You are on page 1of 3

გიორგი ოთიაშვილი

14.12.2022

სიბრძნე-სიცრუისა

დიდვაჭარი და მეფუნდუკე

(ჰყვება ლეონი იმის დასადასტურებლად რომ სიკეთე ყოველთვის სიკეთით გადაიხდება)

ბოლნისის მთის ძირას, გზის გადასასვლელზე ერთი კარგი ფუნდუკი 1 იყო აშენებული.
მეფუნდუკე უსაზღვროდ კეთილი ადამიანი იყო, ვინც კი მისი ფუნდუკის წინ გაივლიდა,
ყველას უსასყიდლოდ შეიყვანდა, აჭმევდა, ასმევდა, მის ცხენს ქერს დაუყრიდა და შემდეგ
ასე გაისტუმრებდა.

ერთხელ ფუნდუკს დიდი ქარავანი ესტუმრა. მეფუნდუკე მათ ჩვეულებრივ, კარგად


დაუხვდა. იმ ღამეს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა და გზები შეიკრა. ქარავანი მთელი
ზამთრის განმავლობაში ფუნდუკში გაიჭედა. მიუხედავად ამისა, მეფუნდუკემ
უზარმაზარი ხარჯი გაიღო და თვეების განმავლობაში ქარავანს ემსახურებოდა. არაფერს
არ აკლებდა როგორც ადამიანებს, ასევე აქლემებს. გავიდა ხანი და როდესაც გზები
გაიხსნა და ქარავანმა გზის გაგრძელება მოისურვა, მეფუნდუკემ დიდვაჭარს, რომელიც
ქარავნის პატრონი იყო სანაცვლოდ არაფერი არ გამოართვა. დიდვაჭარი ძალიან
კმაყოფილი დარჩა და მეფუნდუკეს შეეკითხა შვილი თუ ჰყავდა. მეფუნდუკეს შვილი
კეთრის დაავადებით იტანჯებოდა და საშინელი შესახედი იყო. სწორედ ამიტომ
მეფუნდუკე მოიტყუა და დიდვაჭარს უთხრა რომ შვილი არ ჰყავდა. სტუმრების წასვლის
შემდეგ შვილი მეფუნდუკეს იმდენად გაუნაწყენდა რომ გადაწყვიტა მისი სახლიდან
წასულიყო. მეფუნდუკემ შვილის დამშვიდება და თავისი საქციელის ახსნა სცადა, მაგრამ
არ გამოუვიდა და შვილი სახლიდან გაიქცა. გამწყრალი შვილი გაუდგა გზას და მალე
დაეწია იმ ქარავანს რომელიც დიდვაჭარს ეკუთვნოდა. როდესაც დიდვაჭარი
გამოელაპარაკა მას და გაიგო რომ მეფუნდუკის შვილი იყო და კეთრით იყო
დაავადებული ძლიერ შეწუხდა. მეფუნდუკემ გადაწყვიტა რითიც შეეძლო იმით
დახმარებოდა ამ ოჯახს. დიდვაჭარმა მეფუნდუკის შვილს პირობა მისცა რომ თავზე
ექიმებს დაახვევდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ამ სენისგან განეკურნა.
მართლაც წაიყვანა სახლში, მოიყვანა უამრავი ექიმი მაგრამ მალე ყველა
ხელებჩამოშვებული გაბრუნდა უკან - ჩვენ არ შეგვიძლია მისი შველაო. ერთ მშვენიერ
დღეს გამოჩნდა კაცი, ექიმი რომელმაც უთხრა დიდვაჭარს რომ არსებობს ამის საშველი,
უბრალოდ ძალიან ძნელი აღსასრულებელიაო. საჭიროა რომ ერთ კაცს ჰყავდეს ორი წლის
ბიჭუნა, რომელსაც თავად მამამისი დაკლავს და შემდეგ კეთროვანს მისი სისხლით
შეღებავთო. მხოლოდ ამ გზით ეშველება, სხვა გზა მისი მკურნალობისა არ არსებობსო.
დიდვაჭარი ძლიერ დაღონდა რადგან გაიაზრა რომ ორი წლის ბიჭს არავინ არ დაკლავდა
მეფუნდუკის შვილის გამო. დიდვაჭარმა შესაბამისად და გადაწყვიტა თავად
აღესრულებინა ეს საქმე და თავისი ორი წლის შვილი შეეწირა მეფუნდუკის კეთროვანი
შვილის განსაკურნად. მან დაკლა თავისი ბიჭი, სისხლი მოსცხო კეთროვანს ტანზე და
ისიც მაშინვე განიკურნა. დიდვაჭარმა მკვდარი შვილი აკვანში ჩააწვინა და ზეწარი

1
სასტუმრო
გადააფარა. დიდვაჭარის ცოლი ამ დროს წასული იყო და როდესაც ქმარმა ეს საშინელი
საქმე ჩაიდინა მას მკერდი ასტკივდა. როდესაც დაბრუნდა ჰკითხა თავის მეუღლეს რამე
ხომ არ მოხდა ჩვენი შვილი როგორ არისო. ქმარმა უთხრა ძალიან კარგად არის აგერ ნახე,
გააღვიძე სძინავსო. დედამ გააღვიძა პატარა და მანაც ჩვეულებრივ დაიწყო ძუძუს წოვა.
კაცი გაოცებული უყურებდა ყოველივეს. ბავშვს მხოლოდ ყელზე ეტყობოდა ოქროს
სალტესავით ნიშანი. ეს იყო ნაკვალევი იმ საქმისა რომელიც მისმა მამამ აღასრულა. ქალმა
ჰკითხა ქმარს ეს რა არისო და დიდვაჭარმა ღმერთს მადლი შესწირა და ყოველივე
მოუთხრო.

სამნი ბრმანი

(ჰყვება რუქა იმის დასადასტურებლად რომ სიკეთე სიკეთით არ გადაიხდება)

იყო ერთი გლახაკი ყრმა. წავიდა სხვაგან სამწიროდ. ______________________


დაჰყო ერთი წელი. ცხრა ფლური მოიღვაწა. წლის
______________________
გასრულებაზე წამოვიდა თვისსა თემსა.
______________________
რა ქალაქს მოახლოვდა, მდინარე იყო და გაშიშვლდა,
დაიბანა და ტანს ჩაიცვა. წამოვიდა, ფლურები თურე ______________________
მუნვე დარჩა.
______________________
მოაგონდა ფლურები და აღარ აქვნდა. ღმერთსა აღთქმა
დაუდვა: თუ ჩემი ფლურები ვიპოვნე, ერთი შენს ______________________
სახელზე გლახაკს მივსცეო. ______________________
მივიდა, სადაც ტანი ებანა, მუნვე პოვა. ______________________
წამოვიდა ქალაქად. ერთი უსინათლო გლახა პოვა, ______________________
უთხრა თავისი ამბავი: ასე აღთქმა დამიც და აჰა
ფლურიო! ______________________

იგი გლახა ორისავ თვალით ბრმა იყო. ასე უთხრა: ______________________


რადგან ღვთისათვის შეგიწირავს, ცხრავე მომეც, მე
______________________
რომელიც მნებავს, გამოვარჩევო.
______________________
დაენდო კაცი იგი, და ცხრავ მისცა. მან ბრმამ ცხრავ
ჯიბეში ჩაიდვა. ამ კაცმან თხოვა დაუწყო. ______________________
გლახამ ზახილი შექმნა: მიშველეთ, ეს კაცი რას ______________________
მიპირობსო?
______________________
მოწამე არა ჰყვანდა. წაართვა მან ბრმამან ფლურები.
დაღონდა ის საბრალო კაცი, თან გაჰყვა: ამ ჩემ ფლურებს ______________________
რას უზამსო? ______________________
შევიდა ეს გლახა თავის სახლში, ერთი ქილა ამოიღო, ______________________
სულ ფლური ედვა, ისიც
______________________
ზედ დააყარა და უთხრა: ჩემო ხუთასო ფლურო, ეს
ცხრაც შემოგმატეო! ______________________

სამჯერ შეაგდო ქილა და დაიჭირა. მეოთხედ რა შეაგდო, ______________________


მან კაცმან ჰაერში ხელი მოჰკრა და დაუმალა. ეძება
______________________
ბევრი, მაგრამ სადღა ჰპოვებდა? გამოვიდა და დაიწყო
ტირილი ______________________მ
ოვიდა სხვა უსინათლო გლახაკი და უთხრა: რა _______________________

გატირებსო? უამბო მის ამბავი: ასე, ხუთასი ფლური _______________________


დავკარგეო!
_______________________
მან მეორე ბრმამ უთხრა: აგრე უნდა ფლურის შენახვაო!
_______________________
ამ ჩემს მრუდს ჯოხში შვიდასი ფლური ძეს, სადაც
დავაგდებ, ვინც აიღებს, მევე მომიტანსო!
_______________________
უწინდელმა ბრმამ სთხოვა: მაჩვენეო!
_______________________
რო მიაძლია, ეს საბრალო კაცი იქივ იდგა, მან
გამოართვა. რა დაგვიანდა, თხოვა დაუწყო. _______________________
მან უთხრა: არ მოგიციაო. ამაში შუღლი გამოერიათ
ორთავ ბრმათა. _______________________

ამ ჩხუბზე ერთი სხვა უსინათლო ბრმა მოვიდა, ჰკითხა: _______________________


რა გაშუღლებსთო?
მან მისი ქილისა უთხრა და მან მისი ჯოხის ამბავი. _______________________

მან მესამემ ბრმამ უთხრა: ვაი თქვენს ჭკუასა, რა კარგა _______________________


შეგინახავსთ ფლურებიო! ამ ჩემს ძველს ჩოხაში ათასი
ფლური ძეს, სადაც გავაგდებ, მევე მომცემენო. _______________________
საბრალო იგი კაცი მუნვე დგა. ესმოდა, წავიდა, თაფლი
_______________________
იყიდა და ჩოხაზე შესცხო. ფუტკარი დაეხვია. ბრმამ ჩოხა
გაიხადა. ისიც მან საბრალო კაცმან წაიღო. შექმნეს ამ _______________________
სამთავ ბრმათ ყვირილი და ტირილი.
ეს საქმე სამეფოდ გახდა. _______________________

მეფემ კაცი დააძახა: ვინც ჰქმენით, მოდით, მე მიამბეთ, _______________________


თვარა სულ ამოგწყვეტთო!
_______________________
იგი საბრალო კაცი შეშინდა. მივიდა და ყველაყა
მოახსენა: ესრე კარგი ვუყავ და სიკეთის პასუხი ეს
_______________________
მიყოო.
მას საბრალო კაცს მეფემ ესრე უბრძანა: რადგან _______________________
კარგისათვის კარგი არავის უქმნია, ას-ასი ფლური შენს
სამლოცველოდ მიეც და სხვა შენი იყოსო.

You might also like