You are on page 1of 2

ცოდნა და მონდომება აუცილებელია სასურველი შედეგის მისაღწევად, თუმცა ეს

საკმარისი არაა. ხშირად გამჭრიახი გონება და საქმისადმი სპეციფიკური მიდგომა


გადამწყვეტ როლს ასრულებს და წარმატებას განაპირობებს. ვფიქრობ, ეს , მართლაც,
ასეა, რადგან გამჭრიახი გონება და მოხერხებულობა ადამიანის ყველაზე სასარგებლო
თვისებებია, რომლებსაც უბრალოდ ვერ გამოიმუშავებ, ამის უნარი თავიდანვე უნდა
გქონდეს. ტყუილად არ არის ნათქვამი “ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა”.
თუ ადამიანი გამოიჩენს ეშმაკობას, საქმეს სხვაგვარად მიუდგება და მოინდომებს,
იმას, რისი შესრულებაც დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მარტივად მოაგვარებს. ასე
არის ცხოვრებაშიც, ის , ვინც მოხერხებულია და ღონეს ხერხს ამჯობინებს,
გაცილებით მეტს მიღწევს ბევრად იოლად, ვიდრე სხვები.
XII საუკუნის უდიდესი ქართული პოემა “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ეხმიანება
უამრავ მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც საუკუნეების შემდეგაც არ კარგავენ
აქტუალურობას, ასევე ეხება ზემოთ განხილულ საკითხსაც. კერძოდ, ეპიზოდში,
რომელშიც ავთანდილი ცდილობს მისთვის სასურველი ინფორმაციის მიღებას
ასმათისაგან. როდესაც ავთანდილი შეატყობს, რომ მის ღონეს ასმათთან აზრი არ
ჰქონდა, რადგან იგი მტკიცედ იდგა, გადაწყვეტს , ხერხს მიმართოს და მას
ინფორმაცია გამჭრიახობით, შეპარვით დასტყუოს: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,
სხვასა რასმე მოგონება სჯობს, საქმისა გამორჩევა.” და ის არ შემცდარა, რადგან სწორი
სიტყვების შერჩევითა და ამგვარი მიდგომით მან მოახერხა ასმათის გულის
მოლბობა, მისი ნდობის მოპოვება და , შესაბამისად , იმის გაგება , რისაც სურდა.
ავთანდილმა ის, რაც ვერ შეძლო მრავალი თხოვნით, მუქარითა თუ ძალის
გამოყენებით, შეძლო სწორად, მოხერხებულად შერჩეული ტკბილი სიტყვით: “ ეგე
სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი, წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა
შთამოსთესი, აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისგანაცა უფრო დესი.”
მოხერხებულობისა და გამჭრიახობის როლის მნიშვნელობა რომ უკეთ აღვიქვათ,
შეგვიძლია იგი განვიხილოთ რომან “ჯაყოს ხიზნების” მაგალითზე. ჯაყოს
პერსონაჟმა, რომელსაც არც განათლება ჰქონდა და არც ჭკუა-გონება, თავისი
მოხერხებულობით ძალიან ბევრს მიაღწია და შეძლო ყველაფერი წაერთმია ნაკითხი
და “წიგნის ჭია” თეიმურაზისთვის, რომელსაც თავი სავსე ჰქონდა უამრავი
ინფორმაციიით , თუმცა არ იყო ისეთი გამჭრიახი , როგორიც ჯაყოს.
ტკბილი სიტყვით და მოჩვენებით გულის მოგება ბევრად უფრო მარტივია და
საქმის სათავისოდ გადაწყვეტაც შესაბამისად იოლდება, ვიდრე ძალადობითა და
მუქარით. ამაში ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაგალითზედაც ვრწმუნდებით.
საუკუნეების განმავლობაში საქართველომ არაერთ დამპყრობელს გაუძლო და მათ
შორის, ვფიქრობ, ყველაზე საშიშნი იყვნენ ისინი, ვინც შეფარვითა და
მლიქვნელობით მოდიოდნენ. ისინი მოხერხებულობას იყენებდნენ და საქმეს ბევრად
იიოლებდნენ, რასაც ჩევნთვის ძალიან ცუდი შედეგი მოჰქონდა.
ჩემი აზრით, მოცემული საკითხი დღევანდელ დღეს უფრო აქტუალური და
საჭიროა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თანამედროვე სამყაროში უკვე აღარ გადაეცემა
წარმატება გვარის საშუალებით და თითოეულ ადამიანს, რა თქმა უნდა ,
გამონაკლისების გარდა,თავისა და სახელის დამკვიდრება თავადვე უწევს საკუთარი
შრომისა და გონების საშუალებით. ვფიქრობ, სწორედ ეს არის თანამედროვეობის
ყველაზე დიდი მიღწევა. ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი თვისებები,
როგორებიცაა ზემოაღნიშნული გამჭრიახობა, მოხერხება, გონიერება და ა.შ.

You might also like