You are on page 1of 1

$12.

ფაქტების კონსტატაციის წყაროები სსსკ-ის 102-ე მუხლში მტკიცებულების ერთ ერთ


ახალ სახედ დამატებულია უაქტების კონსტატაციის მასალები (კონსტატაცია' - gos.
Constatation, sn. Constat-0 ბილია, რაიმეს არსებობის ნამდვილობის მტკიცებულება, ცნობა
ზუსტად დაშტrცებული, ჭველი ფაქტის ან შოლენის მესახებ). როგორც ცვლილებათა
კანონპროექტზე დართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მილების
მიზეზია სასამართლოთა სისტემისათვის ახალი ფუნქციის – ფაქტების კონსტატაციის
განხორციელების უფლების მინიჭება, კანონპროექტის მიზანია აღსრულების ეროვნული
ბიუროს მიერ ახალი ფუნქცოს – ფაქტების კონსტატაციის განხორციელება და ამ
ფუნქციასთან დაკაეშირებული საკითხების სამართლებრივი რეგულაცია, ცვლილებათა
ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონს დაემატა თავი XVII, რომელშიც დარეგულირებულია აღსრულების
ეროვნული ბიუროს მიერ ფაქტების კონსტატაციის პროცედურები. აღსრულების ეროვნული
ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას დაინტერე სხებული მხარის მიმართვის
სასამართლო დავალების საფუძველზე. კერძოდ, სსსკ-ის 122-ე მუხლის თანახმად, ფაქტების
კონსტატაციის მიზნით ადგილზე დათვალიერების ჩატარება სასამართლომ შეიძლება
დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტების
შესახებ მტკიცებულებების აღმოჩენას და დამაგრებას კანონით დადგენილი წესით. ფაქტების
კონსტატაცია გამოიყენება ისეთ გარემოებებთან მიმართებაში, რომლის აღქმა და აღწერა
შესაძლებელია დაინტერესებულ მხარეს, რომლის მიმართვის საფუძველზე აღსრულების
ერონული ბიური ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას, შეიძლება წარმოადგენდეს
ფიზიკური და იურიდიული პირი. პირთა გაერთიანება. ან აღშინისტრაციული ორგანო.
ფაქტების კონსტატაციის ხელისშემშლელ გარემოებებს წარმოადგენს ისეთი გარემოუ
ბები,რომელთა არსებობის შემთხვევაში შეუძლებელია მოხდეს მტკიცებულების აღმოჩენა
ან/და დამაგრება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია სპეციალური
თანხმობის გარეშე განახორციელოს ფაქტების კონსტატაცია სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ან/და კანონიერ
მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე. ასევე კერძო საკუთრებაში ან/და კანონიერ
მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს საჯარო მოხმარების
ობიექტს. ფაქტების კონ სტატაცია დასაშვებია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

მტკიცებულებების დამაგრება წარმოებს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომად გენლის


მიერ შედგენილ ფაქტის კონსტატაციის ოქმში. გარემოებების ზუსტად ასახვის
უბრუნეელსაყოფად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ტექნიკური მოწყობილობები,
ხოლო მიღებული მასალა დაერთვის ოქმს. ფაქტების კონსტატაცია წარმოადგენს
აღსრულების ეროვნული ბიუროს ანაზღაურებად საქმიანობას, აღსრულების ეროვნული
ბიურო დაინტერესებული მხარის ან სასამართლოს თხოვნით უზრუნველყოფს მიღებული
მტკიცებულებების შენახვას. ფაქტების კონსტატა ციის საფასურის ოდენობა და გადახდის
პირობები, ასევე მტკიცებულებების შენახვის ვადა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანებით

You might also like