You are on page 1of 90

8 აგვისტო

პოეზიისთვის თავის თავი ვინ გაიმეტა,


ერთი ფიქრის ქვეშ თავისი დღე ვინ დააღამა.
ახალი ლექსი გამიტაცებს ახალ იმედით,
ეს არ იქნება “სევდის ბაღი“ და არც “შახმანე“.

ვინ დაინახა გარმონია მსრბოლავ ღრუბლების


და ზღვის ტალღების აღსარება ვინ გაიგონა,
უნდა მოვიდეს დრო ნეტარი, დრო დაუფლების,
აღდგეს ყოველი შექსპირულ და უკვდავ სტრიქონად.

ვინც ითვლის ღამით იდუმალ ხმებს და ვისთვისაა


მთელი მდინარე გაწოლილი ქალი ტიტველი,
იქნებ პოეტი ჭეშმარიტი მხოლოდ ისაა -
თავის ოცნების გამომტანი და ამზიდველი.

იგი პოეტს ხმით იმღერებს, ვისაც არ სძინავს,


რომ მთვარე - ფარჩა მთელ ქვეყანას ავსებს ოცნებით,
ვისთვისაც ტალღა თვითეული აქამდის ბრწყინავს,
ვით ოფელია, სიცოცხლის და მზის სხივოსნებით.

იქნება არის პოეზია პატარა ჩიხი,


სადაც ალვის ხე დგას ყოველთვის ცაში აჭრილი,
იქნება არის პოეზია სურამის ციხე,
ზურაბის კვნესით და გატანჯულ მისი აჩრდილი.
აშორდია

კალიოსტროს ლანდს შესთავაზა მან პაემანი.


წინაპრის ლანდით არის ახლა იგი ბურვილი.
მეფურ სიუხვით ათავადა ყველა მსურველი.
თვითონ ფრთიანი, უხილავი, როგორც დემონი.

ბევრ ამაყ სიზმრებს დააწაფა თვალთა თვლემანი.


ბევრ ოცნებაში ბრწყინვალების შექმნა ურვილი.
ხალხის წინაშე ჯადოსნობით კვლავ აღჭურვილი,
დროს კარჩაკეტილს და შმაგ სივრცეს არ დაემონა.

ასხვანაირებს სილამაზეს, როგორც მგოსანი.


თვალში მონოკლით ავაზაკობს _ ცბიერი მარად
და ყალბ სიგელებს აქანდაკებს შეუდარებლად.

ხან მეომარი, ხან მოხელე, ხან ჩოხოსანი,


ხანდისხან ლორდი _ ის იგონებს საოცარ გრიმებს
და ამ ლექსს, ალბად, ნიღაბის ქვეშ ის გაუღიმებს.
ბოჰემის მონოლოგი

სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა


გარდა თვითმკვლელობის.
არა მსურს ვიყო ვიკტორ ჰიუგო, ან აკაკი,
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც ბოჰემა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა სიგიჟის.
არა მსურ ვიყო ბედნიერი როგოც გოეტე.
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც როლლინა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა ჭლექისა!
დღეგრძელ მალარმეს მირჩევნია ისევ ლაფორგი.
პოეტისათვის მე ვიწამე ეს კარიერა:
სიგიჟე, ჭლექი და თვითმკვლელობა.
სალამი შენ - ტროტუარის პოეტო!
შენ ეკუთვნი თვითმკვლელების დინასტიას
და გვარი შენი რაინდული არის -ლოზინსკი.
სამარცხვინოა პოეტისთვის დიდი წიგნები,
დიდი სიცოცხლე!
უთუოდ ჰქონდა ბუასილი ”ფაუსტის” ავტორს.
მე ვესალმები დღენაკლულ პოეტებს.
და მინდა კიდევ ჩამოვთვალო ეს სახელები:
ჟერარ დე-ნერვალ, მორის როლლინა, ტომას ჩატერტონ,
ჟიულ ლაფორგ, ლოტრეამონ, კრისტოფორ მარლო,
გრიშა აბაშიძე!
კარიერა მარტოობის და ლოთობის;
გიჟი ედგარი ნახეს ქუჩაში
მთვრალი და მომაკვდავი
და ესეც იყო - ხარაკირი.
მე მეჯავრება პოეტისთვის რამე ხელობა.
მისთვის ვიწამე სამუდამოთ ეს კარიერა
სიგიჟე, ჭლექი, ალკოგოლი და თვითმკვლელობა!
სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად!
გასეირნება ტაშისკარში

ჩვენ არ გვხლებია ზანგი პატარა


და არ გვჭერია ფინია ხელში,
ტყემ ბილიკები შემოგვატარა
და ყველგან იყო ალვის ხე ელჩი.

რა ლამაზია ტყეში საყდარი,


და საფლავები ხავსით მოცული,
ნაძვი-სიჩუმის ბაირახტარი,
და გრილი წყარო მთით ჩამოსული.

რა ლამაზია ურმის გზა ტყეში,


ფეხქვეშ ფოთლების რბილი ფენები,
მე არ მინახავს, ვფიცავ, ჩემს დღეში
ასეთი არე დასასვენები.

წაბლის ხეები, როგორც კარავი,


შემოგვესალმნენ დინჯი შრიალით.
აქ არის ჩვენი თავსაფარავი,
კმარა ამაო, ცრუ ხეტიალი.
დელფინი და მედუზა

მზეს დაობლებულს, სხივდანაწურავს


კვლავ ჩასვენების დაუდგა რიგი.
მწვანე მედუსა ზღვაში დასცურავს
და თითქო ვინმეს დაეძებს იგი.
იგი დაეძებს ჰამლეტის სასძლოს -
გემების სათუთ მფარველ მადონას,
უსირინოზოთ მან ვეღარ გასძლოს,
სხვა თავის გულში ვერ აბატონოს.
მისი მეტოქე – დელფინი შავი
მას, მოციმციმეს დაუწყებს ბრძოლას,
ვისთვის იქნება ეს წუთი ავი,
ვინ გაიმარჯვებს, სპეტაკი, ბოლოს?
ტალღის აღმართზე ჩნდება არსება -
ნახევრათ ზევსი, ნახევრათ ქალი.
მიმზიდველ მთვარეს ზღვა ეთარსება,
უცხო დუმილის იშლება რკალი.
ვით ავი სკრიპკა და ყრუ მიზრაფი,
მტრები ერთმანეთს ჩუმად ხვდებიან
და ორივენი ელვის სისწრაფით,
როგორც აჩრდილნი იღუპებიან.
დუელი ორეულთან

დუელს ერთმანეთს ვპირდებოდით ბოროტ მიწაში,


როგორც ლურჯ გედის მოტრფიალე ფალავანდები.
აი, ცბიერად აქანდაკდა ის ჩემს წინაშე,
თითქოს მაშინებს საზიზღარი მისი ფანდები.
ზრდილობიანი ვით მსახური მაწვდის იარაღს...
როცა დამბაჩას დავუმიზნებ, მიეფარება
საშინელ სარკეს და სიჩუმეს სვამს როგორც არაყს,
შემდეგ ფრთიანი ავაზაკობს და მეპარება.
შემომთავაზა ორეულმა სამართებელი:
ერთად ვიპარსავთ - ის ბროლში და მე სიცხადეში
და თუ დაიჭრა სამუდამო ჩემი მხლებელი,
სწრაფად ჩავყვინთავ სასიკვდილო სარკის ბადეში,
ის დანით ყელთან მე მიცქერის, ვით თავის მკვლელი...
ისევ ერთმანეთს ვუკვირდებით, როგორც ჯაშუშებს.
ხელის გაქნევას უკანასკნელს იმისგან ველი
და ჩემს იარებს მოურჩენელს ვერ დააშუშებს.
ვართ დანიშნული ერთმანეთთან მისტიურ დაღით.
როგორ რაყიფნი ველოდებით წუთს შესახვედარს
ვხვდებით სიზმარში; ის გამიპობს სახეს მათრახით
და მათრახითვე ვუპასუხებ თანასწორ მხედარს.
ვხვდებით ერთმანეთს განწირული სარკის მინაში,
მესმის მუქარა გესმის მუქარა: „შებრალებას ჩემგან ნუ ელი".
ის კიდევ ხშირად ამათრთოლებს თავის წინაშე -
არ ვიცი როდის გათავდება ჩვენი დუელი.
ვერის კიბე

არის ვერაზე ჩემ ბინასთან საეჭვო კიბე.


დაგვიანებით თავის ფანდებს თუ გამაკარა.
მოვიდა ღამე, ვარსკვლავებით აივსო ჯიბე,
უნდა ჯიბგირებს ეთამაშოს ჩუმი ბაქარა.
სჩანს დედოფალი და შლეიფი მისი გვიანი
მოაქვს ლეოპარდს, რომ ჩვეული წესი არიოს.
სნეული მთვარე, ვით მიზრაფი შლეიფიანი
დაეძებს სკრიპკას - გაპარებულ სტრადივარიუსს.
მოულოდნელად თვით ქუჩაში ამოვა მტკვარი.
ფრთებდამტვრეული ანგელოსი კიბეზე მორბის,
მას თავისმკვლელი საგანელი აწოდებს მორფის.
და საფლავისკენ გაიტაცებს ორივეს ქარი.
ყველა ოქროებს მოიგებენ ცრუ ჯიბგირები
და მაღალ მტკვარში გადისვრიან ღამეს ცარიელს.
მელოტ აპაშებს გაისტუმრებს კიბე ირიბი -
ელის მტკვარიდან ლიუდოვიკს - პრინც ბავარიელს.
სდგას კიბის თავზე სევდიანი, ცრუ სახჩობელა,
უცდის პოეტებს მოთმინებით, როგორც გადია.
ყორანი მოსჩანს საიქიოს მახარობელად,
თავისმკვლელები ყირამალას სწრაფ გადადიან.
ზამთარი

ჩვენ რომ გვეძინა, იგი მოფრინდა,


სასიხარულო იანვრის გედი,
და ისევ ვნახე მე თოვლი წმინდა,
- უცხო სიამის წინამორბედი.

როგორ ანელებს სითეთრე გრძნობას...


ო, რა ნაზია ეს ნეტარება!
და ამ სიჩუმეს, და ამ მშვიდობას
თვითონ სიკვდილიც ვერ შეედრება.

ზამთრის შვენება მე შევითვისე,


საყვარელია ბუნების ძილი!
და ჩემი სული ფითრდება ისე,
როგორც სუმბული - ბინდის ყვავილი.
ზამთარი

თოვლი მობრძანდა ტენორის ყელით


და უსპეტაკეს ხელთათმანებით.
შეხვდა ქალაქი ჭუჭყიან ხალით,
შეხვდა სიჩუმით და მოთმინებით.
გრიგალი მოდის ურიცხვ ჯარებით,
როგორც ზიგფირდი და მენელაი,
მოდის ყინვებით – კერპ დარაჯებით -
და გამოუცნობ ღამის მელანით.
ზამთარი მოდის თავის ტერორით.
მან დაიკავა ყველა ქუჩები,
ზამთარი მოდის ვით კომანდორი,
მათხოვრებით და თუთიყუშებით.
ღამურასავით დაფრინავს ქარი,
დაახრჩო ბავშვი მან უპატრონო.
როდის გადნება ეს თეთრი ქერი
და წაშავდება ღამე ოტრანა.
მე ვარ გაკრული ცივ პაემანზე,
მაგრამ არ მოდის ჩემი ინფანტა.
მწარედ ვოცნებობ ვის და რამინზე
და თოვლისაგან მთლად გავიპენტე.
თუ მოვესწარი მე გათენებას,
თუ ქარიშხალის შეწყდა თარეში,
და დავაღწიე თავი ანთებას,
წავალ, რომ გავთბე ხვალ ოპერაში!
ზღვა

ზღვას ენატრება იყოს პატარა,


ვით უნაზესი ჩიტი კოლიბრი,
თავისი თავი ვარსკვლავს ადარა,
ცაზე რომ ბრწყინავს დაუბრკოლებრივ.
ზღვას მოეწყინა თავის სიმძიმე,
ბუმბერაზობა, გრიგალი, მეხი,
ნახა სიზმარში ტბა მოციმციმე
და ჩინელ ქალის მტკივანი ფეხი.
ზღვას აღარ უნდა თავის სისრულე,
თითქო წურბელი გულზე მოება;
უღონო ტრფობით ის დაისრულა-
სურს ბეჭდის თვალში განმარტოება;
რომ ქინძისთავის იგრძნოს სინაზე
და გაჰყვეს სმენით მცირე ნაკადულს,
რომ საქანელას მსუბუქ სინაზე
ჩამოეკიდოს, როგორც კაკადუ.
უცხო ამალით მოვიდა ქალი,
თავის სახელი წყალზე დაწერა,
ნაბადიანი, როგორც გრიგალი
იღიმებოდა ის ალმაცერად.
ტალღა ავარდა მჩქეფარე სვეტად,
ტალღა აფთარი და ეიფელი;
თავისი თავი ზღვამ გაიმეტა,
გაჰყვა ამორძალს, როგორც შლეიფი.
თეთრი საცოლო

შაფირონებს ატარებს
ჩემი თეთრი საცოლო.
აღტაცებით მადარებს
ამაყ კონკისტადორებს,
ტრფობა რომ დავაცალო.
ნაზი როგორც მარაო,
ნაზი როგორც პეპელა,
ხშირად ამბობს – არაო,
ნეტა მანეტარაო,
თეთრად და უვნებელათ
ნორჩ ქალბატონს სწყურია
ჩემთან გასეირნება,
ვით მამიას გურია,
იგი უცნაურია -
დავდივართ ჯეირნებათ.
ჰყავს კოლიბრი, ფინიალ,
თუთიყუში ხნიერი;
ფრინველს დაუჟინია,
რომ მე მიყვარს კინია-
ვიღაცა მშვენიერი.
სატრფო არ ჩამიკონებს,
მაგრამ ცეცხლი მედება.
ჩემი ლექსის სტრიქონებს
იგი ახლა იგონებს -
და მეც მეიმედება.
კანკალებენ ჩადრებით
შეღამების ფერები;
მისთვის კოცნის კადრები,
და ჩვენც მოგვენატრება
თეთრი ჯვარისწერები.
თიკო თუმანიშვილს

მე მომაგონდა "ფიქრი" როდენის,


როცა თქვენ გნახეთ თიკო პირველად,
ო, თქვენს თვალებში მარად ლოდინის
სჩანს მწუხარება გასაკვირველად.
როგორც ტირიფი თქვენ იცრემლებით,
მარმარის მსგავსად პირმოცინარე.
თავზე გასხიათ თეთრი ტყემლები
და მიგაქანებთ ჩქარი მდინარე.
თქვენი წარბები და წამწამები -
ტანალეწილი მეძებრებია.
თქვენი ძრახვები განაწამები
გამოუთქმელნი ობლად კვდებიან.
არის თქვენს ხმაში კვნესა გედური.
მარადი ლტოლვა ვისა რ დაღლიდა!
როგორც მიმოსა სდუმს საყვედური
და იცქირებით მეტ სიმაღლიდან.
იქნება იცით თქვენ სულ სხვა რამე
და ჩვენზე უფრო ხართ ბედნიერი?
და თუ გადმოგცათ ფაუსტის ღამემ
თავის ჯადო, თავის იერი?
ასწია ქარმა თქვენი სხეული,
რომ ვარსკვლავებზე დაიჭრათ ხელი.
უკან ბრუნდებით ცრემლმორეული
და გადატყდება ქვითინში ყელი.
იავნანა სამგლოვიარო

ელეგია

შენ, სულო ჩემო, სევდით დაღალდი,


და გენატრება ღამის მაღარო.
თუ გსურს გაფითრდი, როგორც ქაღალდი,
მხოლოდ ორეულს არ შემაყარო.

თუ შეგხვდებოდა წყის ნარეკალი,


მას გაურბოდი, როგორც ფარვანა.
დღე მაისობდა ნორჩი სპეტაკი,
ცამ სურვილები აქარავანა.

არ კითხულობდი დაწყევლილ მწერლებს:


ლოტრეამონს და ფრანსუა ვიონს.
არ ატარებდი შავ კრიალოსნებს,
ესალმებოდი მხოლოდ ალიონს.

არ გაშინებდა ბრწყინვალე სარკე,


დალაქის თეთრ სამართებელი.
შენ ანგელოზი უკვე დაჰკარგე,
ორეულია შენი მხლებელი.

ნორჩი ქალწულის გიყვარდა ბინა,


ახლა კი ქალი ჩაჯენილ თვალით,
ვით სილამაზე შენ მოგევლინა
და იმას უცქერ ავი კანკალით.
უწინ უსმენდი ტკბილ იადონებს,
და იყო ტკბილი შენი დორანი,
ახლა ადიდებ წითელ ბატონებს,
დაუღალავი გხიბლავს ყორანი.

ღამის სარდაფში, ვით ლოკოკინა,


შედიხარ და იქ იგონებ ჭიებს,
შავი ძონძებიც გიყვარს ლოგინათ
და გაზაფხულზე მუდამ გაციებს.
ივანე მაჩაბელს

მე ერთად ვგლოვობ უცნობ მაჩაბელს


და ძმას, დაკარგულს შორეულ ფრონტზე.
ო, იოანე! თავს გადანაბელს
მე ახლა ვხედავ შავ ჰორიზონტზე.

აღარ თავდება ეს აგონია...


კიდევ მეორედ ინგრევა გორი.
სასაფლაოზე - ასე მგონია -
სდგას მაჩაბელი - ვით კომანდორი.

უცდის დონ-ჟუანს და დონნა ანას,


რომ გადუხადოს მათ მაგიერი,
და მძიმე ღამის ბნელ გამოცანას
უცქერის, როგორც ალიგიერი.

ის ყოველ ღამე ვერის კიბეზე


მომელოდება, ვით ორეული.
ის არის ლანდი უღარიბესი
ფიროსმანივით ჩამოხეული.

დეზერტირკაზე ჰყიდის სურათებს.


ნახევრად გიჟი, მუნჯი, მშიერი.
ის თავის მკვლელებს დაუყურადებს
და გაექცევა მათ - კადნიერი.

ტრამვაის მოსვლას ჩვენ ერთად ვუცდით,


მისი ჩვენება კვლავ ისარკება.
იგი მიყურებს, როგორც ფაუსტი
და უცებ ბრბოში დაიკარგება.

აღარ გათავდა ეს აგონია -


შლილი შხამიან ღამის ვარდებად,
და მაჩაბელი - ასე მგონია -
ხიდიდან მტკვარში გადავარდება.

უკვე დაინგრა ბედითი გორი,


დგებიან მკვდრები საყვირის ხმაზე,
და მაჩაბელი - მხნე კომანდორი
ტფილისზე მოდის, ვით სააკაძე.
ისეთი ლექსი

ვიყავი მხოლოდ ლექსით მდიდარი,


არ მიძებნია მეტი ქონება
და ლექსის გარდა არავითარი
მე არ მხიბლავდა სხვა შთაგონება.

ისეთი ლექსი დავწერო მინდა,


რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერა
მსურს დავიფერფლო, ვით ცეცხლი წმინდა
და ეს იქნება გედის სიმღერა.

ჩემი ცხოვრება არის ლოდინი,


ამ აგონიის და ამ სიმღერის.
რამდენი წელი დღე რაოდენი
ვიყავ მძებნელი იდუმალ ფერის!

მე აღარ მინდა მეტი წვალება,


სულის და ხორცის ყოფაზე ზრუნვა,
დღეთა კოშმარი ცეცხლისთვალება,
რითმების ძებნა სიტყვების ბრუნვა!

კმარა! გათავდეს მწველი ამბავი.


უკანასკნელად ვიმღერო მინდა.
ლექსი, ჩემს შემდეგ დასასტამბავი -
ჩემი ანდერძი და სიტყვა წმინდა.

და მაშინ ვიტყვი გულგაპობილი:


- ბედო, შავპირო! გამიშვი ახლა!
გულში ჩამიკრავს მიწა მშობელი,
დამიტირებენ ვარსკვლავნი მაღლა.

ისეთი ლექსი დავწერო მინდა,


რომ არ დამჭირდეს კიდეც ცხოვრება,
და მჯერა, ჩემი სიმღერა წმინდა
სამშობლო მხარეს ემახსოვრება.
კაკლის ხე

ხეებს შორის შენ გადიდებ, უჩვეულო,


ეგ შენი ჩრდილი და სურნელი შეუდარები
ყოველთვის მათრობს გამოუთქმელ დიდ ნეტარებით
რჩეულთა შორის მზის ნადიმზე გამორჩეული

დედამიწაზე მარგალიტის ცად დაფრქვეულო,


გიყვარს ზაფხული, გამჭვირვალე მისი დარები,
ყველაზე მეტად შენ სოფელი გიყვარს ღარიბი,
ცხელ ქვეყნებიდან ჩვენს მხარეში ძმად მოწვეულო!

შენს მძლავრ ფესვებთან წყაროების ტკბილია ცემა.


შენი ნაყოფის რარიგ გიყვარს ფერო და გემო,
თვითონ მზეს ხიბლავს შენი მწვანის ტკბილი სურნელი.

ტყის მეფეს გავხარ და სნებათან ხარ გამკურნელი,


შენი ფოთოლი მირჩევნია ალვის ხის ფოთოლს
და შენი ტანი - მინარეთის სალოცავ გოდოლს.
ლოცვა

ღმერთო, მაპატიე უმიზნო ცხოვრება!


ღმერთო, მაპატიე პოეტობის სურვილი.
დღეს ჩემი ოცნება შენ გემათხოვრება
სუსხიან უცრემლო ქვითინით დაბურვილი.
უვიცს და უბედურს მე დიდხანს მეგონა -
საჭიროა დიდება, ბრწყინვალე სახელი,
ახლა ჩემი სული ლოცვას ჩაეკონა,
მფარველ ანგელოსის მომესმა ძახილი.
შენ, სულო, ღმერთისკენ მუდამ მიდიოდი.
ქვეყანა ცოდვიანი, უცნობი გაშინებს.
შევცქერი მსოფლიოს, როგორც იდიოტი,
ირიბი სამყარო მთლად გადამაშენებს.
თუ ვერ მოვახერხე, მაინც ხომ მწყუროდა,
მაინც ხომ მინდოდა ქრისტეს სიყვარული,
მაგრამ მაწვალებდა სარკის ფუღუროდან
ვიწრო ყელსახვევით აჩრდილი ფარული.
თუმცა მე პოეტად თავი გავასაღე,
თუმცა გამოვკვეთე თრთოლვა იქითური,
არ იყო ჩემს ყოფაში სიმართლის ნასახი,
მეხალისებოდა ცხოვრება ბითური.
ვიყავი უკმეხი, როგორც რაძივილი.
და ახლა ვათავებ ისევ მონანებით,
მიიღე, უფალო, ჩემი ლოცვის ტკივილი,
გამაბედნიერე შენივე ზმანებით.
მაისის ტრიოლეტები

ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა,


ჰაშიშის მსგავსად აამღვრია ჩემი იღბალი,
ნიამორ წუთით არ ისმინა ნორჩი მუდარა.
ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა
და გააღმერთა ყელჭივრება, ჭლექი, სუდარა,
გამაამაყა მე _ უძლური, ვით ჰანიბალი,
ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა,
ჰაშიშის მსგავსად აამღერა ჩემი იღბალი.

II

მე ღვთაებრივი კოშმარები ისევ მომელის,


კეთროვანების უნდა შევსვა მე ავსარაჯი,
რომ არ დადუმდეს საზეიმო ხმა ორთომელის.
მე ღვთაებრივი კოშმარები ისევ მომელის
და ოფელია _ მეწყურება ხილვა რომელის
_ ვარ გრძნეულობის მოტრფიალე, ჩუმი დარაჯი.
_ მე ღვთაებრივი კოშმარები ისევ მომელის,
კეთროვანების უნდა შევსვა მე ავსარაჯი.
V

იყო საღამო რუხ ლანდებათ კვლავ ანატირი.


გვინდოდა ერთად წაგვეკითხა ჩვენ ,,გიტანჯალი".
გარინდული ტყე გვაშინებდა, როგორც ნადირი,
იყოს საღამო რუხ ლანდებათ კვლავ ანატირი.
ჰეივნებს იქით დავინახეთ მწვანე ღადარი,
სადაც გუმბათი ვარსკვლავობდა, როგორც ხანჯალი.
იყო საღამო _ რუხ ლანდებით კვლავ ანატირი,
გვინდოდა ერთად წაგვეკითხა ჩვენ ,,გვიტანჯალი".

VI

გავდი სერაბიმს ფრთადათოვლილს, პლაშჩით ნაფარი,


და ჩემ ხარბ თვალებს, ვით ჩვენება, ემეტეორე,
შეხვედრის ჩქარა დაიფერფლა თეთრი ზღაპარი,
გავდი სერაბიმს ფრთადათოვლილს, პლაშჩით ნაფერი,
ჩუმ ოცნებათა ორეული და წინაპარი.
ნუთუ შეხვედრა გამიღიმებს კიდევ მეორე?
გავდი სერაბიმს ფრთადათოვლილს, პლაშჩით ნაფარი,
და ჩემ ხარბ თვალებს, ვით ჩვენება, ემეტეორე.
მარტოობის დედოფალი

ნინა მაყაშვილს

დიდ სასახლეში განმარტოებით


იგი ცხოვრობდა, როგორც ინფანტა,
ტყე შრიალებდა გრძელი რტოებით,
მაღალ სივრცეზე რომ დაიფანტა.

ლურჯ აივანზე თავის ბროლიდან


გამოდიოდა ის მხოლოდ ღამით.
და ძვირფას ბეჭედს გაისროლიდა
ღამის უფსკრულში უცხო სალამით.

თითქოს უხმობდა თავის საქმაროს


გასროლილ ბეჭდის აშრიალებით.
მაგრამ სალარომ ვეღარ აკმაროს
ქალწულ დედოფალს მუდამ ლალები.

შეცურდა ზღვაში მზე - პაპირუსი.


უკანასკნელად იგრძნო ტკივილი.
დედოფალს დარჩა ერთი ფირუზი
და მას გადაჰყვა ხრამში კივილით.
მე სარკეში

ვინ არის სარკის უფსკრულიდან რომ მევლინება,


ვისი თვალები ემუქრება ჩემს ფერმკრთალ თვალებს?
ნუთუ მიცქერის საკუთარი ჩემი ჩვენება?
ნუთუ ჩემს გულში მისტიური შიში იალებს?

მისი ღიმილი ჩემში ბნელად გაიშრიალებს.


უშიშარი დღის დაიკარგა ცხადი ხსენება.
თეთრი ოცნება გადარჩენის თოვლივით დნება.
დამწვარ სხეულის ჩემს გარშემო სუნი ტრიალებს.

ასე სასტიკად რად მიცქერი მწუხარე ლანდო,


ჩემი წამება, ულმობელო, შენ ვინ მოგანდო?
ვინ გაგიმთვარა აგზნებული ტანჯული სახე,

სარკის მორევში ათრთოლებით რომ დავინახე?


გადიდდა სარკე - ზვირთებიან ზღვად გარდაქმნილი
და მის ტალღებში იძირება ჩემი აჩრდილი.
მზესუმზირას გამყიდველი

ის მზესუმზირას სარწყავით ჰყიდის


ფეხებმორთხმული მონა ცხოვრების,
შეჰფარებია ის ქუჩის კიდეს,
ტოლი ბრმებისა და მათხოვრების.

ის მზესუმზირას, როგორც საჩუქარს,


უყრის იისფერ მოჩვეულ მტრედებს,
მაგრამ ქვაფენილს, მზით განაშუქარს
ვერ ანდობს თავის სათუთ იმედებს.

თუმცა აწვალებს მზე ბარბაროსი,


მისგან საყვედურს ვინ გაიგონებს?
მას ესიზმრება სულ სხვა ტაროსი,
და ყურანიდან მღერის სტრიქონებს.

მას ენატრება ფინიკი, ხალვა


და მთვარე სპარსულ ნიამორებით,
ფერილ ფრჩხილების ამაყი კრძალვა,
როცა ჰაერი ქრის ამბორებით.

ერთხელ მის გობზე ქალს ხელთათმანი


სწრაფად დაუვარდა, სურნელით სავსე.
ქალი არ იყო მისი ფატმანი,
ყურები ჰქონდა – ვარდების მსგავსი.

თავისი გობი ღარიბი ხილით,


ძილში ჰგონია მას მინარეტი,
ვით მუეძინი პირგამეხილი
ეძახის მუშტარს – მზით განარეტი.

ის დაუზოგავ ზამთარ–ზაფხულობს
წელში საკმაოდ გაუზნექია.
ითვლის ნაშოვარ სპილენძის ფულებს
ქუჩის მელოტი ნაცარქექია.

მზესუმზირათი ავსებულ ჭიქით


იგი ადიდებს ზეციურ ალახს,
უთუოდ ხედავს ღრუბლების იქით,
ბაღებს, გურიებს, სამოთხის ბალახს.
მიზეზიანი ტრფობა

მიდიხარ ნაზად მისცურაობ ვით სირინოზი


და ჩემს თვალებში სილამაზის ჩვენებას სტოვებ,
მე შენს ფეხის ხმას, ვით მარგალიტს, ისევ ვაგროვებ,
მაგრამ არ ვიცი, თუ რაშია შენი სინაზე.

შენ ლამაზი ხარ, მაგრამ ისე, როგორც სხვა ბევრი


და გარეგნობით, ბანოვანო, არ განსხვავდები,
მე ვეღარ მივხვდი თუ რა არის ტრფობის თავდები,
ამას ვერ მეტყვის აღტაცებულ გრძნობათა ტევრი.

ამას ვერ მეტყვის შენი ხალი, ამაყი წარბი,


ვერც დაისივით მოელვარე შენი ფრჩხილები.
თუმცა ჩემს ცქერას დაკვირვებულს შენ ეფრთხილები,
მაინც გიყურებ ვნებიანი და ალბათ ხარბი.

იქნება მხიბლავს შენი ტანი ტკბილად რხეული,


ფეხების რხევით შეიფართლა ჩემი გონება,
მაგრამ შენს ფეხებს ჩემი გული არ ემონება
და სულ სხვა არის ჩემი ტრფობა ალმორეული.

შენ ზედა ტუჩი მაღალი გაქვს და სევდიანი,


ის მთვარის სხივმა გაასივა, ვით ფუტკრის შხამმა,
ავადმყოფ ტუჩის პირველადვე ნახვა მეამა,
ალბათ მასშია ჩემი ტრფობა მიზეზიანი.
მორიალი და სოპრანო

აგასოვა კალანდაძეს

ღამე მაღალი როგორც კათედრა,


სავნებო როგორც კაბის სრიალი,
მთვარის ნიავმა გადაათეთრა
ქოში, სოპრანო და მორიალი.
ეს არ მომხდარა რაინდულ დროში
მე ბანანების მახსოვს შრიალი,
მომღერალ ქალმა ცისფერი ქოშით
დუელში მოჰკლა იქ მორიალი.
მე მახსოვს იგი დუელი სწრაფი:
ორი ქიმერის ჩქარი შრიალი.
შეხვდნენ ერთმანეთს: ქოში – მიზრაფი
და სკრიპკასავით მჭლე მორიალი.
ზღვის და ბაღების იქ იყო ფარჩა
დიდ ბანანების ხარბი შრიალი.
და სამუდამუდ კედელზე დარჩა
გამოკვეთილი ზედ მორიალი.
ვარ ეხლა მარტო. ვერ გავალომე
მე უიმედო გულის შრიალი.
ღამეში მოდის როგორც სალომე,
ავი სოპრანო, ავ მორიალით.
და თუ ეს იყო უხსოვარ დროში,
და თუ ეს იყო მხოლოდ შრიალი,
რად მელანდება მაღალი ქოში
და რად მაწვალებს ის მორიალი?
ნაფტალინის დედოფალი

გარდერობიდან იგი გამოდის.


როგორც მარაოს, აისვრის ხელებს.
მას უყვარს უჯრა ჩემი კამოდის
და შიგ დაეძებს ზამთრის ჩურჩხელებს.
ის ჩემს ბინაში დადის უაზროდ.
თავის ყოფნაში მან დამაჯერა,
მაგრამ დამალვა ბევრჯერ მოასწრო,
როს დავაპირე მისი გაჭერა.
ჩემი ოთახის მას ბინდი უყვარს.
სხვაგან ჩემსავით არ მოელიან...
უკანასკნელად მე აღარ ვწუხვარ,
რომ ჩემი ბინა ასე ბნელია!
მკვდარ დედოფლების კაბებს ატარებს.
უხდება მთვარის პირსაბურავი,
მაგრამ მადონას ნუ შეადარებს
მას ათრთოლებულ რწმენით ნურავინ.
ის ცბიერია.თუ ჩავიკეტე,
მაინც მეწვევა მაღალ სურნელით
ის ჩემს ყელსახვევს ხშირად იკეთებს
და არის ქურდი განუკურნელი.
ის მევედრება, როგორც მთხოველი:
''ო, ნაფტალინის მეუფე გახდი,
და ყალბი თოვლით მოოქროვილი
გაიზიარე შენ ჩემი ტახტი!''
ოთახი-ბალდახინი

ჩემი ოთახი თეატრია - ყრუ, მარადისი


მე ამ თეატრის უხერხული ვარ მსახიობი.
ფარდების იქით მელანდება ცა - პარადიზი,
მაგრამ სცენაზე ვიტანჯები, როგორც იობი.

ო, როგორ მინდა დავინახო ხარბი პარტერი!


ვინ ასწევს ფარდას, ანგელოსი თუ მორიალი?
როგორც რაინდი მობრძანდება ბრწყინვალე მტერი,
რომ დაამსხვრიოს ჩემი ბინა - ესკურიალი.

მადონა მუფტით, აბანოზის შავი კედელი,


ბრუნავს ოთახი ალანძული და ნესტიანი.
ვუცქერი ფარდას - ნაღვლიანი, კარჩაკეტილი,
და ველი ისრებს, ვით ფარული სებასტიანე.

გრძელი მიზრაფით მე გავაპე ფარდა ზვიადი,


ოქროს ტრირერმა აელვარდა კვამლის ხაზებით,
შევარდენივით შემოიჭრა დღის განთიადი
და შორით მოსჩანს ქარავანი ქანდირბაზებით.

მზე, როგორც ვეფხვი, დაასვენეს ჩემს ყრუ ბინაში,


ჩემი ოთახის - ბალდახინის შეწყდა ტირილი.
მე დავიჩოქე წვერშეღებილ შახის წინაშე
და როგორც სარკე დაილეწა ესკურიალი.
ოთხი პოეტის შეხვედრა ზღვასთან

ზღვა ავზნიანი იყო მღელვარე.


ცისკენ მიჰქონდა ჟირაფის ყელი.
კვნესდა, ღმუოდა ზღვა მოელვარე,
როგორც ორსული ქალის მუცელი.

აქაც ბატონობს სასტიკი ქარი.


ჩვენ მედუზები გამოგვეთხოვენ.
მოდის ტალღებზე შავი ლოტბარი -
მღვრიე ცილინდრით მღვრიე ბეთჰოვენ.

ჩვენ ზღვასთან ვზივართ ოთხი პოეტი.


ეს თეატრია უნამდვილესი.
გვართობს ტალღების მიეთ-მოეთი,
გადაგვავიწყდა ჩვენი ტფილისი.

ვზივართ ყველანი ჩვენ ხაფანგებით


და ვიჭერთ ტალღებს, როგორც ფერიებს.
ჩვენ ავმღერდებით ახალ ჰანგებით,
ზღვა ახალ ლექსებს დაგვაწერინებს.

მაგრამ ბუღრაობს აღარ მშვიდდება,


დელფინებს ბლომად მოალოგინებს,
მოსწონს ტიციანს წყალის დიდება
და ზღვას პაოლო დედას აგინებს.

ტალღას პეშვებით იჭერს ნიკოლო


და ეშინია დინჯ ვალერიანს.
ფიქრობს: ტალღებით არ ჩავიქოლოთ,
მაგრამ ტალღები ტკბილად მღერიან.

უცბად მოვარდა ტალღა მშიერი,


კიდევ დაბნელდა ლურჯი კამარა,
და იყო წუთით ზღვა ბედნიერი -
მან პოეტები დაასამარა.

ზღვის მსახიობნი გახდნენ ისინი,


უმღერენ ახლა სოველ ბუნებას,
მაგრამ მოელის მიწა – მისანი
თავის შვილების გამობრუნებას.
ორსულ ქალს

ვიოლინივით დილამდე გძინავს


და შენს მუცელში იზრდება ბავშვი,
მზე უხილავი კიდევ არ ბრწყინავს,
ვით ოქროს ვარდი, ზეცის კარავში.

მე გვერდითა ვარ – შენი მიზრაფი,


მრწამსი: სიმებიდან ამოვა ბავშვი,
აელვარდება მეტი სისწრაფით
მზე – ფარშავანგი ზეცის კარავში.

თითქოს გადგია სხივთ შარავანდი


და გესიზმრება შენივე ბავშვი,
მზე, როგორც მაღალ ობობას ლანდი,
დაიქსელება ზეცის კარავში.

მე არ დაგიფრთხობ ძილს სიზმარეულს,


ისე ვით მთვარე იზრდება ბავშვი,
მზე ემსგავსება მერანს გარეულს,
საიალაღო ზეცის კარავში.

შენ იღიმები ნაზი დუმილით,


თუ ელანდება შენს ძუძუს ბავშვი?
აბდღრიალდება დიდი ღუმელი
ოდნავ შეფერილ ზეცის კარავში.

ჩქარა იქნება დღე სიხარულის,


ვით მზეჭაბუკი ამოვა ბავშვი,
რომელიც ახლა არის ფარული
და იშმუშნება მუცლის კარავში.

შენს გაღვიძებას ჩუმად მოველი,


თითქოს მეძახის პატარა ბავშვი,
მალე, სულ მალე სხივთა მთოველი
ამობრძანდება ზეცის კარავში.
ოფელია და გედები

ჰამლეტის საფლავს დასტირიან შავი გედები.


ამოდის წყლიდან ოფელია ნისლიან ტანით.
მისი სიმკრთალე არემარეს გადაედება,
დაითრთვილება ყრუ ჰაერი იასამანით.

მაგრამ შავ გედებს ეშინიათ სითეთრის მეტათ,


გადაცვივდება მათი გუნდი ახლობელ ზღვაში.
უსხივო ღამე უდაბნოა და თეთრ იმედით
დარჩება მხოლოდ ოფელია ღამის წყვდიადში.

საფლავთან მოვა სურნელოვან ნაბიჯით ქალი,


მიწიდან სატრფოს გამოიხმობს ჩუმი ტირილით.
იქნება მარტო, ოფელია, ნაზი ვით წყალი
და მას წყვდიადი მოეხვევა მდუმარე სილით.

და თავის საწოლს ოფელია დაუბრუნდება.


სევდიან წყალში დაღალულად ჩაიძირება.
გათენების წინ ვნებიანათ ღამე გუნდდება,
იწყებენ ქვითინს საფლავებში ძველი გმირები
ოფელიას დღესასწაული

მხოლოდ ერთი დღე წელიწადში ვიუქმო მინდა.


ოფელიას დღე - საოცნებო როგორც მირაჟი.
შემოდგომაზე გაფითრდება ჰაერი წმინდა
მზეთუნახავი გამოჩნდება ცის დაირაში.

წვიმის ასული - სევდიანი და უწყინარი


ავდარის წვეთებს ჩამოჰყვება ვით ანგელოსი.
იმას მიიღებს აღმატებით ლურჯი მდინარე,
დაიცრემლება ჟანგიანი სახე მდელოსი.

ეს დღე იუქმეთ ჩემთან ერთად თქვენ პოეტებო,


პრინცის საცოლოს გაგიჟებულს ეცით თაყვანი.
დილიდან ახალ იორდანეს ბრბო მოედება
იქნება ქალი ტალღებიდან ამოსაყვანი.
პარასკევი

იზრდება, როგორც ქალწულის ხალი,


სამარადისო მელანქოლია,
ყველა დღეებზე უფრო მაღალი -
ეს პარასკევი ჩემი ტოლია.

დიდი ქალაქის თეთრ ვიტრინაში


მე გამოვაფენ წაქცეულ დღეებს,
ავაელვარებ თვალთა წინაშე
დამბლადაცემულ იმათ სახეებს.

მე ყველა რიცხვებს ერთ რიცხვის გარდა


ჩავაწყობ, როგორც კარტის მფლობელი,
მაგრამ მაშინებს სიკვდილის ფარდა
და პარასკევი დაუნდობელი.

წვიმის ხმაურში მინდა, რომ ვთვლემდე,


მინდა ვიგემო ბავშვობა, კევი.
მაგრამ წამებულ იესოს შემდეგ
ეშაფოტივით სდგას პარასკევი.

დღე ნაღვლიანი და მეწამული,


რომელსაც ახლა შიშით გოდებით,
მე და საწყალი ჩემი მამული
ვით სახრჩობელას მოველოდებით.
პირველი თოვლი

პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს


და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -
ახალ სიამეს.
ციდან დაჰკიდა რეჟისორმა ფარდა უსწორო,
ფარდა მთოველი,
და მთელ ქვეყანას დაგვაშორა მხოლოდ ჩვენ ორი.
სდუმდა ყოველი.
განმარტოებით ხმაურობდა სადღაც სარაჯი,
შრიალი ქსელთა.
და იდგა თვალი - საპატიო თეთრი დარაჯი
ჩვენს სარეცელთან.
მაგრამ შეირხა თოვლიანი ფარდა მრავალი-
ცა იმედების.
მოვიდა ქარი და გამართა სხვა კარნავალი
თეთრი გედების.
სარეცლიდან დავინახეთ მთელი თეატრი,
ჩვენთან მოსული.
ყველა გმირები გვილოცავდნენ და ბეატრიჩე,
ბროლით მოცული,
იყო ნირვანა და გრიგალის ხმა დაკორძილი
წვით და წვალებით.
პირველმა თოვლმა გადიხადა ჩვენი ქორწილი
მეტ ბრწყინვალებით.
ო, რარიგ არის სანეტარო თოვლი პირველი:
პირველი თოვლი!
ნათელ ბავშვობის სიყვარულის გასაკვირველი
პირველი თოვლი.
პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -
ახალ სიამეს.
პოეტების კუდი

ჩვენ რიგში ვდგავართ დღეს პოეტები


და შთაგონებას ზანტად მოველით.
საშინელია ალხის სვეტები,
მზე - დაუზოგველ შუქთა მთოველი.

ზის სალაროში მუზა მსუქანი,


შეუდარებლად ძუნწია იგი.
ჩვენგან შორს არის მისი დუქანი,
მაგრამ იზრდება თანდათან რიგი.

ჩვენ რიგში ვდგავართ ვით მათხოვრები.


აი მიიღე ერთმა ბილეთი.
ახლა ის არის ბაღის მცხოვრები
და გულს იბრუნებს ყალბ სიგრილეთი.

თუ გატყდა რიგი, როგორც მიზრაფი,


თუ მოხდა მგოსანთ ჯანყი ცხოველი,
რომ ხანზარებმა ქარის სისწრაფით
გადასწვან მუზა სისხლისმწოველი.
პროვინციური გაზაფხული

ცვალებადია დრო და ალაგი.


ახლა მაისმა მოსვლა ინებოს,
როგორც პოეტი, ელის ქალაქი
თეთრი ტყემლებით დაგვირგვინებას.
ო, ყველას ახსოვს ზამთარი დიდი!
მაგრამ გამოჩნდა ტყის იალქანი.
ვით აივანი ამაღლდა ხიდი
და აყვავილდა ძველი ბალკონი.
აღებენ ფანჯრებს ნაზი ხელები.
კვალად გაიხსნა ფუტკრების ტურნე.
კათოლიკური კარაველები
ცას უგზავნიან სალოცავ სურნელს.
რუხ მდინარეზე სოველი ტივი
და სააღდგომო რეკვა ზარების.
სადღაც იკერავს გამხდარი ქვრივი
კაბას ტრაურულს და უღარიბესს.
ცაზე ჰკიდია მზე-მალაღური,
აპრილი აკრავს მწვანე აფიშებს,
ვით ბალდახინის თეთრი მსახური
სასაფლაოსკენ ის მიაბიჯებს.
სადაც მოელის ლეში უძრავი
გაზაფხულს, როგორც თავის მესსიას
და იზრაილი შეუმუსრავი
კიდევ მოითხოვს შავ პროცესიას.
სოფლისაკენ

მესმის ძახილი წინაპარ გლეხთა.


განვიცდი სევდას დაგვეანებულს.
რკინის ქალაქი ვისა არ გატეხდა
და ახლა ვეტრფი სოფელს ზმანებულს.
რად დაივიწყე სიმინდის ყანა,
დაგმე სიყალბე და ფუფუნება,
მოდი, უმღერე მიწას ოსანა!
წყეული იყოს დიდი ქალაქი,
ჩემგან ვით ციხე უარყოფილი.
მე მირჩევნია ქუჩა ჭალაკი,
და ცისარტყელა სჯობია კინოს,
ჩრდილს სახლებისას – ჭადარის ჩრდილი,
ავტომობილის მჭექავ სირინოზს
სჯობს უსათუოდ ურმული ტკბილი.
მომენატრება კერა და სხვენი.
აქედან ვუსმენ მოზარდ ბალახებს
და ვეტრფი, როგორც დაბმული ცხენი
ზამთარის შემდეგ შორ იალაღებს.
ტყე მელოდება, როგორც საყდარი,
საზიარებლად – სპეტაკი წყარო,
და ღრუბლებიან ცის ნატახტარი -
მთა უმაღლესი და სანეტარო.
ხშირად ვოცნებობ დაკარგულ ქოხზე,
შარაგზას ვეტყვი ჩემს გულის ნადებს
და თუ გავცვალე კალამი თოხზე,
მშობელი მიწა არ მიღალატებს.
საფირონი-აშორდია

დღეს მუცელმოგვი საფირონი, როგორც ქიმერა,


ოქროს სცენიდან გაფითრებულ პარტერს ამონებს.
ის ერთი წუთით წარმოიდგენს თავს ცრუ იმერად,
მიესალმება ლორნეტიან ლოტრეამონებს.
ლოჟებში ჩადგმულ ნავებიდან იცქირებიან
კურტიზანკები და პარტერიც. ალბად, წყალშია.
თეთრი გედები ორკესტრიდან ბლომად ჩნდებიან
და ერთი სკრიპკა ნისკარტების კარნავალშია.
თვით კლეოპატრა არომატის ნიღაბით მოდის...
ცრუ აზნაურის საფირონი უტყვი გახდება.
დაქორწინება ქიმერების იქნება როდის?
როცა ეს წუთი რუბინებით დაირახტება.
დედოფალს ბეჭედს საფირონი იქ შესთავაზებს,
მარა სურნელში იმალება ვიწრო თითები.
ის მიუგზავნის დაუგეშავ მეფურ გავაზებს,
რომ კლეოპატრას მოაგონდეს სხვა ჯირითები,
შორ აივნიდან ამხნევებენ იმას მგოსნები
და საფირონი დაიჩოქებს, როგორც სალოსი.
სახე არ ჩნდება იმ სურნელში ნასხივოსნები,
ხოლო ხმა ისმის გაყინული სატრფიალოსი.
ზღვის სერაფიმი კლეოპატრა განიავდება,
მაგრამ დარჩება დათოვლილი მისი ხაბარდა.
ატირდებიან პოეტები ედგარის გარდა.
ნიღაბიანი საფირონი იწვის, ბრმავდება
და გრიგალივით დაეშვება ხანძარის ფარდა.
ტიციან ტაბიძე

ტანჯულ პიეროდ გელანდება თვითონ მესხია


ჯეირან ლექსით ღირსეულად ბაძავ ჯამბაზებს
სონეტისათვის უღალატე ძველ მუხამბაზებს
და, როგორც წურბელს, შეგიყვარდა შენ პოეზია.
შენს ნაზ რითმებში ქიმერების ცრემლი სთესია -
ვეტრფი შენს ცრემლებს, ვით ოცნების მარად ემბაზებს
ქალური ხელით აქანდაკებ იისფერ ვაზებს,
მაგრამ სულს ცეცხლის ურდოები შემოესია.
ცეცხლის სარკეში იბადება შენი ქალდეა.
გიცქერს კვამლიდან ორეული - შენი მაყარი
და ქარავანი ლანდებისა ამაყობს - ჩქარი.
იქ აიმართნენ ქალაქები, სად ცხელი კლდეა
ლურჯი თვალები ძველ სამშობლოს სწრაფ მიაპყარი,
რომ არ დაიმსხვრეს ელვარებით სავსე ზღაპარი.
ტყეს

ეგ შენი მწვანე სამეფო,


კოშკია მიუწვდომელი,
სული და გული დამება,
ვარ მუდამ შენი მდომელი.

თუ ბინას აძლევ ნისლებსა,


მე მომეც თავშესაფარი.
მინდა გიამბო ნავახშმევს
ჩემი ცხოვერბის ზღაპარი.

მე ხშირად დაგშორებივარ,
ხშირად ვყოფილვარ ობლადა,
მაგრამ მახსოვდა ყოველთვის,
მიგულვებიხარ მშობლადა.

მიმიღე შვილი ცოდვილი,


მაპკურე წმინდა ცვარები,
რომ განიკურნოს სენიდან
ეს გული ნახანძარები.

ხარ მუდამ ამპარტავანი


შენ – უხუცესი ბუნების.
გრიგალის არ გეშინიან,
მის წინ არ მოიღუნები.

ხშირად გაცქერი ბარიდან,


მთაზე გაშლილხარ ზვიადი,
მოსჩანს ყოველი მხარიდან
შენი მწვანე და წყვდიადი.

ცას ებჯინება თავითა,


გიყვარს ელვა და მეხები
და ამაყობენ რუები
რომ შენ დოგბანეს ფეხები.

მიყვარდა შენი ნისლები,


შენი ფოთლების შრიალი,
და წარში შენი ტოტების
ზღვასავით ორომტრიალი.

დაუჭკნობელო! შენ გარდა


არ მყვარებია არავინ,
ისევ მეძახის შორიდან
შენი ფოთლების კარავი.

შენ მაზიარე წყაროებს,


გრილი ნიავი მწყურია,
მე შენს ტრფობაში ძლიერო,
ოცნება დამიწურია.

გყავს მგალობელი ჩიტები,


ფრინველთა მთელი კრებული,
მცირე საჩუქრად მიიღე
ეს გული ამღერებული!
ფანტასტიკური სურდო

ისევ ქალწულის გამახარებს კეკლუცი სურდო


და ჭიანურობს მკრთალ სახეზე ძვირფასი ცხვირი.
მისი ცხიკვება სიმღერაა და - გასაკვირი.
დიდი ხანია, ამ სიმღერის მოსმენა მსურდა.

და მოელვარე ნესტოები ხარბად ელიან


უცნობ ქვეყნების სურნელებას, მხურვალე შუქებს.
მისი თვალები სამაისო - ახლა ბნელია.
სოველ ცხვირსახოცს მე ქალწული ალბათ მაჩუქებს.

თითქოს ის სურდომ დაამძიმა, ორსულ ქალივით


მოთენთილია, ერიდება სიარულს მრავალს.
ვნების სარკეში ის მკრთალდება ბროლ-ფიქალივით,
თითქოს წინასწარ სჭვრეტდეს სასტიკ თავგადასავალს.

თეთრ ყვავილებში მოქანცული ის ათამაშებს


სპეტაკ ნესტოებს და გაჰყვება ოცნებით სურნელს...
ის აჯირითებს სხვა მინდვრებში სულს განუკურნელს -
ვერ დავეწევი აზვირთებულ სურნელთა რაშებს.

მე მისი სურდო დავიმართო, მინდა, მწყურია.


მაგრამ არ არის მიღებული ცხვირზე ამბორი.
ჩემი ოცნება, თვითონ ვიცი,- უცნაურია -
სურდოიანი მესიზმრება ქალწული შორი.
ქალს ჩაჯენილ თვალით

რად სხვანაირობს შენი ცქერა და რად მაწვალებს,


გული, პირბადით დაბინდული, რად მენავსება?
იდუმალ თრთოლვით მე ვუცქერი შენს ცისფერ თვალებს,
მაშინებს მუდამ საკვირველი მათი მსგავსება.

და ამ ორ თვალში რომელია ყალბი, მართალი,


ჩემმა ოცნებამ ვერასოდეს ვერ გაარჩია!
არ გიყვარს მთვარე - ვარსკლავების ნაზი სარდალი,
არ გიყვარს ღამე - სასიკვდილო შავი არშია.

შენს თვალს ჩაჯენილს მზის სხივებში გაათბობ, ალბათ,


გედის პროფილით დაიმონებ ბევრ მამაკაცებს.
ო, რა უცხოა შენი თვალი, მხიბლავი ყალბად -
ნეტავი იმას, ვინც ამ თვალზე ნაზად გაკოვებს!

თვალის მაგივრად შენ ძვირფას ქვას მუდამ ატარებ,


რომ მე ყოველთვის ვიოცნებო ხელოვნურ თვალზე;
შეშლილ ქალაქის ავხორციან სფინქსს შეგადარებ,
და გული ლექსში ატირდება თავის ფრიალზე!

შენ როცა გძინავს, გაღებული გაქვს თვალი ერთი,


მაგრამ მე მაშინ... მე არა ვარ შენს სარეცელზე;
და მე არ ვიცი შენი ცრემლი, ხმა გასაღმერთი,
მხოლოდ სიზმარში ვეამბორე ბეჭედს შენს ხელზე!

მე არ მაგიჟებს შავგრემანი შენი ღლიავი,


და კლავიშებით მოთენთილი, გრძელი თითები.
მე მათრობს, მათრობს გამოუცნობ თვალთა ნიავი,
მაგრამ ყოველთვის მედიდურად მომერიდები!

რარიგ მწყურია საფირონი, თვალში რო ბრწყინავს,


ო, როგორ მინდა შენს წამწამებს შევეხო კბილით!
ეგ შენი თვალი დაუნდობი გულს გამიყინავს,
ეგ შენი თვალი იამაყებს ჩემი ტკივილით!
ქუთაისი ქარში

საოცნებოა ქუთაისი საფირონ ქარში,


ქალაქის სახე უცნაურობს მრავალ პირბადით
და იზმორება აღტაცებულ ნისლის სიზმარში,
სანამ გრიგალი ითარეშებს ავარულ ნადით.

და ჩემი ცქერა ანთებული უცხო კვალებით


ვით ცისარტყელას რაგინდრაფერ ლანდებს ემონა,
მტვერის რაშებზე მიქროლავენ ამორძალები -
თვით კორდელია, ჯიოკონდა და დეზდემონა…

სწრაფად გაჩნდება თეთრ ჰაერში თეთრი მდინარე,


და წყლის ქალები მიჰკივიან, ვით ფერიები.
იმათ გაჰფანტავს ავი ქარი - მტვერმომფინარე
და ისევ მტვერის ამაყობენ რუხი მთიები.

ბევრი მგოსანი მეჩვენება დამსხვრეულ მტვერში,


როგორც მიმინოს ათამაშებს ყორანს ედგარი
და განრისხებულ, აჩრდილებით სავსე ეთერში
გაურბის ვერლენს არტურ რემბო დაუდეგარი!

ქარის სფინკსები ეხლებიან ერთმანეთს მწარეთ!


ქარის სფინკსები აშენებენ კოშკებს წუთიერს.
როგორც გიჟები იძახიან: ვერ შევაფარეთ
ქვეყანას თავი – გაუმარჯოს უფსკრულებს ხმიერს!

ნაცრისფერ ცეცხლში ბუმბერაზობს იწვის ქალაქი!


ვით სალომეა საფირონი მოცეკვავს ქარი.
გაჩდება ცაზე სამართებლით თეთრი დალაქი,
დაედევნება რუხ ჰამლეტებს ავი მუქარით.

უცბათ გადირბენს - თმაგაშლილი - ძველ სასაფლაოს,


და ჰქმნის ქიმერებს - თვალწარმტაცი, ჯავარიანი,
რომ ეს სამყარო დაუბრუნოს მომხიბლავ ქაოსს,
მკაცრად უარყოფს სინამდვილეს ქარი ფრთიანი.

ისევ კანკალებს გრიგალიდან ლალის დაისი,


ლალის დაისში აჩრდილები წარსულს სტირიან.
მხოლოდ ქარის დროს შევიყვარე მე ქუთაისი,
ქარის მინაში ეს ქალაქი სხვანაირია!
ღამის ფოთლები
ეს უცხო ღამე,ვით შავი ძაღლი,
დაეძებს, ყნოსავს უხილავ ვარდებს.
სანამ ვარსკვლავობს ზეცის სიმაღლე,
ყვავილებს შორის ის ინავარდებს.

იდუმალ ცაზე მთვარე უძრავი -


ბნელი ღრუბლების კრთომით ნალესი,
როგორც ფეხშუმზე ნაკვეთი თავო
ნათლისმცემელის იოანესი.

ვარ მარტოობის ჯვარზე გაკრული,


მხოლოდ ღამეა ჩემი ტაძარი,
და შავ წყვდიადში, ყველასგან კრული,
მივდივარ, როგორც ელეაზარი!
ღამის სტუმრები
მხოლოდ მე ვნახე, როგორ სტირიან
შეშინებული ღამის კუკლები,
მათი გალობა გასაკვირია, -
გოდება ნორჩი და ხმაუკლები.

იქნება დედის ალერსი უნდათ,


იქნება უნდათ, რომ იყოს დილა?
მაგრამ წარსული არ დაუბრუნდათ,
და სული ღამემ შავად დაჩრდილა.~

პატარა ძმები ვინ შეაგროვა,


ვინ აუცრემლა თვალები იმათ?
და ერთი იტყვის: „იესო მოვა,
და გადამაქცევს მე ქერუბიმათ".

ცალხელა კუკლა ამბობდა წყნარად:


„მე დავიბრმავებ ორივე თვალებს,
მეყოფა კუბო თავშესაფარად,
არ მივესალმი ნათელ მწვერვალებს".

სევდის პატარა ნაზი პაჟები


გათენებამდე ჩემთან არიან,
როს მოვა წუთი ნარიჟრაჟები,
ტირილით სადღაც მიიჩქარიან...
ყელსახვევის პოეტიკა
მე გამოვიგონე ყელსახვევის პოეტიკა,
პოეტს რომ წვირიან კისერზე ეკიდა.
ოთხასი წლის ყორანი თავის ცქერით მაჩერებს,
როცა ეხეთქება რკინის მოაჯირებს.
შენ, სულო, ცრემლების ნახე ილიონი.
ო, ვინ დამავალა ყელსახვევის პოეტიკა!
ნანას მიგალობდა აღმზრდელი – რიონი,
როცა ჩემი სული სინაზე ეკიდა.
გამოჩნდა ინფანტ ცარიელი, ლამაზი,
ბევრი ჩატერტონი დაფიქრდება ამაზე:
ღამის და ყელსახვევის შავი პოეტიკა.
ჩემი აქვითინება, სიკვდილის მონატრება
და სალომეასთვის სალამის კადრება.
ჩემი თვითმკვლელობის შავი პოეტიკა,
როცა ყელსახვევი კისერზე მეკიდა.
მე-იოქანაანი, მწვანე ვით ფანქარი:
საფირიონის ტახტზე წითელი იროდი.
კვლავ მომენატრება სასტიკი ლანგარი,
მასზე მოკვეთილი თავით რომ ვტიროდი.
წვიმიან მუსიკის ტირილი ხარბი.
ყელის და ყელსახვევის შავი პოეტიკა
და ჩემი ოცნება ბოდლერის წარბით
სოველ მოგონებას კვლავ გამოეკიდა.
ქუჩა და ფარანი: უმიზნო, უნაყოფო,
როცა ჩემი სული წამწამზე ეკიდა.
დაღუპულ ოცნების ღამეში ლაღობა,
როცა თვითმკვლელობის იწვის პოეტიკა!
ყრუ სონეტი
მინდა მოგმართო ყრუ სონეტით, უხმო სონეტით...
(გოტიეს ლანდო, მაპატიე ეგ სითამამე!)
სნეულ საღამოს ვაცილებდი ღამის წყვდიადში,
როცა შენ გნახე, სანანებელ ბინდის ქალწულო.

შენი თვალების შეაჩერე ლურჯი ისრები.


გვიანი კოცნით ვეამბორე შენს რუხ ხელთათმანს.
და როცა გავჩნდით საქორწილოთ მორთულ კაფეში,
სარკის პირდაპირ ჩვენ დავსხედით დადუმებულნი.

ჩვენი ლანდები მიგვიწევდნენ საიქიოსკენ,


და ვერ ვბედავდით სიცოცხლისთვის გვეთქვა უარი,
რომ შეყვარებულთ დაგვეწერა ჯვარი სიკვდილზე.

შემდეგ დავშორდით სამუდამოდ. ვზივარ კაფეში.


კაფეს სარკიდან გამოვიხმე შენი აჩრდილი,
და მას მივმართე ყრუ სონეტით, უხმო სონეტით.
შემოდგომა

მე მინდა გითხრა, ო, შემოდგომა,


რომ მიყვარს შენი ყვითელი სახე,
რომ ნაზ ფოთლების ცვენა და კრთომა
ყველაზე ადრე მე დავინახე.

შენ ძველი ციხის გავხარ ნანგრევებს.


შენ ჰეივნებში ვოცნებობ ხშირად,
მხოლოდ მე მაძლევ იდუმალ რჩევებს,
როცა იფრქვევა ღამე ნახშირად.

ამეფებ სულში მკრთალ მოგონებას


და სინანულის ცრემლი მატირებს.
მე დაუკარგავს ვგლოვობ ქონებას,
ვექვითინები სევდის შათირებს.

მეც განვიცადე ავი კანკალი


დასნეულებულ დამპალ მთვარიდან,
ჩემთან არ გინდა შენ მაჭანკალი -
ფიქრებმა თვალი ვერ აგარიდონ.

გული ფართხალებს, როგორც ფოთოლი,


ზაფხულის დილა არ გათენდება
და ქარვისფერი შენი გოდოლი
არ ვიცი რატომ, ვისთვის შენდება.

აუცილებელ საშიშ მუქარად,


მომელანდება ვიწრო საყელო.
მე შენს ბაღებში დავდივარ მარად,
რომ შენი ფარჩა კვლავ ვასახელო.

მე ხმას ვაყოლებ შენს ღამურ კვნესას,


ისე ვით ძაღლი, მოცული ბრაზით.
და მუდამ გეტრფი, როგორც პრინცესას,
მეტი წვალებით, მეტი სინაზით.

შენი წვიმების ტკბილია წვეთი,


უცნაურ თვალებს ქვეყანას ავლებ,
შენ ხარ ყვითელი, ვით საგიჟეთი,
და მთვარეულებს ისევ ამრავლებ.
შემოდგომა
ის რეცხავს ზანტი რეცხავს სნეული,
მოდის და მოდის ოქტომბრის წვიმა.
გული ობოლი მთლად დაისიმა,
მაგრამ სულ სხვაა ეს თეთრეული.

იგი ასველებს ბაშვობის დღეებს


თეთრი ცრემლებით, თეთრი საპონით,
რეცხავს ყოფილს და ახალ სახეებს,
თვითონ მაღალი, ვით მარაფონი.

ის მზეზე აფენს ლალს და ფარჩეულს,


მაგრამ არ შრება ლალი-ქსოვილი,
იმის სამყაროს, კვლავ გადარჩეულს,
უნდა რომ იყოს დღეს დათოვილი.

რეცხავს ზმორებით, დაფარულ თვლემით,


არ მოაკლდება მას წვიმის წყალი,
მოგონებაა თუ მუზა ჩემი
ეს თავშიშველი მრეცხავი ქალი?
შექსპირი

მოკრძალებული მე ვადიდებ შექსპირს პირველად.


მუდამ მბრძანებლობს მისი ლექსი, როგორც სარდალი,
ვით უძლიერეს მოქანდაკეს, არ ჰყავს ბადალი:
მან გამოჰკვეთა მეფე ლირი გასაკვირველად.

მოწოდებული ტრაგედიის მაღალმწირველად,


გრგვინავს, გამოჰყავს თვით სამართალი.
ჰქრის ფანტასტიკა მის "მაკბეტში", როგორც აფთარი,
მოსჩანს საფლავი მთელ სიცოცხლის მკვიდრ საძირკველად.

ჰამლეტის მამის ჩვენც გვდაგავდა ყრუ მოჩვენება.


ყოველი ტალღა ოფელიას გვაგონებს დღემდე.
მაგრამ ვარჩიეთ არდენის ტყის მზე და მშვენება.

ვესწრაფით შექსპირს_სალხინობელს მრავალთა შემდეგ,


ის ჩვენთვის იყო საუნჯეთა უტყვი განჯინა,
როს მაჩაბელმა ის ხალხისთვის აღმოაჩინა.
შოთას

უთუოდ ჰგავდი თვითონ ტარიელს,


და იმის მსგავსად შენც გვემალები
ფიქრს, შენით სავსეს, ფიქრს დასალიერს
კვლავ უპასუხებ იდუმალებით.

აგე რამდენი საუკუნეა,


რაც გვამიჯნურებს შენი ამბავი.
შენი ყოველი სიტყვა მწველია
თითქოს თქმულება დაუსტამბავი.

შენი გმირების გზნება და ფარჩა,


შენი ვეფხების გრგვინვა ალური,
საუკუნეთა ხსოვნაში დარჩა,
როგორც სიმღერა ლეგენდარული.

არის ოსტატის ხელით ნაჭედი


ზღვაში მსრბოლავი შენი ზანგები,
შენი ნესტანი, შენი ქაჯეთი,
შენი რითმები - ფარშავანგები!

მიწის სიღრმიდან ამონადენი


აფრქვიე სიტყვა და საფირონი,
ვართ მადლიერი, ვით შერმადინი -
მოგვეც ლალები უნაპირონი.

მაგრამ რა იყო იგი დემონი,


შენ რომ გდაგავდა ცეცხლის ამბორით,
ვისთანაც ჰქონდა გმირს პაემანი
უღრან ტყეთა და შამბნართა შორის?

შენი გმირების ლტოლვა მარადი


ჰგავს უკვდავების ძიებას ხშირად:
ისმის წესტანის მწველი ბარათი
ცაში ატყორცნილ სულის საყვირად.

შენ შეახვედრე ერთმანეთს გრძნობის


თავგანწირული პალადინები,
მიჯნურობისა და მაღალ ძმობის
თავზე დაადგი მათ გვირგვინები.

ჯოჯოხეთი და სალხინებელი,
მათი რკალებით შენ გაიარე
ტარიელისა იყავ მხლებელი
და ანელებდი იმის იარებს.

იწვოდი მისთვის, როგორც სანთელი


მის უშრობ ცრემლთა სთვალე წვეთები,
სჩანხარ დაისში, ვით ავთანდილი
და გესალმებით ჩვენ - პოეტები

ხარ ჩვენი ქვეყნის სიბრძნე და ფიცი,


შენს ძვირფას სახელს მზეზე ავიტანთ.
სად განისვენებ დღესაც არ ვიცით,
და მაინც გრგვინავ ბნელ საფლავიდან.

ო, გაიხარე სამშობლოს ბედით,


ჩვენ აღარ გვმოსავს მონობის თალხი,
დღეს საქართველო გაცოცხლდა მკვდრეთით
და შენ გადიდებს ქართველი ხალხი!
ჩემს აჩრდილს

ვინ არის სარკის უფსკრულიდან რომ მევლინება,


ვისი თვალები ემუქრება ჩემს ფერმკრთალ თვალებს?
ნუთუ მიცქერის საკუთარი ჩემი ჩვენება?
ნუთუ ჩემს გულში მისტიური შიში იალებს?
მისი ღიმილი ჩემში ბნელად გაიშრიალებს.
უშიშარი დღის დაიკარგა ცხადი ხსენება.
თეთრი ოცნება გადარჩენის თოვლივით დნება.
დამწვარ სხეულის ჩემს გარშემო სუნი ტრიალებს.
ასე სასტიკად რად მიცქერი მწუხარე ლანდო,
ჩემი წამება, ულმობელო, შენ ვინ მოგანდო?
ვინ გაგიმთვარა აგზნებული ტანჯული სახე,
სარკის მორევში ათრთოლებით რომ დავინახე?
გადიდდა სარკე - ზვირთებიან ზღვად გარდაქმნილი
და მის ტალღებში იძირება ჩემი აჩრდილი.
ჩიბის

მე მუდამ მახსოვს ძვირფასი ჩიბისს,


ლამაზი ძაღლი, ქრისტეს თვალებით.
როგორც ქალწული ამირეჯიბის,
ის იყო სავსე იდუმალებით.
ნახა ოდესმე თავის ინფანტა,
ვით ქალბატონი გვიგვინოსანი.
როს მოჩვენება მთლად გაიფანტა,
დაეპატრონა ჩიბისს მგოსანი.
იწყო ქუჩაში მან ხეტიალი,
როს კვლავ ენახა ქალის ჩვენება.
მაგრამ ავია ბედის ტრიალი
და ტრამვაების გამოჭენება.
აგონდებოდა თეთრი დიანა,
სარკის უფსკრული, ტყე, ნადირობა,
მაგრამ ასულმა დაიგვიანა,
არ შეასრულა ძველი პირობა.
ლოდინის ცეცხლით იგი იწოდა,
ინფანტისაგან მუდამ ხმობილი.
იყო ქარული და ვინ იცოდა,
თუ გადასრესდა ავტომობილი.
აღარ მობძანდა მისი ინფანტა,
როგორც ასული ამირეჯიბის.
სასახლის ნისლი არ გაიფანტა
და ყანწელები გლოვობენ ჩიბისს.
ცირკის ამორძალი (ექსპრომტი)

შენ ჩემ ხარბ თვალებს უფსკრულიდან ესირინოზე,


ვით ანგელოზი მომევლინე ავ სიმაღლიდან,
ისევ და ისევ ნიავქარობს შენი სინაზე.
შენ ჩემ ხარბ თვალებს უფსკრულიდან ესირინოზე,
ვარდისფერ თრთოლვით შენ დადიხარ სასტიკ სინაზე,
და ეს თამაში თვით სერაბიმს ცაში დაღლიდა,
შენ ჩემ ხარბ თვალებს უფსკრულიდან ესირინოზე,
ვით ანგელოზი მომევლინე ავ სიმაღლიდან.
ძაღლის სიმღერა

ბნელ შუაღამით დატვირთული წუთი გვიანი,


დავეძებ რითმას ჩემს ხსოვნაში თვით სიკვდილისთვის.
მესმის სიმღერა და ვკანკალებ - არ ვიცი რისთვის,
მესმის სიმღერა უვარსკვლავო და წვიმიანი.

ეს არის ძაღლი, ეს არ არის ადამიანი,


ჩემს სულს და ღამეს მიუნდვიათ ქვითინი მისთვის.
შეირხა წუთი დანიშნული ფერმკრთალ ძილისთვის-
უცხო სიმღერის დამეწვეთა ხმა შხამიანი.

ძაღლი იტანჯის მარტოობით და შავი ღამით,


მას ჩემი გული ესალმება მწარე სალამით.
ძაღლი ადუმებს თავის კვნესას და ისევ იწყებს...

ო! ამ სიმღერას ჩემი სმენა ვერ დაივიწყებს,


ღამის წყვდიადში ვიღუპებით, ვქრებით ჩვენ ორი
და უკვდავ ყორნის მაგონდება მე ,,Nevermor"-ი
წვიმის პროფილი

ეს წვიმიანი დღე-ჯარაოზი
გამოაქროლებს წარსულ იმედებს
და მოგონება თეთრ მარაოსი
ჩემთვის სიხარულს ზანტად იმეტებს.

მე მახსოვს მისი მწვანე მანდილი,


გულმოღერილი შავი ტუფლები,
და თუ შევიქენ მე - ავთანდილი,
მის მორჩილ ხელებს დავეუფლები.

კვალად ჩქარ სხივებს გაუზიარებს


იმის ჭორფლიან სახეს დაისი.
და ჩემი ტრფობა უზენაესი
ისევ დაითვლის თავის იარებს.

ვიწრო წვიმიდან მისი პროფილი


გამოიხედავს მეტი წვალებით,
მის მოჩვენებას მე ორჭოფილი
დაღლილ ღიმილით ვენაცვალები.

მას მიაცილებს წვიმა სოველი,


თუ მარტო მიდის ქალწულ ბინაზე;
და ატირდება ჩემი სინაზე,
ვით სექტემბერი დაუთოველი.
წითელი ბატონები

შევხვდეთ ერთმანეთს საღამოს მინაში,


ისე, ვით ლანდები, ვით ნაიმორები.
მე არ დავიჩოქებ ქალწულის წინაშე,
მის ბეჭედს ხალიანს არ ვეამბორები.

ჩაივლის ამაყად, ჩქარა ვით მერანი


და ზიზღით გააგდებს მარაოს ხელიდან.
მე გაფითრებული რაინდი ვერანი
ოსევ დაქვიკვნესებ ფირუზის ბნელიდან.

და მე არ ავიღებ მარაოს მტვერიანს,


არ ვეტყვი მშვენიერს: შენ გენაცვალე,
მე არ გავუღიმებ თვალებს გიშერიანს: -
მედიდური ტრფობისთვის გული ვაწვალე.

და ხშირად ვოცნებობ მე იმის სილაზე -


მინდა რომ გამარტყას სახეში ველურად,
წითელ ბატონების ცბიერი სინაზე
აანთებს ჩემს ლოყებს ლალისფრად, გველურად.
წუმწუმების სიმღერა

დღეს წუმწუმები დაიწვა ბევრი.


მკვდარ პეპლებივით ქუჩაში ყრიან.
ხმაურობათა დადუმდა ტევრი
და წუმწუმების ისმის არია:
`როგორც მიზრაფნი, სწრაფად ვიალებთ,
კოლოფი არის სკრიპკა ირიბი,
ჩვენ პაგანინის ხელში ვტრიალებთ,
და თავისმკვლელი გვატარებს ჯიბით,
ჭლექი ასულის კვლავ მოლანდება,
ეს მოგონება მაინც კარგია: -
როგორც კაპრიზი, ჩვენი ანთება
უყვარდა ლილი მეუნარგიას.
არავინ ფიქრობს ჩვენს გასვენებას,
და კატაფალკი აღარ მოვიდა,
ამაოთ ველით ლოცვით ხსენებას,
თუ ვინმე ნაზი დაგვიგლოვდება!
ჩვენი იღბალი, ჩვენი დარდები
ვინ დაიტირა გულით კეთილით?
დღეს თუ ხვალ ტალახს ჩვენ ჩავბარდებით,
ბორბალით, ფეხით გადაკვეთილი.
არა! მოაწევს მაჩაბლის ღამე.
ქარი დაბერავს სხვა გარინდებით,
და რომ ვარსკვლავთა ვნახოთ სიამე,
ვით წეროები, გადავფრინდებით.
პოეტები წერის დროს

(ექსპრომტი)

გრიგოლ რობაქიძე. უძილო ღამეში ფიქრობს თავის


ალკაზე1; მის წინ ჩაიქროლებენ ფეხშიშველა რითმები -
მენადები2. მას ელანდება სააკაზე, ნიცშე, სასაფლაო და
საოცნებო ფანქრით გამოჰყავს მარმარილოს ტილოზე
ლექსი, ხმამაღლა იმეორებს სტრიქონებს, თითქოს საცერში
ატარებს, მაგრამ ჩრდილი მოაწვება ფანჯრებს და ის
გადიხურავს საბანს. აივანზე ვიღაც დადის. იქნებ ეს არის
ჭინკა, იქნებ ეს არის ალლა.

პაოლო იაშვილი. ქიმერიონში3 ზის. ტუჩებს


ისწორებს ენით. ის უფრო ხშირად სწერს თავის ლექსებს,
როდესაც ადუღებულია ჰაერი. წერის დროს ისწრებს
ამხანაგებს და მას არ სჭირდება მარტოობა იმისათვის, რომ
დასწეროს „წერილი დედას“. კალმისტარი და მელანი უფრო
აღელვებს, ვიდრე ფანქარი. შეიძლება გენიოსია, შეიძლება
უბრალო მოშაირეა. ხმაურს არ ერიდება და უყვარს პოეტის
სახელი, როგორც კეთილშობილი ღერბი. ლამაზი რითმები
აქვს, მაგრამ დაუღალავი აქტიორია. რამოდენიმეთ ნერონია,

1
ალკა, ალლა - გრიგოლ რობაქიძის მეუღლის სახელი.
2
მენადა [ბერძ. mainas (mainados)] - ძველ საბერძნეთში: ღვინისა და
დროს ტარების ღმერთის - ბაკქის (დიონისეს) ქურუმი ქალი; ბაკქელი
ქალი.
3
ქიმერიონი - პოეტების კაფე თბილისში, სახელწოდება აღებულია
ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან.
უღრან ტყეთა და შამბნართა შორის?

შენი გმირების ლტოლვა მარადი


ჰგავს უკვდავების ძიებას ხშირად:
ისმის წესტანის მწველი ბარათი
ცაში ატყორცნილ სულის საყვირად.

შენ შეახვედრე ერთმანეთს გრძნობის


თავგანწირული პალადინები,
მიჯნურობისა და მაღალ ძმობის
თავზე დაადგი მათ გვირგვინები.

ჯოჯოხეთი და სალხინებელი,
მათი რკალებით შენ გაიარე
ტარიელისა იყავ მხლებელი
და ანელებდი იმის იარებს.

იწვოდი მისთვის, როგორც სანთელი


მის უშრობ ცრემლთა სთვალე წვეთები,
სჩანხარ დაისში, ვით ავთანდილი
და გესალმებით ჩვენ - პოეტები

ხარ ჩვენი ქვეყნის სიბრძნე და ფიცი,


შენს ძვირფას სახელს მზეზე ავიტანთ.
სად განისვენებ დღესაც არ ვიცით,
და მაინც გრგვინავ ბნელ საფლავიდან.

ო, გაიხარე სამშობლოს ბედით,


ჩვენ აღარ გვმოსავს მონობის თალხი,
დღეს საქართველო გაცოცხლდა მკვდრეთით
და შენ გადიდებს ქართველი ხალხი!
რომელიც ვერც ერთმა მწერალმა ვერ დაგვიხატა. ეს შეეძლო
შექსპირს.

ტიციან ტაბიძე. ორსულ ქალივით ჭირვეულია და


ნაზი. მე არ ვიცი როდის სწერს ის თავის ლექსებს. ხანდისხან
ლექსების წერა მას ემარჯვება სოფელში - ორპირის
სანაოებთან. ლამაზი ხელი აქვს და ძვირფას ქაღალდზე
უყვარს წერა. მე მახსოვს ერთი მისი ბინა ვარდისუბნის ქუჩაზე.
აქ ავი დიასახლისი ჰყავდა, სადაც ყველაფერი იპარებოდა. იქ
დაეკარგა არჩილ მიქაძეს სათვალეები და შარვალი. ამ
ბინაზე წვიმიან ამინდში ტიციანმა დასწერა - „ბირნამის ტყე“.
ახლა სასტუმროში ცხოვრობს. მის მაგიდაზე ბევრი წიგნებია -
წიგნებში დაუთავებელი ლექსები. გრძელი თითები აქვს და
მისი ფრჩხილი კალმათ ივარგებს. მისი რითმა ჟრუანტელის
ანტრაკტია, როგორც კოლომბინა4 - დადუმებული
დედოფალი.

კოლაუ ნადირაძე. კარი გაღებული აქვს. აივნიდან


მოსჩანს წმინდა გიორგის საყდარი გორაზე და მამია
გურიელის საფლავი. ამ პოეტს უყვარს თოვლი და შეიძლება
ზამთარი უფრო ახელებს მის ფანტაზიას. სწერს თავის
ლექსებს უბრალოდ გამოწყობილი - ბლუზაში, უქამროთ,
დახეულ ფეხსაცმელებში, პაემანის შემდეგ. ხელი აქვს
გაურჩეველი და ნაზი. ლექსიკონები გაყიდა და ამას წინათ
შეიძინა რილეევი5. გაზეთებს არ კითხულობს. მის მაგიდაზე

4
კოლომბინა - ერთ-ერთი მუდმივი პერსონაჟი იტალიური „ნიღბების
კომედიისა"- მხიარული გლეხის გოგო, გონებამახვილი, გაქნილი
მოახლე.
5
რილეევი - დეკაბრისტი.
არის შუშა და შუშაში მკვდარი ბავში, რომელსაც პოეტი
ყვითელ მალაელს უძახის. მის ოთახში თოფებია. მის
ლექსებში კანკალებს შეცივებული ინფანტა6.

სანდრო ცირეკიძე. სახლი აქვს რიონის პირად.


ნოტიო ოთახი. კედელზე მალარმეს7 პორტრეტი ღარიბ
გახუნებულ ჩარჩოში. მეორე ოთახში კედელზე
გარდაცვალებულ მამის სურათი. მინიატურებს სწერს პატარა
ასოებით, რომელნიც ინაზებიან, როგორც კალიბრი. მისი
ნოველლა ჩუმია, როგორც მგლოვიარე ქალის ქვითინი ბნელ
ოთახში. ჰყავს წითელი ძაღლი, რომელიც ყოველთვის უყეფს
ვალერიან გაფრინდაშვილს. ერთხელ მის ეზოში დედალმა
დაიყივლა, როგორც შანტეკლერმა8 და სანდრომ იმ დღესვე
დააკვლევინა დედალი. როგორც ერედია9, აუჩქარებლად
წერს თავის ნოველას. ახლა წიგნებს ჰყიდის - თავისი წიგნი
ჯერ არ გამოუცია. თავდაჭერილი და ძუნწი მწერალია. სწერს
ნაშუადღევს და საღამოს ლამპის სინათლეზე. გავს იმ
ბეღურას, რომელიც მისმა მეგობარმა შემოაფრინა ქართულ
პოეზიაში10.

ვალერიან გაფრინდაშვილი. არასდროს არ


სწერს წვიმიან ამინდში, რომ კიდევ უფრო არ დაამძიმოს

6
ინფანტა - ესპანურად პრინცესა.
7
მალარმე - ფრანგი პოეტი.
8
შანტეკლერი - ედმონ როსტანის პიესის „შანტეკლერის“ პერსონაჟი
9
ერედია - ფრანგი პოეტი.
10
ვალერიან გაფრინდაშვილი, ალბათ, გულისხმობს თავის
„სენტიმენტალურ ტრიოლეტს“ – „ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი
ბეღურა...“
თავისი ლექსი. ლექსის დაწერისათვის სჭირდება მზის სითბო
და რამდენიმეთ დაისის სიწითლეც. თუ ღამეა, სარკეს
გადააბრუნებს, რომ ორეულმა არ შეაშინოს. ხანდახან ლექსის
გათავებას დილისთვის გადადებს. წერის დროს მარტოა, თუ
მარტო არ არის, მისი ძმა დავითი არ უშლის ხელს. კიდევ
აფასებს პოეტის სახლს, ვით აზნაური გვარიშვილობას.

ლელი ჯაფარიძე. სწერს ან სწერდა თავის ლექსებს


„ქალაქში ან დაბაში“: ნიჭიერია და არაფრად უღირს კარგი
ლექსის დაწერა. თუ მოიცალა უშუალოა და მისი ცხვირი არ
მოჩანს მის იმპროვიზაციებში. ლექსის წერას ქუჩაში იწყებს და
„სახლში“ მისვლისას ათავებს ყელსახვევის გახსნის დროს.

20 ოქტომბერი, 1920 წ.
ბარათაშვილი

ბარათაშვილი, როგორც დიდი პოეტი, აღმოაჩინა


ქართული ლექსის როდენმა ილია ჭავჭავაძემ.
ბარათაშვილს ჰყავს ერთი წინამორბედი, რომელიც არ
უნდა იქნეს დავიწყებული, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ
“მერანის” გენიალურ ავტორზე. ეს არის გურამიშვილი –
ქართული პოეზიის ვერლენი, რომელმაც აღიარა თავის
მრავალტანჯულ ცხოვრებაში ღვთისმშობლის და აღასფერის
კულტი და დასტოვა ანდერძები, რომელნიც გვაგონებენ
სიღრმით და ძლიერებით ფრანსუა ვიიონის ანდერძებს.
ბარათაშვილი დღემდე არის ჩვენი უდიდესი ლირიკოსი,
და არ არის მეორე პოეტი, რომელიც ლირიკაში შეედავება მის
შეუდარებელ სახელს. ის დღემდე ახდენს გავლენას პოეტებზე.
მისი ეპიგონების და მიმბაძველების რიცხვი უთვალავია, მაგრამ
ჩვენ დავასახელებთ პოეტებს, რომელნიც ენათესავებიან მას.
ლექსი ჩვენი თანამედროვესი გალაქტიონ ტაბიძის
“მთაწმინდის მთვარე” არის რეზონასი ლექსისა “შემოღამება
მთაწმინდაზე”. მისი მოწაფეები და განმგრძნობნი არიან ისეთი
პოეტები, როგორც სანდრო სანშიაშვილი და შალვა ამირეჯიბი.
ბევრი ლექსები ჩვენი კლასიკოსების ილიასი და აკაკის
აღნიშნულნი არიან ბარათაშვილის გავლენით.
ბარათაშვილის “მერანი” არის ქართული პოეზიის
მიუწვდომელი იდეალი და გარდაუვალი თემა. ქართველი
პოეტები ცდილობენ მიუახლოვდნენ ამ იდეალს და ასეთ ცდათ
უნდა ჩაითვალოს გალაკტიონ ტაბიძის “ლურჯა ცხენები”.
ტიციან ტაბიძის შესანიშნავი ლექსი “ცხენი ანგელოსით”
თემატურად ანალოგიური “მერანის”, თავისი ფორმით და
შინაარსით არის სრულიად ახალი და განსაკუთრებული
მიღწევა ქართული პოეზიის.
არიან პოეტები, რომელთა ცხოვრება არის ბრწყინვალე
ილუსტრაცია მათი შემოქმედების. ბარათაშვილი არ არის
ასეთი.
მის პროზაულ და ღარიბ ბიოგრაფიაში არ არის
თვალსაჩინო მომენტები და მისმა შემოქმედებამ უნდა
გამოისყიდოს ამ ბიოგრაფიის ნაკლი.
მისი უდროვო სიკვდილი, რადგანაც ის მოკვდა
ახალგაზრდა, სტოვებს თვითმკვლელობის შთაბეჭდილებას.
თავისი სიკვდილი უცხოეთში მან იწინასწარმეტყველა
პროვიდენციალურ “მერანში”.
მის სანტიმენტალურ წერილებში არის მოულოდნელი
ირონია.
ზღვის სიყვარული ბარათაშვილმა გადაიტანა ერთ ფრანგ
ქალზე, რომელსაც ჰქვია დელფინა.
ერთ აპოკრიფულ პორტრეტზე ის წარმოდგენილია
ანდროგინად, მეორე ჭეშმარიტ პორტრეტზე ვაჟკაცად,
მონღოლური, თუ სააკაძისებური სახის გამომეტყველებით.
მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა მოგვცა პოეტის
პრობლემატური სახე, მისი ფანტასტიური და, შეიძლება,
ყველაზე უფრო ნამდვილი პორტრეტი. ჩვენ ვხედავთ
კუზიანივით მოღუშულ მახინჯის ციებიან სახეს, რომელიც
განწირულია წამებულ და ღრმა ფიქრისათვის.
როდესაც მხატვარი ჰქმნიდა ამ დემონურ სახეს, ალბად
მას სახეში ჰყავდა ის მაცდური დემონი, რომელიც მთელი
სიცოცხლე სდევნიდა პოეტს.
თუ წარმოვიდგენთ პოეზიას როგორც მასკარადს,
ბარათაშვილი იქნება ყველაზე ტრაურული ფიგურა ამ
მასკარადში.
ის არის ქართული პოეზიის ჰამლეტი. მისი ლექსები
დანიის პრინცის მონოლოგებია და ის თვითონ ჰამლეტის
ნიღაბში მღერის თავის ლექსებს და წარმოსთქვამს
სახელგანთქმულს “ყოფნა არ ყოფნას”. ბარათაშვილმა,
პირველმა ქართველ პოეტებიდან, გაბედა ჩაეხედა სახეში
თავის სულისთვის – მედუზასთვის და მისი პოეზია არის უცხო
და ჟრუანტელით სავსე დიალოგი პოეტსა და მის ორეულს
შორის.
შუაღამისას, როდესაც მარტოობა გვიკარნახებს თავის
კოშმარებს და ნევრასტენია მთრთოლვარე ხელებით გულზე
ფოლაქებს იბნევს, გვაგონდება ჩვენ ბარათაშვილის ლექსები,
მათი ჟინიანი და დაუზოგველი ჩურჩული, ბარბაროსულ
რითმებით და უძველეს ეპიტეტებით, რომელნიც მეტოქეობას
გაუწევენ საშუალო საუკუნეთა გობელენებს.
ის შემოდგომა და გახრწნა შთაბეჭდილებათა,
რომელზედაც ლაპარაკობს ჰიუსმანსი “შხამიან ყვავილების”
დეკლარაციის დროს, უკვე ელვარებს ავ ცეცხლად
ბარათაშვილის ლექსებში. მან მოსწამლა ჯანსაღი ქართული
პოეზია იჭვის შხამით და ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ მას ჩვენი
პოეზიის პირველი დეკადანტი. მან “გამოიგონა” მელანქოლია
ქართულ პოეზიაში და მისი მემკვიდრეებისათვის ადვილი იყო
სიარული ნაცადი გზით.
როგორც ალბრეხტ დიურერის რაინდი, ის პირველი და
ერთადერთი რაინდია სევდის, რომელიც არ უღალატებს
ოცნებას და მოგონებას.
ბარათაშვილი პირველი კავალერი იყო დაისის და მისი
საღამო არის პოეტური აღმოჩენა და გამოცხადება. მისი
საღამო საყდარია, სადაც ღვდელმსახურებს თვით პოეტი. მისი
“შემოღამება მთაწმინდაზე” არის მეცხრამეტე საუკუნეში
ქართული ლირიკის უმაღლესი მიღწევა.
მის ლექსებში სხივოსან ქართულ პოეზიას პირველად
შემოაღამდა ცის ქვეშ, რომელიც საშინელია თავისი ღრმა
უფსკრულით.
პოეტი ღრუბელისებურ სერაფიმივით სდგას მთაწმინდაზე
და იქედან გადაჰყურებს თავის სიცოცხლეს, კიდევ ერთი წუთი
და იგი, როგორც ვრუბელის დემონი, გადავარდება ნაპრალში
და დაიღრჩობა დაისის დამაბრმავებელ ალში.
მის ლექსებში ჩვენ ვსუნთქავთ ვარსკვლავების სინათლით
და ბარათაშვილის ვარსკვლავები უწმინდესი და უქალწულესია
მნათობთა შორის. თუ ფრანგმა პოეტმა ლაფორგმა მიანდო
თავისი გულის ჩივილები და საყვედურები პროვინციალურ
მთვარეს, ბარათაშვილმა გაუზიარა თავისი ტანჯვა ერთ პირქუშ
ვარსკვლავს, რომელიც დღემდე ანათებს ჩვენთვის და იწვის
თავისი გაყინული სხივებით. მისი სუმბული მორცხვია, როგორც
ვიოლონჩელის კვნესა და არ არის სხვა დიალოგი უფრო
საკვირველი თავისი ინტიმით, როგორც სიმბოლური დიალოგი
“მწირისა და სუმბულის”. ეს ორი ჭიანურის დუეტია, რომელნიც
სტირიან წყვდიადში და უპასუხებენ ერთმანეთს უფრო ნაზი
ვედრებით, ვიდრე სიტყვები მეტერლინკის დებისა.
ბარათაშვილი არის მამამთავარი ინტიმური პოეზიის,
რომელმაც მიიღო შემდეგი განვითარება მეოცე საუკუნის
ქართველი პოეტების შემოქმედებაში.
ბარათაშვილის პოეზია არის “საუცხოვო პეიზაჟი, სადაც
სალამურებით დაეხეტებიან მასკები – მარკიზასთან პიერო და
კოლომბინასთან პაჟი”.
ლექსში “ღამე ყაბახზე” ბარათაშვილმა შექმნა პოეზია
დენდიზმის და ვერლენის აჩრდილების.
ყაფლანი – მომხიბლავი გმირი ყაბახის – ქართველი
ბრემელია.
მალარიამ უთუოდ დასდაღა ბარათაშვილი, რომელმაც
შეისისხლხორცა მთელი წამება საუკუნეთა და ყოველი
კატასტროფები უსაზღვრო სივრცეში დაკარგულ ადამიანი
სულისა.
როდესაც ის მიექანება თავისი მერანივით უცნობ
სიშორეში, ის თავის მისტიურ იდეალისათვის უარს ამბობს
სამშობლოზე, რომ გადასცილდეს ბედის საზღვარს და
იგრძნოს თავი მიწიერ ყოფნის გარეშე.
ბარათაშვილი პირველი დიონისია ქართული პოეზიის,
რომელშიდაც განსაკუთრებული ძლიერებით განხორციელდა
“სიგიჟე” და ორგიასტობა სასწაულმოწყურებული ოცნების.
“მთვრალი ხომალდი” არტურ რემბოსი და “მერანი”
ბარათაშვილის არიან ერთი კატეგორიის ლექსები. აქ დიონისი
დღესასწაულობს თავის გამარჯვებას “საღ გონებაზე” და
შეუჩერებლად მიექანება ნირვანისაკენ.
ბარათაშვილის სულში იყო ლტოლვა დიდებულისადმი
(ნაპოლეონის კულტი), მაგრამ მას ჰქონდა სიყვარული
მინიატურის. მისი ლექსი “საყურე” შეიძლება ყველაზე უფრო
ინტიმური ლექსია მსოფლიო პოეზიაში, სავსე დაფარული
ვნებით და გრაციით.
რომელიც ვერც ერთმა მწერალმა ვერ დაგვიხატა. ეს შეეძლო
შექსპირს.

ტიციან ტაბიძე. ორსულ ქალივით ჭირვეულია და


ნაზი. მე არ ვიცი როდის სწერს ის თავის ლექსებს. ხანდისხან
ლექსების წერა მას ემარჯვება სოფელში - ორპირის
სანაოებთან. ლამაზი ხელი აქვს და ძვირფას ქაღალდზე
უყვარს წერა. მე მახსოვს ერთი მისი ბინა ვარდისუბნის ქუჩაზე.
აქ ავი დიასახლისი ჰყავდა, სადაც ყველაფერი იპარებოდა. იქ
დაეკარგა არჩილ მიქაძეს სათვალეები და შარვალი. ამ
ბინაზე წვიმიან ამინდში ტიციანმა დასწერა - „ბირნამის ტყე“.
ახლა სასტუმროში ცხოვრობს. მის მაგიდაზე ბევრი წიგნებია -
წიგნებში დაუთავებელი ლექსები. გრძელი თითები აქვს და
მისი ფრჩხილი კალმათ ივარგებს. მისი რითმა ჟრუანტელის
ანტრაკტია, როგორც კოლომბინა4 - დადუმებული
დედოფალი.

კოლაუ ნადირაძე. კარი გაღებული აქვს. აივნიდან


მოსჩანს წმინდა გიორგის საყდარი გორაზე და მამია
გურიელის საფლავი. ამ პოეტს უყვარს თოვლი და შეიძლება
ზამთარი უფრო ახელებს მის ფანტაზიას. სწერს თავის
ლექსებს უბრალოდ გამოწყობილი - ბლუზაში, უქამროთ,
დახეულ ფეხსაცმელებში, პაემანის შემდეგ. ხელი აქვს
გაურჩეველი და ნაზი. ლექსიკონები გაყიდა და ამას წინათ
შეიძინა რილეევი5. გაზეთებს არ კითხულობს. მის მაგიდაზე

4
კოლომბინა - ერთ-ერთი მუდმივი პერსონაჟი იტალიური „ნიღბების
კომედიისა"- მხიარული გლეხის გოგო, გონებამახვილი, გაქნილი
მოახლე.
5
რილეევი - დეკაბრისტი.
არის შუშა და შუშაში მკვდარი ბავში, რომელსაც პოეტი
ყვითელ მალაელს უძახის. მის ოთახში თოფებია. მის
ლექსებში კანკალებს შეცივებული ინფანტა6.

სანდრო ცირეკიძე. სახლი აქვს რიონის პირად.


ნოტიო ოთახი. კედელზე მალარმეს7 პორტრეტი ღარიბ
გახუნებულ ჩარჩოში. მეორე ოთახში კედელზე
გარდაცვალებულ მამის სურათი. მინიატურებს სწერს პატარა
ასოებით, რომელნიც ინაზებიან, როგორც კალიბრი. მისი
ნოველლა ჩუმია, როგორც მგლოვიარე ქალის ქვითინი ბნელ
ოთახში. ჰყავს წითელი ძაღლი, რომელიც ყოველთვის უყეფს
ვალერიან გაფრინდაშვილს. ერთხელ მის ეზოში დედალმა
დაიყივლა, როგორც შანტეკლერმა8 და სანდრომ იმ დღესვე
დააკვლევინა დედალი. როგორც ერედია9, აუჩქარებლად
წერს თავის ნოველას. ახლა წიგნებს ჰყიდის - თავისი წიგნი
ჯერ არ გამოუცია. თავდაჭერილი და ძუნწი მწერალია. სწერს
ნაშუადღევს და საღამოს ლამპის სინათლეზე. გავს იმ
ბეღურას, რომელიც მისმა მეგობარმა შემოაფრინა ქართულ
პოეზიაში10.

ვალერიან გაფრინდაშვილი. არასდროს არ


სწერს წვიმიან ამინდში, რომ კიდევ უფრო არ დაამძიმოს

6
ინფანტა - ესპანურად პრინცესა.
7
მალარმე - ფრანგი პოეტი.
8
შანტეკლერი - ედმონ როსტანის პიესის „შანტეკლერის“ პერსონაჟი
9
ერედია - ფრანგი პოეტი.
10
ვალერიან გაფრინდაშვილი, ალბათ, გულისხმობს თავის
„სენტიმენტალურ ტრიოლეტს“ – „ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი
ბეღურა...“
თავისი ლექსი. ლექსის დაწერისათვის სჭირდება მზის სითბო
და რამდენიმეთ დაისის სიწითლეც. თუ ღამეა, სარკეს
გადააბრუნებს, რომ ორეულმა არ შეაშინოს. ხანდახან ლექსის
გათავებას დილისთვის გადადებს. წერის დროს მარტოა, თუ
მარტო არ არის, მისი ძმა დავითი არ უშლის ხელს. კიდევ
აფასებს პოეტის სახლს, ვით აზნაური გვარიშვილობას.

ლელი ჯაფარიძე. სწერს ან სწერდა თავის ლექსებს


„ქალაქში ან დაბაში“: ნიჭიერია და არაფრად უღირს კარგი
ლექსის დაწერა. თუ მოიცალა უშუალოა და მისი ცხვირი არ
მოჩანს მის იმპროვიზაციებში. ლექსის წერას ქუჩაში იწყებს და
„სახლში“ მისვლისას ათავებს ყელსახვევის გახსნის დროს.

20 ოქტომბერი, 1920 წ.
ბარათაშვილი

ბარათაშვილი, როგორც დიდი პოეტი, აღმოაჩინა


ქართული ლექსის როდენმა ილია ჭავჭავაძემ.
ბარათაშვილს ჰყავს ერთი წინამორბედი, რომელიც არ
უნდა იქნეს დავიწყებული, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ
“მერანის” გენიალურ ავტორზე. ეს არის გურამიშვილი –
ქართული პოეზიის ვერლენი, რომელმაც აღიარა თავის
მრავალტანჯულ ცხოვრებაში ღვთისმშობლის და აღასფერის
კულტი და დასტოვა ანდერძები, რომელნიც გვაგონებენ
სიღრმით და ძლიერებით ფრანსუა ვიიონის ანდერძებს.
ბარათაშვილი დღემდე არის ჩვენი უდიდესი ლირიკოსი,
და არ არის მეორე პოეტი, რომელიც ლირიკაში შეედავება მის
შეუდარებელ სახელს. ის დღემდე ახდენს გავლენას პოეტებზე.
მისი ეპიგონების და მიმბაძველების რიცხვი უთვალავია, მაგრამ
ჩვენ დავასახელებთ პოეტებს, რომელნიც ენათესავებიან მას.
ლექსი ჩვენი თანამედროვესი გალაქტიონ ტაბიძის
“მთაწმინდის მთვარე” არის რეზონასი ლექსისა “შემოღამება
მთაწმინდაზე”. მისი მოწაფეები და განმგრძნობნი არიან ისეთი
პოეტები, როგორც სანდრო სანშიაშვილი და შალვა ამირეჯიბი.
ბევრი ლექსები ჩვენი კლასიკოსების ილიასი და აკაკის
აღნიშნულნი არიან ბარათაშვილის გავლენით.
ბარათაშვილის “მერანი” არის ქართული პოეზიის
მიუწვდომელი იდეალი და გარდაუვალი თემა. ქართველი
პოეტები ცდილობენ მიუახლოვდნენ ამ იდეალს და ასეთ ცდათ
უნდა ჩაითვალოს გალაკტიონ ტაბიძის “ლურჯა ცხენები”.
ტიციან ტაბიძის შესანიშნავი ლექსი “ცხენი ანგელოსით”
თემატურად ანალოგიური “მერანის”, თავისი ფორმით და
შინაარსით არის სრულიად ახალი და განსაკუთრებული
მიღწევა ქართული პოეზიის.
არიან პოეტები, რომელთა ცხოვრება არის ბრწყინვალე
ილუსტრაცია მათი შემოქმედების. ბარათაშვილი არ არის
ასეთი.
მის პროზაულ და ღარიბ ბიოგრაფიაში არ არის
თვალსაჩინო მომენტები და მისმა შემოქმედებამ უნდა
გამოისყიდოს ამ ბიოგრაფიის ნაკლი.
მისი უდროვო სიკვდილი, რადგანაც ის მოკვდა
ახალგაზრდა, სტოვებს თვითმკვლელობის შთაბეჭდილებას.
თავისი სიკვდილი უცხოეთში მან იწინასწარმეტყველა
პროვიდენციალურ “მერანში”.
მის სანტიმენტალურ წერილებში არის მოულოდნელი
ირონია.
ზღვის სიყვარული ბარათაშვილმა გადაიტანა ერთ ფრანგ
ქალზე, რომელსაც ჰქვია დელფინა.
ერთ აპოკრიფულ პორტრეტზე ის წარმოდგენილია
ანდროგინად, მეორე ჭეშმარიტ პორტრეტზე ვაჟკაცად,
მონღოლური, თუ სააკაძისებური სახის გამომეტყველებით.
მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა მოგვცა პოეტის
პრობლემატური სახე, მისი ფანტასტიური და, შეიძლება,
ყველაზე უფრო ნამდვილი პორტრეტი. ჩვენ ვხედავთ
კუზიანივით მოღუშულ მახინჯის ციებიან სახეს, რომელიც
განწირულია წამებულ და ღრმა ფიქრისათვის.
როდესაც მხატვარი ჰქმნიდა ამ დემონურ სახეს, ალბად
მას სახეში ჰყავდა ის მაცდური დემონი, რომელიც მთელი
სიცოცხლე სდევნიდა პოეტს.
თუ წარმოვიდგენთ პოეზიას როგორც მასკარადს,
ბარათაშვილი იქნება ყველაზე ტრაურული ფიგურა ამ
მასკარადში.
ის არის ქართული პოეზიის ჰამლეტი. მისი ლექსები
დანიის პრინცის მონოლოგებია და ის თვითონ ჰამლეტის
ნიღაბში მღერის თავის ლექსებს და წარმოსთქვამს
სახელგანთქმულს “ყოფნა არ ყოფნას”. ბარათაშვილმა,
პირველმა ქართველ პოეტებიდან, გაბედა ჩაეხედა სახეში
თავის სულისთვის – მედუზასთვის და მისი პოეზია არის უცხო
და ჟრუანტელით სავსე დიალოგი პოეტსა და მის ორეულს
შორის.
შუაღამისას, როდესაც მარტოობა გვიკარნახებს თავის
კოშმარებს და ნევრასტენია მთრთოლვარე ხელებით გულზე
ფოლაქებს იბნევს, გვაგონდება ჩვენ ბარათაშვილის ლექსები,
მათი ჟინიანი და დაუზოგველი ჩურჩული, ბარბაროსულ
რითმებით და უძველეს ეპიტეტებით, რომელნიც მეტოქეობას
გაუწევენ საშუალო საუკუნეთა გობელენებს.
ის შემოდგომა და გახრწნა შთაბეჭდილებათა,
რომელზედაც ლაპარაკობს ჰიუსმანსი “შხამიან ყვავილების”
დეკლარაციის დროს, უკვე ელვარებს ავ ცეცხლად
ბარათაშვილის ლექსებში. მან მოსწამლა ჯანსაღი ქართული
პოეზია იჭვის შხამით და ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ მას ჩვენი
პოეზიის პირველი დეკადანტი. მან “გამოიგონა” მელანქოლია
ქართულ პოეზიაში და მისი მემკვიდრეებისათვის ადვილი იყო
სიარული ნაცადი გზით.
როგორც ალბრეხტ დიურერის რაინდი, ის პირველი და
ერთადერთი რაინდია სევდის, რომელიც არ უღალატებს
ოცნებას და მოგონებას.
ბარათაშვილი პირველი კავალერი იყო დაისის და მისი
საღამო არის პოეტური აღმოჩენა და გამოცხადება. მისი
საღამო საყდარია, სადაც ღვდელმსახურებს თვით პოეტი. მისი
“შემოღამება მთაწმინდაზე” არის მეცხრამეტე საუკუნეში
ქართული ლირიკის უმაღლესი მიღწევა.
მის ლექსებში სხივოსან ქართულ პოეზიას პირველად
შემოაღამდა ცის ქვეშ, რომელიც საშინელია თავისი ღრმა
უფსკრულით.
პოეტი ღრუბელისებურ სერაფიმივით სდგას მთაწმინდაზე
და იქედან გადაჰყურებს თავის სიცოცხლეს, კიდევ ერთი წუთი
და იგი, როგორც ვრუბელის დემონი, გადავარდება ნაპრალში
და დაიღრჩობა დაისის დამაბრმავებელ ალში.
მის ლექსებში ჩვენ ვსუნთქავთ ვარსკვლავების სინათლით
და ბარათაშვილის ვარსკვლავები უწმინდესი და უქალწულესია
მნათობთა შორის. თუ ფრანგმა პოეტმა ლაფორგმა მიანდო
თავისი გულის ჩივილები და საყვედურები პროვინციალურ
მთვარეს, ბარათაშვილმა გაუზიარა თავისი ტანჯვა ერთ პირქუშ
ვარსკვლავს, რომელიც დღემდე ანათებს ჩვენთვის და იწვის
თავისი გაყინული სხივებით. მისი სუმბული მორცხვია, როგორც
ვიოლონჩელის კვნესა და არ არის სხვა დიალოგი უფრო
საკვირველი თავისი ინტიმით, როგორც სიმბოლური დიალოგი
“მწირისა და სუმბულის”. ეს ორი ჭიანურის დუეტია, რომელნიც
სტირიან წყვდიადში და უპასუხებენ ერთმანეთს უფრო ნაზი
ვედრებით, ვიდრე სიტყვები მეტერლინკის დებისა.
ბარათაშვილი არის მამამთავარი ინტიმური პოეზიის,
რომელმაც მიიღო შემდეგი განვითარება მეოცე საუკუნის
ქართველი პოეტების შემოქმედებაში.
ბარათაშვილის პოეზია არის “საუცხოვო პეიზაჟი, სადაც
სალამურებით დაეხეტებიან მასკები – მარკიზასთან პიერო და
კოლომბინასთან პაჟი”.
ლექსში “ღამე ყაბახზე” ბარათაშვილმა შექმნა პოეზია
დენდიზმის და ვერლენის აჩრდილების.
ყაფლანი – მომხიბლავი გმირი ყაბახის – ქართველი
ბრემელია.
მალარიამ უთუოდ დასდაღა ბარათაშვილი, რომელმაც
შეისისხლხორცა მთელი წამება საუკუნეთა და ყოველი
კატასტროფები უსაზღვრო სივრცეში დაკარგულ ადამიანი
სულისა.
როდესაც ის მიექანება თავისი მერანივით უცნობ
სიშორეში, ის თავის მისტიურ იდეალისათვის უარს ამბობს
სამშობლოზე, რომ გადასცილდეს ბედის საზღვარს და
იგრძნოს თავი მიწიერ ყოფნის გარეშე.
ბარათაშვილი პირველი დიონისია ქართული პოეზიის,
რომელშიდაც განსაკუთრებული ძლიერებით განხორციელდა
“სიგიჟე” და ორგიასტობა სასწაულმოწყურებული ოცნების.
“მთვრალი ხომალდი” არტურ რემბოსი და “მერანი”
ბარათაშვილის არიან ერთი კატეგორიის ლექსები. აქ დიონისი
დღესასწაულობს თავის გამარჯვებას “საღ გონებაზე” და
შეუჩერებლად მიექანება ნირვანისაკენ.
ბარათაშვილის სულში იყო ლტოლვა დიდებულისადმი
(ნაპოლეონის კულტი), მაგრამ მას ჰქონდა სიყვარული
მინიატურის. მისი ლექსი “საყურე” შეიძლება ყველაზე უფრო
ინტიმური ლექსია მსოფლიო პოეზიაში, სავსე დაფარული
ვნებით და გრაციით.
პოეტი ანიჭებს სიცოცხლეს უსახელო გრძნობებს და
პოეზია ნაჩრდილების, ეფემერული ყოფნის, იპყრობს ჩვენ
სულს. ირრაციონალური და ლანდური ყოველთვის
საგრძნობელია მის ლექსებში. ის მუდამ ორმაგ ყოფნის
საზღვარზეა, როგორც ტიუტჩევი. ის განიცდის დროს როგორც
კოშმარს, მიწაზედ მიჯაჭვული, როგორც მალარმეს თოვლიანი
გედი. ის ელტვის უსაზღვროებას, რომ განიძარცვოს დროებით
ტანთსაცმელიდან და ანგელოსებთან ერთად ამობრწყინდეს
მშვენიერ ეთერში.
მის დროს მცნება სიმბოლოსი კიდევ არ იყო აღმოჩენილი,
მაგრამ თვით ბარათაშვილი არის სიმბოლო და სინონიმი
პოეზიის. პოეტები გახდიან თვით ბარათაშვილს თავისი
შთაგონების წყაროდ.
ლირიკა კიდევ დაუბრუნდება მას და შეიყვანს თავისი
გმირების პანთეონში. ლირიკა “გადაახალისებს” მას და ამ
ახალ მასკარადში ბარათაშვილი დაიჭერს შესაფერ ადგილს.
მისი დელფინა კიდევ ერთხელ შეხვდება მას ლირიულ
ელიზიუმში, როგორც ორფეოსს ხვდება ევრიპიდე.

25 ივლისი 1924 წ.

You might also like