You are on page 1of 9

ყორღანებიდან გნოლი ყივჩაღი ანუ ყივჩაყი - თურქულენოვანი ტომი შუა

გაფრინდა, საუკუნეებში. მისდევდნენ მომთაბარე


ყაბარდოს ველი გადაიარა, მესაქონლეობას, ცხოვრობდნენ კარვებში
ისევ აღვსდექი! მუხრანის (იურტები). ჰქონდათ წარმართული რწმენები.
ბოლოს გავრცელებული იყო სისხლის აღების წესი დავით
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. IV აღმაშენებელმა 1118 წელს საქართველოში 40
ათასი ყივჩაყი გადმოასახლა. აღმაშენებელმა
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ცოლად შეირთო ყოვჩაყთა ერთ-ერთი
ჰყვავიან მთავრის, ათრაქა შარაღანის
ხოდაბუნები თავთუხებისა, ძის ასული გურანდუხტი.
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, ყორღანი (თურქ. kurgan, რუს. курга́н, პოლ. kurhan
როგორც ბადაგი დადუღებისას. ) — გორასამარხის, უმეტესად ხის ოთახი,
რომელიც შემდგომ მიწის ბორცვით იფარებოდა.
ხოხბობას გნახე, მიწურვილ სიტყვა ნაწარმოებია თურქული კურგანიდან
იყო რომელიც ითარგმნება როგორც ნაყარი,
როცა ზაფხული რუსთაველისა, ბორცვი. ყორღანი წარმოაგენს ქვების და მიწის
ნეტამც ბადაგი არ დამელია მთას, რომელიც ერთ ან რამდენიმე საფლავზე
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა! აღიმართება. ყაბარდო – დგილი ჩრდილო
კავკასიაში.
ხოდაბუნი – საბატონო დიდი ყანა. თავთუხი –
ხორბლის ერთ-ერთი სახეობა. მისი ფქვილისგან
მზადდება უმაღლესი ხარისხის ფქვილი.
ბადაგი – ყურძნის წვენი. აქ: საუკეთესო ღვინო.

ტრამალ და ტრამალ
გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე
საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,


დაბადებულა ვინც კი
ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს
შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი


ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით
ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს
ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის
ნისლები...

მოდი! გეძახი ათას წლის მერე,


დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი
არი
და დრო ახალი პაემანისა!..

ეს პირველი ლექსი არის გიორგი ლეონიძის ლექსი „ყივჩაღის პაემანი“

ისწავლოს ყველამ

შემდეგი:

ისწავლოს დავითმა

მირზა გელოვანი

დამაცადე, ნატყვიარში ...

დამაცადე,ნატყვიარში დავიფიო ბალახი,


კვლავ ვიხილო მთები ქარში,ჩემგან გადანალახი.
გაგიტაცო,ლურჯა მალი მიგვაფრენდეს მალვითა,
მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა.

ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ,


სისხლს გავუშვებ ღვარადა,
ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ,
ტოტს ვიფარებ ფარადა.

ბაგე მალო,ვერ დამალავ,კოცნას მაინც დავაჩენ,


ერთი წუთით შენს შავ დალალს ბალახებში დავაფენ.
მერე მომწვდნენ,მერე მნახონ,აღარ მედარდებოდეს,
გადამკრან და გადამჩეხონ,ხმალი მიწას სწვდებოდეს.

ბევრჯერ ვლესე შავი დანა ბრაზით და გახელებით,


სისხლმა ბევრჯერ გადანამა ჩემი თეთრი ხელები.
უფრო ბევრჯერ ღიმის ჩენით ვზიდე გულის ტკივილი,
ახლაც ახსოვს ღამეს ჩემი არწივული ყივილი

და სიკვდილმაც ჩემთან ახლოს


ბევრის თვალი მოფისა,
მთებსაც ახსოვს,ქარსაც ახსოვს
ეხო ჩემი თოფისა...

დამაცადე,შავ ღამეში დაგილეწო კარები,


მოვიხვიო შენი ეშხი,შენი შმაგი მკლავები...
მერე მომწვდნენ,მერე მნახონ,აღარ მედარდებოდეს,
გადამკრან და გადამჩეხონ, ხმალი მიწას სწვდებოდეს.

ისწავლოს ყველამ

გზაში

მივალ და შენი ხელები

ბურუსში დაიჩრდილა.

გადათოვლილან ველები,

დანისლიანდა დილა.

ნეტავ, არც ღამე მეთია,

ვწუხვარ, ვდარდობ და გელი,


შენი ყელივით თეთრია

მთა საბადურის ყელი.

იცოდე, შენი ბრალია,

თუ დავიღუპე გზაზე...

„ნეტა არ დაგძინებოდა,

ჩიტო ნიბლიავ, ნარზე

ჩამოგიქროლებს ალალი,

წაგიყვანს მაღალ მთაზე“.

შნო მახსოვს შენი ბინისა,

თითი, გაჭრილი დანით,

უკან ჩამორჩა თბილისი,

ლელუბანი და გლდანი.

მახსოვს, ცაზე რომ დნებოდა

იაგუნდი და ლალი.

ნეტავ არ დაგძინებოდა,

დალილ, ძვირფასო დალილ!

ნეტავ არ დაგძინებოდა,

დალილ!

ისწავლონ გოგონებმა

გალაკტიონ ტაბიძე
მერი
მიუძღვნა მერი შარვაშიძეს

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!


მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
ვთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

ისწავლონ გოგონებმა

ანა კალანდაძე

საქართველოო ლამაზო

ქარი გიმღერის ნანასა,

ზღაპარს გიამბობს ჭადარი...

ძეწნამ ალერსით ამავსო

ეჭვებით ნაავადარი...

საქართველოო ლამაზო,

„სხვა საქართველი სად არი?"

ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა - არცა რისი სადარი...

მთვარე რომ ამობრწყინდება,

გული გაფრენად მზად არი...

დიდება, შენი დიდება,

„სხვა საქართველო სად არი?"

მინდვრები, ქართლის მინდვრები,

ქედები მხარგაშლილები...

მთაში - ტყე დანაბინდები,

ტყეში - ქორბუდა ირმები...

ბარად შრიალებს ჭადარი,

მზეს უმღერიან ჩიტები...

მხარევ მოსილო დიდებით,

„სხვა საქართველო სად არი?"

ლურჯი ბალახი მხარამდი,

მწყერი გოგმანობს ბალახში...

თეთნულდზე - მზე და ბადაღში...

სხვა საქართველო ვინ ნახა?

„სხვა საქართველო სად არი?"

როს ვარსკვლავები ხმაურით

აინთებიან ცათანი,

კლდეს მოაწყდება ზღვაური


მეშვიდე ცაზე ატანილს...

კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,

გორში იტირებს ატამი,

ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,

„სხვა საქართველო სად არი?"

აქ დაიბადა „სულიკო",

მზისკენ გაფრინდა „მერანი"...

და თუნდაც გადმოსულიყო

მტერი შმაგი და ვერანი,

მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,

სით გაუშვებდა ლელაჲ?

აქ დაიბადა „სულიკო",

მზისკენ გაფრინდა „მერანი"...

მთათ ორბის ფრთები მოისხეს,

ცაში ასულა ძერაი...

დაბლა შრიალებს მოლისებრ

ყანაი გაუყელავი...

ფიქრს დაუღლია ონისე,

ბახტრიონს მიდის ლელაი...

მთათ ორბის ფრთები მოისხეს,

ცაში ასულა ძერაი...


ქარი გიმღერის ნანასა,

ზღაპარს გიამბობს ჭადარი...

ძეწნამ ალერსით ამავსო

ეჭვებით ნაავადარი...

საქართველოო ლამაზო,

„სხვა საქართველო სად არი?“

ანა კალანდაძე

You might also like