You are on page 1of 1

,,ოთარაანთ ქვრივის“ უკანასკნელი თავი სავსეა ტკივილითა და

დარდით. სწორედ ამ თავში ჩანს ყველაზე ნათლად ,,ხიდჩატეხილობა“.


ორ თუშ მეცხვარეს დამხმარე, მეორეხარისხოვანი როლი ენიჭება, ისინი
სოფლელების მოქმედებისათვის ფონს ქმნიან. ნათლად იკვეთება
სოფლელების დამოკიდებულება და დაბალი თვითშეგნება.
საზოგადოების უმეტესი ნაწილი მხოლოდ საუბრით შემოიფარგლებოდა,
ყველა საუბრითა და ლაყბობით იყო დაკავებული და ავიწყდებოდათ,
რომ ,,მკვდარს პატრონობა უნდა“.

ჩემი აზრით, მათი დამოკიდებულება ოთარაანთ ქვრივის მიმართ


სიკვდილის შემდეგაც არ შეცვლილა. უკანასკნელ თავში მთავარ
პერსონაჟად მეწისქვილე სოსია გვევლინება და ყველაზე მეტ ტკივილსა
და დარდს მის ქმედებებში ვხედავთ. სწორედ მას მოუკვდა ოთარაანთ
ქვრივი. ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ
სოფლის გლეხკაცობა და სოსია ერთ ფენას მიეკუთვნებიან, მაგრამ მაინც
ვერ იგებს სოსიას ტკივილს სოფელი. ამის მიზეზად შეიძლება
ჩავთვალოთ ის, რომ ისინი არ ყოფილან ამ კონკრეტულ სიტუაციაში და
შესაბამისად, ვერ იგებენ სოსიას ტკივილს. ყველაზე მეტ დამცინავ და
ირონიულ დამოკიდებულებას სოსია ახალგაზრდა გლეხი ბიჭისგან
იღებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ აქვს
მნიშვნელობა სოციალურ ფენას,რადგან ნებისმიერ ფენაში შეიძლება
იყოს ,,უთანხმოება.“

საბოლოოდ, ავტორმა თხრობა დაასრულა განმაზოგადებელი და


უპასუხო კითხვით ,,მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო“?

You might also like