზრდასრულ ადამიანში
აგრესია განაპირობოს. მათ შორისაა სოციალური ფაქტორები – ძალადობა
ოჯახში, აღზრდის დეფიციტი, სოციალური დიფერენციაცია, სიღარიბე,
უმუშევრობა, მასობრივი კულტურა (მასმედია) თავისი “მხატვრული” თუ
რეალური ძალადობითა და სისასტიკით, დაბალი განათლება, სასკოლო
აღზრდის დეფექტები და სხვა.
თანამედროვე რეალობაში
აგრესიის გამომწვევი
ახალი მიზეზიც გამოჩნდა -
კარანტინი.

• ადამიანებს უწევთ
თავი დაიცვან უხილავი
მტრისგან, რომლისაც
ყველა ჩვენგანს
ეშინია.
• კორონა ვირუსის გამო
გვიწევს უამრავ
დათმობაზე წასვლა,
ერთ-ერთი კი
მუდმივად სახლში
ერთ გარემოში
ყოფნაა რაც
ადამიანებში
დეპრესიას, სტრესსა
და აგრესიას იწვევს.
• აგრესია იმალება ყველა ქმედებასა და სიტყვაში, რომელსაც შეუძლია
ადამიანი შეურაცხყოს, ზიანი მოუტანოს, შელახოს მისი უფლებები –
რომელიც ბუნებამ და კანონმა ერთდროულად მიანიჭა. იმალება
თავად ადამიანში, რომელიც საკუთარი განვითრების, მორალური
პრინციპებისა და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით ახერხებს ან ვერ
ახერხებს მის გაკონტროლებას.
როგორ უნდა გათავისუფლდე ამ დამანგრეველი ენერგიისგან?
კარგად გაიცანი საკუთარი თავი. შენ გონიერი
ხარ, შესაბამისად უნდა შეგეძლოს ემოციების მართვა.
ჯერ თუ არ შეგიძლია, იმუშავე ამისთვის და
აუცილებლად გამოგივა.

გარდაქმენი შენი აგრესია დადებითისკენ. ეცადე ენერგია საკუთარი თავის და გარშემომყოფების


სასარგებლოდ დახარჯო. მაგალითად, დაკავდი სპორტით, ხშირად გადი ბუნებაში , განსაზღვრე რა
ქმედება განიჭებს სიამოვნებას და მოიქეცი სწორედ ისე, რომ დაიმუხტო დადებითად და გაანეიტრალო
აგრესია.
• აგრესია ბევრნაირია და შეიძლება გამოიხატოს ისეთ
უმნიშვნელო მოქმედებაში, რომ ვერც კი განვსაზღვროთ, რომ
ვძალადობთ, ან ჩვენზე ძალადობენ. მას მართავს
დაუძლეველი სურვილი გამოიყენო ფიზიკური ძალა სხვა
ადამიანის მიმართ, რათა შეასრულებინო მას შენი სურვილი.
იყო აგრესიული, მიაყენო ტკივილი, დაამცირო - სიტყვიერად,
მენტალურად და ფიზიკურად. იგი ყველგანაა, შინ და გარეთ.
ჩვენს ირგვლივ, მეგობრის ან მეზობლის ოჯახში...
დიდი მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like