You are on page 1of 4

თავი I წარმოების სახე და სამართლებრივი საფუძვლები

ადმინისტრაციული საჩივარი არის უფლების დაცვის


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საშუალება.
ადმინისტრაციული სამართალი განსაზღვრავს უფლების
დაცვის ორ საშუალებას- საჩივარი და სარჩელი. ორივე
სამართლებრივი საშუალება ემსახურება მმართველობითი
ღონისძიების კანონიერების შემოწმებას, რაც შესაძლებელია
განხორციელდეს მხოლოდ მმართველობითი ღონისძიების
ადრესატის ან მესამე პირის ინიციატივით.
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენაზე
უფლებამოსილი სუბიექტი
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლება აქვს
დაინტერესებულ მხარეს. დაინტერესებული მხარე არის
ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი,
ადმინისტრაციული ორგანო, რომელთა დაკავშირებითაც
გამოცემულია ან უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს
ქმედება.
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო
საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების
აუცილებელი წინაპირობაა, რომ ის განიხილოს
უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. საჩივარი
შეიტანება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუ
იქ არსებობს მისი გამომცემი თანამდებობის პირი ან
სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის
პირი.
არაუფლებამოსილ ადმინისტარციულ ორგანოში საჩივრის
წარდგენის შემთხვევაში ის უგზავნის საჩივარს
უფლებამოსილ ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს
განმცხადებელს.

საჩივრის წარდგენის სამართლებრივი შედეგები


ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა იწვევს
გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას. სზაკ-ის 184-ე
მუხლი ადგენს საჩივრის სუსპენსიურ ეფექტს, რაც
გულისხმობს გასაჩივრებული აქტის მოქმედების ავტომატურ
შეჩერებას და ეს არ არის დამოკიდებული ადმინისტრაციული
ორგანოს გადაწყვეტილებაზე.
წარმოების მიმდინარეობა
ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან
დაკავშირებით გულისხმობს მმართველობითი ღონისძიების
კანონიერების შემოწმებად, რაც ხორციელდება ქვემოთ
მოცემული საფეხურების გავლით.
საჩივრის დასაშვებობა
ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის წარდგენით იწყება
ადმინისტრაციული წარმოება. პირველ ეტაპზე მოწმდება
საჩივრის დასაშვებობა.
საჩივრის დასაბუთებულობა
საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდგომ იწყება
საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმება. საჩივრის
დასაბუთებულობის შემოწმება ხდება ორ ეტაპად:
მმართელობითი ღონისძიების ფორმალური კანონიერება და
მატერიალური კანონიერება
ფორმალური კანონიერება
უფლებამოსილება. მმართველობითი ღონისძიება უნდა
განახორციელოს საგნობრივად და ტერიტორიულად
უფლემაბამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე.
ადმინიტრაციული წარმოება ეს არის ადმინისტრაციული
ორგანოს საქმიაქნობა, რომელიც მიმართულია
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების,
გამოცემისა და აღსრულებისაკენ.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ფორმა არის გავრცელებული და ძირითადი ფორმა.
სამართლებრივი ურთიერთობის გამჭირვალობის,
მტკიცებულების პროცესის გამარტივებისა და
მმართველობისთი აქტების ადმინისტრირების
უზრუნველსაყოფად უპირატესობა ენიჭებათ წერილობით
ფორმას .
მატერიალური კანონიერება
მატერიალური კანონიერების შემოწმება გულისხმობს საქმის
ფაქტობრივ გარემოებების შესწავლას, შესაბამისი
სამართლებრივი ნორმის მოძიებას და სუბსუმციის შედეგად
სამართლებრივი შედეგის განსაზღვრას.
უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი
აუცილებელია უკანონო და შეცდომიანი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ერთმანეთისაგან
გამიჯვნა. აქ იგულისხმება აქტის გამოცემისას დაშვებული
ტექნიკური შეცდომა წერის, გამოთვლების დროს და სხვა
ასეთი, აშკარა შეცდომები. ადმინისტრაციულ ორგანოს
ნებისმიერ დროს შეუძლია ასეთი შეცდომების გასწორება და
ეს ხდება ადმინისტრაციული წარმოების ფორმალური
მოთხოვნების დაუცველად.
არარა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი
უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტისაგან განსხვავებით, არარა
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მისი
გამოცემის მომენტიდან არა აქვს შესასრულებლად
სავალდებულო ძალა და არ საჭიროებს არავის მხრიდან
ანგარიშის გაწევას. მისი გამოცემის მომენტიდან იძენს
შესასრულებლად სავალდებულო ძალას და საჩივრისა და
სარჩელის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ ხდება
შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე.

You might also like