You are on page 1of 2

ლეონი, იდეალური მეფე და მხატვრული ხერხები

ნაწარმოებში მთავარი ხმა, რა თქმა უნდა, ლეონს ეკუთვნის. იგი ავტორის ალტერ ეგოა . ამ
შემთხვევაში, ლეონი ზემოქმედებს ჯუმბერის აღზრდაზე, წვრთნასა და ჩამოყალიბებაზე . მას
ხომ უდიდესი მოვალეობა აკისრია, ხელმწიფის იდეალურ მეფედ ჩამოყალიბება. მიუხედავად
იმისა, რომ ყველასაგან განსხვავებული გზით ეკიდება ამ საქმეს, ის მაინც დარწმუნებულია
თავისი გადაწყვეტილებების ჭეშმარიტებაში და სხვებსაც არწმუნებს ამაში. ლეონი
ნაწარმოების ხერხემალს ჰქმნის, სიუჟეტური ხაზი მას მიჰყავს, მის გარშემო ტრიალებს
მთლიანი ნაწარმოები. იგი საუბრობს სხარტად, მოსწრებულად, მისი ყოველი ნათქვამი
აღბეჭდილია გონებამახვილობით. ლეონი თავისუფალი და ბრძენი ადამიანის განსახიერებაა .
პირველივე გვერდზე იკვეთება ლეონის სახე-ხასიათები. ის წინდახედული და გონიერი
ადამიანია, რადგან წინასწარ გათვალა და გაანალიზა მეფესთან სიტუაცია . ლეონი არ
კმაყოფილდება მეფის დაპირებით და ითხოვს საფიცრის დადებას ხელწერილის სახით:
“ხელთწერილი მომეც ფიცისა, ვირემ ჩემი სიტყვა არ მოისმინო, სხვათა ენით არ მომაკვდინო.”
მან მოითხოვა ხელწერილით დაპირების დამოწმება, რომელიც მომავალში თავის გადარჩენის
მიზნით გამოიყენა. მის უაღრეს გონიერებას შესანიშნავი მეტყველებაც მოჰყვება - “აუბნა
თავისი ბულბულის უტკბესი ენა. ყოველსა კაცსა ასე ეგონა, პირსა იადონი უბუდებსო , ან
მერცხალი ჭიკჭიკებსო”.
ავტორის აზრით იდეალური მეფე უნდა იყოს მზრუნველი და ყველას მფარველი,
როგორც მწყემსი ფარის მიმართ. მწყემსის ვალდებულებაა იზრუნოს ფარის საძოვარზე,
ტარებასა და მომპარავზეც. ეგეთი მოვალეობა აქვს მეფესაც, იზრუნოს გარშემომყოფების ,
(გლეხების, მონების, აზნაურების, მსახურების და ა.შ.) კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე.
მიცემა იცოდეს და მტრებისგანაც იცავდეს. მრავალი მწყემსი ჯობია უგვანო მეფესა. ხელწიფეს ,
რომელსაც არ ექნება გამოცდილი გაჭირვება, შიმშილი და სირთულეები, ვერასდროს
დაუახლოვდება ერს და მითუმეტეს ვერ გაიზიარებს მათ გაჭირვებას. არაკად თქმულა :
მაძღარი კაცი მომყმარს პურს წვრილად უფშვნეტდა და ზედ დაჰყვედროდა: რად ღორულად
სჭამო! მეფის ვალდებულებაა ყველაფრის ცოდნა, რათა სხვის ადგილას საკუთარი თავი
წარმოიდგინოს, გამოიჩინოს თანაგრძნობა და ჰქონდეს ემპათიის უნარი. მეფის უპირველესი
ვალდებულებაა მოსმენა. ლეონი ზუსტადაც ზემოთხსენებული იდეალური მეფის თვისებებს
ანიჭებს მნიშვნელობას. ის ამტკიცებს, რომ მეფემ უნდა იცოდეს ყოველი ცხოვრებისეული
გასაჭირი. ამ სიტყვამ მეფეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ამიტომაც წერს ავტორი,
მოისმინა “სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი. დიდად მოიწონა”.
ავტორის თხრობა გამოირჩევა რიტმულობით, თხრობის რიტმი ხან ჩქარდება და ხან
შედარებით ნელდება, აჩქარებულია, როცა პერსონაჟები ერთმანეთს სიტყვიერად
ეპაექრებიან. მოცემულ ეპიზოდში მოყვანილია დიალოგი, რომელიც უკეთ გვიხატავს
პერსონაჟების სახეებს, მორალსა და დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხების მიმართ .
ყურადღებმისაქცევია აზრის ლაკონურობა და დინამიკური თხრობა, დამწერლობის ეს ორი
თვისება ერწყმის ერთმანეთს და ჰარმონიულად ჰქმნის წინადადებების კომპოზიციურ წყობას.
სულხან-საბა პროზის დიდოსტატია. მწერალი გამომსახველობას აძლიერებს ტროპული
მეტყველების საშუალებით - მეტაფორებით. ის მათ იყენებს მკითხველზე ემოციური
შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით, მაგალითად: “მოწყალებისა ქარითა მრისხანებისა
ღველფი განაბნივე და სიტკბოსა წყლითა მისი ალი დაშრიტე” - მოცემულ ეპიზოდში ლეონი
ავლენს თავის ბრძნულ და მშვიდ ხასიათს, ის ეუბნება მეფეს, რომ მრისხანების ალის
ჩაქრობის შემდგომ ესამართლათ. “მერმე აუბნა თავისი ბულბულის უტკბესი ენაა ” და
“ყოველსა კაცსა ასე ეგონა, იადონი უბუდებსო, ამ მერცხალი ჭიკჭიკებსო” - ამ ორი მეტაფორის
საშუალებით მწერალი გვიხატავს ლეონის საუბრის ოსტატობას .

You might also like