You are on page 1of 2

საქართველო და მსოფლიო პრეისტორიულ ხანაში

ქვის ხანა. სამხრეთ კავკასიაში ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები უნდა ყოფილიყო


პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისათვის. დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური
გათხრების შედეგად აღმოჩნდა პირველყოფილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები, რომელიც
უძველესია მთელს ევრაზიაში.
პირველყოფილი ადამიანის ძირითადი იარაღი ქვა იყო. იგი იყენებდა ჯოხსა და ძვლის
ნატეხებსაც. კაცობრიობის ისტორიის იმ პერიოდს , როდესაც ძირითად იარაღად
გამოიყენებოდა ქვა , ეწოდება ქვის ხანა. ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად : პალეოლითი
(ძველი ქვის ხანა), მეზოლითი (შუა ქვის ხანა), ნეოლითი (ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ
პალეოლითი იყოფა : ქვედა , შუა, და ზედა პალეოლითად.
პირველყოფილი ადამიანები პატარ-პატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ , რომლებიც 20-30
კაცისაგან შემდგებოდა. ასე შეიქმნა პირველყოფილი ჯოგი, რომლის ძირითადი საქმიანობა
ნადირობა და შემგროვებლობა იყო, ქვისგან დამზადებლი იარაღი კი ძალიან მარტივი და
პრიმიტიული : ხელცულები , საფხეკები, წვეტანები.ქვედა პალეოლითი ყველაზე
ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავალგანაა : დმანისში,
კაცხში, ჭიქიანის მთაზე და სხვ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია წოფის ნასახლარი.
ზედა პალეოლითის შემდეგ იწყება გარდამავალი პეროდი ე.წ მეზოლითის ხანა,მეზოლითის
ხანაში ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და ლანდშაფტი, რომელიც დღეს არსებობს
კავკასიაში.
მეზოლითს მოსდევს ნეოლითის ხანა, სწორედ ამ დროს იწყება მწარმოებლური
მეურნეობის განვითარება. საფუძველი ეყრება მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას.
მეურნეობის განვითარება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იწვევდა
მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდას. ადამიანი სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე
სახლდებოდა.

ბრინჯაოს ხანა. განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება საქართველოს ტერიტორიაზე


დასახლებული ტომების კულტურა ბრინჯაოს ხანაში, რომელიც თავის მხრივ ყალიბდება
ენეოლითურ კულტურაზე. საზოგადოების განვითარების ისტორიულ–კულტურული
პერიოდი, როდესაც საბრძოლო და სამუშაო იარაღების დასამზადებელი ძირითადი მასალა
იყო ბრინჯაო.
ბრინჯაოს ხანაში განსაკუთრებით მკვეთრად იჩინა თავი ისტორიული განვითარების
უთანაბრობამ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (შუამდინარეთი, ელამი, ეგვიპტე, სირია)
ვითარდებოდა კლასობრივი საზოგადოებები და უძველესი სახელმწიფოები. ძვ. წ. III-II
ათასწლეულებში მწარმოებლური მეურნეობის ამ ცენტრებს გარეთაც გარცელდა და შეიქმნა
ახალი ცივილიზაციები: ჰარაფის კულტურა ინდოეთში, ინის სახელმწიფო ჩინეთში, ხური-
მითანის, ხეთებისა და სხვ. სახელმწიფოები წინა აზიაში; კრეტა-მიკენის კულტურა
ევროპაში.
ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევარში საქართველოში იწყება
ბრინჯაოს ხანა. ბრინჯაო თვითნაბადი სახით ბუნებაში არ არსებობს. ის მიიღება სპილენძში
სხვადასხვა ნივთიერებების (ანთიმონი, კალა, დარიშხანი) შერევით. სპილენძისაგან
განსხვავებით, ბრინჯაოს იარაღი გაცილებით უფრო მაგარია. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ
პერიოდად: ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანად.
ადრე ბრინჯაოსხანაში სამხრეთკავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა.
განვითარების კიდევ უფრო მაღალ დონეს აღწევს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა,
მეთუნეობა. როგორც ჩანს, ხელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგია. ამ
პერიოდის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია თხის ყალიბები, ქურის ნაშთები. საუძველი
ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებას, მიწის დასამუშავებლად უკვე გამოიყენება გამწევი ძალა –
ხარი. მოსავლის ასაღებად იხმარება ნამგალი. შედარებით უფრო გვიან ჩნდება ცხენი. ცხენის
გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს: იოლი ხდება შორ მანძილზე გადაადგილება,
რაცთავის მხრივ ხელს შეუწყობსკავშირ-ურთიერთობების გაფართოებას. ცხენოსანი ჯარის
გამოყენებაცვლის სამხედრო სტრატეგიასაც და სხვ. მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი
ცვლილებები (მიწათმოქმედების განვითარება, მეტალურგიის დაწყება) აისახება
საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც. ნელ-ნელა წინაურდება მამაკაცი. გვარში ახლა უკვე ის
ასრულებს წამყვან როლს. მატრიარქატი ირღვევა და მის ადგილს პატრიარქატი
(მამამთავრული გვარი) იკავებს.
შუა ბრინჯაოს ხანაში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. მისთვის დამახასიათებელია
დიდი ყორღანების არსებობა. ყორღანებში გვხდება მიცვალებულისთვის ჩატანებული
სხვადასხვა ნივთი: ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები, კერამიკული ნაწარმი, ოქროსა და
ვერცხლისაგან დამზადებული თასები, სასმისები. თრიალეთის ერთ-ერთ ყორღანში
აღმოჩნდა ოქროს სასმისი, რომელიც გარედან შემკულია სარდიონისა და მინის თვლებით.
ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის პირველნახევარში იწყება გვიან ბრინჯაოს ხანა.
ამ პერიოდში ვითარდება აღმოსავლეთ ქართული და დასავლეთ ქართული გვიან ბრინჯაოს
ხანის კულტურა. საყოველთაოდ ცნობილია კოლხური ბრინჯაოს ცულები. ძველი
წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისში კოლხური კულტურა თავისი განვითარების
მწერვალს აღწევს. ნელ-ნელა ისახება რკინის მეტალურგიაც. რკინის ფართო გავრცელება
ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან იწყება.

You might also like