You are on page 1of 1

ხევისბერი გოჩა ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია.

იგი გამორჩეული
ადამიანური თვისებურების მატარებელია, ხევის საზრუნავით
ცხოვრობს და ხალხის ბედ-იღბალი აბარია. სწორედ ამიტომ ვერ აპატია
შვილს ღალატი .
ნაწარმოების მთავარი ზნეობრივი ფორმულაა: „გახსოვდეს, ვისი გორისა
ხარ“. ეს გულისხმობს კერძო პიროვნების ზნეობრივ პასუხისმგებლობას
საკუთარი თავის, მამის, წინაპრების, გვარის, თემის, ერის წინაშე.

ხევისბერი გოჩა, როგორც უზენაესი მსაჯული შეგვიძლია საკმაოდ მკაცრ


პიროვნებად მივიჩნიოთ. იგი პატივს სცემდა წინაპრების მიერ შემოღებულ
ტრადიციებს და მიაჩნდა, რომ ვერც თვითონ და ვერც ვერავინ ამ კანონების
წინაშე ვერ წავიდოდა. გოჩას ღრმად სწამდა ის, რომ მოხევეს ღალატი არ
შეეძლო. ნამდვილი მოღალატეების წინაშე კი განსაკუთრებული
სისასტიკით გამოირჩეოდა. მან როგორც უზენაესმა მსაჯულმა,
სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა თავის შვილს.

მისთვის თემის,მამის და ოჯახის ღალატი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა


რომ სწორად აზროვნების უნარი დაკარგა და აფექტის მდგომარეობაში მას
სასჯელად სიკვდილი მოუვლინა. თუმცა საკითხავია ეს ქმედაბა სასჯელი
იყო თუ შვება ონისესათვის. ჩემი აზრით თვით ხევისბერ გოჩას
დაუბრუნდა თავისი ქმედება სასჯელის სახით.

აქედან გამომდინარე კი შვილის მკვლელობის მიზეზად შეგვიძლია


მივიჩნიოთ ის რომ ხევისბერმა საკუთარ ოჯახში ვერ შეძლო იმ მორალის
განხორციელება, რასაც მთელ თემს ასწავლიდა და მოძღვრავდა.

You might also like