You are on page 1of 1

,,გამზრდელი" (ანალიზი)

აკაკი წერეთლის პოემა ,,გამზრდელი’’ იწყება პეიზაჟის დახასიათებით, ეს ყველაფერი კი იმ გარემოზე


მიუთითებს, თუ რა სიტუაციის შექმნა და შემდგომ განვითარებაა მოსალოდნელი . პოეტი გვისახელებს
პოემის პირველ პერსონაჟს - აფხაზ ვაჟკაცს ბათუს. რომელიც ყოველ მხრივ უზრუნველყოფილად
ცხოვროვს. მოგეხსენებათ მისი სახლი მთის მწვერვალზე მდებარეობდა, რაც უფალთან სიახლოვეზე
მიგვანიშნებს. იგი არის რთული ცხოვრების უარმყოფი, და თავს იმითაც იკმაყოფილებს რაც გააჩნია .
მას აქვს ის უიშვითესი ქონება, რომელსაც ორმხრივი სიყვარული ჰქვია. ამის შემდეგ პოეტი
გვიხასიათებს აფხაზი ბათუს მეუღლე ნაზიბროლას, გვეუბნევა რომ მას არც სილამაზე აკლია და არც
ადამიანობა. რის შემდეგაც გვიქმნის წარმოდგენას მათ სამაგალითო სიყვარულზე .
ამის შემდეგ იწყება პოემის მეორე თავი. აქ უკვე ბუნების სურათი იცვლება და საზარლად
წარმოგვიდგება. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ პოეტს სურს რაღაც ცუდისათვის შეგვამზადოს . ამ დროს
კი პოემაში ჩნდება მესამე პერსონაჟი საფარ-ბეგი. იგი არის ბათუს ძიძიშვილი , რომელიც იმ დროს
უახლოეს ნათესავად ითვლებოდა. ვფიქრობ ამასაც უნდა ჰქონდეს გარკვეული სიმბოლური
დატვირთვა, რადგან ასეთ საშინელ დროს, ასეთი ნათესავის სტუმრობა საეჭვოა . ბათუსთან საფარ -
ბეგის სტუმრად მისვლის სცენაში არის ასეთი მეტაფორა: საფარი ხუმრობით ისე იქცევა , თითქოს
უცხოა, საგანგებოდ იფარავს სახეს და ბათუ მას ვერ ცნობს – საფარ-ბეგი შეცვლილია, მას ახლა სხვა
სახე აქვს, ბათუსთვის დაფარული და უცნობი. საფარ-ბეგს ზნეობრივ სახეს ზია-ხანუმთან ურთიერთობა
უცვლის, უმღვრევს. საფარი უკვე უზნეობის გზაზეა დამდგარი. მას თურმე სიყვარული სწვევია და
ევალებოდა მოეპარა ისეთი ადამიანის ცხენი, რომელიც მთელ ქვეყანაში ვაჟკაცობით იყო
სახელგანთქმული. ეს საძნელო საქმე კი ბათუმ აიღო საკუთარ თავზე, რაც მის მეგობრულობას,
ერთგულებას უსვამს ხაზს.
აკაკი წერეთელი პოემის მესამე თავსაც ბუნების სურათის აღწერით იწყებს, რადგან ბათუს სახლში
საშინელი მდგომარეობა ელოდა. მას მოუხდა შემზარავი სურათის ნახვა, მან იხილა მტირალი
მეუღლე. საფარ-ბეგმა გატეხა ის, რაც რჯულზე უფრო მტკიცეა, ძიძიშვილობა. მის ადგილას ალბათ
ყველა სისხლს დაღვრიდა, მაგრამ როგორ შეიძლება დავაყენოთ სხვა, თვით ბათუს ადგილზე, ის ხომ
მართლაც განსაკუთრებული ვაჟკაცი გახლდათ და მან ბოლომდე დაიცვა სტუმარ-მასპინძლობის წესი.
სანამ ქვემოთ არ ჩამოვიდნენ , ბათუ მანამდე არ ამჟღავნებდა იმას, რომ მეგობრის ცოდვის შესახებ
იცოდა. ზნეობრივი განსაცდელი, რომელიც ბათუს ხვდა წილად, მას მარტო მისი სიყვარულის
დანგრევით კი არა, იმითაც ემუქრება, რომ შეიძლება საკუთარი ძიძიშვილის მკვლელად იქცეს . ის
ახერხებს ამის თავიდან აცილებას იმით, რომ სჯის ცოდვილს არა ფიზიკური ანგარიშსწორებით ,
არამედ სინდისის ქენჯნით და სირცხვილით, ამარცხებს, თრგუნავს მას თავისი მორალური სიმაღლით .
ბათუმ საფარ-ბეგს გამზრდელის ნახვა დაავალა და უთხრა, რომ მართებულ პასუხს მისგან მიიღებდა .
საფარ-ბეგის აღმზრდელი უდიდესი პიროვნება გახლდათ, ის იყო ჰაჯი -უსუბი , რომელიც იყო
სახელგანთქმული პიროვნება მთელს ქვეყანაში თავისი ჭკუითა და გონებით. სადაც კი ნამდვილი
ვაჟკაცი დაბადებულა ყველა მის ხელში იყო აღზრდილი. ,,მაგრამ მარტო წრთვნა რას უზამს, თუ
ბუნებამც არ უშველა“
ბათუს მიერ გამოჩენილი სულგრძელობა, მისი ზნეობრივი სიმაღლე კიდევ უფრო მიმანიშნებელს
ხდის ჰაჯი-უსუბისთვის საფარის სულმდაბლობას, კიდევ უფრო უმძაფრებს მას სირცხვილის გრძნობას .
იგი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მისმა მოწაფემ ასეთი დანაშაული ჩაიდინა . ბათუს წინაშე მართობული
გაკვეთილის ჩატარების სურვილმა უბიძგა ჰაჯი-უსუბს თვითმკვლელობისკენ, ეს არის მისი ქცევის
რეალური ფსიქოლოგიური მოტივი. მისი მთვარაი მიზანი იყო, რომ სამუდამოდ დაეტოვებინა საფარ -
ბეგი როგორც ცხოვრების ფიზიკური არსებობის არ მქონე ადამიანად.

ეს პოემა ვფიქრობ, რომ სასიამოვნო წასაკითხია, მისი შინაარსის გამო. აკაკის წერეთლის მიერ
გამოყენებული მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები კი მას ამრავალფეროვნებს . აკაკი
იყენებს შედარებას. ის ბათუს სახლს ადარებს მერცხლის ბუდეს. გაპიროვნებას - თითქოს მთასა და
ბარს ქარის ეშინიათო. ასევე იგი შეგნებულად უშვებს გრამატიკულ შეცდომებს ტექსტში მისი
გალამაზების მიზნით. იყენებს პოეტურ ლიცენციას.
ასე რომ, აკაკი წერეთლის პოემა ,,გამზრდელი“ მართლაც რომ ქართული მწერლობის ნიმუშია.
იგი გამოირჩევა შინაარსის სიდიადით, ამასთანავე არის წასაკითხად მარტივი , თან იკითხება
რიტმულად, მისი რითმულობა კი კიდევ უფრო ალამაზებს მას.

You might also like