You are on page 1of 7

ლაშა ბრეგვაძე

ლექცია V

სამართალი, მორალი, ჩვეულება

1. სამართალი და სხვა სოციალური ნორმები

სამართალი არ არის ერთადერთი ნორმატიული სისტემა, რომელიც მოქმედებს


საზოგადოებაში. სამართალი სოციალურ ნორმათა ერთ-ერთი სახეა. სოციალური ნორმები
ეწოდება საზოგადოებაში მოქმედ ნორმებს, ისინი მოქმედებენ საზოგადოებაში და
საზოგადოებისთვის. ამ მხრივ სოციალური ნორმები განსხვავდებიან ტექნიკური
ნორმებისგან, რომლებიც აწესრიგებენ ტექნიკურ სტანდარტებს. სამართალთან ერთად,
საზოგადოებაში მოქმედებს ჩვეულებითი ნორმები, მორალის ნორმები, საზოგადოებრივი
წესები, ზრდილობის ნორმები, რელიგიური ნორმები, მოდისა და კულინარიის ნორმები და
სხვა სახის ნორმები. მათგან პოზიტიურ სამართალს უმთავრესად განასხვავებს ის, რომ იგი
ამოქმედებული და უზრუნველყოფილია უშუალოდ სახელმწიფოს მიერ. სოციალური
ნორმების დიდი ნაწილი კი დგინდება და იცვლება საზოგადოებაში, სახელმწიფოებრივი
ჩარევის გარეშე. ასეთ ნორმებს ავტონომიურ ნორმებს უწოდებენ, განსხვავებით
ჰეტერონომიული ნორმებისგან, რომლებიც საზოგადოებრივ ჯგუფებში კი არ დგინდება,
არამედ დაწესებულია სახელმწიფოსგან, როგორც საზოგადოების გარეთ მდგომი
ინსტიტუტის მიერ. მაშინ, როდესაც ავტონომიური ნორმები დგინდება და იცვლება
საზოგადებაში, ჰეტერონომიული ნორმები (პოზიტიური სამართლის ნორმები) წესდება,
აღსრულდება და იცვლება გარეშე ინსტიტუტის, საზოგადოების გარეთ მდგომი სახელმწიფოს
მიერ (ბერძნულენოვანი სიტყვა „ჰეტერო“ ნიშნავს სწორედ სხვას, გარეშეს). წინამდებარე
სალექციო თემის ფარგლებში განხილული იქნება სამართლის ურთიერთობა სოციალური
ნორმების ორ განსხვავებულ კატეგორიასთან – ჩვეულებასა და მორალთან მიმართებით.

2. სამართლისა და ჩვეულების ურთიერთმიმართება

ჩვეულება უფრო ძველი ნორმატული წესრიგია, ვიდრე სამართალი. ადრეულ


საზოგადოებებში სამართლის ფუნქციას სწორედ ჩვეულება ასრულებდა.
ჩვეულება შეიძლება მართლწესრიგის ნაწილიც გახდეს, თუ ამას სამართალი დაადგენს.
განსაკუთრებით ბევრია ჩვეულებითი ნორმა ინკორპორირებული, „შეტანილი“ კერძო
სამართალში, მეტადრე – საოჯახო, მემკვიდრეობის და სამეზობლო სამართალში.

წინამდებარე ტექსტი არის საკითხავი მასალის სამუშაო ვერსია სალექციო კურსისთვის – „შესავალი
სამართლისმცოდნეობაში“, რომელიც წაკითხული იქნება 2022 წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ის
იურიდიულ ფაკულტეტზე. დაუშვებელია ტექსტის ციტირება, ტირაჟირება ან სხვა სახით გამოყენება
ავტორის ნებართვის გარეშე. შენიშვნებისა და კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ავტორს:
lasha.bregvadze@tsu.ge Page 1
მორალისგან განსხვავებით, ჩვეულება არ მოიცავს შეფასებას. ჩვეულებად სოციალურ
ჯგუფში მოქმედებს ის, რაც ტრადიციულად დამკვიდრებულია. ცუდი, ამორალური
ჩვეულებაც ინარჩუნებს მოქმედებას, თუ მას ისევ გამოიყენებენ. ჩვეულებითი ნორმის
აღსრულებისას უმნიშვნელოა, თუ როგორი შინაგანი განწყობით იცავენ მის მოთხოვნას.
ჩვეულება არ არის ასოცირებული სინდისის ინდივიდუალურ და ზნეობის სოციალურ
პრინციპებთან.
თუ ჩვეულება დისკრიმინაციული ან ანტიჰუმანურია, ის პირდაპირ იკრძალება. კერძო
სამართალში ჩვეულება მხოლოდ მაშინ გამოიყენება, თუ ის არ ეწინააღმდეგება სამართლისა
და ზნეობის ნორმებს, ასევე – საჯარო წესრიგს.

სამართალსა და ჩვეულებას შორის საერთო ნიშნებია:


• ორივე ნორმატიული ხასიათისაა. როგორც პოზიტიური სამართალი, ასევე
ჩვეულებითი წესრიგი, შედგება ნორმებისგან.
• ორივე ჯერარსული წესრიგია. როგორც ჩვეულებითი სამართალი, ასევე პოზიტიური
კანონმდებლობა მიმართულია სასურველი წესრიგისაკენ.
• ორივე აწესრიგებს ადამიანთა შორის ურთიერთობებს. თუმცა აქ ყურადღება უნდა
მიექცეს იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო საჯარო სამართალი აწესრიგებს
სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს. ასევე არსებობს საერთაშორისო ხასიათის
ჩვეულებითი ნორმებიც, რომლებიც სახელმწიფოთა კეთილმეზობლური
ურთიერთობების მოსაწესრიგებლად გამოიყენება.
• ორივე ეხება მხოლოდ ადამიანთა გარეგან ქცევას. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში
პირის შინაგანი განწყობის დადგენა მნიშვნელოვანია პოზიტიური სამართლისთვის
(ქმედების მოტივისა და მიზნის, ასევე ბრალის საკითხების განსაზღვრისას).

სამართალსა და ჩვეულებას ერთმანეთისგან განასხვავებს შემდეგი ნიშნები:


• სამართალს ადგენს სახელმწიფო. ჩვეულებას – რომელიმე სოციალური ჯგუფი.
• ჩვეულება მოქმედებს შედარებით მცირე სოციალურ ჯგუფში, სამართალი კი უფრო
ფართო სოციუმში.
• ჩვეულება ინდიფერენტულია, გულგრილია ეთიკის მიმართ, სამართალი კი
ითვალისწინებს ეთიკურ მინიმუმს მაინც.
• ჩვეულებას არ ახასიათებს სახელმწიფოებრივი იძულება, სამართალი კი
უზრუნველყოფილია ამ იძულებით.
• იურიდიული სანქციები წინასწარ განსაზღვრულია. ჩვეულებითი ნორმისთვის
გათვალისწინებული სანქციები კი სპონტანურია.
• ჩვეულებითი წესრიგი ყალიბდება ფაქტობრივი ურთიერთობების შედეგად,
პოზიტიური სამართალი კი – სპეციალური პროცედურით.
• ჩვეულება მოქმედებს იმის გამო, რომ იგი ფაქტობრივად სრულდება. სამართალი
მოქმედებს მისი მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაშიც.

წინამდებარე ტექსტი არის საკითხავი მასალის სამუშაო ვერსია სალექციო კურსისთვის – „შესავალი
სამართლისმცოდნეობაში“, რომელიც წაკითხული იქნება 2022 წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ის
იურიდიულ ფაკულტეტზე. დაუშვებელია ტექსტის ციტირება, ტირაჟირება ან სხვა სახით გამოყენება
ავტორის ნებართვის გარეშე. შენიშვნებისა და კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ავტორს:
lasha.bregvadze@tsu.ge Page 2
• ჩვეულება ყალიბდება ქვევიდან, საზოგადოების წევრების მიერ, სამართალი
ყალიბდება ზევიდან, უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

არის ისეთი სფეროები, რომლებიც ერთგვაროვნადაა მოწესრიგებული როგორც


სამართლით, ასევე ჩვეულებით, მაგრამ მათი მოქმედების სფერო მაინც განსხვავდება. არის
ასევე ისეთი სფეროები, რომლებიც წესრიგდება მხოლოდ ჩვეულებით ან მხოლოდ
სამართლით: ტრადიციული და ყოფითი ურთიერთობები ოჯახის წევრებს, მეზობლებს,
მეგობრებს შორის წესრიგდება ჩვეულებით. კომპლექსური საჯარო ურთიერთობები,
მაგალითად არჩევნები, შეიძლება მოწესრიგდეს მხოლოდ კანონმდებლობით.
ჩვეულებითი და პოზიტიური სამართლის ნორმების კოლიზიისას
(დაპირისპირებისას) გამოიყენება პოზიტიური სამართალი.
არის შემთხვევები, როდესაც ჩვეულებითი სამართლის ზეგავლენით პოზიტიური
კანონმდებლობაც იცვლება.

3. სამართლისა და მორალის ურთიერთმიმართება

მორალი შეიძლება განიმარტოს როგორც ნორმათა სისტემა, რომელიც ეფუძნება


საყოველთაოდ მისაღებ, სწორ, ზნეობრივ პრინციპებს. მორალურ ღირებულებებზე თანხმობა
შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ თანაცხოვრებას.
მორალსა და ეთიკას სინონიმებად მიიჩნევენ, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი
განსხვავებებია. ეთიკა მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან „ეთოს“ და ნიშნავს
ხასიათს, მორალი კი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „მოს“ და ნიშნავს ჩვეულებას.
მორალი ქცევის განმსაზღვრელი ნორმატიული სისტემაა, ეთიკა კი მისი შემსწავლელი
დარგი. ეთიკა ახდენს მორალურ შეხედულებათა შემეცნებას და კლასიფიცირებას.
მორალი ადამიანის სინდისისკენაა მიმართული, ეთიკა კი შემეცნებითი პროცესია
მორალური ღირებულებების შესახებ.
თანამედროვეობის პირობებში ეთიკა დამკვიდრებულია ასევე სხვადასხვა თემატურ
სფეროში და ადგენს პროფესიული ქცევის წესებს: ბიზნეს-ეთიკა, სამედიცინო ეთიკა, ბიო-
ეთიკა, იურიდიული ეთიკა, აკადემიური ეთიკა. ამ გაგებით ეთიკა და მორალი შეიძლება
დაუპირისპირდეს კიდეც ერთმანეთს: საადვოკატო ეთიკა ადვოკატს ავალებს ნებისმიერ
შემთხვევაში აღმოუჩინოს დახმარება მისი დაცვით მოსარგებლეს, მაშინაც კი, როდესაც ის
ფაქტობრივად დამნაშავეა და ჩადენილი აქვს ამორალური ქმედება; ასევე, პროფესიული ეთიკა
ავალებს ადვოკატს არ გაამჟღავნოს მიღებული ინფორმაცია კლიენტის საწინააღმდეგოდ.
მორალისთვის კი პროფესიული ეთიკის ეს სტანდარტები მიუღებელია.

წინამდებარე ტექსტი არის საკითხავი მასალის სამუშაო ვერსია სალექციო კურსისთვის – „შესავალი
სამართლისმცოდნეობაში“, რომელიც წაკითხული იქნება 2022 წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ის
იურიდიულ ფაკულტეტზე. დაუშვებელია ტექსტის ციტირება, ტირაჟირება ან სხვა სახით გამოყენება
ავტორის ნებართვის გარეშე. შენიშვნებისა და კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ავტორს:
lasha.bregvadze@tsu.ge Page 3
მორალის სახეებია ინდივიდუალური და კონვენციონალური (საზოგადო) მორალი.
განასხვავებენ ასევე უპირობო (სავალდებულო) და სასურველ მორალის ნორმები.
ჰარტი ერთმანეთისგან მიჯნავს პოზიტიურ და კრიტიკულ მორალს: პოზიტიური
მორალი არის საზოგადოების ან ჯგუფის მიერ ფაქტობრივად გამოყენებადი ნორმათა სისტემა,
კრიტიკული მორალი კი ის სტანდარტებია, რომელთა მეშვეობითაც ფასდება პოზიტიური
მორალი.
სამართლისა და მორალის სრული ერთიანობა ტოტალიტარულობის მაჩვენებელია.
სწორედ ტოტალიტარულ რეჟიმებში ცდილობს სახელმწიფო სამართლის მეშვეობით
აკონტროლოს მორალური ღირებულებანი. დემოკრატიული საზოგადოებებისთვის
მიზანშეუწონელია მორალურ ღირებულებათა სახელმწიფოებრივი კონტროლი, მიუღებელია
მორალისა და სამართლის ურთიერთშეზრდა.
საზოგადოებრივი მორალის მინიმუმი აუცილებლად უნდა გაიზიაროს სამართალმა,
წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს ლეგიტიმურობას და მხარდაჭერას საზოგადოებისგან.
ჩამოყალიბებულია სამი განსხვავებული მიდგომა მორალისა და სამართლის
ურთიერთმიმართების შესახებ:
• მორალი და სამართალი აყალიბებს ერთიან მთლიანობას. სამართალი მორალური
წესრიგის შემადგენელია (სქოლასტიკური ბუნებითი სამართლის თეორია).
• სამართალი და მორალი ფუნქციონალურად და არსებითად განსხვავდება
ერთმანეთისგან (ქრისტიან თომაზიუსი).
• სამართალი და მორალი არ არის ერთიანი, მაგრამ არც გამიჯნულია ერთმანეთისგან
(სამუელ პუფენდორფი, იმანუელ კანტი).

სამართლისა და მორალის განცალკევება: ჰარტი

• ინგლისელ პოზიტივისტს, ჰარტს ჰქონდა მწვავე დებატები სამართლისა და მორალის


ურთიერთმიმართების შესახებ (ლონ ფულერთან და პატრიკ დევლინთან). ჰარტი
ცალსახად ემხრობა სამართლისა და მორალის განცალკევების თეზისს. სამართალი
შედგება მორალური თვალსაზრისით ნეიტრალური ნორმებისგან, და სწორედ ამ
ნორმათა ერთიანობა აფუძნებს მართლწესრიგს (მორალის მიმართ ნეიტრალური
პირველადი და მეორეული ნორმები).
• ჰარტის მტკიცებით საზოგადოებას არ სჭირდება ერთიანი მორალი, საერთო
მორალური ღირებულებები. თანამედროვე პლურალისტური, მულტიკულტურული
საზოგადოება ხასიათდება მორალური მრავალფეროვნებით. კანონმდებელი, რომელიც
აყალიბებს ზოგად და აბსტრაქტულ ნორმებს, ვერ იქნება ორიენტირებული
მრავალფეროვან და ცვალებად მორალურ ღირებულებათა გათვალისწინებაზე.
• 1958 წელს გამოქვეყნებულ ცნობილ ნაშრომში ჰარტი არასწორს უწოდებს იმ
სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც გადაისინჯა ნაცისტური სასამართლო

წინამდებარე ტექსტი არის საკითხავი მასალის სამუშაო ვერსია სალექციო კურსისთვის – „შესავალი
სამართლისმცოდნეობაში“, რომელიც წაკითხული იქნება 2022 წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ის
იურიდიულ ფაკულტეტზე. დაუშვებელია ტექსტის ციტირება, ტირაჟირება ან სხვა სახით გამოყენება
ავტორის ნებართვის გარეშე. შენიშვნებისა და კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ავტორს:
lasha.bregvadze@tsu.ge Page 4
გადაწყვეტილება და მიჩნეულ იქნა ბათილად ამორალურობის გამო. მისი აზრით, ეს
გადაწყვეტილება ფორმალურად სწორი იყო და არ ეწინააღმდეგებოდა ლეგალურობის
პრინციპს.

სამართლის მორალურობა: ლონ ფულერი (1902-1978)

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ლონ ფულერი, ჰარტის პასუხად ამტკიცებდა, რომ


სამართალსა და მორალს აქვს შეხების სამი სფერო:
• სამართალს აქვს მორალური საფუძვლები, რაც გამოიხატება მოქალაქეთა სურვილში,
დააფუძნონ თავისუფლებაზე, წესრიგზე, სამართლიანობაზე და წესიერებაზე
ორიენტირებული მმართველობა.
• მართლწესრიგი ხასიათდება მორალური სტრუქტურით. იგი ყალიბდება სხვადასხვა
ინსტიტუციური ფორმით – კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკა, ხელშეკრულება,
ადმინისტრირება, მედიაცია. თითოეულ ამ მოდელს აქვს შინაგანი მორალურობა, რაც
საბოლოო ჯამში სამართლის მორალურობას განსაზღვრავს (Internal Morality of Law).
• სამართლის უმთავრესი მორალური მიზანია არა სამართლიანობა, არამედ
თავისუფლება. თავისუფლება აქ ნიშნავს ძირითად ადამიანურ შესაძლებლობათა და
ძალაუფლების ეფექტიან გამოყენებას, რისკენაც მიისწრაფვის მართლწესრიგი.
• 1964 წელს ფულერი აქვეყნებს წიგნს „სამართლის მორალურობა“ (The Morality of Law,
მეორე გამოცემა 1969 წ.), რომელშიც აყალიბებს სამართლებრივი სრულყოფილების რვა
სასურველ მახასიათებელს. ეს რვა მახასიათებელი, მისი აზრით, არის სამართლის
შინაგანი მორალურობის განმსაზღვრელი. ესენია:
• (1) სამართლის ნორმათა ზოგადი ხასიათი, (2) საჯაროდ გამოქვეყნების აუცილებლობა,
(3) რეტროაქტიული უკუძალის დაუშვებლობა, (4) სიცხადე და გასაგებობა, (5) ნორმათა
არაწინააღმდეგობრივი ხასიათი, (6) ნორმის მოთხოვნის შესრულების ფიზიკური
შესაძლებლობა, (7) სტაბილურობა და ნორმაზე ორიენტირების შესაძლებლობა, (8)
თანაზომიერება გამოცხადებულ წესსა და ოფიციალურ ქმედებებს, წესსა და წესის
ადმინისტირებას შორის.
• ამ მახასიათებელთაგან რომელიმეს არარსებობა, ფულერის თანახმად, გამორიცხავს
მართლწესრიგის განხორციელებას.
• ამ ფორმალური მახასიათებლების გამო, რასაც ფულერი მიიჩნევს სამართლის შინაგანი
მორალურობის განმსაზღვრელ კრიტერიუმად, მის თეორიას ბუნებითი სამართლის
პროცედურულ თეორიას უწოდებენ. ფულერი, ნაცვლად მატერიალური მიზნის
მიღწევისა, ცდილობს სამართლებრივი სრულყოფილების მიღწევას.

წინამდებარე ტექსტი არის საკითხავი მასალის სამუშაო ვერსია სალექციო კურსისთვის – „შესავალი
სამართლისმცოდნეობაში“, რომელიც წაკითხული იქნება 2022 წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ის
იურიდიულ ფაკულტეტზე. დაუშვებელია ტექსტის ციტირება, ტირაჟირება ან სხვა სახით გამოყენება
ავტორის ნებართვის გარეშე. შენიშვნებისა და კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ავტორს:
lasha.bregvadze@tsu.ge Page 5
სამართლისა და მორალის მსგავსი ნიშნები:

• როგორც სამართალი, ასევე მორალი აწესრიგებს ადამიანთა შორის ურთიერთობებს.


• მორალი და სამართალი ჯერარსული ფენომენებია.
• მორალისა და სამართლის მოთხოვნები შინაარსობრივად მეტწილად ერთმანეთის
მსგავსია, რადგანაც სამართალში გათვალისწინებული უნდა იყოს ეთიკური მინიმუმი.
• სამართლისა და მორალის ნორმათა დაცვა თავისთავად გასაგები მოვალეობაა და არა
განსაკუთრებული სიქველე.

სამართლისა და მორალის განმასხვავებელი ნიშნები:

• მორალი ყალიბდება ჩვეულების, ტრადიციების, ღირებულებითი წარმოდგენების


გავლენით. სამართლის ნორმას ადგენს სახელმწიფო, ფორმალური პროცედურის
დაცვით.
• მორალის ნორმა დადგენილია პირდაპირი აკრძალვის ან მოთხოვნის სახით,
სამართლის ნორმაში ეს აბსტრაქტულადაა ფორმულირებული. სამართლის ნორმა
ჩამოყალიბებულია მაქსიმალური სიზუსტით.
• სამართლის ნორმაში ცვლილებების შეტანა ხდება სათანადო პროცედურის დაცვით.
მორალის ნორმა კი იცვლება სოციალური ევოლუციის პარალელურად და არა
დაგეგმილი პროცედურებით. სამართალი დინამიკურია, მორალი – სტატიკური.
• სამართლის ნორმა აწესრიგებს ადამიანთა გარეგან ქცევას, მორალის ნორმა ეფუძნება
ზნეობას და შინაგან სინდისს.
• სამართალი ხასიათდება ორგანიზებული და აბსოლუტური იძულებით,
გამაგრებულია ოფიციალური სანქციებით. მორალი კი განმტკიცებულია სოციალური
ზემოქმედებითა და არაფორმალური სანქციებით.
• სამართლის ნორმათა მოქმედება შეზღუდულია კონკრეტული სივრცით, მორალის
ნორმები კი უნივერსალურად ვრცელდება.
• მორალი მოქმედებს ადამიანის შინაგანი ზეწოლის, სინდისის კარნახის ძალით,
სამართალი განმტკიცებულია იძულების გარეგანი მექანიზმით.
• სამართლის ნორმათა მოქმედება დაკავშირებულია განსაზღვრულ დროით
განზომილებასთან, სამართლის ნორმები კონკრეტულ დროს შედიან ძალაში და
წყვეტენ მოქმედებას. მორალის ნორმები კი ამგვარი დროითი შეზღუდვებით არ
ხასიათდება.
• სამართლის ნორმათა მოქმედება ეფუძნება იერარქიულობის პრინციპს – ზემდგომ
ნორმას ექვემდებარება ქვემდგომი ნორმა. სამართლის ნორმათა კოლიზიისას,
ფორმალურად დადგენილი წესების მიხედვით შეირჩევა სათანადო ნორმა. ამგვარი
მიმართება კი უცნობია მორალის ნორმებისთვის. ყოველი მორალური ნორმა

წინამდებარე ტექსტი არის საკითხავი მასალის სამუშაო ვერსია სალექციო კურსისთვის – „შესავალი
სამართლისმცოდნეობაში“, რომელიც წაკითხული იქნება 2022 წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ის
იურიდიულ ფაკულტეტზე. დაუშვებელია ტექსტის ციტირება, ტირაჟირება ან სხვა სახით გამოყენება
ავტორის ნებართვის გარეშე. შენიშვნებისა და კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ავტორს:
lasha.bregvadze@tsu.ge Page 6
თანაბარმნიშვნელოვანია. მორალური დილემისას თავად სუბიექტი ღებულობს
პრინციპულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ წინააღმდეგობრივი მორალური
პრინციპებიდან რომელი გაიზიაროს.

საზოგადოებაში, რომელიც მხარს უჭერს მორალურ პლურალიზმს, სამართალს უნდა


ჰქონდეს იმგვარი ბუნება, ფუნქციები და ფარგლები, რომ ხელი შეეწყოს მრავალფეროვნებას
და გამოირიცხოს ღირებულებათა ჰომოგენურობა, ერთსახოვნება.
არა მარტო სამართალს სჭირდება მორალური საფუძვლები, არამედ მორალსაც
სჭირდება სამართლებრივი უზრუნველყოფა. მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხოლოდ
სამართალს სჭირდება მორალური გამყარება. სამართალს ნამდვილად ესაჭიროება ის
ლეგიტიმაცია, რაც მიიღწევა მორალის მიერ მისი მხარდაჭერით. მაგრამ ისიცაა
გასათვალისწინებელი, რომ მორალსაც სჭირდება სამართლის მხრიდან მხარდაჭერა იმ
ღირებულებათა დასაცავად და განსამტკიცებლად, რომლებსაც ის ემსახურება. ამიტომ,
ნაცვლად სამართლისა და მორალის ნორმატიულ კონკურენციაზე და შეუთავსებლობაზე
უსასრულო ფიქრისა, თანამედროვე პლურალისტურ საზოგადოებაში უპრიანია სამართლისა
და მორალის ერთობლივი, თუმცა განსხვავებული ევოლუციისა და მათი თავსებადობის
ჯეროვანი გააზრება.

წინამდებარე ტექსტი არის საკითხავი მასალის სამუშაო ვერსია სალექციო კურსისთვის – „შესავალი
სამართლისმცოდნეობაში“, რომელიც წაკითხული იქნება 2022 წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ის
იურიდიულ ფაკულტეტზე. დაუშვებელია ტექსტის ციტირება, ტირაჟირება ან სხვა სახით გამოყენება
ავტორის ნებართვის გარეშე. შენიშვნებისა და კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ავტორს:
lasha.bregvadze@tsu.ge Page 7

You might also like