You are on page 1of 23

ყივჩაღის პაემანი

ყორღანებიდან გნოლი გაფრინდა,


ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან


ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,


დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,


ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..
მშობლიურო ჩემო მიწავ!
სამი დიდი ოკეანე გარე უვლის ნათელ
მხარეს, მთვარიანი და მზიანი ზეცა
აფრქვევს სიანკარეს. ორ ზღვას შუა
ძველისძველად საომარი იყო ლელო - ის
გადარჩა და სახელად ეწოდება
საქართველო. მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ
დავიცავ შენს დიდებას, წინაპართა
ძვლებს დავიცავ! ასწით კავკასიის ფარდა
- ეს ამერი და იმერი, მისი “ხელი ხმალს
იკარ” და მისი “მრავალჟამიერი”. მიყვარს
მარად მხნე და ძმური თუში, ფშავი და
ხევსური, აჭარა და თრიალეთი.
მშობლიურო ჩემო მიწავ. შენს საყვარელ
სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს
უფლებას, შენს უფლებას სისხლით ვიცავ!
აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა მიხვეულ-
მოხვეული, იავნანა მეგრელ დედის,
აფხაზური, მოხევური, ლაზთა რბევა,
სისხლის ტბორით შეღებილი ქართლ-
კახეთი! რაჭა-ლეჩხუმია შორით, ახლო -
მესხეთ-ჯავახეთი... მშობლიურო ჩემო
მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ
დავიცავ შენს ტკბილ ენას, შენს მშვენიერ
ჩანგს დავიცავ! და ვიგონებ იმერეთის ომს
ვეფხვებრივს, შინ - ზრდილობას. მის
ჩონგურებს და წერეთლის უდარებელ
წერეთლობას. “გამაგონე ეგ ხმა ტკბილი,
დაჰკარ გრძნობით დაირასა”, - განა გული
ძველის ჩრდილით სამუდამოდ დაირაზა.
მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ
სახელს ვფიცავ. რომ დავიცავ ფაზისის
ცას, საირმეთა ეშხს დავიცავ! აგერ
წინამძღვრიანთკარის ქარი არხევს ზვარის
სამოსს, და ხავერდი სავსე მთვარის
მოჰფენია საგურამოს. მეცხრამეტევ!
განთიადით გვეგებება ოხვრა კაკლის...
ახალგაზრდა გოლიათი ახლა ავსებს ამ
დანაკლისს. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს
საყვარელ სახელს ვფიცავ. რომ დავიცავ
შენს სიმაღლეს, შენს მგზნებარე ჩანგს
დავიცავ! დიდი გზებით მიდის ძველთა
დიდება თუ დამარცხება. ეთვისება ზაჰესს
მცხეთა და არაგვიც არა ცხრება. უსივრცოა
დროთა სივრცე და მდიდარი - ფეროვნება,
მისი შრომა, მისი სიბრძნე, მისი დიდი
ხელოვნება. - მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ
დავიცავ შენს სიმართლეს, სისხლით
ნაპოვნ გზებს დავიცავ! მტკვარს
დაჰყურებს მაღლით ჯვარის მონასტერის
სიამაყე, მოვიარე მთა და ბარი, მაგრამ
მსგავსი ვერსად ვნახე! ხუროთმოძღვარს
აქ ჰყავს მცველი მეომარი და მგოსანი, და
ჩუქურთმა უფრო ძველი, ვიდრე
“ვეფხისტყაოსანი”. მშობლიურო ჩემო
მიწავ. შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ
დავიცავ იმ ლექსთა ხმას, იმ ჩუქურთმის
შუქს დავიცავ! მიწა, სადაც ვხნავთ და
ვთესავთ, მოკირწყლული იყო ძვლებით,
მოღაღადე უკეთესად. ვინემ უსახელო
წლები. იმ წარსულთან რა ძლიერი
ანათებს აქ დროის თვალი - რარიგად ჩანს
მშვენიერი საქართველოს მომავალი!
მშობლიურო ჩემო მიწავ. შენს საყვარელ
სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ იმ
მომავალს. იმ მომავლის მზეს დავიცავ! და
ხმალივით ბასრი გრძნობა არის ფუძე
ახალ ხანის, ჰგავდეს რკინას ნებისყოფა
თვითეული ჩვენთაგანის. გამარჯვების
გზებით მიდის თვითეული დღე
ფრთამალი, რომ არ ჩანდეს კვლავ იმ
დიდი სიდუხჭირის ნატამალი,
მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ
სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს
მიღწევებს, შენი დროშის ფერს დავიცავ.
ოცდაექვსი საუკუნის წინათ ქმნიდნენ
ქართულ ანბანს, ხელნაწერნი განვლილ
დროის მოგვითხრობენ გმირთა ამბავს -
სუნთქვა ძველი წიგნებისა, მშვენიერი
ძველი ენა, სული ქართლის ცხოვრებისა,
რუსთაველის აღმაფრენა! მშობლიურო
ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ უძველეს განძს, იმ უძველეს
წიგნს დავიცავ! შლა წიგნების მიყვარს
ძველის, მშვენიერი ძველი ენა, კიდევ -
რაც ამ ოცი წელის გადიშალა აღმაფრენა,
რაც ამბავი მოგუგუნე ამ ანბანით
აწყობილა... სხვა მეოცე საუკუნე არასოდეს
არ ყოფილა! მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს
საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ
შენს ახალ გზებს, შენს უახლეს წიგნს
დავიცავ! ახლა ვეღარ გეტყვის ბედი,
საქართველო ნაწამებო: ქართლს განუდგა
იმერეთი, საკუთარი სურს სამეფო.
თემურ-ლენგის ვერ წამოვა ველურობის
ხმა და ზახი. თბილისს რომ არბევდა
ხროვა ჯალალ-ედინ - ხორეზმ-შაჰის.
მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ
სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს
მშვიდობას, შენს მთასა და ზღვას დავიცავ!
ქარმა მიანგრ-მოანგრია ძველი ქვეყნის
საბუდარი, აწ სხვაგვარნი ქარნი ჰქრიან,
ჩვენ მხარე გვაქვს საკუთარი. ის ვერ
ითვლის გმირთა მხარ-მკლავს, ვერც
უხვობას გენიისას, და ბრწყინვალეს
ანთებს ვარსკვლავს - ვარსკვლავს
აკადემიისას. მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ
დავიცავ ერთა ძმობას, მეგობრობის ფიცს
დავიცავ! თუ მრავალგზის დანგრეული,
კვლავ ბრწყინვალე გახდა მხარე, თუ
მოეღო მეყვსეული - მშენებლობის
ნიაღვარი, თუ ძალების არდაზოგვა
ამეტყველებს თვით ქვა-ლოდებს, ეგ
მისთვის, რომ ჩვენ ეპოქა ახალ გზისკენ
მოგვიწოდებს. მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ
დავიცავ შენს მიღწევებს, შენი დროშის
ფერს დავიცავ! თუ ბუნების მოკვდავ
კაცებს გვიერთდება აღტაცება, თუ
გვამხნევებს და გვიტაცებს განახლების
დიდი მცნება, თუ ყოველ დღის მძაფრი
ჟინი ახალ სიმაგრეებს აგებს, ეგ მისთვის,
რომ ჩვენ ლენინი მუდამ წინსვლას
გვიქადაგებს. მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ
დავიცავ შენს სიმაღლეს, შენს მშვენიერ
ჩანგს დავიცავ! ქვეყნის მეტის მზით
ავსება საგანია ჩვენი ზრუნვის, ჩვენ
შევძელით დაფასება ჩვენი მძლავრი
საუკუნის. გავიარეთ სევდისმგვრელი
გზათა სივრცე და საზღვარი, გადავლახეთ
ღამე ბნელი და ბურუსი ყოველგვარი.
მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ
სახელს ვფიცავ, გიცავდი და გიცავ მარად,
გიცავდი და კვლავ დაგიცავ! გალაკტიონ
ტაბიძე 1940

Content from: http://kids.ge/poesy-verse?
id=519
Kids.ge
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც
ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების
გზა სიზმარია და შორეული ცის
სილაჟვარდე. შემოიღამებს მთის
ნაპრალები, და თუ როგორმე ისევ
გათენდა- ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
ღამენათევი და ნამთვრალევი მე
მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სიონში სხივი და
თეთრ ოლარებს ააელვარებს. და მაშინ
ვიტყვი: აჰა! მოვედი გედი დაჭრილი
ოცნების ბაღით! შეხედე, დასტკბი
ყმაწვილურ ბედის დაღლილ ხელებით,
წამებულ სახით! შეხედე! დასტკბი! ჩემი
თვალები, წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით,
იებით, - ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით! დასტკბი!
ასეა ყველა მგოსნები? შენს მოლოდინში
ასეა ყველა? სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.
სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული? ვით
სამოთხიდან ალიგიერი, მე ჯოჯოხეთით
ვარ დაფარული! და როცა ბედით
დაწყევლილ გზაზა სიკვდილის ლანდი
მომეჩვენება, განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება! დავიკრებ
ხელებს და გრიგალივით გამაქანებენ
სწრაფი ცხენები! ღამე ნათევი და
ნამთვრალევი ჩემს სამარეში ჩავესვენები.
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც
ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების
გზა სიზმარია და შორეული ცის
სილაჟვარდე. გალაკტიონ ტაბიძე 1917
Content from: http://kids.ge/poesy-verse?
id=430
Kids.ge

მერი
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი,
იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან
ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო, ვით
შემოდგომა! აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული, მაგრამ
სანთლებზე უფრო ეგ სახე იყო იდუმალ
გაფითრებული. იწოდა ტაძრის გუმბათი,
კალთა, ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა სხვა
არის ლოცვა განუკურნელი. მესმოდა შენი
უგონო ფიცი... მერი, ძვირფასო! დღესაც
არ მჯერა... ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი: ეს
გლოვა იყო თუ ჯვარისწერა? ლოდებთან
ვიღაც მწარედ გოდებდა და ბეჭდების
თვლებს ქარში კარგავდა... იყო ობლობა
და შეცოდება, დღესასწაულს კი ეს დღე არ
ჰგავდა. ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა! ქუჩაში
მძაფრი დაჰქროდა ქარი და
განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე, თავი მივანდე
ფიქრს შეუწყვეტელს; ოჰ! შენი სახლი! მე
სახლთან იქვე ღონე-მიხდილი მივაწექ
კედელს. ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს და
ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები. და
შრიალებდა ტოტი ვერხვისა, რაზე - ვინ
იცის! ვინ იცის მერი! ბედი, რომელიც მე
არ მეღირსა - ქარს მიჰყვებოდა, როგორც
ნამქერი. სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები? რად
აშრიალდა ჩემი ოცნება, როგორც
გაფრენილ არწივის ფრთები? ან ცას
ღიმილით რად გავცქეროდი, ან რად
ვიჭრდი შუქს მოკამკამეს? ან „მესაფლავეს“
რისთვის ვმღეროდი, ან ვინ ისმენდა ჩემს
„მე და ღამეს“? ქარი და წვიმის წვეთები
ხშირი წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა
გული და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
გალაკტიონ ტაბიძე 1915

Content from: http://kids.ge/poesy-verse?
id=385
Kids.ge
ამირანი
კავკასიის ქედზე იყო ამირანი
მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა,
დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად
ცეცხლის მოტანისთვის გულს ცეცხლი არ
ჰნელდებოდა, და რაღაცა მანქანებით
წყლული ისევ მთელდებოდა. ჰქონდა
ჭირში მოთმინება: არც ჰკვესოდა, არც
ოხვრიდა; უსამართლო ძლიერებას
მონურად ქედს არ უხრიდა! ბოლოს მაინც
გამარჯვება დარჩა!.. ყველა გააოცა!.. - და
ის ღვაწლი მაგალითად მიწის შვილთა მან
გადმოსცა. კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯაჭვული ამირანი არის მთელი
საქართველო და მტრები კი ყვავ-ყორანი.
მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს
გასწყვეტს გმირთა-გმირი!.. სიხარულად
შეეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი!... აკაკი
წერეთელი 1883
Content from: http://kids.ge/poesy-verse?
id=80
Kids.ge

სიზმარი
ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, -
ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით,
მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახტზე
იჯდა თამარ მეფე, მომხიბლავი, ეშხიანი!..
მარცხნით უდგა თინათინი, მარჯვნით -
ნესტან-დარეჯანი. გარს ეხვიენ სხვა
ქალებიც, როგორც მთვარეს ვარსკვლავთ
კრება, ცალ-ცალკე და ყველა ერთად,
სიცოცხლე და ნეტარება!.. შემოვიდა
რუსთაველი, ის სულმნათი და მგოსანი,
ხელში ეპყრა მოწიწებით მისი “ვეფხის-
ტყაოსანი”. თაყვანი სცა სწორუპოვარს, მის
წინ მუხლი მოიყარა… გაიღიმა ტახტზე
მჯდომმა და ცრემლები გადმოღვარა!..
მზის ჭიატის დარი იყო უცნაური ის
ღიმილი და თვით გრძნობის ორჭოფობაც
ცრემლში იყო ჩალესილი: მასაც მგოსნის
თანაგრძნობა გულში ედვა, როგორც
ქალსა, მაგრამ უნდა დაეჭირა თავი,
როგორც დედოფალსა! ბრძანა: “გმადლობ,
ვერ გადვიხდი, როგორც მეფე, დღეს შენს
ვალსა, - უკვდავების მოსახვეჭად
მიგაპირებ მომავალსა!..” მიუბრუნდა მერე
იქ მდგომ ნესტანსა და თინათინსა: “თქვენ
გილოცავთ ამქვეყნიურ სიყვარულს და
შვება-ლხინსა: გიანდერძებთ საქმროდ
ყველას ტარიელს და ავთანდილსა, რომ
ქართველი ქართველ გმირად
გამოზრდიდეს შვილიშვილსა!” ეს რომ
ბრძანა, ნათელ სვეტად გადმოეშვა
ცისარტყელა: აიტაცა შუქმა შუქი და მას
გაჰყვა თანვე ყველა! მე კი დავრჩი…
შემეშინდა!.. მიმოვავლე გარს თვალები და
რა ვნახე იმათ ნაცვლად?!.. სხვა ხალხი და
სხვა ქალები!.. არც თამარი, არც თინათინ,
აღარც ნესტან-დარეჯანი!… აღარც ერთს
არ ეტყობოდა ქართველობის რამ ნიშანი!..
გული დამწყდა!… გამეღვიძა, ნაღვლიანად
გამეცინა!.. ვთქვი: “ნეტავი არ მენახა,
საუკუნოდ დამეძინა!..” აკაკი წერეთელი
1898 წ.

Content from: http://kids.ge/poesy-verse?
id=1111
Kids.ge
ხატის წინ მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო
პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი.
მყუდროდ, უხმოდ და უძრავად დნება,
ვით მსხვერპლი დიადი, რომ მადლით
გაასპეტაკოს, თვალუწვდომელი
წყვდიადი! მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული; მეცა
უსიტყვოდ, უძრავად, ცის სვეტად
გაქვავებული. რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა! მხოლოდ
ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება ჩემი გონება
და ჭკუა. სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი, ნათელი -
ჭკუა-გონება, იმათგან გამონაშუქი. ჩემი
ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე, არ შემიძლია
მეც განა? კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა, ის მოციქული
მომავლის, მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!
აკაკი წერეთელი 1894 წ.

Content from: http://kids.ge/poesy-verse?
id=1127
Kids.ge

სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს


წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ,
მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი


სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს
გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი


და კითხვა: „ვინ ვის?“ ბებერ გულში
ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

მურმან ლებანიძე

You might also like