You are on page 1of 3

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ კონფლიქტების (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი)

მოგვარება დიპლომატიური გზით შეუძლებელია.

ტერიტორიები აფხაზეთი და ცხინვალი (“სამხრეთ ოსეთი”) ოდითგანვე საქართველოს


ეკუთვნოდა, ისინი კი დღეს რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არიან. რუსეთი ამგვარ
კონფლიქტებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღვივებდა მიზანმიმართულად .
აფხაზეთში გადმოსახლებული არაქართველი ხალხები ყოველთვის ექცეოდნენ
დამახინჯებული სიმართლის გავლენის ქვეშ და საქართველოს წინააღმდეგ იწყებდნენ
მოძრაობას. Ამის მაგალითია “ლიხნის წერილი” , რომელიც ერთ-ერთი მიზეზი იყო 1989
წლის გამოსვლისა. Ამ წერილით აფხაზი სეპარატისტები ავრცელებდნენ იმ იდეას , რომ
ქართველები მუდამ ჩაგრავდნენ აფხაზებს. Სამხრეთ ოსეთიც ოკუპირებული ტერიტორიაა ,
რომელიც არ ეკუთვნის რუსეთს და მის , როგორც “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის”
დამოუკიდებლობას საერთაშორისო საზოგადოებაც არ ცნობს. ამ ყველაფრის
მიუხედავად რუსეთის შეიარაღებული ჯარები ისევ დაგანან ამ ტერიტორიებზე .

სწორედ ამიტომ ვეთანხმები, რომ ამ კონფლიქტების მოგვარება დიპლომატიური გზით


შეუძლებელია. მოწინააღმდეგე ქვეყანა, ამ შემთხვევაში რუსეთი ამ ტერიტორიების
დაკავებას წლების განმავლობაში ცდილობდა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
მოსახლეობა ფიქციურ დამოუკიდებლობაში ცხოვრობს, მათ აკონტროლებენ რუსეთის
ჯარები, ამიტომ არ არსებობს არანაირი შანსი, რომ მხოლოდ დიპლომატიური გზით
დაიბრუნოს საქართველომ ტერიტორიები. რუსეთთან ამგვარი პოლიტიკა არასდროს არ
ჭრიდა, რადგან ის ამ სახის დათმობებზე ან არ მიდიოდა ან დროებით იძლეოდა
თანხმობას.

Ასეთი შეთანხმებები ყოველთვის მახე იყო პატარა ქვეყნებისათვის, რომელსაც არ


შეეძლო რუსეთის წინააღმდეგ წასვლა. Ამის კარგი მაგალითია 1920 წლის 7 მაისის
ხელშეკრულება, რითიც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა ,
თუმცა ბოლშევიკების საქმიანობა ლეგალური გახდა, რამაც მათ ანტისახელმწიფოებრივ
საქმიანობას ხელი შეუწყო საქართველოში. მალევე კი მათი ხელშეწყობით საბჭოთა
რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა.

იმის მიუხედავად, რომ ამ კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება


შესაძლებელი დიპლომატიური გზით, თუ საქართველოს ეყოლება ძლიერი მომხრე
სახელმწიფოები, რაც ძნელია მოსაპოვებლად. სწორედ რუსეთთან დაპირისპირების
შიშით, წლების განმავლობაში საქართველოს ვერავინ დაეხმარა. Ასეთი შემთხვევა იყო,
მაგალითად, პარიზის კონფერენციაზე, სადაც საქართველომ ვერ მოახერხა
დასავლეთში მფარველის პოვნა, რადგან ყოველთვის ცხადი იყო, რომ რუსეთი
საქართველოს დაპყრობას ისევ და ისევ ეცდებოდა.

1. Იმსჯელეთ, როგორ იხატება ციციკორეს სახე ამ ტექსტის მიხედვით


2. Იმსჯელეთ, რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი
3. Იმსჯელეთ, რა მხატვრული საშუალებებია გამოყენებული და რა ფუნქცია აქვთ
მას

Გიორგი ლეონიძის ნოველის მთავარი პერსონაჟი ციციკორეა. ტექსტში მის პიროვნებას


ვეცნობით, როგორც პატივსაცემ ადამიანს, რომელსაც თავის დროზე სოფლისათვის
ბევრი საქმე გაუკეთებია და ახლა მის აზრს ყველა პატივს სცემს. Ამის მიუხედავად
ვხედავთ, რომ ციციკორეს ეშინია ცვლილებების. Ის ამბობს: “რა სჯობია გატკეპნილ გზას ,
ნაცადს, ნავალს!” ციციკორე ცდილობს შეეწინააღმდეგოს კახეთში რკინიგზის გაყვანას ,
რაც მასში ცვლილებების შიშს იწვევს. ის ცდილობს, რომ შიში დამალოს და გაამართლოს
ასე: “ რათ გინდა ახალი გზა კლდე-ღრეში გაყვანილი, წამისწამ სახიფათო?!”

ციციკორეს ჰგონია, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს, მისი აზრი ერთადერთი და
უტყუარია. Ამას ვამჩნევთ მისი რეაქციიდან, როცა ქალაქელი ახალგაზრდა მუშა გარსია
შეეწინააღმდეგება: “ ძია კაცო, შენ ვინა გკითხავს სოფლის საქმეს, რა პირისა და პასუხის
გამცემი შენა ხარ?” ამ სიტყვებმა ბერიკაცს დაუნგრია ის წარმოსახვითი სამყარო
რომელიც ცხოვრობდა “ციციკორეს მპყრობელობაში”. გარსიას სიტყვებმა მისი შიშები
სააშკარაოზე გამოიტანა და ციციკორე საბოლოოდ მიხვდა თავის პრობლემას. Იმას , რომ
არ არის მედროვე ადამიანი და ვერაფრით აუწყო ფეხი ცხოვრებას, რომელიც მის გამო
არასდროს გაჩერდება. ავტორი წერს: “ უქონელი საქმე ქნა გარსიამ. გარსიამ თუ...ახალმა
ადამიანმა, ახალმა ცხოვრებამ, ახალმა ძალამ. Მის წინ ციციკორე უმწეო გამოდგა .”

ციციკორე შეგვიძლია შევადაროთ თეიმურაზს რომანიდან “ჯაყოს ხიზნები”. Თეიმურაზი ,


იმის მიუხედავად, რომ პატივსაცემი და დასაფასებელი ადამიანია თავისი ცოდნით , ის
ვერ უწყობს ფეხს დროს და სწორედ ჟამთა სვლა აჩაჩანაკებს და ასუსტებს. Ის , რომ
ყველაფერი მისი რეპუტაციის გარშემო არ ბრუნავს, დრომ ძალიან ნელა გამოააშკარავა
და როცა ეს მოხდა თეიმურაზი უკვე სულიერად მკვდარი იყო. Ასევე შეგვიძლია
გავიხსენოთ “სამანიშვილის დედინაცვალი”, სადაც ბეკინა სამანიშვილი ჯერ კიდევ იმ
ილუზიაში ცხოვრობს, რომ პატივსაცემი აზნაურია, მაშასადამე კარგად და მდიდრულად
უნდა ცხოვრობდეს. Ამიტომ ყველას და საკუთარ თავსაც უმალავს რეალობას თუმცა ამის
გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს.

Გიორგი ლეონიძის “ციციკორეს” მთავარი სათქმელია ის, რომ ადამიანებმა არასდროს


უნდა დაკარგონ დროისა და სივრცის აღქმა. Როგორც ზემოთხსენებულ მწერლებს ,
გიორგი ლეონიძესაც კარგად აქვს აღწერილი სიახლის შიშისა და წარსულზე მიჯაჭვის
ფენომენი, რომელიც მოხუც ადამიანებში ხშირად გვხვდება. Ავტორი გვაჩვენებს
წარსულში ცხოვრების დამანგრეველ შედეგებს. Გვეუბნება , რომ აწმყო და მომავალი
არასდროს უნდა დავთმოთ წარსულისთვის, რომელიც წავიდა და არასოდეს დაბრუნდება .
Ცვლილებები გარდაუვალია, განვითარება და ზრდა კი აუცილებელი, რაც ნოველის
მთავარ პერსონაჟ ციციკორეს არ სურდა მიეღო. Მართალია ის თლიდა , რომ რკინიგზა
სახიფათო იყო, მაგრამ ის ასევე ეწინააღმდეგებოდა წინსვლას. Თავისი შეცდომების
გაცნობიერებამ კი ციციკორეს თვალები აუხილა, თუმცა რეალობას მაინც ვერ შეეგუა .
Ვერასდროს შეეგუებოდა, რადგან ამდენი წელი ილუზიაში ცხოვრება იყო მისთვის
ერთადერთ რეალობა და ამის დაკარგვით საკუთარი თავიც დაკარგა.
Გიორგი ლეონიძის “ციციკორე: ნოველაა. Ავტორი ლაკონურად და ზუსტად გადმოსცემს
სათქმელს პატარა ტექსტით. Ციციკორე რკინიგზის გაყვანით გახარებულ ახალგაზრდობას
ხბოებს ადარებს: “ხბოსავით კი ნუ კუნტრუშობთ!” ციციკორე იყენებს ხალხურ
გამონათქვამს, რომ დაარწმუნოს სოფელი როგორი ცუდი იდეაა რკინიგზის გაყვანა : “ ნუ
დააგდებ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსაო!” ეპითეტები: “ ქალაქში ნათრევი ”,
“ფეხშიშველა” და “თავშიშველა მუშა” აღწერს გარსიას, რომელმაც ციციკორე რეალობაში
დააბრუნა, თუმცა ავტორი ამ პერსონაჟს მაინც უარყოფითად მიიჩნევს, რადგან ტექსტში
ვკითხულობთ: “ ასე, ერთი ხელის დაკვრით მოსპო გარსიამ ციციკორეს მპყრობელობა .
Მერე ვინ? Ციციკორეს ნაცხადაც არ გამოდგება.” მეტაფორა: : ახალი ცხოვრების სიო
დაეტაკა ზედ მკერდზე...” აღწერს იმ მომენტს, როცა ციციკორე გამოერკვა წარსულიდან
და აწმყო დაინახა. Მის გაბრაზებას საკუთარ თავსა და გარსიაზე ავტორი ასევე
მეტაფორით აღწერს: “ სამდუღრე ცრემლი დუღდა მის გულში, მაგრამ შიგვე შრებოდა !”
ავტორი ციციკორეს ადარებს “გამომტვრეულ ნაპრალს”, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ
ციციკორემ საკუთარი თავი ვერ ჰპოვა აწმყოში.

Ტექსტი მესამე პირშია დაწერილი, რაც არამხოლოდ ციციკორეს ფიქრებს, არამედ სხვა
პერსონაჟებსა და სცენარს უკეთესად აჩვენებს მკითხველს. Ნოველაში გამოყენებულია
დიალოგი, სადაც ციციკორე საკუთარ თავს ესაუბრება, რაც მკითხველს ეხმარება
პერსონაჟის პიროვნების უკეთესად გაცნობაში.

You might also like