You are on page 1of 18

ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

სამართლებრივი ბუნება
ჰიპოთეზა:

სამართლის ნორმა: სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის


თანახმად: „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის
საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი
ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს;“

ამ განმარტებიდან გამომდინარე ნორმატიული აქტი შედგება შემდეგი 3


ელემენტისგან:

 უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო


 საკანონმდებლო აქტის საფუძველზე
 ქცევის ზოგადი წესი

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო


ჰიპოთეზა : შესაძლოა ------------ წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ ორგანოს.

სამართლის ნორმა : ს.ზ.ა.კ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
„ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და
რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;“

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის უფლებამოსილი


ორგანო განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის
გამოცემის უფლებამოსილებით.

სუბსუმცია:

დასკვნა:      შესაბამისად ---------------------    არის ადმინისტაციული ორგანო, როგორც


ს.ზ.ა.კ.-ის მეორე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ორგანიზაციული და
ფუნქციონალური გაგებით.

საკანონმდებლო აქტის საფუძველზე


ჰიპოთეზა:
სამართლის ნორმა:

სუბსუმცია:

დასკვნა:

ქცევის ზოგადი წესი

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადგენს ქცევის ზოგად წესს,


რომელიც გამიზნულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელად მრავალი
ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისათვის. ანუ
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიმართულია პირთა
განუსაზღვრელი წრისკენ და აქვს მრავალჯერადი გამოყენების საფუძველი, და
ადგენს მრავალჯერად მუდმივ ან დროებით ქცევის ზოგად წესს.

კანონიერება

კანონიერების დადგენის ეტაპზე ვამოწმებთ ნორმატიული ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტის

 ფორმალურ კანონიერებას
 მატერიალურ კანონიერებას

ფორმალური კანონიერება

ფორმალური კანონიერების კრიტერიუმებია:

უფლებამოსილება
წარმოების სახე
ფორმა
გამოქვეყნება
რეგისტრაცია

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

უფლებამოსილება
მ.5 ნ.3
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს უფლებამოსილი
ადმინისტრაციული ორგანო. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო
განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც საფუძვლად უდევს კონკრეტულ ნორმატიულ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

წარმოების სახე
ნორმატიულ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი გამოიცემა მარტივი
ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების გზით.

ფორმა
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობითი
ფორმით. უნდა აკმაყოფილებდეს სზაკ-ის 52 და 53-ე მუხლის მოთხოვნებს.

გამოქვეყნება
ნორმატიული აქტის ოფიციალური გაცნობის სახეა მისი საჯაროდ გამოქვეყნება, ის
უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. ეს მისი ძალაში შესვლის
აუცილებელი წინაპირობაა.

რეგისტრაცია
ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 54-ე მუხლი.

მატერიალური კანონიერება
მატერიალური კანონიერების ეტაპზე ვამოწმებთ შემდეგ ორ კრიტერიუმს:

საკანონმდებლო საფუძველთან შესაბამისობა


კონსტიტუციასთან და სხვა აქტებთან შესაბამისობა
ადმინისტრაციული საჩივარი
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს
ვალდებულებას, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.

ადმინისტრაციული წარმოება

ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით


გულისხმობს მმართველობითი ღონისძიების კანონიერების შემოწმებას.

საჩივრის დასაშვებობა
 საჩივრის საგანი უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
კანონიერების შემოწმება.

 საჩივრის წარდგენის უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს. (სზაკ-ის 177-ე


მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით: „დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს
გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“

 ადმინისტრაციული საჩივარი წაარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან ან ოფიციალური გაცნობიდან ერთი
თვის ვადაში. (სზაკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილი: „ადმინისტრაციული
საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში,
თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“

საჩივრის დასაბუთებულობა
ამ ეტაპზე უნდა შემოწმდეს საჩივრის ფორმალური და მატერიალური კანონიერება

ფორმალური კანონიერება (ინდაქტის კანონიერებას ვამოწმებთ)


უფლებამოსილება

მმართველობითი ღონისძიება უნდა განხორციელოს საგნობრივად და


ტერიტორიულად უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
საგნობრივი უფლებამოსილება უკავშირდება მოწესრიგების საგანს(ობიექტს),
ანუ იმას, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი,
მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ტერიტორიული
უფლებამოსილება გულისხმობს საგნობრივად უფლებამოსილი ორგანოს
სამოქმედო ტერიტორიას.

ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე.


რა არის ადმინისტრაციული წარმოება? საქმიანობა, რომელიც მიმართულია
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და
აღსრულებისკენ.

დამკვიდრებული პრინციპის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო


ვალდებულია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (სზაკ-
ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა
სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული
ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს
მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით“)

ფორმა

მ.51

დასაბუთება

არ საჭიროებს დასაბუთებას მ.53 ნ.7

გასაჩივრების ვადა და უფლება

სზაკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

მატერიალური კანონიერება
საჩივრის ფარგლებში მატერიალური კანონიერების შემოწმების ფარგლებს ქმნის
მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლები.

სამართლებრივი ფორმა
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი

ჰიპოთეზა:          --------            წარმოადგენდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-


სამართლებრივ აქტს (შემდგომში ინდ. აქტი)

სამართლის ნორმა :    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის (შემდგომში


ს.ზ.ა.კ.-ის ) მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით: „ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა
შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე
განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს
სამართლებრივი შედეგები;“

ამ განმარტებიდან გამომდინარე ინდ. აქტი შედგება შემდეგი 4 ელემენტისგან :


 ადმინისტრაციული ორგანო
 ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე
 ინდივიდუალური ხასიათი ( შესაბამისად ინდივიდუალურად განსაზღვრული
სამართლებრივი წრე და კონკრეტული შემთხვევა)
 მოწესრიგება - სამართლებრივი შედეგის არსებობა.

მსჯელობა დავიწყოთ ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ

ადმინისტრაციული ორგანო

ჰიპოთეზა : შესაძლოა ------------ წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ ორგანოს.

სამართლის ნორმა : ს.ზ.ა.კ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
„ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და
რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;“

სუბსუმცია:
დასკვნა:      შესაბამისად ---------------------    არის ადმინისტაციული ორგანო, როგორც
ს.ზ.ა.კ.-ის მეორე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ორგანიზაციული და
ფუნქციონალური გაგებით.

ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე


ჰიპოთეზა: შესაძლოა ------------------ გამოიცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის
საფუძველზე.

სამართლის ნორმა: (რომელ კანონმდებლობაზე დაყრდნობით მიიღო აღნიშნული


გადაწყვეტილება)

სუბსუმცია:

დასკვნა:

ინდივიდუალური ხასიათი.
ჰიპოთეზა:    შესაძლებელია ----------------- იყოს ინდივიდუალური შინაარსის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სამართლის ნორმა : ს.ზ.ა.კ.-ის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად:
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს
პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

გამომდინარე აქედან ინდაქტი სახეზეა მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს


განხორციელებული ქმედება მიმართულია ინდივიდუალურად განსაზღვრული
სამართლებრიცი წრისა და კონკრეტული შემთხვევისადმი, შესაბამისად გადაწყვეტილების
მიღების დროს თვალსაჩინო უნდა იყოს ვისკენაა ის მიმართული, განსაზღვრული პირთაწრე
შეიძლება იყოს, ინდივიდუალურად განსაზღვრული (იდენტიფიცირება შესაძლებელია
სახელისა და გვარის საშუალებით) ან გენერალურად განსაზღვრული (გარკვეული ნიშნის
საშუალებით იდენტიფიცირებადი), ხოლო შემთვევა შეიძლება იყოს კონკრეტული
ერთჯერადი, და აბსტრაქტული.

სუბსუმცია:

დასკვნა: შესაბამისად ------------------ გამოცემული ინდაქტი ატარებს ინდივიდუალურ


ხასიათს.
მოწესრიგება - სამართლებრივი შედეგის არსებობა.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ------------------აქვს მომწესრიგებელი ფუნქცია.

სამართლის ნორმა: ს.ზ.ა.კ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს,
წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და
მოვალეობებს.

სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობა, რომ ინდაქტის გამოცემით


განხორციელებული ქმედება, იქითკენ არის მიმართული, რომ ცალმხრივად და
შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალო სამართლებრივი შედეგი წარმოშვას.
მოწესრიგება არის ინდაქტის ცნების ერთ–ერთი აუცილებელი შემადგენელი ელემენტი.
მმართველობით ღონისძიებას მაშინ აქვს მომწესრიგებელი ბუნება, როდესაც ის ახდენს მისი
ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენას, მისი უფლებებისა და
მოვალეობების განსაზღვრას.

სუბსუმცია:

დასკვნა : ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ --------------


აქვს მომწესრიგებელი ფუნქცია, -------------მიმართ.

ვინაიდან და რადგანაც სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი


აქტის ოთხივე ელემენტი უნდა დავასკვნათ, რომ ----------------------    არის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ინდაქტის დასაშვებობდა და კანონიერება

დასაშვებობა
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმის დასაშვებობა ნიშნავს იმას, რომ
კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს საქმიანობის
ზუსტად იმ ფორმით, რომელი ფორმით ადმ. ორგანოს მონაწილეობაც გათვალისწინებულია
საქართველოს კანონმდებლობით.

სუბსუმცია:

დასკვნა: ვინაიდან კაზუსში არ არის რაიმე საპირისპირო ინფორმაცია, უნდა დავასკვნათ,


რომ დასაშვებია, --------------------------, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მიღების გზით.
კანონიერება

ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების ორი


კრიტერიუმი არსებობს :

 ფორმალური კანონიერება
 მატერიალური კანონიერება

ფორმალური კანონიერება

ჰიპოთეზა: შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი


ფორმალური თვალსაზრისით იყოს უკანონო.

სამართლის ნორმა: ფორმალური კანონიერების დროს მოწმდება რამდენად იქნა დაცული


ინდაქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების პროცესთან დაკავშირებული
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების


დასადგენად, საჭიროა შემოწმდეს მისი კრიტერიუმები:

ა. უფლებამოსილება

ბ. წარმოების სათანადო სახე

გ. ფორმა

დ. დასაბუთება

ე. გასაჩივრების ვადა და უფლება

უფლებამოსილება
მუხლი 5.3

ჰიპოთეზა: შესაძლოა ---------------------- იყოს ტერიტორიულად და საგნობრივად


უფლებამოსილი ორგანო.

საგნობრივი უფლებამოსილება გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო


უფლებამოსილი უნდა იყოს, მოაწესრიგოს ის სამართლებრივი ურთიერთობა,
რომელთან დაკავშირებითაც მიიღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი, ხოლო    ტერიტორიული უფლებამოსილება ნიშნავს, ადმინისტრაციულმა ორგანომ
გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე.

საგნობრივი უფლებამოსილება უკავშირდება მოწესრიგების საგანს (ობიექტს).

ტერიტორიული უფლებამოსილების ქვეშ მოიაზრება საგნობრივად უფლებამოსილი


ადმინისტრაციული ორგანოს სამოქმედო ტერიტორია.

სამართლის ნორმა:

სუბსუმცია:

დასკვნა:

წარმოების სათანადო სახე:


მუხლი 72

ჰიპოთეზა: შესაძლოა ------------------------ მიღებულია წარმოების სათანადო სახის


დარღვევით.

სამართლის ნორმა:    (აქ ყველა ის ნორმა რომელიც დაღვეულია)

სუბსუმცია:

დასკვნა:

ფორმა
მუხლი 51

ჰიპოთეზა: შესაძლებელია ------------------ მიღებულია, გამოცემულია წერილობითი


ფორმით.

სამართლის ნორმა: სზაკ–ის 51–ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –


სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს წერილობითი ან ზეპირი ფორმით.

სუბსუმცია: ვინაიდან სზაკ-ის 51-ე მუხლი ადგენს აქტის გამოცემის წერილობით ფორმას.
კაზუსის შინაარსიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა
არ დგას.

დასკვნა : ამდენად, ----------------------- გამოცემულია წერილობითი ფორმით.

დასაბუთება
მუხლი 53.7 რა შემთხვევაში არ საჭიროებს

ჰიპოთეზა : შესაძლებელია -------------------შეიცავს დასაბუთებას.


სამართლის ნორმა: ინდაქტის დასაბუთების საკითხს აწესრიგებს ს.ზ.ა.კ. – ის 53-ე მუხლის
პირველი ნაწილი: „წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.“

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების


განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას. ყოველი
წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში მოცემული უნდა
იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა
ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი.

სუბსუმცია:

დასკვნა: ------------------ შეიცავს დასაბუთებას.

გასაჩივრების ვადა და უფლება

ვინაიდან კაზუსში არ არის რაიმე საპირისპირო ინფორმაცია, უნდა დავასკვნათ, რომ


ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიცვა ს.ზ.ა.კ.-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული, გასაჩივრების წესის მითითების ვალდებულება.

მატერიალური კანონიერება

სჰიპოთეზა: შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდაქტი


ეწინააღმდეგებოდეს მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებს.

მატერიალური კანონიერების დროს მოწმდება რამდენად შეესაბამება ინდ. ადმ.-


სამართლებრივი აქტი, შინაარსობრივი თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობას.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების


დასადგენად, საჭიროა შემოწმდეს მისი კრიტერიუმები:

ა. შესაბამისობა მოქმედ კანონებთან (უფლებამოსილების ნორმასთან) და სამართლის


პრინციპებთან

ბ. შესაბამისობა უფლებამოსილების სამართლებრივ საფუძველთან (იერარქიულად ზემდგომ


ნორმებთან) ვამოწმებთ დასაბუთებულობას

გ. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომმიერება

დ. თანაზომიერების პრინციპი

ე. კონკრეტულობის პრინციპი (მიმართულია თუ არა კანონი კონკრეტიზაციისკენ.)


შესაბამისობა მოქმედ კანონებთან (უფლებამოსილების ნორმასთან) და სამართლის
პრინციპებთან

ჰიპოთეზა: შესაძლოა ------------------ მიღებული იყოს მატერიალური კანონიერების


დარღვევით.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან, გამომდინარე ვფიქრობ სამართლიანად შეიძლება


დავასკვნათ, რომ -------------------- გამოცემული ინდაქტი ეწინააღმდეგება მოქმედ
კანონმდებლობას და სამართლებრივ პრინციპებს, რადგან მისი ფორმალური კანონიერება
დარღვეულია, შესბამისად დარღვეულია მატერიალური კანონიერების ეს ნაწილი, რადგან
მოცემული ინდაქტი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

შესაბამისობა უფლებამოსილების სამართლებრივ საფუძველთან (იერარქიულად


ზემდგომ ნორმებთან)

ჰიპოთეზა: შესაძლოა დარღვეული იყოს ზემდგომ ნორმებთან შესაბამისობა.

სამართლის ნორმა: ამ ეტაპზე ვამოწმებთ რამდენად შეესაბამება უფლებამოსილების


მიმნიჭებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა იერარქიულად ზემდგომ ნორმებს.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქ.-ს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით უმაღლესი
იერარქიის კანონი საქართველოს კონსტიტუციაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-18
მუხლის მიხედვით: „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან
დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.“   

სუბსუმცია:

დასკვნა: დარღვეულია ზემდგომ ნორმებთან შესაბამისობა.

დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომმიერება

ჰიპოთეზა: შესაძლოა არ არსებობდეს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების


წინაპირობები.

ს.ზ.ა.კ- ის მე – 2 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს


ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას რამოდენიმე კანონიერი
გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაყვეტილება. სპეციალური კანონის
საფუძველზე ვფიქრობ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები ნულამდეა
დაყვანილი, რადგან თუ -----------------------მაშინ , ადმინისტრაციულ ორგანოს არ რჩებოდა
სხვა გზა, თუა არა დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა.
დასკვნა: სახეზე არაა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება.

თანაზომიერების პრინციპი

თუ სახეზე გვექნებოდა დისკრეციული უფლების განხორციელება, მაშინ უნდა გვემსჯელა


თანაზომიერების პრინციპზე, თუმცა ეს უკანასკნელი სახეზე არ გვაქვს.

კონკრეტულობის პრინციპი

ვინაიდან კაზუსში არ იკვეთება, სხვა სახის ინფორმაცია უნდა ვივარაუდოთ, რომ დაცულია
კონკრეტულობის პრინციპი, და გადაწყვეტილების (უარის) შინაარსი იმდენად ნათლად არის
ჩამოყალიბებული, რომ განჭვრეტადია ის სამართლებრივი შედეგი რასაც ის მის ადრესატს
მოუტანს.

საბოლოო დასკვნა :

ადმინისტრაციული ხელშეკრულება
ჰიპოთეზა: შესაძლოა იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება

სამართლის ნორმა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე – 2


მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, "ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების
მიზნით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ
ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

შესაბამისად მოცემული ნორმიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ


ხელშეკრულებას ახასიათებს შემდეგი ელემენტები:

 ადმინისტრაციული ორგანო
 საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი
 ორმხრივი ნების გამოვლენა

ადმინისტრაციული ორგანო

ჰიპოთეზა: შესაძლოა ---------------- წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ ორგანოს.

სამართლის ნორმა : ს.ზ.ა.კ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
„ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და
რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;“

სუბსუმცია:

დასკვნა:

საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი

იმავდროულად    ხელშეკრულება დადებული უნდა იყოს საჯარო-სამართლებრივი


უფლებამოსილების    განსახორციელებლად. ამდენად, მნიშვნელოვანია, თუ
რამდენად ემსახურება აღნიშნული ხელშეკრულება საჯარო-სამართლებრივი
უფლებამოსილების განხორციელების მიზანს.

ჰიპოთეზა: შესაძლოა ადმინისტრაციულ ორგანოსა და ინდ.მეწარმეს შორის


დადებული ხელშეკრულება იყოს საჯარო-სამართლებრივი შინაარსის მატარებელი.

სამართლის ნორმა: საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილება არის


კანონმდებლობის საფუძველზე შესაბამისი ორგანოს ან პირის მიერ
განსახორციელებელი უფლებამოსილება, რომელიც მიზნად ისახავს
მმართველობითი ფუნქციის შესრულებას.

ადმინისტრაციული ორგანო იყენებს საქმიანობის როგორც საჯარო, ისე კერძო


სამართლებრივ ფორმებს და ასევე შესაძლებელია ორ ადმინისტრაციულ ორგანოს
შორის დაიდოს სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, აშკარაა,
რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული სადავო ხელშეკრულების
სამართლებრივი ბუნების განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს,
როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების
განხორციელების მიზანი, ისე სამართალებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც
სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი. ანუ სადავო ხელშეკრულების მიზანი,
შინაარსი და მოთხოვნები უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესებს.

ხელშეკრულების მიზნის დაკონკრეტება გამომდინარეობს თავად მისი შინაარსიდან.


გადამწყვეტი არის, დადგინდეს, ფაქტობრივი გარემოებების, განსაკუთრებით კი,
სახელშეკრულებო ვადებულებებისა    და აღიარებული მოთხოვნების
სამართლებრივი ბუნება. (განსაკუთრებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე
უფლება-მოვალეობებისა.)

სუბსუმცია:

დასკვნა: ამდენად სახეზეა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების


განხორციელების მიზანი შესაბამისად სადაო ხელშეკრლების ადმინისტრაციულ
ხელშეკრულებად აღიარებისთვის უნდა დავადგინოთ უკანასკნელი კრიტერიუმიც.

ორმხვრივი ნება

როდესაც საუბარია ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ


ხელშეკრულების შინაარსი ჰორიზონტალურია და იგი დადებულია
მოლაპარაკებების შედეგად, ანუ ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის შედეგად.

სუბსუმცია:

დასკვნა:

საბოლოო დასკვნა:

ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების საკითხი

ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების შემოწმების სამი კრიტერიუმი


არსებობს.
 დასაშვებობა
 ფორმალური კანონიერება
 მატერიალური კანონიერება.

დასაშვებობა

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმის დასაშვებობა ნიშნავს იმას, რომ


კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს საქმიანობის
ზუსტად იმ ფორმით, რომელი ფორმით ადმ. ორგანოს მონაწილეობაც გათვალისწინებულია
საქართველოს კანონმდებლობით.

სუბსუმცია:

დასკვნა:

ფორმალური კანონიერება
ჰიპოთეზა: შესაძლებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულება ფორმალური
თვალსაზრისით იყოს უკანონო.

სამართლის ნორმა: ფორმალური კანონიერების დროს მოწმდება რამდენად იქნა დაცული


ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, გამოცემისა და აღსრულების პროცესთან
დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმალური კანონიერების დასადგენად, საჭიროა


შემოწმდეს მისი კრიტერიუმები:

 ორმხრივი ნება ( ოფერტი და აქცეპტი)


 წერილობითი ფორმა
 მესამე პირის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ორმხრივი ნება
ჰიპოთეზა:

ადმინისტრაციული ხელშეკურლება იდება ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის


შედეგად. ხელშეკურლების ერთი მხარის მიერ გაკეთებული შეთავაზება (ოფერტი) და მეორე
მხარის მიერ გამოხატული თანხმობა (აქცეპტი) წარმოადგენს ადმინისტრაციული
ხელშეკრულების დადების აუცილებელ და შეუცვლელ წინაპირობას.

სუბსუმცია:

დასკვნა:
ფორმა
ჰიპოთეზა:

სამართლის ნორმა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლის


მიხედვით: „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება
შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით.“

ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოს წერილობითი ფორმით, თ


სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონით დადგენილი ფორმის დაუცველობა შეიძლება გახდეს
ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.

სუბსუმცია:

დასკვნა:

მესამე პირის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა:

ჰიპოთეზა:

სამართლის ნორმა: სზაკ-ის 68-ე მუხლის მიხედვით: „ადმინისტრაციული ხელშეკრულება,


რომელიც დაიდო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაცვლად, ძალაში შედის იმ
ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის
შესაბამისად აუცილებელია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოსაცემად.“

ასევე სზაკ-ის 67-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „ადმინისტრაციული ხელშეკრულება,


რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში
შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის
შემდეგ.“

ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებას აკისრებს რაიმე


ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი
თანხმობის წარდგენის შემთვევაში.

სუბსუმცია:

დასკვნა:

მატერიალური კანონიერება
ჰიპოთეზა:

ადმინისტრაციული ხელშეკრულების მატერიალური კანონიერების შესამოწმებლად უნდა


შევამოწმოთ შემდეგი კრიტერიუმები:

 საქართველოს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობა


 სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა

You might also like