You are on page 1of 3

სამართლის ცნება და ნიშნები

სამართალი ეწოდება : ქვეყნის საზოგადოებრივი წეს-წყობილებით განპირობებულ,


მმართბელი ფენის ან ხალხის უმრავკესობის ნების გამომხატველი
ზოგადსავალდებულო წესების (ბორმების) ერთობლიობას, რომელიც დადგენილია ან
სანქციონირებულია სახელმწიფოს მიერ და რომლის შესრულება
უზრუნველყოფილია დარწმუნებითა და სახელმწიფოებრივი იძულებით.

უფრო მარტივად თუ ვიტყვით :სამართალი არის განსაკუთრებულ სოციალურ


ნორმათა სისტემა, რომელიც დადგენილია და დაცულია სახელმწიფოს მიერ,
ფორმალურად განსაზღვრულია და შესასრულებლად სავალდებულოა
საზოგადოების ყველა წევრისთვის.

სამართლის ძირითადი ნიშნებია :

 გამოცემულია სახელმწიფოს მიერ: მხოლოდ სახელმწიფო,


სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით ( საკანონმდებლო
ორგანო-პარლამენტი ), კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით ,
არის უფლებამოსილი მიიღოს სამართლის ნორმები.
 ფორმალურად განსაზღვრულია ნიშნავს, რომ სამართლის ნორმა
ფიქსირებულია წერილობითი ფორმით, ლაკონურია და
ერთმნიშვნელოვანი.
 ზოგადი ხასიათისაა ნიშნავს, რომ სამართლის ნორმა და ზოგადად
სამართალი მოქმედებს არა კონკრეტული სუბიექტის მიმართ, არამედ
ნორმაში აღწერილი სიტუაციის მიმართ. ნებისმიერი პირი, რომელიც
აღმოჩნდება ნორმით აღწერილ გარემოებაში, მოექცევა აღნიშნული
ნორმის ზემოქმედების არეალში.
 გათვალისწინებულია მრავალჯერადი გამოყენებისთვის, გულისხმობს
რომ სამართალი ( სამართლის ნორმა ) გამოიყენება ყველა
შემთხვევაში, როცა დადგება მისი გამოყენების აუცილებლობა,
იმდენჯერ, რამდენჯერაც დადგება ამის საჭიროება, ვიდრე
საკანონმდებლო ორგანოს მიერ, დადგენილი წესით არ მოხდება მისი
შეცვლა ან გაუქმება.
 ზოგადსავალდებულოა ანუ ნორმატიულია ნიშნავს, რომ სამართალი
( სამართლის ნორმა ) შესასრულებლად სავალდებულოა მისი
ადრესატებისთვის.
 უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულების ძალით ნიშნავს ,
სამართლის ( ნორმის ) მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში
სახელმწიფო მიმართავს იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს, რაც
უმეტეს შემთხვევაში გვევლინება იურიდიული პასუხისმგებლობის
სახით ( დისციპლინარული,მატერიალური, ადმინისტრაციული,
სამოქალაქო-სამართლებრივი, სისხლის სამართლებრივი).

სამართლის პრინციპები

სამართლის პრინციპები ეწოდება ფუძემდებლურ დებულებებს, რომლებიც


საფუძვლად უდევს სამართალს, როგორც მოვლენას , გამოხატავს მის არსს და
საფუძვლად უდევს სამართლის რეალიზაციას.

სამართლის ძირითადი პრინციპებია :

 კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველას თანასწორობა გულისხმობს


კანონის ერთნაირ მოქმედებას საზოგადოების ყველა ქმედუნარიანი
პირის მიმართ, განურჩევლად მათი სოციალური თუ მატერიალური
მდგომარეობისა, სქესისა,რასისა, ეროვნებისა,რელიგიური თუ სხვა
ტიპის მსოფლმხედველობისა.
 უფლებათა და მოვალეობათა ერთიანობა (სადაც უფლებაა, იქ
მოვალეობაც არის და პირიქით). სუბიექტურ უფლებებთან ერთად
ადამიანს აქვს მოვალეობებიც. უფლება არის ნებადართული ქცევის
ზღვარი, მოვალეობა არის სავალდებულო ქცევის ზღვარი
საზოგადოებაში, რომელიც მავალებელი თავისებურებით ხასიათდება.
 სამართლიანობა. გულისხმობს, რომ სამართალი ( ნორმა) უნდა იყოს
მახლობელი და გასაგები ადამიანის ბუნებისთვის, ახლოს იდგეს
მორალის ნორმებთან, საზოგადოების წარმოდგენებთან სიკეთესა და
ბოროტებაზე, პატივსა და ღირსებაზე, სამართლიანობასა და
უსამართლობაზე.
 ჰუმანურობა. გულისხმობს იმას, რომ სამართალი (ნორმა)
ორიენტირებულია ადამიანის პიროვნებისადმი ღირსეულ მოპყრობაზე,
არ უნდა იყოს სასტიკი, აუტანელი, დამამცირებელი და პიროვნების
ღირსების შეურაცხმყოფელი.
 დემოკრატიულობა - ნიშნავს, რომ სამართალი ( ნორმა) უნდა
გამოხატავდეს საზოგადოების ფართო მასების ნება-სურვილს.
 ბუნებითი და პოზიტიური სამართლის პროპორციული თანაფარდობა.
გულისხმობს იმას, რომ არა მთელ სამართალს ქმნის სახელმწიფო და
არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამართლით
რეგულირდება ადამიანებს შორის ურთიერთობები, სამართალი თავის
საწყისში სახელმწიფოსგან დამოუკიდებლადაც არეგულირებს
ადამიანთა ურთიერთობებს ბუნებითი სამართლით და აქ ამ პრინციპში
სამართალი თავის რეალურ მნიშვნელობას ავლენს, ის ხომ გაცილებით
მეტია, ვიდრე სახელმწიფოს მიერ დადგენილი ზოგადსავალდებულო
ქცევის წესების ერთობლიობა, ბუნებით სამართალში -სახელმწიფოს
ნებისგან დამოუკიდებლად არსებულ ადამიანის თანდაყოლილი
უფლებების არსებობის ურყევი ფაქტი მოწმობს სამართლის
გაცილებით უფრო დიდ მნიშვნელობაზე, ვიდრე სამართლის
პოზიტიური ცნებაა ( გაგებაა). სწორედ აქ ვლინდება ბუნებითი
სამართლის მნიშვნელოვანი როლი პოზიტიურ სამართალში.
 დარწმუნებისა და იძულების მეთოდების თანაფარდობა. სამართლის
მოქმედება (ფუნქციონირება) ხორციელდება ორი გზით -დარწმუნების
მეთოდით ან იძულების მეთოდით.
 დარწმუნება ისეთი ზემოქმედების ზომაა სამართლებრივი
ურთიერთობების მონაწილეებზე, რომლის დროსაც სასურველი
შედეგი მიიღწევა იძულების ღონისძიებების გამოყენების გარეშე-
ნებაყოფლობით, სამართლერივი ურთიერთობის სუბიექტის
დაინტერესებით, როცა სუბიექტი გაგებით ეკიდება სამართლის ნორმის
მოთხოვნას.
 იძულება - ზემოქმედების ისეთი ზომაა, რომელიც გულისხმობს
სამართლის ნორმით დადგენილი შედეგის მიღწევას იძულებითი
ძალის ზემოქმედებით ( აღკვეთის ღონისძიება, სასჯელის მუქარა,
სასჯელი, ადმინისტრაციული და დისციპლინარული ზემოქმედების
ზომები ) იძულება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
სასურველი სამართლებრივი შედეგი ვერ მიიღწევა დარწმუნების
მეთოდის გამოყენებით, იძულება ხორციელდება კანონით დადგენილი
პროცესუალური (ფორმით) წესების დაცვით.

You might also like