You are on page 1of 2

ქვათა ღაღადი

"ქვათა ღაღადი" ქართულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-


პუბლიცისტური ნაწარმოებია, რომელიც სომეხ და რუს ფსევდო-მეცნიერთა უსაფუძვლო
თავდასხმების არიდების ფონზე ქართველთა წარმოშობის იდეას აყალიბებს. Ილია წერს:
„ყოველ ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთათქმა, თავისი წადილები ,
თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამეების შეგინება კი, არ ეპატიება, არ შეენდობა
ოდნავ გონებაგახსნილ ადამიანს, მაგრამ აქაოდა, შფოთი ატყდებაო, ბოროტის მხილებას
კრიჭა არ უნდა შეუკრას ვინმემ, ვინაიდან უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით მორცხვიც
გაურცხვდებისო...გული კი იმოდენად შეგვრჩენია, იმოდენად კიდევ გვერჩის, რომ ჩვენს
ვინაობას ვუპატრონოთ“.
ილიას „ქვათა ღაღადი“ იწერებოდა მაშინ, როცა სომხურმა კაპიტალმა გაბატონებული
მდგომარეობა მოიპოვა საქართველოში, როცა ქართველ თავადაზნაურთა დიდი ნაწილის
ბედოვლათობის გამო, ქართული მიწა-წყალი თანდათანობით გადადიოდა სომხური
ბურჟუაზიის ხელში, როცა კაზარიანცებს, მანთაშოვებს, არამიანცებს და სხვებს თითქმის
მთელი თბილისის, და არა მხოლოდ თბილისის, გამგებლებლად მოჰქონდათ თავი, როცა
ვაჟას თქმით, მთელი საქართველო წააგავდა მსუქან დუმას, რომელსაც „გარეშე კაცი
მიეტანა... და ნელ-ნელა ათლის კაი-კაი ნაჭრებს... ჩვენი ტერიტორია სხვის ხელში გადადის
და ჩვენ, ქართველები, ამ დუმის თლას, ანუ მიწა-წყლის გადასვლას სხვის ხელში როდი
ვეწინააღმდეგებით სასტიკად. როგორ ეკადრება ეს ჩვენს კეთილშობილებას!

რუსული იმპერიალიზმის მიზანი არა მარტო საქართველოს ტერიტორიის აჭრელება


უცხო ტომელთა ჩამოსახლებით და ქართველებისთვის ფეხქვეშიდან მიწის გამოცლა იყო ,
არამედ, ქართველი ერის თვითმყოფადობის, მისი სულიერების, კულტურის სრული მოსპობა
და განადგურება. ამ მიზანს ემსახურებოდა სწორედ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის
გაუქმება, ეკლესიებში ქართული წირვა-ლოცვის აკრძალვა, ტაძრების გაძარცვა და
განძეულობის გატანა რუსეთში, ქართული ენის გამოდევნა სახელმწიფო დაწესებულებიდან,
სკოლებიდან და ა. შ.

"ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი


ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან
გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ,
ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქო
არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ ...სიტყვით და კალმით ქვეყანას ეფიცებიან,
ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიგრისა და ევფრატის სათავეებამდე , თითქმის შავის ზღვიდამ
კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია (ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ
დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც "ვრაცები" ყრილან - ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი
თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით... გვართმევენ ყოველს ეროვნულს
ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის
წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს,
ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს
ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-
გამოძვრენითა... დროა, ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი
ასეთს ყოფას გვაწევენ ქართველებს. დროა გავითვალისწინოთ იგინი ისე, როგორნიც
ნამდვილ არიან უნიღაბოდ" - ქართველები დღესაც იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ,
რომლებზეც საუკუნეზე მეტი ხნის წინ წერდა დიდი ილია...

ქართველებზე ტოლერანტული ერი ძნელად თუ მოიძებნება. ჩვენ ყოველთვის ფართოდ


გვაქვს კარი ღია ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობისთვის, მაგრამ იმას, რასაც ჩვენი
მეზობელი სომხები წლების განმავლობაში აკეთებენ ქართული კულტურული თუ
ნაციონალური მემკვიდრეობის მხრივ, პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა ვის ვედავებით ჩვენი
ნაციონალური და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას, როდესაც მათ თვითონვე არ
ვუფრთხილდებით?

You might also like