You are on page 1of 9

84.

ფაქტები, რომლებიც მტკიცებას არ საჭიროებს (მტკიცების მოვალეობისაგან, ტვირთისაგან


გათავისუფლების საფუძვლები) 4.1. ზოგადი დებულებები

ფაქტი, რომელიც არ საჭიროებს მტკიცებას,არ შედის მტკიცების საგანში,თუმცა მისი


დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორი გადაწყვეტა, ვინაიდან ეს ფაქტები სარჩელის
საფუძვლისა და შესაგებლის საფუძვლის ფაქტებია (სარჩელისა და შესაგებლის საფუძველს
წარმოადგენენ). აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ სასამართლო შემეცნების საგანი
არ ემთხვევა (არ თანხვდება) მტკიცების საგანს. სასამართლო შემეც ნების საგანში შედიან
ისეთი ფაქტებიც, რომლებიც დამტკიცებას არ საჭიროებენ. სსსკ-ის 108-ე მუხლში
მითითებულია ორი სახის, ორი კატეგორიის ფაქტი, რომ ლებიც არ საჭიროებს მტკიცებას და
შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას, კერძოდ: 1)
სასამართლოს მიერ საყოველთაოდ ცნო ბილი ფაქტები და 2) პრეიუდიციული (წინასწარ
გადაწყვეტილი, წინასწარ დადგენილი) ფაქტები,ე.ი. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებით ან განჩინებით დადგენილი ფაქტები. თუმცა მათ გარდა არსებობენ ასევე
უდავო ფაქტებიც, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას, ასევე მტკიცებულებითი
პრეზუმფციები, რომლებიც ერთ-ერთ მხარეს ათავისუფლებენ მტკიცების მოვალეობისაგან.

4.2. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები ხაჭოველთაოდ ცნობილი ფაქტი ისეთი


ფაქტია,რომლის არსებობის შესახებ იცის ალა მიანთა უართო წრეშ,მათ შორის, საქმის
განმხილველმა მოსამართლემაც,რის გამოც ასეთ ფაქტი აღარ საჭიროებს მტკიცებას.
საპროცესო კოდექსის 108-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად,თეით სასამართლო წყვეტს
საკითხს, შეიძლება თუ არა ფაქტი მიჩნეულ იქნეს საყოველთაოდ ცნობილად და თუ
აღიარებს მას ასეთად. მაშინ ფაქტი აღარ მოითხოვს მხარეებისაგან,რომლებიც ეყრდნობიან ამ
ფაქტს,მისი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენას. ჯერ კიდევ რომელი
იურისტები აღიარებდნენ (მიიჩნევდნენ) აქსიომალ ამგვარ წესს: „საყოველთაოდ ცნობილი არ
საჭიროებს მტკიცებას“. საყოველთაოდ ცნობილი შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვაგვარი
ფაქტი. მაგალი თაღ, ზოგიერთი ფაქტი ცნობილია მთელი მსოფლიოსათვის (ისტორიული
მნიშვნელობის მქონე მოვლენა, უაქტი – უთქეთ,შეორე მსოულო ომი,მისი დაწყებისა და
დამთავრების თარილი და სხვ.), მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი შეიძლება იყოს
აღგილობრი (ლოკალური) მნიშვნელობისაც. მაგალითად,გვალეა,მიწისძვრა, წყალდიდობა
და სხვა,რის გამოც მხარემ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება. სასამართლომ უნდა
დაასაბუთოს, თუ რატომ მიიჩნია ეს ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად. მხედველობაში უნდა
ვიქონიოთ, რომ თუ რაიმე ფაქტი საყოველთაოდაა ცნობილი ეს არ შეიძლება განპირობებული
იყოს მხოლოდ პირთა განსაზღვრული წრით,რომლისთვისაც ცნობილია ეს ფაქტი, არამედ ამა
თუ იმ ფაქტის საყოველთაოდ ცნობილობა ფარდობითია და იმ დროზეა დამოკიდებული,
რაც გავიდა მას შემდეგ, რაც ეს შელენა მოხდა, ასევე დამოკიდებულია განსაზღერულ
ადგილას (რაიონში,მხარეში,ტერიტორიაზე) ამ მოვლენის გავრცელებაზე.რამეთუ.რაც უფრო
დიდი დრო გადის მოვლენის არსებობის მომენტიდან, მით უფრო ნაკლები საფუძველი გეაქეს
მიაკუთვნოთ ეს მოვლენა საყოველთაოდ ცნობილი მოვლენების ფაქტების) რიცხეს (იმ რ
იონის მოსახლეობის შემადგენლობა, რომლის ფარგლებშიც ეს მოულენა,ფაქტი იყო
ცნობილი,იცება). ესა თუ ის მოვლენა,მოქმედება, რომელიც ასე თუ ისე გავლენას ახდენს
ადამიანების ცხოვრება დროთა განმავლობაში დავიწყებას ეძლევა და ის, რაც საყოველთაოდ
იყო ცნობილი, მაგალითად, 30 წლის წი ნათ, დღეს შედარებით ნაკლებად ახსოვს ადამიანთა
შედარებით მცირე ჯგუფს დროის გასვლასთან ერთად ცნობილი მოვლენები კარგიჟენ
საყოველთაოდ ცნობილი მოვლენების თვისებას. ყველა მოვლენა ყუელთვის როდი რჩება
შეხსიერებაში. მაგალითად, გარკვეულ პერიოდში განხორციელებულ გულის
რეფორმა,რომელიც თავის დროზე საყოლთაოდ იყო ცნობილი, თანამედროვე პერიოდში
ყველასათვის არაა ცნობილი და აუცილებლობის შემთხვაში შესაბამისი ფაქტები
მტკიცებულებათა შეშვეობით უნდა დადგინდეს. იმ შემთხვევაში, როცა საყოველთაოდ
ცნობილი ფაქტი ცნობილია არა მთელი მსოფლიო" სათვის,ან მთელი ქვეყნისათვის, არამედ
ლოკალური ხასიათისაა,შემოფარგლულია განსაზ ღერული ადგილით (ტერიტორიით),არ
იქნებოდა სწორი მხარეთაგან მოგვეთხოვა ასეთი ფაქტების დასადასტურებლად
მტკიცებულებათა სავალდებულოდ წარდგენა იმ მოტივით (საფუძვლით), რომ ფაქტი
ლოკალურია და არ არის საყოველთაოდ ცნობილი.ვინაიდან ლოკალური მნიშვნელობის
ფაქტები საკმაოდ ცნობილია სწორი მოცემულ ადგილას და სასამართლოს უფლება აქვს
აღიაროს ასეთი მნიშვნელობის ფაქტები საყოველთაოდ ცნობილა, რის გამოც მათ მტკიცება
არ სჭირდებათ და უნდა მიუთითოს ამის შესახებ გადაწყვეტილებაში. საყოველთაოდ
ცნობილ სხეა ფაქტებს კი ლოკალურობა არ ახასიათებთ. ასეთია ნივთებისა და საგნების
სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური, ბექანიკური, ტექნოლოგიური ogabgdgdn gs a. aggonag.lx
flngnn, R ng, om obga. ამასთან, არ შეიძლება საყოველთაოდ ცნობილ იქნეს მიჩნეული
(აღიარებული) კონკრეტული ადამიანის პირადი თვისებები, ხასიათი,რამეთუ ეს არ არის
ფაქტი, არამედ ეს არის სუბიექტური მოსაზრება (შეხედულება). კანონი (106-ე მუხლი)
ითვალისწინებს რა იმას, რომ აქტების აღიარება (მიჩნევა) საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებად
ფარდობითი (პირობითი ხასიათისაა, სასამართლოს უფლებას ანიჭებს
თვითონ,დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება თუ არა,
რომ მოცემული ფაქტი იეიჩნიოთ საყოველთაოდ ცნობილად. ამასთან, სასამართლომ
გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს, რომ მან უაქტი ასეთად აღიარა, წინააღ დღე
შემთხვეაში ხემდგომ სასამართლოს შეუძლია გააუქმოს გადაწყვეტილება, როგორც
არასაკმარისად დასაბუთებული ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად შეიძლება აღიაროს არა
მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ. არაშე ზემდგომმა სასამართლომაც.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები მტკიცებას არ საჭიროებს, ანუ მხარეები არ არიან
სუფლებული არიან მტკიცების მოვალეობისაგან.ტვირთისაგან იმიტომ, რომ ამ ფაქტების
ნამღებლობა ნათელია. ცხადია და მტკიცება ზედმეტია.

პრეიიუდიციული ფაქტები

მტკიცებულებათა შეგროვებას, მტკიცებას, არ საჭიროებს, და შესაბამისად მტკიცების


ტვირთისაგან გათავისუფლების მეორე საფუძველია ფაქტის პრეიუდიციულობა.
პრეიუდიციულია სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები (გარემოებები). პრეიუდიციულობის გამო, მტ
კიცების საგანში აღარ შევა ფაქტები,რომლებიც უკვე დადგენილია სხვა საქმეზე კანონიერ
ძალაში შესული სასამართლო დადგენილებით, ურთიერთპრეიუდიციულობით არის დაკაე
შირებული სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ სამოქალაქო საქმეზე და სასამართლოს
გადაწყვეტილება სხვა საქმეზე. სსსკ-ის 108-ე მუხლში მითითებულია, რომ ერთ სამო ქალაქო
საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს
ხელახლა მტკიცება არ სჭირდება და ეს ფაქტები არ შეიძლება სადავო გახდეს სხვა
სამოქალაქო საქმის განხილვის დროს, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვის დროს იგივე
პირები (იგივე მხარეების მონაწილეობენ. მაგალითად, ზიანის უშუალოდ მიმყენებლის
(ვთქვათ, მძღოლის) მიმართ რეგრესის წესით სარჩელის წარდგენის დროს მომეტებული
საფრთხის წყაროს მფლობელი აღარ არის ვალდებული ხელმეორედ დაამტ კიცოს
დაზარალებულისადმი ზიანის მიყენების ფაქტი, თუ ეს ფაქტი უკვე დადგენილია ძირითადი
სარჩელის (ზიანის ანაზღაურების შესახებ) განხილვის დროს სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილებით, ბოლო პერიოდში სსსკ-ის 108-ე მუხლიდან ამოღებული იქნა ის
ნორმა, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ჰქონდა
პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამასთან,კოდექსს დაემატა XXXIV თავი რომლის მიხედვითაც
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე
სავალდებულოა იმ სასამართლო სათვის, რომელიც განიხილავს საქმეს გამარტივებული
წესით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სხვა საკითხებზე განაჩენი არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის სამოქალაქო


პროცესში. თუმცა იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას საქმეზე. გამარტივებულ
წარმოებაში განაჩენით ხდება დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობის (მოცულობის)
პრეიუდიცირება. ანუ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობას, მის
მოცულობას, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს დასკვნებს ამ
საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო საქმის გამარტივებული წესით განმხილველი
სასამართლოსათვის აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა თუ ეს განსაზღვრულია განაჩენში.
კანონი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის პრეიუ
დიციულობა ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებულად განხილვისას
ვრცელდება ასევე ზიანის მიყენების ფაქტზე. მაგალითად,განაჩენით დადგინდა მკვლელობის
ფაქტი. ამ ფაქტს აღარ სჭირდება განმეორებით (ხელმეორედ) დადგენა (დამტკიცება).
მარჩენალის დაკარგვასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო
საქმის გამარტივებული წესით განხილვის დროს. ამრიგად, სისხლის სამართლის საქმეს
(განაჩენს) სამოქალაქო საქმეზე პრეიუდიციული მნიშვნელობა აქეს ზიანის მიყენების ფაქტის
და ზიანის ოდენობის მიმართ. განაჩენით დადგენილ ყველა სხვა ფაქტს, მათ შორის პირის
პასუხისმგებლობის შესახებ საკითხსაც პრეიუდიციული (სავალდებულო) მნიშვნელობა არ
გააჩნია სასამართლოსათვის სამოქალაქო პროცესში. ამიტომ, თუ პირი გათავისუფლებულია
სასჯელის მოხდისაგან ამნისტიით. ეს გარემოება არ გამორიცხავს სამოქალაქო
სამართალწარმოების წესით, მისი სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ
საკითხის განხილვას. ფაქტები პრეიუდიციულ მნიშვნელობას იძენენ მხოლოდ
გადაწყვეტილების ან განაჩე ნის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ და ამ მნიშვნელობას
ინარჩუნებენ მანამდე, სანამ სასამართლოს აქტები არ გაუქმდება კანონით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს აქვს
პრეიდიციული მნიშვნელობა და არც ერთი ეს ფაქტი აღარ უნდა დამტ კიცდეს ხელახლა სხვა
სამოქალაქო საქმის განხილვის დროს, რომელშიც იგივე პირები მონაწილეობენ.

განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სასამართლოს დასკვნები


და მოსაზრებები ამ აქტებში ასახული ფაქტების შესახებ პრეიუდიციულ მნიშ ვნელობას
იძენენ საქმის მონაწილე ყველა პირისა და მათი უფლებამონაცვლეებისათვის." ამასთან,
დაინტერესებულ პირს, ვინც თავის დროზე სასამართლომ არ ჩააბა პროცესში (საქმეში)
მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ეს უფლებებსა და ინტერესებსაც ეხება გადაწყვეტილება ან
განაჩენი,მითითებულ ფაქტებს არა აქვთ პრუდიციული მნიშვნელობა და მათ უფლება აქვს
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები სადავო გახადოს სხვა
პროცესში. მაგალითად, დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირს, რომელსაც არ
შეეძლო დროულად თავის დროზე) ჩაბმულიყო პროცესში, უფლება აქვს აღძრას
დამოუკიდებელი სარჩელი და სხვა პროცესში სადავო გახადოს მანამდე სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები. იმას, ვინც არ იყო
ჩაბმული უდავო წარმოების წესით იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ საქმეში
მონაწილეობის მისაღებად. შეუძლია სადავო გახადოს დადგენილი ფაქტი სხვა პროცესში,თუ
ამის აუცილებლობა წარმოიშობა სასარჩელო წარმოების წესით უფლების შესახებ დავის
გადაწყვეტის დროს. სწორედ ამიტომ უსვამს კანონი ხაზს იმას,რომ პრე იუდიცია ვრცელდება
მხოლოდ იმ პირებზე (იმ მხარეებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ წინა (თავდაპირველ)
პროცესში (საქმეში), “ იმისათვის,რომ სასამართლოს პქონდეს პრეიუდიციული ფაქტების
მტკიცების შოვალეო ბისაგან მხარის გათავისუფლების კანონიერი საფუძველი,მან უნდა
გამოითხოვოს და მას საქმეში უნდა ჰქონდეს შესაბამისი გადაწყვეტილების ან განაჩენის
ასლი. დოკუმენტები სასამართლოს ამ აქტების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ (ზემდგომი
სასამართლოების განჩინება,რომლებიც ამოწმებენ განაჩენსა და გადაწყვეტილებას თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში სააპელაციო და საკასაციო წესით), პრეიუდიციულად დადგენილი
ფაქტები არ საჭიროებენ მტკიცებას იმიტომ, რომ ისინი უკვე დადგენილია სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განაჩე ნით და, შესაბამისად,აღარ არსებობს
არავითარი აუცილებლობა მათ ხელახლა დასადგენად. ე.ი. არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს
(საეჭვო გახდეს) ეს ფაქტები.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების პრეიუდიციული მნიშვნელობა


განისაზღვრება მისი სუბიექტური ფარგლებით (საზღვრებით). ეს ნიშნავს,რომ პრეიუდიცი
ულობის თვისება აქვთ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ მატერიალურ-სამართლებრივ
ფაქტებს, თუ, ამასთან, ყველა დაინტერესებული პირი, რომელთაც გადაწყვეტილება ეხება,
ჩაბმული იყო პროცესში. ხაზი უნდა გაესვას შემდეგ მნიშვნელოვან საკითხს: მტკიცების
ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, სამართალწარმოების ნებისმიერ სახეში მოქმედებს.
მტკიცების ტვირთი საგან გათავისუფლება, ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს.
ერთ-ერთ ასეთ საგამონაკლისო შემთხვევად კანონმდებელი ითვალისწინებს კანონიერ
ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების მტკიცების
ტვირთისაგან მხარის გათავისუფლებას (სსსკ–ის 106-ე მუხლი). მტკიცების ტვირთისაგან
მხარის გათავი სუფლების მოცემულ საფუძველში ვლინდება პრეიუდიციულობა, როგორც
სასამართლო

გადაწყვეტილების კანონიერი ძალის თვისება. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო


გადაწყვეტილების, როგორც სასამართლო ხელისუფლების აქტის სავალდებულობას და
აღსრულებადობას განაპირობებს სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივა. სასამართლო
გადაწყვეტილებისათვის პერუდიციული მნიშვნელობის მინიჭების მიზანია სასამართლო
გადაწყვეტილების სტაბილურობისა და სავალდებულობის უზრუნველყოფა, სასამართლო
აქტებს (კანონიერ ძალაში არსებულსა და კონკრეტულ საქმეზე მომავალში მისაღებს) შორის
შესაძლო კონფლიქტის გამორიცხვა. სასამართლო გადაწყვეტილების პრეიუდიციულობა
გულისხმობს, რომ ერთი საქმის განხილვის დროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები,
მანამ, სანამ ეს ფაქტები არ გაქარწყლდება სავალდებულოა სხვა სასამართლოსათვის სხვა
საქმეზე სამართალწარმოების ამავე ან სხვა სახეში, თუკი ამ ფაქტებს მნიშვნელობა აქვთ
მოცემული საქმის გადასაწყვეტად. ამით პრეიუდიციულობა სასამართლო აქტებს შორის
წინააღმდეგობის დაძლევის საშუალებას წარმოადგენს და უზრუნველყოფს სამართლებრივი
განსაზღვრულობის პრინციპის დაცვას. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო
გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციულობის თვისების მინიჭება, კანონმდებლის
დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. კანონმდებელს უფლება აქვს სამართლებრივ სფეროში
დაადგინოს და გამოიყენოს სავალდებულო სასამართლო აქტებს შორის წინააღმდეგობის
გამორიცხვის უზრუნველყოფის სხვა საშუალებები, მაგრამ არა აქვს უფლება არ დაადგინოს
მოცემული მიზნის მისაღწევად აუცილებელი ესა თუ ის ინსტიტუტი. პრეიუდიციის
ინსტიტუტის შემოღება კი მოითხოვს კონსტიტუციურად დაცულ ისეთ ფასეულობებს
(ღირებულებებს) შორის ბალანსის დაცვას, როგორებიც არის ერთი მხრივ, სასამართლო
გადაწყვეტილებათა სავალდებულობა და სასამართლო გადაწყვეტილებების ყოფნა
ერთმანეთთან შესაბამისობაში (სასამართლო გადაწყვეტილებები ერთმანეთს არ უნდა
ეწინააღმდეგებოდნენ), და მეორე მხრივ, სა სამართლოს დამოუკიდებლობა და სამოქალაქო
პროცესის (სამართალწარმოების) შე ჯიბრებითობა. ასეთი ბალანსის უზრუნველყოფა ხდება
პრეიუდიციულობის მოქმედების ფარგლების, აგრეთვე პრეიუდიციულობის გაქარწყლების
წესის დადგენის მეშვეობით.

ამრიგად, პრეიუდიციის ინსტიტუტი, კანონმდებლის დისკრეციის გამოხატულებას წარ


მოადგენს. კანონმდებელს უფლება აქვს შეარჩიოს და დაადგინოს სასამართლო წესით
უფლების დაცვის კონკრეტული ფორმა და პროცედურა. პრეიუდიციის ინსტიტუტის მიზა
ნია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალის მოქმედების,მისი სავალდებულობის
და სტაბილურობის უზრუნველყოფა, სასამართლოს სხვადასხვა აქტს შორის შესაძლო
კონფლიქტის გამორიცხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეიუდიციის ინსტიტუტი
გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცებულებათა შეფასების საკითხში სასამართლოს თავი
სუფლების პრინციპის გათვალისწინებით. ეს პრინციპი კი,თავის მხრივ, გამომდინარეობს
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და თავისთავადობის კონსტიტუციური
პრინციპებიდან. საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი ითვალისწინებს მტკიცების
მოვალეობისაგან მხარის გათავისუფლების კიდევ ერთ საფუძველს — ესაა აღიარება. აქ
აღნიშნულია, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის
დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და
შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად
დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. თუმცა 133-ე მუხლი საშუალებას აძლევს მხარეს
გააქარწყლოს (უარყოს) თავისი სღიარება, თუ ეს აღიარება შეცდომის შედეგი იყო, ან
განპირობებულია ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების
შემდეგ, ანდა მასზე ფიზიკური თუ ფსიქიკური ზემოქმედებით, რაც გამორიცხავდა მის
თავისუფალ ნებას. მაგრამ უარყოფა (გაქარწყლება) უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ
გადაწყვეტილების გამოტანამდე.

დაბოლოს, სსსკ-ის 106–ე მუხლის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე,


პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს, თუმცა, პროცესის მეცნიერებაში არსებობს მო
საზრება, რომლის თანახმადაც, პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭებათ სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული განჩინებებითა და დადგენილებებით დადგენილ ფაქტებსაც.
საუბარია მორიგების დამტკიცებისა და მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების შესახებ
განჩინებებით დადგენილ ფაქტებზე. ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმებით. მართა ლია,
დასახელებული სასამართლო აქტები კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ თავიანთი
სამართლებრივი მნიშვნელობით უთანაბრდება სასამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ
ისინი სასამართლო გადაწყვეტილების ყველა თვისებას როდი იძენენ. მათ არ გააჩნიათ
პრეიუდიციულობის თვისება. ამ აქტებით საქმე მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანის
გარეშე, რის შემდეგაც იგივეობრივი მოთხოვნის აღძვრა დაუშვებელია.

4.4. უდავო ფაქტები მართალია სსსკ-ის 108-ე მუხლში იმ ფაქტებს შორის, რომლებიც
მტკიცებას არ საჭიროებენ, უდავო ფაქტები არ არის მოხსენიებული, თუმცა სსსკ-ის რიგი
ნორმების (მაგალითად, მე-3,106-ე, 131-ე, 201-ე და სხვა) ანალიზი ცხადყოფს, რომ უდავო
ფაქტები არ შედიან მტკიცების საგანში,ე.ი. არ საჭიროებენ მტკიცებას. უდავო ფაქტები ისეთი
ფაქტებია, რომლებიც აღიარა მხარემ ან კიდევ არ გახადა მან სადავო შესაგებლის (პასუხის)
წარდგენისას. სამოქალაქო პროცესის მიზანია კერძო უფლებათა დაცვა, ხოლო ამ უფლებათა
თავისუფლად განკარგვა უფლების მქონე პირის დისპოზიციურ უფლებამოსილებას
განეკუთვნება. ფაქტის აღიარება,რომელზეც დამოკიდე ბულია უფლების არსებობა, უფლების
იურიდიული ბედის გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუ ალებაა. ამასთან, აღიარება
მართლზომიერი უნდა იყოს. ეი. არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და არ უნდა არღვევდეს
სხვა პირის უფლებებს. იმდენად, რამდენადაც უფლების განკარგვა სრულიად კანონიერია,
აქედან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ არ უნდა შეამოწმოს მხარეთა მიერ აღიარებული
ფაქტები. სასამართლომ ასეთი ფაქტები უნდა მიიღოს იმ სახით, რა სახითაც ისინი აღიარეს
მოდავე მხარეებმა. ამრიგად, შემდგომში შევა თუ არა მტკიცების საგანში ესა თუ ის
ფაქტი,დამოკიდებუ ლია შესაგებელზე და მხარეთა მიერ დისპოზიციური
უფლებამოსილებების გამოყენებაზე.

4.ნ. მტკიცებულებითი პრეზუმფციები

სამოქალაქო პროცესში, როგორც წესი, ორი ურთიერთსაპირისპირო ინტერესის შქონე მხარე


მონაწილეობს. თითოეულ მათგანს უფლება აქვს მოითხოვოს კანონიერი და დას აბუთებული
გადაწყვეტილების გამოტანა, შეჯიბრებითობის პრინციპისა და თავიანთი ინტერესების
შესაბამისად, მხარეები საქმეს ავსებენ სასამართლო შტკიცებულებებით, ვინაიდან
მიისწრაფვიან სასურველი, ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებისაკენ. კა ნონით
განსაზღვრულ შემთხვევებში კი მხარეებს მტკიცებულებათა შეგროვებაში მათი
შუამდგომლობით ეხმარება სასამართლო. ფაქტების მტკიცების ვალდებულება ეკისრება
პროცესის იმ მხარეს,რომელიც ამტკიცებს (ადასტურებს) ამ ფაქტების არსებობას და ამ
ფაქტებით ასაბუთებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. ამდენად, მტკიცების
ვალდებულების განაწილების წესი შემდეგ ზოგად დებულებას ეფუძნება: მტკიცების
ტვირთი ეკისრება იმას, ვინც წამოაყენებს შესაბამის 279 მოთხოვნას ან შესაგებელს. ეს კი
უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის რეალურ მოქმედებას პროცესში. მტკიცების
ვალდებულების მხარეებისათვის დაკისრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ გააქტიუროს
მხარე მტკიცებულებათა წარდგენის საკითხში, რაც პირდაპირ უწყობს ხელს სამოქალაქო
პროცესში საქმის ფაქტობრივი მხარის (გარემოებების) ნათელყოფას, მათ დადგენას. მხარეებმა
ხომ თვითონ უკეთ იციან საქმის გარემოებების შესახებ. კანონი რომ არ ითვალისწინებდეს
ასეთ ვალდებულებას მტკიცების სუბიექტებთან მიმართებაში, მაშინ სასამართლოს უფლება
აღარ ექნებოდა მხარეთაგან მოეთხოვა მტკიცებულებების წარმოდგენა.

მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება (მტკიცების ტვირთი), როგორც საპ როცესო


ვალდებულება, არა მხოლოდ მხარეებს ეკისრებათ, არამედ მტკიცების სხვა სუბიექტებსაც ეს
სუბიექტები ვალდებული არიან დაამტკიცონ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე
გარემოებები, ამ წესის მოქმედება ერცელდება პროცესის ყველა დაინტერესებულ
მონაწილეზე, თუმცა 102-ე მუხლში ამის შესახებ პირდაპირ არ არის აღნიშნული. მაგალითად,
დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირმა, რომელიც სარგებლობს
მოსარჩელის ყველა უფლებით და რომელმაც უნდა შეასრულოს მისი ყველა მოვალეობა,
უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებითაც ის ასაბუთებს თავის მოთხოვნას.
დამოუკიდებელი მოთხოვნის არმქონე მესამე პირმა კი უნდა დაამტ კიცოს ის ფაქტები,
რომლებიც გავლენას ახდენს პროცესში ერთ-ერთ მხარესთან მის ურთიერთობაზე. მტკიცების
ვალდებულება (ტვირთის მხარეთა შორის ნაწილდება სსსკ-ის 102-ე მუს ლის 1-ლი ნაწილით
დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო
(სპეციალური) წესების საფუძველზე. იმ მხარის უფლებების დაცვის ინტერესიდან
გამომდინარე, რომელიც ჩაყენებულია მტკიცების უფრო რთულ პირობებში, მატერიალური
სამართლის ნორმები ითვალისწინებს გამონაკლისს ზოგადი წესიდან იმ მხრივ, რომ ამ
ნორმებით ხდება ფაქტის დამტკიცების ან ფაქტის უარყოფის ვალდებულების არა იმ მხარეზე
დაკისრება, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს (ამტკიცებს),არამედ მოწინააღმდეგე
მხარისათვის დაკისრება (პრეზუმფცია). მტკიცების ზოგადი წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში,
როცა მატერიალური სამართლის ნორმებში არ არის სპეციალური მითითება, მტკიცების
ვალდებულების, ანუ ტვირთის განაწილების შესახებ.
მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემა დამახასიათებელია სამოქალაქო პროცესი
სათვის (სამართალწარმოებისათვის). როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის პროცესში
მტკიცება მხოლოდ ბრალდების ორგანოების საპროცესო ვალდებულებაა. ამრიგად, სისხლის
სამართლის პროცესისაგან განსხვავებით,რომელშიც მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფ
ცია,რომლის მიხედვითაც დამნაშავისათვის დანაშაულის დამტკიცების მოვალეობა ეკისრება
ბრალმდებელს, სამოქალაქო პროცესში მოქმედებს პასუხისმგებლობის დაუკისრებლობის
პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც, იმ ფაქტების დამტკიცების მოვალეობა, რომლებითაც
დასტურდება მოპასუხის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, ეკისრება მოსარჩელეს. თუ
მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარ
მოდგენას თავისი ინიციატივით და სასამართლოს დახმარებაც ამ მხრივ ვერ გამოიღებს
შედეგს, მაშინ საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა
ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, პროცესის თითოეული მონაწილე
ამტკიცებს იმას, რასაც ის მიუთითებს, რასაც ის რდნობა. მოსარჩელე მიუთითებს სარჩელის
საფუძვლის ფაქტებს, მოპასუხე — სარჩელის წინააღმდეგ წამოყენებული შესაგებლის
ფაქტებს, სსსკ-ის 102-ე მუხლში განმტკიცებული ეს დებულება, სამართლებრივი აქსიომაა.

სასამართლო უშუალოდ ერთჯება მტკიცების პროცესში შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ


დანიშნავს ექსპერტიზას; 3) თუ დავალებას მისცემს სხვა სასამართლოებს მტკიცებულებათა
შეგროვების შესახებ; გ) თუ გაშოითხოეს წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით; დ) თუ გასცემს იმ პირზე.ვინც შუამდგომლობს ამა
თუ იმ მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ, მოთხოვნას (მიმართვას), რათა
შუამდგომლობის აღმძვრელს მიეცეს შტrცებ– ულებათა მიღების და სასამართლოში
წარდგენის უფლება. მტკიცების ვალდებულების (ტვირთის) განაწილებისა და
მტკიცებულებათა წარმოდ გენის ზოგად წესს არსებითად ცვლის მტკიცებულებითი
პრეზუმფციები, კანონით გათ ეალისწინებულ ცალკეულ შემთხვევაში, მტკიცების
ვალდებულება. ტეირთი ნაწილდება სწორედ მტკიცებულებითი პრეზუმფიის შესაბამისად,
პრეზუმფცია წარმოადგენს ისეთ ლოგიკურ ხერხს (არასრული ინდუქცია). რომლის დროსაც.
დადგენილი, დამტკიცებული ფაქტებიდან გამომდინარე კეთდება ვარაუდი (დასკვნა) სხვა
გარემოების (ფაქტის) არ სებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებითი პრეზუმფციის
დროს. დადგენილი (ღამტკიცებული) ფაქტებიდან გამომდინარე,ივარაუდება (ეასკვნით) სხვა
ფაქტების არსე ბობა. ამიტომ ამ ფაქტების (რომელთა არსებობაც ივარაუდება) დამტკიცება
აღარ ხდება. პრეზუმფციები მრავალრიცხოვანი და სხვადასხვაგვარია. მათგან ნაწილი
განმტკიცებუ ლია კანონით (ლეგალური პრეზუმფციები). ნორმატიულ აქტებში არშესულ
პრეზუმფციებს (ფაქტობრივ პრეზუმფციებს, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეთ მნიშვნელობა
სამოქალაქო იურისდიქციაში, იმის გამო,რომ ამგვარი პრეზუმფციები მოსამართლეთა
მართლშეგნების ელემენტებია, სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელია
მტკიცებულებითი პრეზუმფციები, მათი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქმის მონაწილე
პირმა, რომელიც ემყარება (მიუთითებს) რა რომელიღაც პრეზუმფცირებულ ფაქტს
(პრეზუმფციის მეშვეობით დადგენილი ფაქტი).არ უნდა დაამტკიცოს იგი, ხოლო
იურიდიულად დაინტერესებულ სხვა პირებს უფლება აქეთ ეს ფაქტი უარყონ. ამითი
თითქოსდა მტკიცების ტვირთის (onus probandi) გადანაწილება ხდება. მტკიცებულებითი
პრეზუმფციები არცთუ ისე ბევრია. ყველა ასეთი პრეზუმფცია განმტკიცებულია
მატერიალურ-სამართლებრივ კანონებში (სამოქალაქო კოდექსში და სხვ.).

ყველაზე უფრო ხშირად სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა განხილვის დროს გეზ ედება
შემდეგი სახის პრეზუმფციები: 1) ზიანის მიმყენებლის ბრალის პრეზუმცია. ზიანის
ანაზღაურების თაობაზე წამოჭრილი დავების განხილვის დროს მოსარჩელე თუმცა
მიუთითებს მოპასუხის (ზიანის მიმყენებე ლის) ბრალზე, არ არის აღებული დაამტკიცოს,
რომ ზიანის მიყენებაში ბრალი მოპასუხეს (ზიანის მიმყენებელს) მიუძღვის, როგორც ეს უნდა
მოეხდინა მტკიცების ზოგადი წესიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში მტკიცების კერძო
(სპეციალური) წესი ცელის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს: თვითონ ზიანის
მიმყენებელია ვალდებული დაამტ კოცოს, რომ ზიანი არ არის მიყენებული მისი ბრალით,
რომ არ მიუძღვის ამაში ბრალი. ზიანის მიმყენებლის ბრალი ივარაუდებს მატერიალური
სამართლის ნორმით დადგენილი წესის საფუძველზე. ზიანის მიმყენებლის ბრალის
პრეზუმფცია ვრცელდება ყველა იმ ვალდებულებაზე, რომლებიც წარმოშობილია ზიანის
მიყენების ფაქტის საფუძველზე. 2) მოვალის ბრალის პრეზუმფცია, რომელმაც არ შეასრულა
ალდებულება ან იგი არასათანადოდ (არაჯეროვნად შეასრულა. ამ შემთხვევაში ბრალის
არარსებობა უნდა დაამტკიცოს იმან, ვინც დაარღვია უალდებულება, მოქმედი სამართლის
მიხედვით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს პასუხისმგებლობა 281 შეიძლება დაეკისროთ
მხოლოდ იმ პირობით, თუ სახეზეა მათი ბრალი, ვალდებულების შეუსრულებლობის ანდა
არაჯეროვანი შესრულების დროს მოვალე ივარაუდება ბრალეულ პირად და მას უფლება აქვს
უარყოს ნავარაუდევი ბრალი.

3) ფიზიკური პირის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია. ივარაუდება, რომ ყოველ ადა მიანი


კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არსებობს მანამდე, სანამ
დადგენილი წესით დამაჯერებლად (უტყუარად) არ დამტკიცდება ის ფაქტები, რომლე ბიც
უარყოფითად ახასიათებენ ფიზიკურ პირს. კეთილსინდისიერების პრეზუმფციიდან
გამომდინარე, იმ ინფორმაციის სისწორისა და უტყუარობის დამტკიცების ღალდებულება,
რომელიც შეეხება ფიზიკური პირის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას,ეკისრება
მოპასუხეს, ანუ იმ პირებს, რომელთაც გაავრცელეს ეს ინფორმაცია (სახელის გამტეხი
ცნობების გამავრცელებლის ბრალის პრეზუმფცია). მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მ ოლოდ
მისი პირადი არაქონებრივი უფლებების ხელმყოფი ცნობების გავრცელების ფაქტი (ანუ
მხოლოდ ის რომ, ადგილი ჰქონდა მისი პირადი უფლებების შელახვას). 4) საკუთრების
პრეზუმფცია ივარაუდება, რომ მოძრავი ნივთის მფლობელი და მო სარგებლე მისი
მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. ეი. სანამ დადგენილი წესით
უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი. 5 თავის საცხოვრებელ ადგილას ხანგრძლედ
არმყოფი ფიზიკური პირის გარდაცვა ლების პრეზუმფცია, თუ ადამიანი თავის საცხოვრებელ
ადგილას არ იმყოფება კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტხანს და არ არსებობს ცნობები ამ
ადამიანის შესახებ, მაშინ სასამართლო მოცემული პრეზუმფციის საფუძველზე და უდავო
წარმოების წესით ამ პირს გარდაცვლილად ცნობს. 6) მამობის პრეზუმფცია, რეგისტრირებულ
ქორწინებაში მყოფი მშობლებისაგან დაბადე ბული ბაეშვის დედის მეუღლე (ქმარი)
ივარაუდება ამ ბავშვის მამად. ქმარს უფლება აქეს საღაო გახადოს მამობა სასამართლო წესით.
7) კანონის ცოდნის პრეზუმფცია, სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლით,კანონის არცოდნა ან
მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. კან ონის
ცოდნის პრეზუმფცია ყველასა და თითოეულზე ვრცელდება და არ შეიძლება პირი
უთითებდეს კანონის არცოდნაზე ან მის არასათანადო გაგებაზე კანონის უცოდინრობის
გამო(სუსგ 2005 6. N13 Usamjum Jemugln. 33. 115). sagbg, sg6s n არ არის. ამასთან, ჩვენი აზრით,
სასამართლო პრაქტიკა ამ წესს შეცდომად მიიჩნევს რ ეზუმფციად. კანონის ცოდნის
პრეზუმფციაზე კი არ უნდა იყოს საუბარი,არამედ კანონის ცოდნის აქციაზე, ვინაიდან
პრეზუმფცია გაქარწყლებადია და შეიძლება პირმა თავი იმართლოს არ ვიცოდი კანონი და
დაამტკიცოს კიდეც ეს.
სასამართლო პრაქტიკა ცნობილია სხე მტკიცებულებითი რეზუსიებიც. მაგ : საცალო
დოკუმენტის არსებობა (ხელთჭონა) მოვალესთან ადასტურებს ვალდებულების შეწყვეტას,
სანამ სხვა რამ არ დამტკიცდება. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უკლებლივ
ყველა მტკიცებულებითი პრეზუმფცია შეიძლება უარყოფილ გაქარწყლებულ) იქნეს.
პრეზუმფცია საერთოდ როდი ათავისუფლებს სუბიექტს მტკიცების მოვალეობისაგან, არამედ
განსაკუთრებული წესით გადაანაწილებს ამ მოვალეობებს,აკისრებს რა მოპასუხეს ზოგიერთი
ფაქტის დამტკიცების მოვალეობას. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ არსე ბობს
პრეზუმფციის გამოყენებისათვის აუცილებელი პირობები. მაგალითად,დაზარალებულმა
უნდა დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად მიყენებული აქვს მატერიალური ზიანი (ზარალი) და
რომ ეს ზარალი მოპასუხის მოქმედების შედეგია. ამ მომენტიდან ამოქმედებას იწყებს
მოსუხის ბრალეულობის პრეზუმცია და სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ ზიანი მისი 282
ბრალით არ არის მიყენებული. პრეზუმფციას, პირველ ყოვლისა, საპროცესო მნიშვნელობა
აქვს, რამეთუ იგი გადაანაწილებს მტკიცების ვალდებულებებს, მაგრამ ცალკეულ შემთხ
ჯეებში, პრეზუმფციის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მატერიალურ-სამართლებრივი
შედეგები. თუ ზიანის მიმყენებელი (მოპასუხე ვერ შეძლებს დაამტკიცოს ბრალის არარსებობა
თავის მოქმედებებში, სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს სარჩელი, თუმცა სასამართლოს
შეიძლება არც ჰქონდეს ზიანის მიმყენებლის (მოჰlუხის) ბრალეულობის დამადასტურებელი
პირდაპირი მტკიცებულებები, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედება
კანონისმიერი პრეზუმფცია. კანონით გათვალისწინებული პრეზუმ ფცია შეიძლება სადავო
გახდეს. ყველა დაინტერესებულ პირს აქეს უფლება სადავო გახადოს კანონის დებულების
გამოყენება მოცემულ შემთხვევაში და დაამტკიცოს მისი გამოყენების ლაუსაბუთებლობა,

დაბოლოს, პრეზუმფციების მნიშვნელობა სამოქალაქო პროცესში იმაში მდგომარეობს, რომ


პრეზუმფციები: 1) არა მხოლოდ ცელის მტკიცების ვალდებულების განაწილების ზოგად
წესებს, არ ამედ ამარტივებს მტკიცების პროცესსაც (მოპასუხისათვის უფრო
ადვილია,დაამტკიცოს თავისი არაბრალეულობა, ვიდრე მოსარჩელისათვის – დაასაბუთოს
სხვა პირის ბრალი); 2) ზნეობრივი საწყისი შეაქვთ სასამართლო შემეცნებაში (მამობის
პრეზუმფცია, სა კუთრების პრეზუმფცია და სხვ.); 3) საპროცესო შეღავათს ანიჭებენ
სუბიექტებს სოციალურად ყველაზე უფრო მნიშ ვნელოვანი უფლებებისა და ინტერესების
დასაცავად.

You might also like