You are on page 1of 2

N24 „ვეფხისტყაოსანი “ ანალიზი

„ქმნა მართლისა სამართლისა ხელა შეიქმს ხმელსა ნედლად“ - სწორედ ეს უნდა


იყოს ჭეშმარიტი ლიდერის ცხოვრების კრედო - სამართლიანი პოლიტიკის გატარება .
ხოლო ნესტანისა და ტარიელის თათბირი ხვარაზმშას ძის შესახებ ნათელყოფს, რომ
ორივე მათგანი უპირობო ლიდერია.

მოცემული მონაკვეთიდან საკმაოდ კარგად შეიძლება მსჯელობა ნესტან-


დარეჯანისა და ტარიელის მორალურ პორტრეტზე. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ,
რომ ნესტანის მიერ სასიძოს მიუღებლობა არა პირადი ახირება, არამედ წინდახაედულად
მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თავის მხრივ, უცხო ადამიანისთვის
ერთბაშად ამხელა ძალის მიცემა ინდოეთში სხვა ძალის, კერძოდ, სპარსების
გაბატონების წინაპირობაა. სამართლიანი, გონებამახვილი და ქვეყანაზე მზრუნველი
ნესტანისთვის კი მსგავსი ქმედება ყოვლად მიუღებელია. სწორედ ამიტომ მიუგებს იგი
ტარიელს, რომ „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“, - ის
სამართლიანობის მხარეს დგას და პოზიციების დათმობას არ აპირებს. გაბრაზებული
ტარიელი ხვარაზმშას ძის ბედთან დაკავშირებით შედარებით ხისტია , მას უნდა , რომ ქვა
ქვაზე არ დატოვოს და მთელი ამალით ამოუწყვიტოს ყველა მეომარი, თუმცა
გაწონასწორებული ნესტანი სიმშვიდეს ინარჩუნებს და ამბობს: „დიადი სისხლი უბრალო
კაცმანცა ვინ იტვირთაო?“. შედეგად, ისინი სისხლისღვრას ერიდებიან და მხოლოდ და
მხოლოდ ხვარაზმშას ძის მოკვლაზე ჯერდებიან. ჩემზე განსაკუთრებით დიდ
შთაბეჭდილებას ახდენს მონაკვეთის ბოლოში ნესტანის შორსმჭვრეტელობა , როდესაც
ტარიელს მეფისთვის თავიანთი სიყვარულის დამალვას სთხოვს, რადგან მიაჩნია , რომ
პირადი სასიყვრულო მოტივი მათი ქმედების სამართლიანობას ეჭვქვეშ დააყენებს .

ჩემი აზრით, მონაკვეთიდან უამრავი მთავარი სათქმელის გამოკვეთვა შეიძლება ,


ისევე როგორც ვეფხისტყაოსნის ყველა დანარჩენი ნაწყვეტიდან. მიუხედავად ამისა ,
მსურს, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავს გავუსვა ხაზი. ვფიქრობ, ნაწყვეტის მიზანი , ერთი
მხრივ, ნესტანისა და ტარიელის, როგორ სამართლიანი მეფეების სახის დახატვა იყო ,
ხოლო, მეორე მხრივ, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ მათ ინდოეთის ერთად მართვა.
გამოიკვეთა ის გარემოება, რომ ქალსაც და ვაჟსაც გასისხლხორცებული აქვთ ის რჩევა -
დარიგება, რასაც პარალელურად არაბეთის პროგრესული მეფე თავის ქალიშვილს
აძლევს გამეფებისას: „ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!“ -
ნესტანის სიბრძნე, სიწყნარე და თანმიმდევრულობა შესაშურია. ეს ყველაფერი
აბალანსებს ტარიელის მამაკაცურ სიხისტეს - იგი ჭეშმარიტი ვაჟკაცია და ნებისიერი
მიჯნური ვაჟკაცი გამოვა მდგომარეობიდან მსგავს სიტუაციაში . გაბრაზებულ ტარიელს
ბრძოლა და ბრაზის დაცლა სწყურია, თუმცა ნესტანი „ხამს დიაცსა დიაცურად, საქმე-
დედლად“ მიუგებს, რომ სისხლისღვრა ამ სიტუაციაში მხოლოდ და მხოლოდ ტარიელის
სულს დაამძიმებს, მათ მდგომარეობს კი არ არგებს. ნათლად იკვეთება, რომ ინდოეთის
ბედი სანდო ხელშია. ქალ-ვაჟი არაჩვეულებრივად უგებს ერთმანეთს იდეოლოგიით ,
იზიარებს ერთმანეთის აზრებს, პოლიტიკურ მიდგომებს და ერთად გარკვეულ
მთლიანობას, ერთობას სრულყოფილებას ქმნიან.

ვეფხისტყაოსნის ქართული საკმაოდ თავისუფალია, იგი ჩარჩოებს არ ცნობს. არც


მოცემული მონაკვეთია გამონაკლისი. ვხვდებით შაირს და მის ორსახეობას: მაღალ და
დაბალ შაირს. თხრობა დახუნძლულია მხატვრული საშუალებებით. მეტაფორათა სიუხვე
ნაწარმოების სავიზიტო ბარათია. ამის მაგალითია: „შენ და ისი წაეკიდნეთ , ინდოეთი
გარდაქარდეს!“, რითიც ნესტანი ინდოეთს თავსდატეხილ შესაძლო მდგომარეობას
აღწერს. საინტერესოა ის მეტაფორაც, რომლითაც ნესტანი ტარიელთან გაყრას აღწერს:
„ძოწეული გაგვაფლასდენ“. ნესტანის სურვილი შემდეგ მეტაფორაში იხატება : „სპარსთა
ვერა ვიქმნ, ინდოეთისა ჭამასა“. ვხვდებით შედარებასაც: „მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც
ზროხათა ვითა, ვირთაო“, რითიც ნესტანი საბრძოლო ემოციურ ფონს აძლიერებს. ნესტანი
ტარიელს შემდეგი ეპითეტებით მიმართავს: „ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო“.

You might also like