You are on page 1of 17

������- 10

���������
�����
განსახილველი საკითხები:

qსოციალური და ტექნიკური ნორმა;


qსამართლის ნორმის ფორმალური და შინაარსობრივი მახასიათებლები;
q სამართლის ნორმის სტრუქტურა;
q ფაქტობრივი შემადგენლობა და იურიდიული შედეგი;
q სანქცია და მისი სახეები;
q სამართლის ნორმის ძირითადი სახეები.
დისკუსია

qრა არის ნორმა?

ნორმა არის ქცევის წესი, რომელიც განსაზღვრავს როგორ შეგიძლია


მოიქცე, როგორ არ უნდა მოიქცე ან როგორ უნდა მოიქცე.
ნორმა

სოციალური ნორმა - აწესრიგებს ურთიერთობას ინდივიდებს, ასევე,


ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფს შორის. სოციალური ნორმა
შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესია, რომლის დაცვაც
უზრუნველყოფილია სათანადო სანქციით. სოციალური ნორმის სახეა
სამართლის ნორმაც.

ტექნიკური ნორმა - ლეგალური დეფინიცია არ არსებობს. ეს არის


სპეციალისტთა ჯგუფის მიერ შექმნილი მიდგომების ერთობლიობა, რომელიც
ეფუძნება მეცნიერების, ტექნიკისა და პრაქტიკის გამოცდილებას და ადგენს
როგორ უნდა გამოიყენო ეს ნორმები. არის მრავალჯერადი და იგი არ არის
სავალდებულო, სარეკომენდაციო ხასიათისაა (მაგ: ტელევიზორის ინსტრუქცია,
მობილურის ინსტრუქცია, სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქცია...)
დისკუსია

qრას არის სამართლის ნორმა?


სამართლის ნორმა

სამართლის ნორმა სოციალური ნორმის სახეა და უნდა აკმაყოფილებდეს იმ


ნიშნებს რასაც სამართალი. სამართლის ნორმა ეტიმოლოგიურადაც და
გრამატიკულადაც პრესკრიფციული, ნორმატიული, ჯერარსული წინადადებაა.
სამართლის ნორმა არ შეიძლება იყოს დესკრიფციული, იგი ყოველთვის
არის პრესკრიფციული (დესკრიფციული წინადადება აღწერს და ამბობს
რომ განსაზღვრული ფაქტი მოხდა ან არ მოხდა, ხოლო პრესკრიფციული
წინადადება არის ის რაც უნდა იყოს). სამართალი შეიძლება მოიცავდეს
დესკრიფციული ხასიათის შინაარსსაც, მაგრამ ეს ყოველთვის
პერსკრიფციულია.
პრესკრიფციული, ჯერარსული, ენობრივად დალაგებული წინადადება არის
სამართალი. პრესკრიფციულია ანუ ბრძანებითი წინადადებაა და
მიმართულია მომავლისკენ. ჯერარსული და იდეალური წინადადებაა,
მიმართულია მომავლისკენ.
სამართლის ნორმა
დესკრიფციული არის თხრობითი წინადადება, ამიტომ ვერ იქნება სამართალი
დესკრიფციული. დესკრიფციულ წინადადებაზე შეიძლება ვიმსჯელოთ ჭეშმარიტია თუ
მცდარი, რასაც ვერ ვიმსჯელებთ პრესკრიფციულ წინადადებაზე. მაგ: ეს კარი
დახურულია, შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი მსჯელობა. რასაც ვერ ვიტყვით „ეს
კარი დახურე“, ვერ შეფასდება ამ კრიტერიუმით. ნორმა შეიძლება იყოს სამართლიანი ან
უსამართლო, მიზანშეწონილი ან მიზანშეუწონელი, მაგრამ ვერ იქნება ჭეშმარიტი ან
მცდარი.

სამართლის ნორმა არის ნორმატიული ანუ სამართლებრივი წინადადება, რომელიც


ენობრივი ფორმითაა გადმოცემული. თუმცა, შეიძლება მოცემული იყოს არაენობრივი
ფორმით (მაგალითად, საგზაო ნიშნები). არსებობს კონკლუდენტური გარიგება,
როდესაც გარიგება შეიძლება დაიდოს მდუმარე ფორმით (მაგ: ავტობუსში ასვლა..)
რას ნიშნავს სამართლის ნორმის
ლოგიკური სტრუქტურა
qსამართლის ნორმებს განსხვავებული შინაარსი, მაგრამ საერთო სტრუქტურა
აქვთ.

qლოგიკური სტრუქტურის მიხედვით სამართლის ნორმა შედგება ორი


ნაწილისაგან: დესკრიფციული ნაწილი და ნორმატიული ნაწილი.

qდესკრიფციული ნაწილი აღწერს კონკრეტულ ქმედებას, მოქმედებას ან


უმოქმედობას, რომელიც მოთხოვნილია, აკრძალულია ან ნებადართულია
ნორმის მიხედვით (როგორც წესი ზმნებით ხასიათდება). მოთხოვნის ფორმით:
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, ყველა სხვა აქტი
უნდა შეესაბამებოდეს მას. აკრძალვის ფორმით: საქართველოს სახელმწიფოს
ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. ნებართვა არ გამოიხატება მხოლოდ
„ნებარდართულია“-ს მეშვეობით. მაგ: პარლამენტის წევრები შეიძლება
გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში.

qნორმატიულ ნაწილი, ეს არის ის სამი შედეგი, რომელიც მიემართება


დესკრიფციულ ნაწილს. როგორ გავარჩიოთ ეს? მაგ: მოწევა (დესკრიფციული)
აკრძალულია (ნორმატიული).
რას ნიშნავს სამართლის ნორმის
ფორმალური სტრუქტურა
qფორმალური სტრუქტურის მიხედვით სამართლის ნორმა ორი ნაწილისაგან
შედგება: ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა და იურიდიული შედეგი.

qფაქტობრივი შემადგენლობა - ნორმის ის ნაწილია, რომელიც აღწერს და


მსჯელობს ფაქტობრივ გარემოებებზე. ეს არ არის ფაქტი. ეს არის ფაქტის
შესახებ მსჯელობა.

qიურიდიული შედეგი განსაზღვრავს იმ სამართლებრივ შედეგს, რომელიც


მოსდევს ფაქტობრივ გარემოებას. აქ იურიდიული შედეგი შეიძლება იყოს
სანქცია მათ შორის განსაზღვრული.
სამართლის ნორმის ფორმალური
სტრუქტურა
qნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა რამდენიმე სახის არსებობს:

განსაზღვრული განუსაზღვრელი უპირობო

განპირობებული კუმულაციური ალტერნატიული


რას ნიშნავს სამართლის ნორმის
ფორმალური სტრუქტურა

qგანსაზღვრულია ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა, რომელსაც არ


სჭირდება შინაარსის დასადგენად რაიმე სხვა ბერკეტი. მაგ: საქართველოს
მოქალაქეები 18 წლის ასაკიდან იღებენ მონაწილეობას არჩევნებში.

qგანუსაზღვრელია, რომელსაც ჭირდება განმარტება და დამატებითი


მექანიზმის გამოყენება. მაგ: ამ ყველაფრის დასასრულებლად გეძლევათ
ზოგადად ერთი თვე (არაა დაკონკრეტებული საიდან, რამდენი დღე).

qგანპირობებულია ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა, რომელიც


გულისხმობს კონკრეტული პირობის არსებობას, იმისთვის რომ ნორმის შინაარსი
დადგეს, შესრულდეს მაგ: საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდეს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან (განპირობებული).
რას ნიშნავს სამართლის ნორმის
ფორმალური სტრუქტურა

qუპირობოა ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა, რომელსაც მსგავსი


არაფერი არ ჭირდება შინაარსის დასადგენად.

q ალტერნატიულია ფაქტობრივი შემადგენლობა, როდესაც იგი აყალიბებს


ისეთ შინაარსს, სადაც რამდენიმე პირობაა ჩამოთვლილი და მათგან ერთის
დადგომაა საკმარისი იმისთვის რომ ნორმამ დაიწყოს მოქმედება (ან, ან, ან).

qკუმულაციურია ფაქტობრივი შემადგენლობა, რომელთაგან ყველა პირობა


უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ფაქტობრივი გარემოება ჩაითვალოს
შესრულებულად. მაგ: ქორწინებისათვის აუცილებელია საქორწინე პირთა
თანხმობა და ასაკი.
იურიდიული შედეგი

იურიდიული შედეგი დგება, როდესაც სახეზეა ფაქტობრივი


შემადგენლობა.
იურიდიული შედეგი გამოიხატება სანქციით. სანქცია მიუხედავად
იმისა რომ ასოცირდება ნეგატიურთან, გამოყოფენ ორ სახეს:
პოზიტიურს და ნეგატიურს. პოზიტიური გულისხმობს პირის
უფლებების წახალისებას, მათი უფლებების დაცვას. მაგ: დაიკარგა
ძაღლი, მპოვნელი დასაჩუქრება. უარყოფითი სანქციები კაცობრიობის
ბუნების გათვალისწინებით უფრო მეტია.
იურიდიული შედეგი
ნეგატიურ სანქციის 3 სახეს გამოყოფენ:

პრევენციული სანქციის მიზანია -წინასწარ აირიდოს თავიდან, წინასწარ


განჭვრიტოს და ისეთი იურიდიული სანქცია განსაზღვროს, რომელიც კონკრეტულ
სამართალდარღვევებს აგვარიდებს თავიდან

რეპრესიული სანქციის მიზანია - დაზარალებულის ოჯახის სამართლიანობის


გრძნობის დაკმაყოფილება. დასჯა სახელმწიფოს მიზანი არ უნდა იყოს, მაგრამ
ხანდახან დასჯით იმათი ინტერესები არის დაცული, ვისიც შეილახა.

რესტიტუციული სანქციის მიზანია - აღდგენა, განახლება, პირვანდელი


მდგომარეობის აღდგენა. რესტიტუციული სანქციაა ზიანის ანაზღაურება. მაგ:
ჩალეწა ფანჯარა, რესიტუციული სანქციაა - ჩასმა, დაამსხვრია საავტორო ლარნაკი
- ზიანის ანაზღაურება.
სამართლის ნორმის სახეები
სამართლის ნორმა იყოფა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით
vნორმაში ჩამოყალიბებული სოციალური შინაარსის მიხედვით - განასხვავებენ 3 ტიპის
ნორმას: მოთხოვნითი, აღმჭურველი და ამკრძალავი. მოთხოვნითი - გავალებს რაიმე
ქმედების შესრულებას ან არ შესრულებას (უნდა, ვალდებულია, აუცილებელია), აღმჭურველი
- მოითხოვს თქვენგან რაღაცას, აგღჭურვავთ უფლებით (შესაძლებელია, შეუძლია),
ამკრძალავი - გიკრძალავთ რაიმეს შესრულებას;
vპირობასთან დაკავშირებული ნორმა - შეიძლება იყოს განპირობებული და უპირობო
- განპირობებული სხვა პირობაზეა დამოკიდებული, უპირობოს არ გააჩნია რაიმე პირობა;
vადრესატების მიხედვით, თუ ვის მიემართება ნორმა, შეიძლება იყოს
ინდივიდუალური და ზოგადი -თუ ინდივიდს შეეხება ინდივიდუალურია (პირის
თანამდებობაზე დანიშვნა), თუ ზოგადად ყველას - ზოგადი;
vიურიდიული მოქმედების ძალის მიხედვით იერარქიულად ზემდგომი და ქვემდგომი;
vდეფინიციური ნორმები ესაა განმარტებითი ნორმები, რომლებიც აყალიბებს
კონკრეტულ დეფინიციას, ემსახურება ცნებების განმარტებასა და ერთმნიშვნელოვან გაგებას;
vდისპოზიციური ნორმები - ისეთი ნორმებია, რომლებიც შემსრულებელს უტოვებს
შესაძლებლობასა და საშუალებას არ მოითხოვოს მისგან ზედმიწევნით და სკურპულოზური
მიდგომა და აძლევს მას თავისუფლებას (კერძო სამართალშია მეტი);
vიმპერატიული ნორმა - არ ტოვებს თავისუფლებას, მოითხოვს იმპერატიულად მის
შესრულებას (საჯაროშია მეტი)
დავალება

გამოკითხვა წერითი

ლიტერატურა:

q გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია, მე-2 გამოცემა, თბილისი, 2015, გვ. 63-
73.

You might also like