You are on page 1of 5

ორგანულ ნაერთთა კლასიფიკაცია

ორგანულ ნაერთთა რიცხვი ამჟამად 10 მილიონს აღემატება. ცალკეული


ნივთიერებების
თვისებათა დამახსოვრება შეუძლებელია,, ამიტომ მათ აჯგუფებენ მსგავსი
აღნაგობისა
და თვისებების მიხედვით. აქედან გამომდინარე ორგანულ ნაერთთა
კლასიფიკაცია
არსებობს ჯაჭვისა და ფუნქციონალური ჯგუფების მიხედვით.ორგანული
ნივთიერებების მოლეკულაში შემავალი ნახშირბადის ატომები ერთმანეთთან
დაკავშირებისას წარმოქმნის ჯაჭვს. ნახშირბადოვანი ჯაჭვის მიხედვით ორგანული
ნივთიერებები იყოფა:

ალკანები (პარაფინები)
ნაჯერ ნახშირწყალბადებს წარმოადგენენ ალკანები- ნაერთები ღია

ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვით, რომელთა მოლეკულებში ნახშირბადების ატომები

შეერთებული არიან ერთმაგი მარტივი ბმებით. მათი დანარჩენი ვალენტობები

გაჯერებულია წყალბადის ატომებით. ალკანები წარმოადგენენ კლასს, რომელშიც

გაერთიანებულია მსგავსი აგებულებისა და ქიმიური თვისებების ნაერთები.

ნივთიერებებს, რომლებიც აგებულებითა და ქიმიური თვისებებით მსგავსია, ხოლო

შედგენილობით განსხვავდება ერთი ან რამოდენიმე CH2 -ჯგუფით, ჰომოლოგები

ეწოდება.ხოლო ნახშირბადის რიცხვის ზრდის მიხედვით განლაგებულ ჰომოლოგთა


ერთობლიობას -ჰომოლოგიური რიგი.

ჩვეულებრივ ალკანები ნაკლებრეაქციისუნარიანები არიან,საიდანაც წარმოიშვა

მათი სახელწოდება“ პარაფინები ლათინურად parrum affinis- ნაკლებაქტიურს


ნიშნავს.

ჰომოლოგიური რიგის ფორმულაა CnH2n+2. ყველაზე მარტივი წარმომადგენელია

მეთანის მოცემული მოლეკულა არ გამოხატავს მოლეკულის სივრცულ

აღნაგობას.მოლეკულის აღნაგობის განხილვისათვის აუცილებელია ნახშირბადის

ატომის ელექტრონული აღნაგობის გახსენება. ნახშირბადის ელექტრონული


აღნაგობა

ნახშირბადის ატომში გარე ელექტრონული ღრუბელი შეიცავს ორ გაუწყვილებელ

ელექტრონს, შესაბამისად ატომი უნდა იყოს ორვალენტიანი. მიუხედავად ამისა,

უმეტეს ნაერთებში ნახშირბადი არის ოთხვალენტიანი.ეს აიხსნება იმით, რომ

კოვალენტური ბმის წარმოქმნისას ნახშირბადის ატომი გადადის აღგზნებულ

მდგომარეობაში, რის გამოც ელექტრონული წყვილი 2s-ორბიტალზე იხლიჩება და

გადადის ვაკანტურ p ორბიტალზე. სქემატურად ეს ასე გამოისახება:


შედეგში არსებობს არა ორი, არამედ ოთხი გაუწყვილებელი ელექტრონი. რადგანაც
ეს

ოთხი ელექტრონი სხვადასხვა ღრუბელზეა განლაგებული,ამიტომ ყველა ბმა იქნება

არაერთგვაროვანი. მიუხედავად ამისა ყველა ბმა ერთგვაროვანია. აღმოჩნდა,რომ

აღგზნებული ატომი წარმოქმნის ოთხ მსგავს sp3

-ჰიბრიდულ ორბიტალს. მათ გააჩნიათ

ცალმხარეს გაწელილი ჰანტელის ფორმა, რომლის ერთი ბოლო გაცილებით მეტია,

ვიდრე მეორე. ურთიერთგანზიდვის გამო ჰიბრიდული ღრუბლები სივრცეში

ერთმანეთის მიმართ იჭერენ10928' კუთხეს და მიქცეული არიან ტეტრაედრის

წვეროებისაკენ.
ქიმიური თვისებები
ნაჯერი ნახშირწყალბადები არ მოქმედებენ არც მჟავებთან, არც ტუტეებთან, არ

აუფერულებენ ბრომიან და კალიუმის პერმანგანანტიან წყალხსნარს.მათთვის

დამახასიათებელია წყალბადის ატომის ჩანაცვლებისა და გახლეჩის რეაქცია.ეს

რეაქციები მიმდინარეობს გახურებით, შუქის დასხივებით, ან კატალიზატორის

დახმარებით

You might also like