You are on page 1of 2

“წმინდა აბოს წამება“ ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია.

იოანე საბანისძე, რომელმაც ნაწარმოები სამოელ ეპისკოპოსის თხოვნით დაწერა ,


ტექსტში აღწერა VIII საუკუნის ქართლი. იგი ასახავს იმ პერიოდს, როცა არაბთა უღელმა
და ბატონობამ დიდი დაღი დაასვა ქართველებს. ისინი ქართლის დასამორჩილებლად
მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქრისტიანობის აღმოფხვრასა და მაზდეანობის
დანერგვას. ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისგან , „რომელნიმე - მძლავრებით ,
რომელნიმე - სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე - მზაკუვარებით“. შიშისაგან
განლეული ქვეყანა კი ირყეოდა, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“.

სამღვდელოება თუ საერო ფენა - ყველა ერთად ეძებდა გამოსავალს. უფალმა შეისმინა


ქართველთა ვედრება და ქართლს მხსნელად მოუვლინა ჩვიდმეტი წლის მენელსაცხებლე
აბო, „რომელი ესე ნაშობი იყო აბრამეანი, ძეთაგან ისმაელისთა, ტომისაგან
სარკინოზთაისა“. მისი ოჯახი - მშობლები და დედმამიშვილები ბაღდადში ცხოვრობდნენ .

აბო ნერსე ერისთავს გათავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ქართლში , მიუხედავად


ქვეყანაში არსებული არეულობისა და უბედურებისა. აბომ ისწავლა ქართული ენა ,
დადიოდა ეკლესია-მანსტრებში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს , ლოცულობდა და
მარხულობდა. აბოს ისე სწადდა გამხდარიყო ქრისტიანი , რომ ნერსე ერისთავთან ერთად
ხაზარეთში მყოფი მოინათლა კიდეც.

აბო გამოირჩეოდა ქრისტესადმი უსაზღვრო სიყვარულით, თავდადებითა და ღვაწლით. ის


იყო მტკიცე, უდრეკი ადამიანი, რითაც დიდი მაგალითი მისცა ერს.

„წმინდა აბოს წამება“ მოათავსეს წმინდა ეკლესიაში მომავალი თაობებისათვის


გასახსენებლად, რათა ეწამათ მათ სრული შეშმარიტება. შეესისხლხორცებინათ აბოს
ღვაწლი, თუ როგორ გააძლიერა და განაახლა რწმენა ქართველებსა და წრისტეს შორის .
ის, ჭეშმარიტების გზაზე ახლახანს შემდგარი, მოევლინა სრულიად ყველას , როგორც
მასწავლებელი. მან რწმენაში შერყეულნი განამტკიცა, წარმართებს ქრისტეს მსახურება
მოანდომა, ურჯულოები ჭეშმარიტებისაკენ გადადრიკა. იგი იყო ქართველთა მხსნელი ,
რომელმაც მათ მარადიული ცხოვრება შეახსენა და ჩამოაშორა ხორციელი
სურვილებისაკენ სწრაფვას.

იოანე საბანისძე, უეჭველად, განათლებული პიროვნება უნდა ყოფილიყო , რადგან


განათლების გარეშე, მას არ შეეძლებოდა ნაწარმოები დაეტვირთა ისეთი მხატვრული
ხერხებით, როგორიცაა: მეტაფორა, ეპითეტი, სიმბოლო, აღწერა და ა.შ.

მაგალითად, სახე-სიმბოლოს მაგალითია:

„რამეთუ შენ, უკუანასკნელი ესე მუშაკი მაცხოვრისა ჩვენისაი მეთერთმეტისა ჟამისაი


მდღევართა მათ თანა აღმსთობილთა მიეწიფე.“

ეპითეტი ჩანს ტექსტის ამ მონაკვეტში:

„და იყო ნეტარი იგი საპყრობილესა შინა ცხრა დღე.“

ხოლო შედარებას კი ვხვდებით ნაწარმოების ამ ნაწილში:

„ვჰმონებდით გულისთქმასა მიბაძვებითა მათითა, ვითარცა უსასონი ქრისტესგან.“


აბოს გააჩნდა უდიდესი შემართება, ურყევი ხასიათი, მორწმუნეობდა , უფლის სიყვარული
და პატივისცემა. ის ემიჯნება მიწიერ სამყაროს და უახლოვდება ჭეშმარიტ ,
ქრისტიანობისაკენ მიმავალ გზას. მან თავისი ცხოვრება ქრისტესათვის თავდადებით
დაასრულა, რითაც უდიდესი მაგალითი მისცა ერს, რისთვისაც იგი ხალხმა წმინდანად
შერაცხა.

You might also like