You are on page 1of 2

2.

ეგვიპტე
ძველი მსოფლიოს ბევრი ცივილიზაცია მდინარეების სანაპიროებზე აღმოცენდა.

ეგვიპტური-ნილოსი

შუამდინარული- ტიგროსისა და ევფრატის

ინდური-ინდისა და განგის

ჩინური- ხუანხესა და იანძის აუზებში

ამ მდინარეების როლი გადამწყვეტი იყო ცივილიზაციების განვითარებაში, ამიტომ ხშირად


მათ სამდინარო ცივილიზაციებად მოიხსენიებენ. მდინარეები ხელს უწყობდა
მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწების მორწყვას და ვაჭრობის განვითარებას. მათი
საშუალებით გაადვილებული იყო კომუნიკაცია.

ეგვიპტე.ნილოსი სათავეს ცენტრალურ აფრიკაში, ეკვატორთან იღებს და


ჩრდილოეთისკენ, ხმელთაშუა ზღვისკენ მიედინება. ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან,
დაბლობში მდინარე იტოტება და დელტას ქმნის. მდინარის სანაპირო ვაკეებს, ირგვლივ
უდაბნო აკრავს, რადგან ამ რეგიონში წვიმა თითქმის არ მოდის. ნილოსი აქ ტენის
ერთადერთი წყაროა.

მიწათმოქმედებას, რომელიც ნიადაგის ხელოვნურ მორწყვაზეა დამყარებული საირიგაციო


ანუ სარწყავი მიწათმოქმედება ეწოდება. მის შექმნას კაცობრიობა ძველ ეგვიპტელებს უნდა
უმადლოდეს.

ძველ ეგვიპტეში პირველი დასახლებები ნილოსის გასწვრივ შეიქმნა. სწორედ ამიტომ


უწოდა ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ ეგვიპტეს ნილოსის ნობათი.

თითოეული სარწყვი სისტემის ირგვლივ ჩამოყალიბდა საზოგადოება, რომელსაც საკუთარი


ტერიტორია ჰქონდა და დამოუკიდებელ სამეურნეო ერთეულს წარმოადგენდა. ასეთ
ერთეულს ნომს უწოდებდნენ. ნომის სათავეში მმართველი- ნომარქი იდგა. ნომს ჰქონდა
ადგილობრივი მმართველობის ცენტრი, კედლით შემოზღუდული ქალაქი, რომელშიც
ნომარქი იჯდა. ნომერის გაერთიანების შედეგად ძვ.წ. 4 ათასწლეულში ამ ტერიტორიაზე
ორი ეგვიპტური სამეფო ჩამოყალიბდა.

ძვ.წ 4 ათასწლეულის დასაწყისში ზემო და ქვემო სამეფო მეფე მენესმა დაიპყრო და ერთიანი
სახელმწიფო შექმნა. ეგვიპტის მმართველს ფარაონს უწოდებდნენ. ( დიადი სახლი)

ძველი სამეფოს ხანა , დედაქალაქი მემფისი- ქალაქ ნილოსის სახმრეთ ნაწილში.

3-6 დინასტიების მმართველობის პერიოდს ძვ.წ. (27-22სს) პირამიდების ეპოქასაც უწოდებენ.


სწორედ ამ დროს აგებდნენ ფარაონები და დიდგვაროვნები საკუთარ სამარხებს-პირამიდებს.

საყოველთაოდ ცნობილია ფარაონების-ხეოფსის, ხეფრენისა და მიკერინის პირამიდები


გიზაში.

ძვ.წ. 20 საუკუნიდან დაიწყო შუა სამეფოს ხანა. ამ დროს ქვეყნის დედაქალაქი გახლდათ
თებე, რომელიც სამხრეთ ეგვიპტეში მდებარეობდა.თებეს მახლობლად აშენდა ლუქსორია
და კარნაკის ტაძრები.
ძვ.წ. 16 საუკუნეში ეგვიპტელებმა ქალაქ თებეს მმართველობის მეთაურობით განდევნეს
თავიანთი ტერიტორიიდან ჰიქსოსები და დაიწყო ახალი სამეფო ხანა.

ძვ.წ. 14 საუკუნეში ფარაონმა ამენჰოტეპ მე-4 განახორციელა რელიგიური რეფორმა,


რომლის თანახმად ეგვიპტელებს ერთი ღმერთის ატონისთვის უნდა ეცათ თაყვანი. ახალი
ღმერთის ტაყვანისცემად ფარაონმა სახელი შეიცვალა და ეხნატონი დაირქვა.

ძვ.წ. 7 საუკუნეში ეგვიპტე ასურეთმა დაიპყრო, ხოლო ძვ.წ. 6 საუკუნეში აქემენიანთა


ირანმა.

საზოგადოების უმაღლეს ფენას წარმოადგენდნენ: 1) დიდებულები-ქურუმები

2) ვაჭრები

3) თავისუფალი გლეხები

ღმერთები ეგვიპტელებს ადამიანის სახით ჰყავდათ წარმოდგენილი,რომლებსაც ცხოველის


თავები ჰქონდათ.

მუმია.ეგვიპტელებს სწამდათ, რომ თუ სხეულს კარგად შეინახავდნენ მისი სული


იცოცხლებდა, ამიტომ დამკვიდრდა გვამების მუმიფიცირების ტრადიცია.

დამწერლობა- ჰქონდათ საკუთარი, სადაც იყენებდნენ ნიშან-სიმბოლოებს. ბერძნები ამ


სიმბოლოებს იეროგლიფებს უწოდებდნენ.

საწერ მასალად პაპირუსს იყენებდნენ.

You might also like