You are on page 1of 21

შესავალი

სამართლისმცოდნეობა
ში
გიორგი სიორიძე
თსუ
შემოდგომის სემესტრი 2022-2023
სამართლის ნორმის განმარტება
• განმარტების თეორიები
• სუბიექტური თეორია (სავინი, ვინდშაიდი, ჰეკი, ნავიასკი)
• ობიექტური თეორია (ტიბო, ბინდინგი, კოლერი)
სამართლის ნორმის განმარტება
• სავინი: აზრობრივად კანონმდებლის ადგილას თავის
დაყენება და მისი ქმედების ხელოვნურად განმეორება.
• მოსამართლე არის სამართლის მსახური და არა მისი
ბატონი
• „კანონი უფრო ჭკვიანია, ვიდრე კანონმდებელი. უფრო
სწორად, მოსამართლე/შემფარდებელი არის უფრო
„ჭკვიანი“
• კანონის განმარტება არ გულისხმობს მთლიანად კანონის
განმარტებას, ისევე, როგორც არაკონსტიტუციური
შეიძლება იყოს ცალკეული ნორმა და არა მთლიანად
კანონი
სამართლის ნორმის განმარტება
• კანონის სწორი აზრის გასაგებად აუცილებელია:
• ა) ტერმინოლოგიის ერთიანობა
• საგადასახადო კოდექსში ერთი და იგივე სიტყვის
სხვადასხვა ლეგალური დეფინიცია
• მუხლი- 8.30 ქონება – ყველა ნივთი და არამატერიალური
ქონებრივი სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა, ფლობა,
განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს.
• მუხლი- 200 ქონება-დასაბეგრი ქონება და მიწა.
სამართლის ნორმის განმარტება
• ბ) ისეთი განმარტება, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოიყვანს
მაღალრანგოვან ნორმასთან. თუ სხვადასხვა ინტერპრეტაციის
გზას სხვადასხვა შედეგებამდე მივყავართ, ისეთი უნდა აირჩეს,
რომელიც არ მიგვიყვანს ამ შედეგამდე
• სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 72-ე და 73-ე მუხლები შეცილება
და falsa demosntratio non nocet
• გ) ტელეოლოგიური არგუმენტები: ნორმის მიზანი, კონფლიქტები
უფლებებს შორის, მაგალითად, ბავშვის ჯანმრთელობა vs
მშობლების რწმენის თავისუფლება წინადაცვეთისას.
• დ) ნორმის კოორდინატები სამართლის სისტემაში
განმარტების 4 მეთოდი
• გრამატიკული მეთოდი
• ისტორიული მეთოდი
• სისტემური მეთოდი
• ტელეოლოგიური მეთოდი
გრამატიკული განმარტება
• ნორმის შინაარსის ახსნა სიტყვათა მნიშვნელობისა და
გრამატიკული წესების მიხედვით
• სიტყვები არა იზოლირებულად, არამედ ლოგიკურ
ურთიერთკავშირში
• სემანტიკურად ერთმნიშვნელოვანი სიტყვის განმარტების
დაუშვებლობა (სენ-კლერის დოქტრინა)
• სიტყვების სხვადასხვა გაგება (ტყე, ღამე, დასტა)
სამართლებრივად, ქონება, საკუთრება
ისტორიული განმარტება
• ისტორიულ-საზოგადოებრივი კონტექსტი
• დოგმატურ-ისტორიული კონტექსტი
• თუ შინაარსის ტრანსფორმაცია ხდება, აღარ უნდა
შეეფარდოს (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 1300-ე
პარაგრაფი, ზიანის ანაზღაურება ქალწულობის
ქორწინებამდე დაკარგვის გამო)
ისტორიული განმარტება
• მხედველობაში მისაღები დრო: აწმყო თუ წარსული?
• Ex tunc და ex nunc პერსპექტივები
• შეზღუდვითი და განვრცობითი განმარტებები
ტელეოლოგიური განმარტება
• მიზანი, არის მთელი სამართლის შემოქმედი (რუდოლფ
იერინგი)
• ტელეოლოგიური შეზღუდვითი განმარტება/რედუქცია
• განსხვავება ანალოგიასთან
• ტელეოლოგიური განვრცობა/ექსტენზია
სისტემური განმარტება
• სისტემა: ნაწილებისგან შემდგარი მოწესრიგებული
მთლიანობა
• ნორმა, როგორც სისტემის ნაწილი
• თავის თავში წინააღმდეგობრივი სამართლებრივი წესრიგი
ყველა სამართალსუბიექტისთვის საერთო სამართლებრივ
მასშტაბის მოთხოვნას და მასთან ერთად სამართლის
წინაშე თანასწორობის პრინციპს დაარღვევდა. ამიტომაც,
ღირებულებრივი წინააღმდეგობანი ჰარმონიზირებად
განმარტებას მოითხოვს.
სისტემური განმარტება
• სინამდვილეში, სამართლებრივი წესრიგი არ არის შინაგანი
წინააღმდეგობებისგან თავისუფალი რეალობა ან
მოცემულობა, ეს არის იდეალი, ფიქცია, რომელსაც ვქმნით,
თითქოს ეს ასე იყოს .შესაბამისად, ის არის მიზანი.
• სასამართლოს მიზანია, მართლწესრიგის რეალურად
არარსებული ღირებულებრივი მთლიანობა ყველა მოქმედი
ფასეულობრივი მასშტაბის შემოტანის გზით დაიჭიროს და
ის ჰარმონიზირებადი ინტერპრეტაციის მეშვეობით
წარმოქმნას.
სისტემური განმარტება
• იერარქიულად დაბალ საფეხურზე მდგომი ნორმა
ზემდგომიდან უნდა გამომდინარეობდეს (კონსტიტუციის
ჩათვლით)
• ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მაღალ საფეხურზე მდგომ
ნორმას
• უნდა გათვალისწინებული იქნეს ზემდგომი ნორმის
მოთხოვნები
სისტემური განმარტება
• ნორმათა კონკურენცია
• ა) მოჩვენებითი კონკურენცია:
• ბ) კუმულაციური კონკურენცია
• გ) სპეციალურობის კონკურენცია
ნორმის განმარტება
• ნორმათა კოლიზია
• იერარქიულად განსხვავებულ საფეხურზე მდგომი ნორმების
წესი Lex superior derogat legi inferiori
• სპეციალური ნორმის წესი Lex specialis derogat legi generali
• გვიანი ნორმის წესი Lex posterior derogat legi priori
• მაგრამ: Lex posterior generalis non derogat legi priori speciali
ნორმის განმარტება
• განმარტების ხერხების იერარქია
• საკანონმდებლო და სასამართლო განმარტება
• განმარტება contra legem- მხოლოდ სასამართლოს მიერ
• კონსტიტუციის განმარტება
• კონსტიტუციის ერთიანობის პრინციპი
• ჰარმონიზაციის პრინციპი
ხარვეზი კანონმდებლობაში
• კანონმდებლობაში ხარვეზის იდენტიფიცირება
• ანალოგია: ანალოგიის წინაპირობები
• ხარვეზი, ხარვეზის არაგეგმაზომიერება, შედარებადი
ინტერესთა მდგომარეობა
• საგამონაკლისო ნორმები არ არის ანალოგიაუნარიანი
• სისხლის სამართალში ანალოგია აკრძალულია Nullum
crimen nulla poena sine lege, თუ არ აუმჯობესებს პირის
მდგომარეობას
ხარვეზი კანონმდებლობაში
• ანალოგია არ დაიშვება, თუ ნორმის პირდაპირი
გამოყენების შესაძლებლობა არსებობს
• ფარული ხარვეზი: კანონმდებლის კვალიფიციური დუმილი
• Argumentum e contrario
ხარვეზი კანონმდებლობაში
• ღია ხარვეზი
• ა) ხომ არ არის სახეზე კანონმდებლის კვალიფიციური
დუმილი?
• ბ) ანალოგია უნდა განხორციელდეს მართლწესრიგთან
მჭიდრო კავშირში
• გ) უნდა იყოს ზოგადი და არა მხოლოდ კონკრეტული
შემთხვევიდან გამომდინარე
argumentum a fortiori
• „მით უფრო/მით უმეტეს“ არგუმენტაცია:
• Argumentum a minore ad maius
• Argumentum a majore ad minus
• Argumentum ad absurdum

You might also like