You are on page 1of 7

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი I (საჯარო მმართველობა)

ირმა ხარშილაძე

შუალედური გამოცდის მაქსიმალური შეფასება: 30 ქულა (1 კაზუსი - 15 ქულა)

გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი.

ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა: 2020 წლის 7 ნოემბერი, 13:00 საათი.

კაზუსი უნდა ამოიხსნას სქემის (ჰიპოთეზა, სამართლის ნორმა, სუბსუმცია, დასკვნა)


მიხედვით, დასაბუთებული მსჯელობის საფუძველზე.

სტუდენტმა ნაშრომი უნდა გადააგზავნოს თავისი სემინარის ხელმძღვანელის ელექტრონულ


ფოსტაზე:

1. იზა კასრაძე - iza.kasradze@tsu.ge


2. ნინო მეგენეიშვილი - nino.megeneishvili@tsu.ge
3. თამარ რუბაშვილი - tamar.rubashvili@tsu.ge
4. სალომე სიგუა - Salome.sigua841@law.tsu.edu.ge

სტუდენტი - ქეთევან აბჟანდაძე

კაზუსი №1

2020 წლის 14 სექტემბერს, მოქალაქე ლეო შელდონიამ განცხადებით და თანდართული


საბუთებით მიმართა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს
(შემდგომში - ცენტრი) საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების მიზნით.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 2 დღის ვადაში ცენტრმა დაადგინა ხარვეზი და


განმცხადებელს განუსაზღვრა 5 დღის ვადა აღნიშნულის გამოსასწორებლად, კერძოდ,
დამატებითი დოკუმენტის წარმოსადგენად.

ლეო შელდონიამ, მოთხოვნილი დოკუმენტი ადმინისტრაციულ ორგანოში, საპატიო


მიზეზით, წარადგინა 1 დღის დაგვიანებით. ცენტრმა უარი განაცხადა ვადაგადაცილებით
შემოტანილი საბუთის წარმოებაში მიღებაზე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის
თანახმადაც მოქალაქეს 10 წლის ვადით აეკრძალა საზღვარგარეთ მიღებული განათლების
აღიარების მიზნით ცენტრში განცხადების შეტანა. ცენტრს ასევე ქონდა უფლებამოსილება
მოქალაქისათვის უფრო ნაკლები ვადით დაეწესებინა განცხადების შეტანის აკრძალვა.

ლეო შელდონიამ, სასამართლოში წარდგენის მიზნით, ცენტრისგან მოითხოვა სხვა პირთა


მიმართ მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილებების ასლების მისთვის გადაცემა.
ადმინისტრაციულმა ორგანომ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა და გადასცა მას
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ასლები.
განსაზღვრეთ, რომელი პრინციპი/პრინციპები დაირღვა ადმინისტრაციული ორგანოს
მხრიდან.

ამოხსნა

ჰიპოთეზა: შესაძლოა მოცემულ კაზუსში დარღვეულია თანაზომიერების პრინციპი.

ნორმა: საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი

 საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.


2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ
უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ
ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო
შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ
მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული,
მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
3. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების
პრინციპზე დაყრდნობით.
4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით
დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი
კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის
ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით.
5. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის
საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან
კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა
შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

სუბსუმცია:

თანაზომიერების პრინციპი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია საჯარო


სამართალში. მის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ იგი კონსტიტუციიდან
გამომდინარეობს და, ცხადია, ადმინისტრაციულ სამართალშიც დიდ როლს
თამაშობს. პრინციპის თანახმად თითოეული შემზღუდველი ხასიათის ღონისძიება
უნდა იყოს თანაზომიერი, ანუ შეზღუდვა ქმედების ეკვივალენტური უნდა იყოს.
ამდენად, აღნიშნული პრინციპი კრძალავს ადრესატისადმი შეუსაბამო სანქციის
დაწესებას.
როგორც უკვე აღვნიშნე, თანაზომიერების პრინციპს კონსტიტუციური საფუძვლები
აქვს და ის ემყარება სამართლებრივ სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს.
ამდენად, თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის
მონაწილე რომელიმე მხარის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა იმდენად
არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვის გარდაუვალი
საშუალებაა. ადმინისტრაციულ სამართალში თანაზომიერების პრინციპის
გათვალისწინებით მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ
საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება. ამისთვის კი
საჭიროა მიზნის, შესაფერისობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის დადგენა.
- მიზნის დადგენა
გამომდინარე იქიდან, რომ მმართველობა გულისხმობს კანონის აღსრულებას, ის
ნორმა, რომელსაც აღასრულებს შესაბამისი დაწესებულება, მოცემულ
შემთხვევაში ცენტრი, გვაძლევს ინფორმაცას მისაღწევ მიზანზე. მოცემულ
კაზუსში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ
გატარებული ღონისძიების მიზანი არის პრევენციულ ხასიათის და
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება. ცენტრი ახდენს რეაგირებას
დარღვევაზე და შესაბამისად მისი ქმედების ლეგიტიმურ მიზანს სწორედ რომ
პრევენცია წარმოადგენს.
- შესაფერისობის დადგენა
თუ შერჩეული საშუალება შესაძლებელს ხდის მიზნის მიღწევას, მაშინ უნდა
ვთქვათ რომ იგი შესაფერისია. ამდენად, საშუალებას უნდა მივყავდეთ მიზანთან.
მოცემულ კაზუსში მიზანი პრევენცია და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა,
ხოლო მისი მიღწევის საშუალებად ცენტრმა მიიჩნია საზღვარგარეთ მიღებული
განათლების აღიარების მიზნით ცენტრში განცხადების შეტანის აკრძალვა.
ვფიქრობ, აღნიშნული საშუალება ნადვილად რელევანტურია მიზნის
მიღწევისთვის.
- აუცილებლობის დადგენა
გატარებული ღონისძიების, საშუალების აუცილებლობა მაშინ დგას თუ არ
არსებობს სხვა, ნაკლებად ზიანის მომტანი საშუალება როგორც საზოგადოების,
ისე ადრესატისთვის. ვფიქრობ, ეს გარდაუვალ აუცილებლობას გულისხმობს და
არა საჭიროებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, აუცილებლობა
სახეზე არ გაქვს. გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ ცენტრმა სანქცია
დააწესა 1დღით მიცემული ვადის გადაცილების გამო. ამასთან მხედველობაში
უნდა მივიღოთ, რომ აღნიშნული დაგვიანება მოხდა საპატიო მიზეზით და,
მიმაჩნია, რომ ეს დარღვევა არ არის იმდენად საგანგაშო ან დიდი მნიშვნელობის,
რომ მის ჩამდენს ასეთი სანქცია დაწესებოდა და, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი
იყო სხვა ღონისძიებით საშუალებით ჩაენაცვლებინათ იგი. შესაძლოა
ვიმსჯელოთ კეთილსინდისიერების პრინციპზეც, რადგან საქმე გვაქვს 1დღით
საპატიო მიზეზით ვადის გადაცილებაზე და თავისუფლად შეიძლებოდა საპატიო
მიზეხის წარდგენისას შეტანილი განაცხადი და მოწესრიგებული საბუთები
მიეღო ცენტს, თუმცაღა კეთილსინდისიერების საკითხი შეფასებით კატეგორიას
მიეკუთვნება. ამასთან მიმაჩნია, რომ კაზუსის მთვარ პრობლემას ეს არ
წარმოადგენს. გარდა ამისა არ იკვეთება უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენებაც.
- პროპორციულობის დადგენა
ღონისძიება შესაძლოა მივიჩნიოთ პროპორციულად, თუ ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით გამოწვეული უფლების
შეზღუდვა პროპორციულ დამოკიდებულებაშია შეზღუდვის მიზანთან.
მოცემულ კაზუსის ფაბულის თანახმად ვითარება შემდეგია - ლეო შელდონიამ
ხარვეზიანი საბუთები წარადგინა ცენტრში, რის შემდეგაც მას მიეცა
გასწორებისთვის5 დღის ვადა. ერთი დღის ვადაგადაცილების შემდეგ კი
ცენტრის გადაწყვეტილებით მას 10 წლის ვადით აეკრძალა საზღვარგარეთ
მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრში განცხადების შეტანა, რაც
ცალსახად და აშკარად არაპროპორციულია. 10წლიანი აკრძალვა ანუ სანქციის
ზომა საკმაოდ დიდია და, ვფიქრობ, წინააღმდეგოაში მოდის დარღვევასთან.
ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცენტრი ასრულებს
დისკრეციულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული
უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც სამართლის ნორმის
ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში
მას რჩება
შესაძლებლობა, აირჩიოს კონკრეტული შემთხვევისთვის მისაღები ღონისძიება.
ასეთ შემთხვევაში, კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ
განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას,
თვითონ
განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები იმდენად, რამდენადაც ორ ან
რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგებს ადგენს და აძლევს
შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. კაზუსის ფაბულიდან
კი ირკვევა, რომ ცენტრს ჰქონდა უფლებამოსილება მოქალაქისათვის უფრო
ნაკლები ვადით დაეწესებინა განცხადების შეტანის აკრძალვა. ამრიგად,
შეზღუდვა და დარღვევა ერთმანეთის პროპორციული არ არის. შეზღუდვა
გაცილებით დიდია, ვიდრე დარღვევა.

მინდა ხაზი გავუსვა ასევე საიდუმლოების პრინციპსაც. როგორც კაზუსიდან ირკვევა


ლეო შელდონიამ, სასამართლოში წარდგენის მიზნით, ცენტრისგან მოითხოვა სხვა
პირთა მიმართ მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილებების ასლების მისთვის
გადაცემა. ადმინისტრაციულმა ორგანომ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა
და გადასცა მას ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ასლები. ვფიქრობ , მოცემულ
შემთხვევაში საქმე სრულებით აც არ გაქვს აღნიშნული პრინციპის დარღვევასთან,
რადგან საიდუმლოობის პრინციპი გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოების
დროს მიღებული ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისა და
არასამსახურეობრივი გამოყენებისაგან დაცვის აუცილებლობას. ლეოს შემთხვევაში
კი სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება ინფორმაციის გაცემა და კაზუსში
მნიშვნელოვან პრობლემად არ იკვეთება.

დასკვნა:

კაზუსში არსებლი გარემოებებისა და ზემოთ მოყვანილი მსჯეობიდან გამომდინარე


საბოლოოო ჯამში დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ მოცემულ შემთხვევაში
დარღვეულია თანაზომიერების პრინციპი.

კაზუსი №2

მოქალაქე ნანა ბერიანიძემ მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შეზღუდული


შესაძლებლობების მქონე პირთა ყოფითი პრობლემების მოგვარების უზრუნველსაყოფად
დამხმარე პირის აყვანასთან დაკავშირებულ სოციალურ პროგრამაში ჩართვის თაობაზე.
აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა და თბილისის მერმა გამოსცა2019 წლის 30
დეკემბრის №53/7847 ბრძანება ნანა ბერიანიძის სოციალურ პროგრამაში ჩართვის თაობაზე.

განსაზღვრეთ,მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს თუ არა თბილისის მუნიციპალიტეტის


მერია ადმინისტრაციულ ორგანოს? როგორი გაგებით? საქმიანობის როგორი
სამართლებრივი ფორმა გამოიყენა?

ჰიპოთეზა: მოცემულ კაზუსში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საჯაროსამართლებრივი


ორგანიზაციული ფორმით მოწყობილი პირის მიერ საჯაროსამართლებრივი
უფლებამოსილების განხორციელებას.

ნორმა: საქართველოს ზოგადიი ადმინისტრაციულიი კოდექსის მე-2 მუხლის პირველი


ნაწილის ა ქვეპუნქტი.

ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის


ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და
რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
სუბსუმფცია:

სანამ ფაქტობრივი გარემოებების ნორმასთან შესაბამისობის დადგენაზე განვიხილოთ


საჯარო მმართველობის არსი. საჯარო მმართველობის სრულყოფილი და ზუსტი დეფინიცია
არ არსებობს, რაც მისი მრავალპროფილური ბუნებიდან გამომდინარეობს. იურიდიულ
ლიტერატურაში გვხვდება მისი აღწერა მისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების და
მახასიათებლების გამოყენებით. ერთმანეთისაგან მიჯნავენ საჯარო მმართველობას საჯარო
და კერძო სექტორში. საჯარო მმართველობა გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მიერ
განხორციელებულ მართვას. თავის მხრივ ,,სახელმწიფო აპარატი’’ ფართო გაგებით
გულისხმობს ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებს. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად
საჯარო მმართველობის განმახორციელებელ ორგანოდ აღმასრულებელი ხელისუფლება
მიიჩნევა. ვფიქრობ, საჯარო მმართვეობის გაგება ყველაზე უკეთ ცუბსტრაქციის მეთოდითაა
შესაძლებელი. ამ თეორიის თანახმად : ,, მმართველობა არის სახელმწიფო საქმიანობა თავისი
მიზნების განსახორციელებლად, რაც არ კანონშემოქმედებაა და არც მართლმსაჯულება’’.
განასხვავებენ საჯარო მმართველობას ორგანიზაციუი, მატერრიალური და ფორმალური
გაგებით. არსებიტად არის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული
საქმიანობა. ახლ საინტერესოა რას გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანო. ტერმინის
ლეგალურ დეფინიცია თავად სზაკ-ი იძლევა, რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული
ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო
სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა),
აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე
ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს”.აღნიშნული ნორმა საშუალებას
გვაძლევს ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ადმინისტრაციული ორგანოს ორგანიზაციული და
ფუნქციონალური გაგება. ამ ორს საჯრო სამართლებრივი უფლებამოსილების
განხორციელება აერთიანებს. თუმცაღა უ ორგანიზაციულ გაგებას ვუთითებთ აპრიორი
ადმინისტრაციული ორგანო გვაქვს მხედველობაში, რაც შეეხება ფუნქციონალრ გაგებას აქ
მთავრია მათ მიერ განხორციელებული საქმიანობს დადგენა. კაზუსის ფაბულიდან
გამომდინარე საუბარი გვაქვს თბილისის მერიიის გადაწყვეტილებაზე, რომლის
წარმამადგენელიც ცხადია არის მერი, თუმცა როგორც ორგანო ეს მერიაა. აღნიშნული
გადაწყვეტილება მან გამოსცა ბრძანების სახით. თბილისის მერია უნდა მივიჩნიოთ
ადმინისტრაციულ ორგანოდ ამ ცნებს ორგანიზაციული გაგებით. ის არის აღმასრულებელი
ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება და იგი უზრყნველყოფს მერის
უფლებამოსილების განხორციელებას.ამავდროულად მას აქვს უფლებამოსილება გამოსცეს
ინდივიდუალური საქართლებრივი აქტი ანუ ინდაქტი. ამდენად მას პირდაპირ აქვს ეს
უფება და არა ფუნქციურად გადაცემული, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს რომ მერია
ნამდვილად არის ადმინისტრაციული ორგანო ორგაიზაციული გაგებით.

საჯრო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის და საქმიანობის სამართლებრივი


ფორმების მიხედვით მოცემულ კაზუსში აღნიშნული შემთხვევა უნდა მივაკუთნოთ
შემთხვევას, როდესაც საჯარო-სამართლებრივი ორგანიზაციული ფორმით მოწყობილი
ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს საჯარო-სამართლებრივი საქმიანობის ფორმის
გამოყენებით. ორგანიზაციული მოწყობის საჯარო-სამართლებრივი ფორმა გულისხმობს
ადმინისტრაციუ ორგანოს, რომელიც იყენებს საქმიანობის სჯარო-სამართლებრივ ფორმას -
გამოსცემს უინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-საქართლებრივ აქტს. ამ ფორმის
გათვალისწინებით ყურადღება ორ პირობაზე უნდა გავამახვილოთ, რომლებიც
კუმულატიურად უნდა შესრულდეს. პირველი ის, რომ ერთი მხარე ადმინისტრაცილი
ორგანო უნდა იყოს, რომელიც საჯარო მმართველობას ახრციელებს და მეორე
უფლებამოსილი იყოს ინდაქტის გამოცემისთვის. ზემოთ უკვე განვმარტე, რომ თბილისის
მერია ადმინისტრაციულ ორგანოს განეკუთვნება, რაც შეეხება ინდაქტს, ეს გახლავთ
ბრძანება, რომელიც თბილისის მერმა გამოსცა ნანა ბერიანიძის სოციალურ პროგრამაში
ჩართვის თაობაზე. ინდაქტის რეალურ დეფინიციას გვაძლევს უშუალოდ კოდექსი, რომლის
მე-2 მუხლის პირველი ნაწილის დ ქვეპუნქტში ვკითხულობთ, რომ „ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა
შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე
განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს
სამართლებრივი შედეგები” ამდენად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ თბილისის მერია,
როგორც საჯარო-სამართებრივი ორგანიზაციული ფორმით მოწყობილი ადმინისტრაციული
ორგანო მოქმედებს საჯარო-სამართლებრივი საქმიანობის ფორმის გამოყენებით.

დასკვნა:

აღნიშნული მსჯელობისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დასკვნის სახით


უნდა ვთქვათ, რომ მოცემულ კაზუსში ადგილი აქვს საჯაროსამართლებრივი
ორგანიზაციული ფორმითმოწყობილი პირის მიერ საჯაროსამართლებრივი
უფლებამოსილების განხორციელებას.

You might also like