You are on page 1of 3

1)

999

მოკლედ როცა ავტომობილით ხდება პირისთვის ზიანის მიყენება, ისე რომ სახეზე არ არის
ზიანის მიმყენებლის ბრალი, მოქმედებს 999-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ასეთი
ზიანისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ავტომობილის მფლობელს. ეს შეიძლება იყოს,
როგორც მესაკუთრე, ისე დამქირავებელი, მოიჯარე და ა.შ…. (ეს არის ზოგადი წესი).

999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, შესაძლებელია მფლობელის პასუხისმგებლობის


საკითხის დაყენება ზოგადი წესის მიხედვით, როცა ავტომობილით სარგებლობდა სხვა პირი
მფლობელის ნებართვის გარეშე და ეს სარგებლობა გამოწვეულია მფლობელის ბრალით (მაგ:
ღია დატოვა მანქანის კარები ავტომობილის მესაკუთრემ, რომელიც გაიტაცეს ორმა
თინეიჯერმა და მიაყენეს ზიანი გზაზე გადამსვლელ ქვეითს)

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მფლობელს არ ეკისება პასუხისმგებლობა სატრანსპორტო


საშუალების მომეტებული საფრთხის შედეგად დამდგარი ზიანის გამო, როცა პირი
სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე (მაგ: ქურდი იპარავს
მანქანას და ბრალის გარეშე ამ მანქანით ზიანს აყენებს ქვეითს)

...........................

2)

ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება

განჩინება

¹ას-1041-1309-09

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ვ. ბ-იანმა და ვ. ვ-


ევმა მოპასუხე ა.

მ-იანის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ


ქ.თბილისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი საკუთრების უფლებით
აღრიცხულია სამ მესაკუთრეზე _ ვ. ბ-იანის, ვ. ვ-ევისა და ა.

მ-იანის სახელზე.
2004 წლის 15 თებერვალს ა. მ-იანის სხვენში გაჩნდა ხანძარი, აგრეთვე, მოსარჩელეების
ბინებში დაიწვა სახლის ჭერი და სახურავი, რომელიც ყველა მესაკუთრისათვის საერთოა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ, ვინაიდან

ხანძარი გაჩნდა მოპასუხის სხვენის ნაწილში მის მიერ ელექტრომეურნეობის დამონტაჟების


წესების დარღვევის

გამო, იგი ვალდებულია, აანაზღაუროს მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანი.


მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ

მოპასუხე არ იყო წინააღმდეგი, შეეკეთებინა ჭერი, სახურავი და კედლები, მაგრამ


დანაპირები არ შეასრულა.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს, აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, მოპასუხეს ვ. ბ-იანის


სასარგებლოდ დაეკისროს 9140 ლარის, ხოლო რ. ა-ოვის სასარგებლოდ _ 10 110 ლარის
გადახდა.

......................

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს


სამოქალაქო კოდექსის 1001-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ
ბინებსა და ნაგებობებზე მისი გავრცელების თავიდან აცილების დროს სხვა პირისათვის
მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის
გაჩენაში. გადაწყვეტილებით ვ. ბ-იანისა და ვ. ვ-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. მ-იანს
დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება ვ. ბ-იანის სასარგებლოდ 9140 ლარის, ხოლო ვ.
ვ-ევის სასარგებლოდ 10110 ლარის გადახდა.

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება

განჩინება

¹ას-494-463-2010

3)აღწერილობითი ნაწილი:

გ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ბ-შვილის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის


შედეგად მიყენებული

მორალური ზიანის _ 100000 ლარისა და მატერიალური ზიანის _ მიუღებელი შემოსავლის


ანაზღაურების შესახებ

შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 24 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,


რაც დადასტურებულია საგამოძიებო მასალებით, მოსარჩელეს დაეჯახა ავტომანქანა,
რომელსაც მოპასუხე მართავდა და გ. მ-ძემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები.
აღნიშნულის გამო, მას დაუდგინდა პირველი ჯგუფის ინვალიდობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული დაზიანებები


მისი ბრალით გამოწვეული არ არის, ამასთან, მან უკვე გადაუხადა გ. მ-ძეს საკომპენსაციო
თანხა და მოსარჩელემ წერილობით განაცხადა, რომ მის მიმართ პრეტენზია აღარ ექნებოდა.

პასუხი:

ბ. ბ-შვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების ჩადენა ვერ დადგინდა,


შესაბამისად, დელიქტური ვალდებულების წარმოშობის

ერთ-ერთი მთავარი პირობა, ზიანის მიმყენებლის ქმედების მართლსაწინააღმდეგო


ბრალეული ხასიათი არ დგინდება. ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობის _ პირის
ბრალეულობის არსებობა მოცემულ შემთხვევაში

აუცილებელი არ არის. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად


დამდგარი ზიანის დაკისრებისას უტყუარად უნდა დადგინდეს ზიანის ანაზღაურების
დაკისრების მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებათა

არარსებობა.

გ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

You might also like