You are on page 1of 10

7) ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის აღსრულება, აღსრულების

საშუალებების გამოყენება

აქტის გამოცემა და საერთოდ სახელმწიფოს საქმიანობა აზრს დაკარგავდა, თუ


სახელმწიფო ორგანოები შემდგომში გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად არ
განახორციელებდნენ, ანუ არ მოხდებოდა ადმინისტრაციული აქტების
აღსრულება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრავს
ადმინსიტრაციული აქტის აღსრულების წესს, ნებაყოფლობით თუ იძულებით.

ადმინისტრაციული აქტის აღსრულება ჩვეულებრივ სამი ეტაპისგან შედგება:

- ადმინისტრაციული აქტის გამოცემა

- გადაწყვეტილება აღსრულების შესახებ

- აღსრულების უზრუნველყოფის კონკრეტული საშუალებები

ადმინისტრაციული აქტის გამოცემა იმ ჩვეული პროცესებისა და წესების დაცვით


უნდა მოხდეს, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ და ღრმადაც განვიხილეთ. აღსრულების
პროცესის დაწყების საფუძველია გადაწყვეეტილება ადმინისტრაციული აქტის
აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ აფრთხილებს
ადმინისტრაციული აქტის ადრესატს, აძლევს უკანასკნელ შესაძლებლობას
ნებაყოფლობით აღასრულოს აქტი და ამასთან, განუმარტავს, მის მიმართ
კონკრეტულად რა იძულებითი ღონისძიება იქნება გამოყენებული
ადმინისტრაციული აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში. თუ არ იქნება
აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული
ორგანო აქტის აღსასრულებლად ვერანაირ ღონისძიებას ვერ გამოიყენებს.
გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის აღსრულების უზრუნველყოფის
შესახებ წერილობითია.

საქართველოს კანონმდებლობა იცნობს ადმინისტრაციული აქტის აღსრულების


უზრუნველყოფის სამ საშუალებას: - სხვა პირისათვის ადმინისტრაციული აქტის
აღსრულების დავალება; - ჯარიმა; - უშუალო იძულება;

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია


გამოიყენოს აღსრულების უზრუნველყოფის ამ სამ საშუალებათაგან ერთ-ერთი,
ანუ მას არა აქვს სხვა რაიმე საშუალებით ადმინისტრაციული აქტის აღსრულების
უფლებამოსილება. ასევე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს
პროპორციულობის პრინციპით და უნდა გამოიყენოს აღსრულების ის საშუალება
რომელიც ყველაზე ეფექტური და ნაკლები ზიანის მომტანი იქნება.

ა) სხვა პირისათვის ადმინისტრაციული აქტის აღსრულების დავალება


ეს აქტის აღსრულების ყველაზე მარტივი ფორმაა. მისი გამოყენება დასაშვებია
მხოლოდ იმ შემთხვევააში როდესაც ადმინისტრაციული აქტი მისი
ადრესატისთვის პერსონალურ ხასიათს არ ატარებს და არ შეიცავს აქტში
მოხსენიებული პირის მიერ რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნების შესრულებას.
ადმინისტრაციული აქტის აღსრულების დავალება მესამე პირისთვის
შესაძლებელია მხოლოდ მესამე პირის თანხმობით, როგორც წესი, ასეთი
დავალება ხორციელდება ადმინისტრაციულ ორგანოსა და ამ პირს შორის
დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. პირის იძულება რომ აღასრულოს სხვის
ნაცვლად ადმინისტრაციული აქტი დაუშვებელია, გარდა გამონაკლისი
შემთხვევებისა. მაგალითად, როდესაც ადმინისტრაციული აქტის დროული
აღუსრულებლობა საფრთხელს უქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ
უშიშროებას,მოსახლეობის ჯანმრთელობას, ადამიანების სიცოცხლეს ან
სხვაგვარად შეუძლებელია დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა. მაგ: მეპატრონეს
დაავალეს ავარიული შენობის შეკეთება და ის არ აკეთებს. პირს რომელსაც
ადმინისტრაციული აქტის აღსრულება დაევალება ხარჯებს აუნაზღაურებს
ადმინისტრაციული ორგანო. ხოლო შემდგომში ამ თანხას ადმინისტრაციული
ორგანო აინაზღაურებს იმ პირისგან, რომლის წინააღმდეგაც განხროციელდა
იძულებითი აღსრულება.

ბ) ჯარიმა

როგორც ადმინისტრაციული აქტის აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება იმ


შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ადმინისტრაციული აქტის აღსრულება
შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პირის მიერ ნების გამოვლენით, ანუ
ადმინისტრაციული აქტის აღსრულება გულისხმობს პირის მიერ რაიმე
მოქმედებისგან თავის შეკავებას ან რაიმე ისეთი მოქმედების შესრულებას, რაც
მხოლოდ ამ კონკრეტული პირისმიერ ნების გამოხატვით არის შესაძლებელი.
ჯარიმის გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველა ამკრძალავი აქტის
აღსრულების პროცესშიც. დაუშვებელია პირის დაჯარიმება თუკი
ადმინისტრაციული აქტის აღსრულება მარტო მის ნებაზე არ არის დამოკიდებული.
მაგ: პირმა დააგირავა მიწა ბანკში და ამ მიწაზე ელექტროგადამცემი ანძის
დადგმამდე უნდა ვკითხოთ ბანკსაც. ჯარიმა შეიძლება იყოს სამი სახის: საერთო
თანხით განსაზღვრული, თითოეულ დღეზე და ყოველი დარღვევითი
ქმედებისთვის.

საერთო თანხით განსაზღვრული ჯარიმა იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც


ადმინისტრაციული აქტის დარღვევა ერთჯერადი ხასიათისაა და მისი
განმეორებით დარღვევა შეუძლებელია,მაგ: ვალდებულება რომ კონკრეტულ
დღეს გამოცხადებულიყო სხდომაზე. ჯარიმა ადმინისტრაციული აქტის დარღვევის
ყოველი დღისთვის გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პირს დაეკისრება ჯარიმის
გადახდა ყოველდღიურად, იმ დღიდან როდესაც დამთავრდა ვადა
ადმინისტრაციული აქტის ნებაყოფლობით აღსრულებლის ვადა,
ადმინისტრაციული აქტის აღსრულებამდე. ჯარიმა ადმინისტრაციული აქტის
დარღვევით ჩადენილი ყოველი ქმედებისათვის ძირითადად დამახასიათებელია
ამკრძალავი ადმინისტრაციული აქტების აღსრულებისათვის. ეს გულისხმობს, რომ
ყოველთვის, როდესაც პირი ჩაიდენს აქტით აკრძალულ ქმედებას მას დაეკისრება
ჯარიმა.

გ) უშუალო იძულება

თუ ზემოთ აღნიშნული აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების


მიუხედავად ადმინისტრაციული აქტი არ აღსრულდა, აღსრულებაზე
პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია,
ადმინისტრაციული აქტის აღსრულება უზრუნველყოს სპეციალური იძულების
საშუალებებით. უშუალო იძულება ნიშნავს ფიზიკურ ან სხვა სახის უშუალო
ზემოქმედებას პირზე, მის ქონებაზე და სხვა. ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ
იძულების იმ საშუალებების გამოყენება შეუძლია რაც გათვალისწინებულია
კანონით. უშუალო იძულება აქტის აღსრულები ყველაზე მკაცრი ფორმაა. მაგ:
პოლიციის დახმარებით აქტის აღსრულება.

ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერ


ქმედებას, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად.
ადმინისტრაციული წარმოება განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მოხდეს
გადაწყვეტილებებების მიღება. ადმინისტრაციული წარმოების მთავარი ამოცანაა
სამართლიანობის უზრუნველყოფა. ამავე დროს, პროცედურული წესების დაცვა
სახელმწიფო ადმინისტრაციის მუშაობის პროცესს აჩქარებს და ხარისხს მატებს.

ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციული წარმოების რამდენიმე სახეს


განასხვავებს: მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ფორმალური
ადმინისტრაციული წარმოება და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. აქვე უნდა
აღინიშნოს რომ ეს ჩამონათვალი სრული არ არის და რიგ
შემთხვევებშიადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად შესაძლებელია სხვა
სპეციალური წარმოების გამოყენება. მაგ: ადმინისტრაციული წარმოება
კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში, ადმინისტრაციული წარმოება
ნორმატიული აქტის გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოება საჩივრების
განხილვასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დამოუკიდებელი
ორგანოს მიერ. დაუშვებელია, რომ ერთი და იგივე აქტის გამოცემა ერთზე მეტი
წარმოების სახის გამოყენებით მოხდეს.

მარტივი ადმინისტრაციული წარმოება

მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული წარმოების მთავარი და


საბაზო სახეა. იგი გამოიყენება ყველა ადმინისტრაციული წარმოების დროს,
გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. ადმინისტრაციული
წარმოება შეუძლებელი იქნება მხარეების გარეშე. ადმინისტრაციული
სამართალურთიერთობის მთავარი ელემენტია ის, რომ ერთ-ერთი მხარე
ყოველთვის არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო რაც შეეხება მეორე მხარეს,
იგი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირი, შესაძლებელია
ადმინისტრაციული ორგანოც მოგვევლინოს წარმოებაში, როგორც
დაინტერესებული მხარე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება
აქვთ მხოლოდ ქმედუნარიან პირებს. ადმინისტრაციულ წარმოებაში შეიძლება
მონაწილეობდეს ასევე მოწმე, ექსპერტი, საზოგადოებრივი ექსპერტი და ა.შ. იმ
პირს რომელსაც არ აქვს უშუალო ინტერესი კონკრეტული საკითხის მიმართ ვერ
შეძლებს მონაწილეობის მიღებას ადმინისტრაციულ წარმოებაში.

არსებობს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ორი საფუძველი: პირის


განცხადება - ხშირ შემთხვევებში მოქალაქეები თავად მიმართავენ
ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვენ მათთვის სასურველი
ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.

რიგ შემთხვევებში შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემა


მოქალაქის განცხადების გარეშეც დაევალოს მაგალითად პრეზიდენტის
ბრძანებულებით.

მეორე საფუძველი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა არის


ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა ამის შესახებ. როდესაც
ადმინისტრაციული ორგანო თავად იწყებს წარმოებას აქტის გამოსაცემად და
შესაბამისად გადაწყვეტილებასაც იღებს. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ
მიღებული აქტი არ ზღუდავს დაუსაბუთებლად ადამიანთა უფლებებს და არ
ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ სამართლებრივ ნორმებს.
ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს მაშინვე, როდესაც განმცხადებელი
მოითხოვს ამას და მოხდება მისი განცხადების რეგისტრაცია, ასევე იმ
მომენტისთანავე რა მომენტშიც ადმინისტრაციული აქტის გამოცემის
ვალდებულება წარმოიშვა.

მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ


ორგანოს,ამავე დროს პირის განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ
კრიტერიუმებს: უნდა შეიცავდეს მოთხოვნას, თუ კონკრეტულად რას ითხოვს პირი,
ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, მის ვინაობას,მისამართსა და
ხელმოწერას, ასევე საბუთებისა და სხვა დოკუმენტაციის წარდგენას რაც უფრო
გაამარტივებს საქმის წარმოებას. თუკი ადმინისტრაციული ორგანო გაარკვევს
რომ განცხადებაში დასმული საკითხის გადაჭრა მის კომპეტენციაში არ შედის მან
უნდა გადაუგზავნოს საქმის მასალები უფლებამოსილ ორგანოს და ამის შესახებ
უნდა ეცნობოს განმცხადებელს. თუკი განცხადებაში მითითებული ისეთი
მოთხოვნა მოქალაქის მხრიდან რისი შესრულების კომპეტენციაც არცერთ
ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს მაშინ მას უკან უბრუნდება თავისი განცხადება
საფუძვლიანი უარით.

ვინაიდან განცხადების წარმდგენთა უმეტესობას არ აქვს საკმარისი განათლება,


რათა გაიგონ წარმოების არსი, ამიტომ კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოებს
ავალდებულებს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინონ დაინტერესებულ
მხარეებს. ანუ ადმინისტრაციული ორგანო მოვალეა განუმარტოს დაინტერესბულ
მხარეს რა უფლებები და მოვალეობები აქვს მას, ასევე აუხსნას განხილვის წესი.
დაუკონკრეტოს თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მისი განცხადება თუკი
საქმე ეხება საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და ა.შ.

ამასთან ერთად, კანონი მოქალაქეს ანიჭებს უფლებას რომ იყოლიოს


წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოში. ადმინისტრაციულო ორგანო
ვალდებულია გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღოს რაც გაიგებს და მოიკვლევს
დეტალურად ყველა საჭირო სახის ინფორმაციას, მოუსმენს მხარეებს და არ
მოხდება გადაწყვეტილების მიღება ზედაპირულად. კოდექსი პირდაპირ
განსაზღვრავს მტკიცებულებათა გამოკვლევის ხერხებს.

„მოუსმინე მეორე მხარეს“ პრინციპი რაც ავალდებულებს ადმინისტრაციულ


ორგანოს მოუსმინოს და მიიღოს ცნობები ყველა დაინტერესებული პირისგან.

„არავინ შეიძლება იყოს მოსამართლე თავის საქმეში“ ამ პრინციპის მიხედვით


დაუშვებელია გადაწყვეტილება მიიღოს იმ საჯარო მოხელემ რომელსაც საკითხის
მიმართ პირადი ინტერესი აქვს. პირადი ინტერესი კი არის როდესაც
ადმინისტრაციულ-სამრთლებრი აქტს სარგებლის მოტანა შეუძლია თანამდებობის
პირის,ოჯახის, ახლო ნათესავებისა და ა.შ.

ადმინისტრაციული წარმოების ბოლო ეტაპირ არის გადაწყვეტილების მიღება. აქ


აუცილებელია რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დროულად გამოსცეს
ადმინისტრაციული აქტი. როგორც წესი ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ
წარმოების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში.
და ბოლოს ადმინისტრაციული აქტი გასაცნობად უნდა გადაეცეს დაინტერესებულ
მხარეებს. სზაკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით ვერცერთი ადმინისტრაციული აქტი ვერ
ამოქმედდება თუკი მას დაინტერესებული მხარე არ იცნობს. აქტი უნდა შეცავდეს
დასაბუთებას, რითაც მეორე მხარეს აეხსნება თუ რატომ იქნა მიღებული ამგვარი
გადაწყვეტილება, ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გასაჩივრების წესის
შესახებ.

ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება

ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება გამოიყენება ისეთ შემთხვევებში,


როდესაც, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, საქმის მთელი რიგი
გარემოებები წინასწარ დადგენილი არ არის. საჯარო წარმოებისგან განსხვავებით
ფორმალური პროცედურა არ არის ორიენტირებული მასში საზოგადოების ფართო
მონაწილეობაზე. ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ
მხოლოდ ის პირები ვის ინტერესებსაც პირდაპირ შეეხება გადასაწყვეტი საკითხი.
გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ერთობ ფორმალიზებულია და მას
ხშირად კვაზი სასამართლო წარმოებასაც უწოდებენ.

ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ადმინისტრაციული


აქტი გამოიცემა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
დღესდღეობით საქართველოში ასეთი კანონი არ არსებობს.

ფორმალური წარმოება ძირითადად მარტივი წარმოების ბაზაზეა აგებული და


ამავე დროს არის საკითხები, რომლებიც განსხვავებულად წესრიგდება.
მაგალითად, ფორმალური წარმოების დროს აუცილებელია ზეპირი მოსმენის
ჩატარება.

თუკი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დროს მოწმე და ექსპერტი


ვალდებულნი არ არიან მისცენ ჩვენება ან დასკვნა, ფორმალური წარმოების
დროს ასეთი ვალდებულება არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აგებენ
პასუხს ჩვენების მიუცემლობისათვის.

მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან მათი მოსაზრებები, ასევე შეუძლიათ მოიწვიონ


მოწმე ან ექსპერტი, რომელთა ხარჯების დაფარვაც თავად ეკისრებათ.
ფორმალური წარმოებისას დაუშვებელია საქმის გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის
ჩატარების გარეშე. სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი
ნიშანი მარტივი წარმოებისგან. ზეპირი მოსმენა არის საჯარო, თუმცა ეს არ ნიშნავს
რომ ყველას აქვს მასში მონაწილეობს უფლება. ამასთან, თუკი სხდომაზე უნდა
განიხილოთ საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხები მაშინ შეიძლება სხდომა
დახურულად გამოცხადდეს. სავალდებულოა ზეპირი მოსმენის წერილობითი
ოქმის შედგენა. ეს უზრუნველყოფს ზეპირი მოსმენის დროს გამოთქმული
მოსაზრებების ადეკვატურ ასახვას.

ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოსცეს ზეპირი


მოსმენის გამართვიდან ხუთი დღის ვადაში.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული წარმოების ის სახეა,


რომელიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს როგორც დაინტერესებულ მხარეთა,
ისე საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობას ადმინისტრაციული აქტის
გამოცემის პროცესში. საჯარო წარმოების გამოყენებით უნდა გამოიცეს ისეთი
გადაწყვეტილებები რომლებიც დიდ გავლენას ახდენს გარემომცველ გარემოზე
და საზოგადოებაზე. მაგ: გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნებართვები,
სატელეკომუნიკაციო სიხშირეები გადანაწილება, პრივატიცაზია და ა.შ.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაშინ როცა


ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით, მაგრამ ადმინისტრაციული
აქტის სპეციფიკა ამას მოითხოვს. მაგ: აეროპორტის ან ნავსადგურის მშენებლობა.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოებაც ძირითადად მარტივი ადმინისტრაციული


წარმოების ბაზაზეა აგებული, რაც გულისხმობს, რომ ფორმალური წარმოებისას ის
საკითხები რაც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ თავით არ არის
განსაზღვრული, დარეგულირდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების
წესების გამოყენებით.

იმისათვის რომ საზოგადოებამ მიიღოს აქტიური მონაწილეობა საჯარო


ადმინისტრაციულ წარმოებაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია
წარმოების დაწყებისთანავე გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო წარმოების დაწყების
შესახებ, სადაც მიეთითება ორგანოს დასახება, აქტის გამოცემის ვადა და სხვა
ინფორმაცია.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წინასწარ მოამზადოს და გამოაქვეყნოს


ადმინისტრაციული აქტის პროექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან
საზოგადოება წინასწარ იგებს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლო
გადაწყვეტილების შესახებ, ასევე ზეპირი მოსმენისას მხარეები უკეთესად არიან
მომზადებულნი და მსჯელობაც ამ პროექტის ირგვლივ მიმდინარეობს. თუმცა ეს
არ უნდა გავიგოთ რომ თითქოს ადმინისტრაციული ორგანო ზუსტად ისეთ
გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორიც პროექტშია, რადგან ზეპირი მოსმენის
შემდეგ ხდება პროექტის კორექტირება.
პირს უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება წარადგინოს
წერილობით,ამავდროულად დარჩეს ანონიმურიც. ზეპირი მოსმენის ჩატარების
ვალდებულება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას აუცილებელია. საჯარო
ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის უფლება არა
მხოლოდ მონაწილეებს არამედ ნებისმიერ პირს აქვს. ადმინისტრაციული აქტი კი
ზეპირი მოსმენიდან 10 დღის ვადაში გამოიცემა.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული აქტი


აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს. ეს იმიტომ რომ მოსახლეობამ შეიტყოს
მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

1. პირის ვალდებულებაუნარიანობა

სზაკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო


ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის აღსრულებასთან
დაკავშირებულ ხარჯებს აინაზღაურებს შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული
პირისაგან, ანუ იმისგან, ვისაც მიემართება ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. უპირველესად, მანქანის გაჩერების
აკრძალვის ნიშნები მიემართება ყველას, რომელთაც მონიშნულ ადგილას
მანქანის გაჩერება და დაყენება სურთ. ამ ნიშნის მოქმედების არეალიდან
გასვლის მოთხოვნა მიმართულია ყველა იმ პირისადმი, ვისაც მანქანაზე
ფაქტობრივი ფლობა აქვს. აქედან გამომდინარე, ლოლა ვალდებულია,
გადაიხადოს ტრანსპორტირება/შენახვის ხარჯები, რამდენადაც (მხოლოდ) ის იყო
დამაბრკოლებელი მანქანის ფაქტობრივი მფლობელი.

კკ

უპირველესად, საკითხავია, თუ რომელი ნორმიდან შეიძლება გამომდინარეობდეს


პირისს მიერ მანქანის ტრანსპორტირებისა და შენახვის გადახდის ვალდებულება.
რამდენადაც ხარჯების დადგენა ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მეშვეობით არ მომხდარა, რაზეც ზემოთ
უკვე იყო საუბარი, შესაძლოა, მანქანის ტრანსპორტირების ხარჯის გადახდის
ვალდებულება უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობდეს. სზაკის 168-ე მუხლის 1-
ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის
დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის
აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს პირი, რომელსაც ევალება
ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის აღსრულება, ანუ
ვალდებულების ადრესატი. შესაბამისად, უნდა დადგინდეს: 1) აღსასრულებელი
იასა-ის არსებობა და 2) და მისი ადრესატისთვის შესრულების ვალდებულება
(იასა-ის ნამდვილობა). პირის მიერ გადახდილი თანხა შეიძლება ემსახურებოდეს
საპოლიციო აქტის აღსრულებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში იქნებოდა
სამართლებრივი საფუძველი. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი,
თუკი მანქანის ტრანსპორტირება და შენახვა დაკვალიფიცირებული იქნება
როგორც პოლიციის აქტის აღსრულება. პოლიციის ამგვარი განკარგულების
საფუძველი შესაძლოა განვიხილოთ როგორც პარკირების ამკრძალავი
მობილური დაფით წარმოშობილი განკარგულება, რომელიც, „როგორც ასეთი”,
მოცემული მომენტისთვის კრძალავს გზის პირზე ნებადართულ პარკირებას.
ამდენად, ეს ნიშანი წარმოადგენს გენერალურ კონკრეტულ იასა-ს, რამდენადაც
იგი კონკრეტული საგნის (ქუჩა) გამოყენების/სარგებლობის საკითხს აწესრიგებს.
რამდენადაც პარკირების ამკრძალავი დაფა მანქანის პარკირებას კრძალავს
გზისპირა ზოლში, იმავდროულად მოითხოვს მისგან, ვინც აქ თავისი ავტომანქანა
წესის საწინააღმდეგოდ გააჩერა, შეძლებისდაგვარად მალე დატოვოს ეს ადგილი.
არაგონივრული იქნებოდა მოთხოვნა, რომ წესის დარღვევით გაჩერებული და
ხშირად მიტოვებული მანქანების მძღოლების დავალდებულება, მანქანა
გაიყვანონ აღნიშნული ადგილიდან, საგანგებოდ პოლიციის თანამშრომლის
მეშვეობით მოხდეს. შესაბამისად, პირის მიერ შესრულებული თანხის გადახდის
სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს სზაკ-ის XII თავით განსაზღვრული
აღსრულებისთვის დადგენილი წესები. ამის დადგენის შემდეგ გამოსაკვლევი
იქნება, არსებობს თუ არა ამ თავით განსაზღვრული ნორმების გამოყენების
წინაპირობები, ანუ უნდა დაევალდებულებინათ თუ არა პირი, ამ აღნიშნული
სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით გადაეხადა 500 ლარი
ფრამდენადაც მანქანის გადაყვანა თავად პირის მხრიდან ვერ მოხდა, ამიტომ
კომპეტენტურ ორგანოს, სზაკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, შეუძლია, სხვა პირს
დაავალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის
აღსრულება. კერძოდ, თუ შესაძლებელია სხვა პირის მიერ ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის აღსრულება, ადმინისტრაციული
ორგანო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,
სხვა პირს დაავალოს აღსრულება. ამ „უფლებამოსილების” განხორციელებისას
რაიმე სახის შეცდომა დისკრეციის განხორციელებაში არ ჩანს. მოცემულ
შემთხვევაში მანქანის გადატანა შესაფერისი და საჭირო იყო, რათა არსებული
საშიშროება (რაც გულისხმობდა არა მარტო მანქანის გაჩერების აკრძალვის
ნიშნის დარღვევას, არამედ საგზაო სამშენებლო სამუშაოების დაბრკოლებას)
აღმოფხვრილიყო. ამ შემთხვევაში ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები არ
არსებობდა, რამდენადაც პირი მიუწვდომელი იყო (თუმცა რამდენჯერმე
შეეცადნენ მასთან დაკავშირებას. ადმინისტრაციული ორგანო მანქანის დაყენებას
ვერც სადმე თავისუფალ ადგილზე შეძლებდა, რადგან შეუძლებელი იქნებოდა
იმის დადგენა, რომ პირი ავტომანქანას იპოვნიდა.

You might also like