You are on page 1of 2

აბოს თემა 3 (აბოსა და მსაჯულის პირველი შეხვედრა და საუბარი)

დაწერეთ თხზულება თემაზე: სულიერ ღირებულებებსა და პირად კეთილდღეობას


შორის არჩევნის გაკეთება ადამიანს ზოგჯერ უჭირს

ადამიანი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ დგება არჩევნის წინაშ; მატერიალური


კეთილდღეობა თუ მრწამსის ერთგულება. ეს პრობლემა კარგად წარმოჩნდა
ჰაგიოგრაფიულ ტექსტში.

ტექსტის მიხედვით, არაბი აბო გაქრისტიანდა. მისი საუბარი აფხაზეთის მთავართან,


ლეონ 2სთან, გვიჩვენებს, რომ აბო თავის მოვალეობად მიიჩნევს თანამემამულეთა
შორის ქრისტიანობის ქადაგებას. აბო ჰგავს სანთელს, რომელიც უნდა დაიწვას, რომ
სხვას გაუნათოს ჭეშარიტების გზა.

არაბებისთვის აბო უკვე საშიში ხდება, რადგან მას შეიძლება მიმბაძველები


გამოუჩნდნენ და ამიტომაც ისინი სასწრაფოდ მიდიან მსაჯულთან, ასმენენ მას და
მოითხოვენ მის დასჯას.

მსაჯული ჭკვიანი პიროვნებაა, მას კარგად ესმის, რომ აბოს სიკვდილით დასჯა
პრობლემას ვერ მოაგვარებს, პირიქით, თუ აბო ქრისტიანი მოკვდება ეს
მაჰმადიანობის მარცხად ჩაითვლება. ის აბოს თავისთან იწვევს და მას წყნარად,
დინჯად ხვდება. მსაჯული არა სიბრაზეს, არამედ გაოცებას გამოხატავს, თუ როგორ
შეეძლო დაბადებით სარკინოზს და მაჰმადიანს გაქრისტიანებულიყო. აბოს უწოდებს
ქრისტიანთაგან შეცდენილს და უკან დახევის საშუალებას აძლევს. აბო, სულიერად
გაძლიერებული, მას ეთანხმება, მართალია, დაბადებით მაჰმადიანია, მაგრამ თავისი
ცხოვრების ამ პერიოდს უმეცრებად მოიხსენიებს და კატეგორიულად აცხადებს, რომ
მისი რწმენა საკამათო აღარ არის.

როდესაც მსაჯული მიხვდა, რომ შეგონებით ვერაფერს მიაღწია, ჭაბუკს ოქრო და


ვერცხლი, ამქვეყნიური დიდება შესთავაზა. აბო დადგა არჩევნის წინ, მატერიაური
კეთილდღეობა, თუ ღირებულებების ერთგულება. აბო მსაჯულს ეუბნება, რომ მას
მატერიალური სიმდიდრე არ სჭირდება, შემოთავაზებულ ოქროსა და ვერცხლს
სულის წასაწყმენდს უწოდებს, ის პატივს სასუფეველში მოელის. მსაჯული,
დამარცხებული, იძულებული ხდება, რომ აბო დააპატიმროს.

აბო ჰგავს დედოფალ შუშანიკს, რომელსაც სწამდა, ამქვეყნიური დიდება, პატივი,


წარმავალია, მარადიულია მხოლოდ პატივი ცათა სასუფეველში. მაგრამ, გავიხსენოთ
ჯოჯიკი, რომელმაც ვერ დათმო ამქვეყნიური მატერიალური კეთილდღეობა, ამიტომ
უწოდა საკუთარ თავს წუთისოფლის მოყვარულს და ითხოვდა ცოდვების შენდობას.
ეპისკოპოსი აფოციც იდგა ამ არჩევნის წინაშე. მან მატერიალური კეთილდღეობის
დაკარგვის შიშით ვერ დაიცვა შუშანიკი, ვერ დაუპირისპირდა გამასდიანებულ
ვარსქენს, მან თავის მოვალეობასა და ღირებულებებზე უარი თქვა.

მატერიალური კეთილდღეობა თუ მორალური პრინციპების ერთგულება - ეს


არჩევანი ყოველ ეპოქაში აქტუალურია.

გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილი, ფასდაუდებელი ეროვნული განძის ერთადერთი


ჭირისუფალი, საქართველოს „მეჭურჭლეთუხუცესი“, რომელსაც შეეძლო ერთი
მონეტის გაყიდვით წამლის და საკვების ფული ჰქონოდა, მაგრამ მან ვერ უღალატა
თავის პრინციპებს.

საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და ამიტომ


ყოველი თანამდებობის პირი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, თუმცა
ბევრი მათგანისთვის „სკამი“ ასოცირდება პრივილეგიებთან, მატერიალურ
კეთილდღეობასთან. დემოკრატია აღიარებს კანონის უზენაისობას, სასამართლო
უნდა იყოს ობიექტური, აპლიტიკური. როდესაც მოსამართლე ამ პრინციპებს
არღვევს, ამას შეიძლება სავალო შედეგები მოჰყვეს: საზოგადოებას ეკარგება
ხელისუფლების ნდობა და ქვეყანაში ჩნდება უსამართლობის განცდა. თანამდებობის
მაღალ პირებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი პოზიცია არა მარტო პრივილეგია და
კეთილდღეობაა, არამედ პასუხისმგებლობაც.

ჩემმა ოპონენტმა შეიძლება მითხრას, რომ ადამიანს ფული სჭირდება საუკეთესო


მიზნებისთვის: შვილებს რომ კარგი განათლება მისცეს, მშობლები რომ კარგ
პირობებში აცხოვრონ. სიმდიდრე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც ის
პატიოსნად და დიდი შრომით არის მიღებული. არა სხვისი მოტყუებით ან
დაჩაგვრით.

გურამიშვილი წერდა: „სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი.“
„სჯობსა სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“ - ვკითხულობთ
ვეფხისტყაოსანში.

You might also like