You are on page 1of 3

ბრინჯის ნიღაბი

აიღეთ 3 ს.კ. ბრინჯი. დაასხით 3 ჭიქა წყალი და ხარშეთ.


ნახარში გადაწურეთ და შეინახეთ. მოხარშულ ბრინჯს
დაასხით 3 ს.კ. რძე და ნელ ცეცხლზე დიდხანს მოხარშეთ.
რძეში მოხარშული ბრინჯი ბლენდერით ათქვიფეთ ან კარგად
ჩაზილეთ, ისე, რომ ფაფისებური მასა გამოვიდეს. წაისვით
სახეზე და გაიჩერეთ 30 წთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და
წაისვით თქვენი კანისთვის შესაფერისი კრემი. ეს ნიღაბი
დღისით კეთდება, საღამოს კი სახე ნახარშით ჩამოიბანეთ და 1-
2 სთ დაიტოვეთ. ძილის წინ ისიც ჩამოიბანეთ.

პროცედურა 3 დღის განმავლობაში კეთდება. ის შეგიძლიათ


ჩაიტაროთ თვეში 2-ჯერ. მისი ხშირი გამოყენება არ შეიძლება. 

ნიღაბი კვებავს, აახალგაზრდავებს და წმენდს სახის კანს.


ამასთანავე, აკეთებს მსუბუქ ლიფტინგს. გამოიყენება როგორც
მშრალი, ასევე ცხიმიანი კანის შემთხვევაში.

ცილის ნიღაბი

ეს ნიღაბი დადებითად მოქმედებს გაფართოებული ფორების


შეკვრაზე, ძირითადად, ცხიმიანი კანის შემთხვევაში.
ნიღაბს იკეთებენ ღრმა ნაოჭების და ე.წ. ბატის ფეხების
(თვალის კუთხეებთან წარმოქმნილი ნაოჭები) არსებობის
დროს.
ნიღაბი მზადდება ასე: ათქვიფეთ კვერცხის ცილა ისე, რომ
ქაფად გადაიქცეს. წაისვით მთელ სახეზე. მალე ის თხელ აპკად
გადაიქცევა. გაშრობის შემდეგ გადაისვით კიდევ ერთი ფენა.
გაიჩერეთ 15-25 წთ. შემდეგ ნაზად ჩამოიბანეთ. კარგი იქნება,
თუ ცილას ცოტა თაფლს შეურევთ. მშრალი კანის შემთხვევაში
ცილის წასმამდე გადაისვით კრემის თხელი ფენა. ათქვეფილი
ცილის მასა მხოლოდ ერთი გამოყენებისთვისაა
განსაზღვრული. ის დიდხანს არ ინახება.

ასეთი კრემი განსაკუთრებით რეკომენდირებულია საკმაოდ მუქი


ლაქების წინააღმდეგ, რამდენადაც შეიცავს ნატურალურ
ინგრედიენტებს, რომელიც აღიავებს და ათეთრებს კანს.
შემადგენლობა:
– რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი
– 2 ჩ.კ. რძის ფხვნილი
– რამდენიმე წვეთი გლიცერინი
– რამდენიმე წვეთი ლიმონი

კარგად აურიეთ ეს კომპონენტები ერთგვაროვანი მასის


მიღებამდე. უმჯობესია ეს კრემი ღამით წაისვათ, დილით კი
გაღვიძებისთანავე კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით

ეს ლოსიონი არაჩვეულებრივი საშუალებაა პიგმენტური ლაქების


მოსაშორებლად, ასევე მკვებავი თვისებებიც გააჩნია შვრიის
წყალობით, ლიმონის მეშვეობით კი კანს ასუფთავებს.
შემადგენლობა:

– 1/4 ს.კ. დაფქული შვრია


– 250 მლ. წყალი
– 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

აურიეთ ინგრედიენტები და დაიტანეთ ლოსიონი სახეზე


ყოველდღიურად მთელი კვირის მანძილზე. გაიჩერეთ 15 წუთის
მანძილზე უფრო მეტი სარგებლის მისაღებად, შემდეგ ჩამოიბანეთ
თბილი წყლით.

You might also like