You are on page 1of 24

ძირითადი უფლებების

განმარტების მეთოდები და
მათი სტრუქტურა, ძირითადი
უფლებების დარღვევის
შემოწმება
ძირითად უფლებათა თეორიები განმარტების
მეთოდები

 ძირითად უფლებათა თეორიები


o ლიბერალური თეორია
• სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა ადამიანის უფლებებში
• პიროვნების განვითარების თავისუფლება სახელმწიფოსაგან
დამოუკიდებლად
• ძირითად უფლებათა სოციალური ხასიათის უგულვებელყოფა
• მთავარია ძირითადი უფლებების თავდაცვითი ფუნქცია
o დემოკრატიულ-ფუნქციური თეორია
• ძირითადი უფლებების არსი იკვეთება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
პროცესებში
• მთავარია ძირითადი უფლებების თანამონაწილებითი ფუნქცია
o სოციალური თეორია
• სახელმწიფოს მიერ სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა
• მთავარია ძირითადი უფლებების მფარველობითი ფუნქცია
 ძირითად უფლებათა განმარტების მეთოდები
განმარტების
o კლასიკური მეთოდები
o სუბიექტური განმარტების მეთოდი
• აქცენტი კეთდება კანონმდებლის ნებაზე
o ობიექტური განმარტების მეთოდი
• აქცენტი კეთდება კანონის ნებაზე
o სისტემური განმარტების მეთოდი
• კონსტიტუცია - ერთიანი ნორმატიული აქტი და ღირებულებათა
სისტემა
• კონსტიტუციური ნორმებისა და პრინციპების
ურთიერთშეთანხმებული განმარტება
o ნორმის ინდივიდუალური განმარტების მეთოდი
• ცალკეული ძირითადი უფლების ინდივიდუალური განმარტება
o ტელეოლოგიური განმარტების მეთოდი
• ნორმის განმარტება მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე
• თანაზომიერების (პროპორციულობის) ტესტი
ძირითად უფლებათა სტრუქტურის
ელემენტები

 სუბიექტი (ვინ?)

 ადრესატი (ვისგან?)

 დაცული სფერო (რა?)


ძირითად უფლებათა სუბიექტები
 ფიზიკური პირები
o ადამიანი
o მოქალაქე
o უცხოელი
 იურდიული პირები
o ძირითადი უფლებები მათზე ვრცელდება შინაარსის
გათვალისწინებით
o კერძო სამართლის იურდიული პირები
o საჯარო სამართლის იურდიული პირები (გამონაკლისის სახით)
 პროცესუალური სამართალსუბიექტობა
o უფლების (სავარაუდო) დარღვევა
o უფლების დარღვევის რეალური საფრთხე
o Actio popularis
o შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
o არასრულწლოვანი პირები.
ძირითად უფლებათა ადრესატი

 სახელმწიფო - სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტო

 ადამიანის უფლებების ვერტიკალური მოქმედების ძალა

 ადამიანის უფლებების ჰორიზონტალური მოქმედების ძალა

 ძირითადი უფლებების არაპირდაპირი მოქმედება მესამე


პირების მიმართ
ძირითადი უფლებით დაცული სფერო

 კონსტიტუციურ რანგში აყვანილი სამართლებრივი სიკეთე

 Lex specialis derogat legi generali


ძირითადი უფლების დარღვევის შემოწმება

 ძირითადი უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრვი


ზღვარი

 ძირითადი უფლების დარღვევის ფორმალურსამართლებრივი


შემოწმება

 ძირითადი უფლების დარღვევის მატერიალურსამართლებრივი


შემოწმება
ძირითად უფლებაში ჩარევა

 სახელმწიფოს მოქმედება (უმოქმედობა)


 ძირითადი უფლებით სარგებლობა ფერხდება, რთულდება
ან შეუძლებელი ხდება
 ჩარევის ფორმები
o რეალური ქმედება
o ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
o ნორმატიული აქტი
ძირითადი უფლების შეზღუდვის
კონსტიტუციურსამართლებრივი ზღვარი
 კანონის (კონკრეტული) დათქმა
o ძირითადი უფლების დამდგენი ნორმა პირდაპირ ან ირიბად
მიუთითებს კანონით უფლების შეზღუდვაზე
 სასამართლო (გადაწყვეტილების) დათქმა
o უფლების შეზღუდვა ექვემდებარება სასამართლო კონტროლს
 უშუალო კონსტიტუციური ზღვარი
o კონსტიტუცია თავად განსაზღვრავს უფლებაში ჩარევის
კონკრეტულ წინაპირობებს
 შიდაკონსტიტუციური (კლასიკური) ზღვარი
o კონსტიტუცია პირდაპირ არ ითვალისწინებს უფლების შეზღუდვის
შესაძლებლობას
o ჩარევა შეიძლება შიდაკონსტიტუციური შეზღუდვის
საფუძვლებით (სხვათა უფლებების ან მნიშვნელოვანი
კონსტიტუციური სიკეთეების დასაცავად)
ძირითადი უფლების დარღვევის
ფორმალურსამართლებრივი შემოწმება

 ძირითადი უფლების შეზღუდვის უფლებამოსილება

 ძირითადი უფლების შეზღუდვის პროცედურა

 ძირითადი უფლების შეზღუდვის ფორმა


თანაზომიერების პრინციპი

 ლეგიტიმური მიზანი

 გამოსადეგობა

 აუცილებლობა

 შესაბამისობა (პროპორციულობა ვიწრო გაგებით)


ძირითად უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური
მიზანი
 ძირითად უფლებაში ჩარევა არაკონსტიტუციურია თუ
o მას არ აქვს მიზანი
o მას მიზანი აქვს, მაგრამ ის არალეგიტიმურია
 ლეგიტიმურობაში იგულისხმება მიზნის მართლზომიერება
და კონსტიტუციასთან შესაბამისობა
 ზოგიერთ შემთხვევაში უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური
მიზნები განისაზღვრება უშუალოდ კონსტიტუციით
 თუ ლეგიტიმურ მიზანს უშუალოდ კონსტიტუცია არ
განსაზღვრავს, შესაბამისი უფლების შეზღუდვის
ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს
o სხვათა უფლებების დაცვა
o კონსტიტუციური სიკეთეების დაცვა
 ლეგიტმური მიზნის დადგენის მეთოდოლოგია
o ისტორიული განმარტება
o უფლების შემზღუდავი ნორმის განმარტება
ძირითად უფლებაში ჩარევის გამოსადეგობა

 ლოგიკური კავშირი ჩარევასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის


 ძირითადი უფლების შეზღუდვა ხელს უნდა უწყობდეს
ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, იძლეოდეს მისი მიღწევის
შესაძლებლობას
 აუცილებელი არ არის, რომ შეზღუდვა იყოს მიზნის
მიღწევის ყველაზე ეფექტიანი საშუალება ან იძლეოდეს მისი
მიღწევის გარანტიას
 გამოსადეგი არ არის შეზღუდვა, რომელიც
ართულებს/შეუძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის
მიღწევას
ძირითადი უფლების შეზღუდვის
აუცილებლობა

 შეზღუდვა აუცილებელი არ არის, თუ ლეგიტიმური მიზნის


მიღწევა შესაძლებელია ალტერნატიული საშუალებით
 ალერნატიული საშუალება უნდა იყოს „უფრო მსუბუქი“ - არ
ზღუდავდეს/მნიშვნელოვნად ნაკლებად ზღუდავდეს
ძირითად უფლებას
 ალტერნატიული საშუალება უნდა იყოს „მსგავსად
ქმედითი“ - ქმნიდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის
აშკარად მსგავს პერსპექტივას
ძირითადი უფლების შეზღუდვის შესაბამისობა
(ვიწრო გაგებით პროპორციულობა)
 დაპირისპირებული სიკეთეების შედარება და აწონ-დაწონვა
 დაპირისპირებული სიკეთეები
o შეზღუდული ინტერესი - კონკრეტული ძირითადი უფლებით
დაცული სიკეთე, ინტერესი
o დასაცავი ინტერესი - სხვათა უფლებები ან საჯარო ინტერესები,
რომელთა დასაცავადაც ხდება კონკრეტული უფლების შეზღუდვა
 შეზღუდვა (ვიწრო გაგებით) პროპორციულია, თუ მისით
გამოწვეული ზიანი არ აღემატება/უმნიშვნელოდ აღემატება
მის შედეგად მიღებულ სიკეთეს
 დასაცავია გონივრული ბალანსი დაპირისპირებულ
სიკეთეთა შორის
 დაუშვებელია უფლების დაცვა მისთვის სხვა უფლებასთან
მიმართებით უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭებით
ძირითადი უფლების შეზღუდვის
შესაბამისობა განსაზღვრულობის პრინციპთან

 განსაზღვრულობის პრინციპი გამომდინარეობს


სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან
 კანონი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხობრივ მოთხოვნებს -
სიზუსტე, მკაფიოობა, არაორაზროვნება და განჭვრეტადობა
 კანონი არ უნდა ქმნიდეს სამართალშემფარდებლის
თვითნებობის საფრთხეს
 სამართალშემფარდებელს უნდა შეექმნას მკაფიო
წარმოდგენა უფლების შეზღუდვის საფუძვლის, მიზნის,
წესისა და ინტენსივობის შესახებ
 კანონის ადრესატს უნდა შეეძლოს სამართლებრივი
მდგომარეობის არსის აღქმა და შესაბამისად მოქმედება
 კანონი უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული შინაარსის,
რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით
 რაც უფრო ინტენსიურია უფლების შეზღუდვა, მით უფრო
მკაცრია განსაზღვრულობის მოთხოვნები
 კანონი განუსაზღვრელია, როდესაც განმარტების ყველა
მეთოდის გამოყენების მიუხედავად, გაუგებარია მისი
ნამდვილი შინაარსი ან შინაარსი გასაგებია, მაგრამ
გაურკვეველია მისი მოქმედების ფარგლები
 განუსაზღვრელი სამართლებრივი ცნება ან ზოგადი დათქმა
აკმაყოფილებს განსაზღვრულობის მოთხოვნებს, თუ მისი
დაზუსტება და სანდო ინტერპრეტაცია შესაძლებელია
ნორმის განმარტების რომელიმე მეთოდით მაინც
კაზუსის ამოხსნის მოდელები
 პირველი მოდელი
o თავისუფლების უფლების ან საპროცესო უფლების (სავარაუდო) დარღვევის შემოწმება
o უფლების (სავარაუდო) დარღვევა გამოწვეულია სახელმწიფოს მოქმედებით
(აქტიურობით)
o უფლების (სავარაუდო) დარღვევა გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ ნეგატიური
ვალდებულების შეუსრულებლობით
 მეორე მოდელი
o სოციალური ან ზოგჯერ პროცესუალური/თავისუფლების უფლების (სავარაუდო)
დარღვევის შემოწმება
o უფლების (სავარაუდო) დარღვევა გამოწვეულია სახელმწიფოს უმოქმედობით
(პასიურობით)/არასათანადო მოქმედებით
o უფლების (სავარაუდო) დარღვევა გამოწვეულია სხელმწიფოს მიერ
პოზიტიური/დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობით/არასათანადო შესრულებით
 მესამე მოდელი
o თანასწორობის უფლების (სავარაუდო) დარღვევის შემოწმება
o უფლების (სავარაუდო) დარღვევა გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ ნეგატიური ან
პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობით
 მეოთხე მოდელი
o რომელიმე უნივერსალური (აბსოლუტური) უფლების (სავარაუდო) დარღვევის
შემოწმება.
კაზუსის ამოხსნის პირველი მოდელი
 ძირითადი უფლებით დაცული სფერო
o საგნობრივად დაცული სფერო
o პერსანალურად დაცული სფერო
• პირდაპირი ზიანი
• უშუალო ზიანი
• რეალური ზიანი
 ჩარევა
o განხორციელდა თუ არა ძირითად უფლებაში ჩარევა საჯარო ხელისუფლების მიერ
o განხორციელდა თუ არა ძირითად უფლებაში ჩარევა ნორმატიული აქტით
 კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება
o ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან
• ნორმატიული აქტის მიღების კომპეტენცია
• ნორმატიული აქტის მიღების პროცედურა
• ნორმატიული აქტის სამართლებრივი ფორმა
• ზღვარი (დათქმა): კანონის კონკრეტული დათქმა, სასამართლო გადაწყვეტილების დათქმა,
უშუალო კონსტიტუციური ზღვარი, შიდა კონსტიტუციური ზღვარი
o ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან:
• თანაზომიერების პრინციპი: ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგობა, აუცილებლობა,
შესაბამისობა
• განსაზღვრულობის პრინციპი
 დასკვნა
კაზუსის ამოხსნის მეორე მოდელი
 ძირითადი უფლებით დაცული სფერო
o საგნობრივი დაცული სფერო
o პერსონალური დაცული სფერო
• უშუალო ზიანი
• რეალური ზიანი
• პირდაპირი ზიანი
o სახელმწიფოს პოზიტიური/დაცვის ვალდებულების არსებობა
კონსტიტუციაში
o ნორმატიული აქტის არსებობა, რომელიც (სავარაუდოდ) ზღუდავს ძირითად
უფლებას
 სახელმწიფო ვალდებულების შეუსრულებლობის/არასაკმარისი
შესრულების კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება
o ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან
• ნორმატიული აქტის მიღების კომპეტენცია
• ნორმატიული აქტის მიღების პროცედურა
• ნორმატიული აქტის სამართლებრივი ფორმა
o ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან
• სახელმწიფოს პოზიტიური/დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი
• პროპორციულობა
• ნორმის განსაზღვრულობა
 დასკვნა
კაზუსის ამოხსნის მესამე მოდელი
 ძირითადი უფლებით დაცული სფერო
o საგნობრივი დაცული სფერო
o პერსონალური დაცული სფერო
• უშუალო ზიანი
• რეალური ზიანი
• პირდაპირი ზიანი
 ჩარევა (უთანასწორო მოპყრობის დადგენა)
o განხორციელდა თუ არა ჩარევა საჯარო ხელისუფლების მიერ
o განხორციელდა თუ არა ჩარევა ნორმატიული აქტით
o დიფერენციაციის დადგენა
• შესადარებელი ჯგუფების იდენტიფიცირება
• შესადარებელი ჯგუფების არსებითი მსგავსების დადგენა („ზემდგომი ცნების“ განსაზღვრა)
• დიფერენციაციის ნიშანის (კრიტერიუმის) დადგენა
 (უთანასწორო მოპყრობის) კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება
o ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან
• ნორმატიული აქტის მიღების კომპეტენცია
• ნორმატიული აქტის მიღების პროცედურა
• ნორმატიული აქტის სამართლებრივი ფორმა
o ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან
• შეფასების ტესტის განსაზღვრა
• რაციონალური შეფასების ტესტი - რაციონალური და გონივრული ახსნა (თვითნებობის კონტროლი)
• მკაცრი შეფასების ტესტი - თანაზომიერების შემოწმება (ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგობა, აუცილებლობა,
შესაბამისობა)
• ნორმის განსაზღვრულობა
 დასკვნა
კაზუსის ამოხნის მეოთხე მოდელი
 ძირითადი უფლებით დაცული სფერო
o საგნობრივი დაცული სფერო
o პერსონალური დაცული სფერო
• უშუალო ზიანი
• რეალური ზიანი
• პირდაპირი ზიანი
 ჩარევა
o განხორციელდა თუ არა ძირითად უფლებაში ჩარევა საჯარო ხელისუფლების
მიერ
o მოხდა თუ არა ძირითად უფლებაში ჩარევა ნორმატიული აქტით
o „ობიექტად/ინსტრუმენტად გამოყენების ფორმულა“
• ადამიანი დამცირებულია, როგორც „შიშველი“ ობიექტი
• ადამიანის დამცირება პრინციპულად ეჭვქვეშ აყენებს მისი, როგორც სუბიექტის
ღირებულებასა და ხარისხს
o „4 კომპონენტიანი ტესტი“
• ინტენსიურობა
• ხანგრძლივობა
• ობიექტად/ინსტრუმენტად გამოყენება
• თვითნებობა (პირის დამცირების მიზანი)
 დასკვნა
ლიტერატურა

 ლოლაძე ბ., ფირცხალაშვილი ა., ძირითადი უფლებები.


კომენტარი, 2023, გვ. 43-85.

You might also like