You are on page 1of 14

საერთაშორისო საჯარო

სამართალი
გიორგი კობერიძე
I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება
და შედარებითი სამართალმცოდნეობა

თეორია : განსაზღვრულ საგანზე შეხედულებათა, დასკვნათა


სისტემატიზებული და მოწესრიგებული ერთობლიობაა.

ვიწრო გაგებით: ა) შეისწავლის ენობრივ ფორმაში გამოხატულ სამართლებრივ


წინადადებებს
ბ) აღწერს იურიდიულ მნიშვნელობით გამოყენებულ ენობრივ ფორმებს
ფართო გაგებით: მოიცავს ისეთ ფუძემდებლურ დისციპლინებს, როგორიცაა
სამართლის ფილოსოფია, სამართლის ისტორია, შედარებითი სამართალმცოდნეობა,
სამართლის სოციოლოგიას, იურიდიულ არგუმენტაციას და სხვა
განმარტება: სამართლის თეორია, ჩამოყალიბდა
როგორც „სამართლის ზოგადი მოძღვრება“. ეს უკანასკნელი დღესაც განიხილება, როგორც
სამართლის თეორიის „ძველი და უფრო კორექტული დასახელება“.

სახელმწიფოს პრობლემები: სამართლის თეორია


შეისწავლის სამართლისა და სახელმწიფოს შორის არსებულ კავშირს, სახელმწიფოს როლს
სამართლის მოქმედების პროცესში და სხვა.
I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება და
შედარებითი სამართალმცოდნეობა

სამართლის თეორიის სამი ძირითადი ფუნქცია:

ემპირიული ფუნქცია: შეისწავლის არა მარტო სამართლის ნორმებს, არამედ


სამართლის სოციალურ როლს და არკვევს ნორმის გავლენას ადამიანთა ქცევაზე

ანალიტიკურ ფუნქცია: სამართლის ნორმის სტრუქტურის, სამართლის ძირითადი


ცნებებისა და სამართლის ფორმები

ნორმატიულ ფუნქცია: სამართლის მოქმედების


საფუძვლების, სამართლის შეფარდების მეთოდების, სამართლიანობისა და „მართალი
სამართლის“
I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება და
შედარებითი სამართალმცოდნეობა

სამართლის თეორიის პრაქტიკული მნიშვნელობა:

სამართლის თეორიის პრაქტიკულ მნიშვნელობას ზრდის მის მიერ


განხილული ისეთი საკითხები როგორიცაა: კანონის საზრისი; მიმართება
კანონსა და სამართალს შორის; იურისტების ეთიკური შეხედულებები და
სამართლებრივი აზროვნების კულტურა; სამართლებრივი სახელმწიფო;
სამართლის მიერ სახელმწიფოს შებოჭვა; სამართლიანობა და სხვ
I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება და
შედარებითი სამართალმცოდნეობა

სამართლის ცნება

სამართალი არის კულტურული და ისტორიული მოვლენა

სამართალი არ არის უნივერსალური, დროისა და სივრცის გარეშე არსებული ფენომენი

შესაბამისად, სამართალი იცვლება დროსთან და გარემოებებთან ერთად

სამართლის ცნების შესახებ არსებული შეხედულებები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ


დიდ ჯგუფად:
1. შინაარსობრივი; 2. ფორმალური.
I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება და
შედარებითი სამართალმცოდნეობა

სამართლის ცნების შინაარსობრივი მხარე

სამართალი შესასრულებლად სავალდებულოა იმიტომ, რომ კულტურული და ისტორიული


მოვლენა

ადგენს საზოგადოდ „კარგ“ და „მისაღებ“ ქცევის წესს

სამართალი გამომდინარეობს ბუნებითი ან გონითი კანონიდან და თანაბრად ზღუდავს


თითოეულის თავისუფლებას
I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება და
შედარებითი სამართალმცოდნეობა

სამართლის ცნების ფორმალური მხარე

იურიდიულ მოთხოვნები სავალდებულოა მისი ფორმის გამო, არა ნორმის შინაარსის გამო

სამართლის გაგება

სამართლის პოზიტიურ გაგება

ბუნებით-სამართლებრივ გაგება
I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება და
შედარებითი სამართალმცოდნეობა

სამართლის პოზიტიური გაგება

პოზიტიური თეორია ერთმანეთისგან განასხვავებს სამართალს როგორც „ის არის“ და


სამართალს როგორც „ის უნდა იყოს“. ასევე, კარგად გამიჯნავს მორალსა და სამართალს
მორალურობა არ განსაზღვრავს არც სამართლის მოქმედებას და არც მის სავალდებულობას

სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის


წესების ერთობლიობა, რომელსაც ახასიათებს:
ა) ნორმა დადგენილია სათანადო უფლებამოსილების მქონე პოლიტიკური და სახელმწიფო
ორგანოს მიერ;
ბ) სამართლის ნორმა სოციალურად ქმედითია (ნამდვილია), რამდენადაც ნორმის
ადრესატები მას ან ნებაყოფლობით იცავენ, ან იძულებით ახორციელებენ უფლებამოსილი
სახელმწიფო ორგანოები
გ) სამართლის ნორმას, როგორც ქცევის სავალდებულო მოდელს აღიარებენ როგორც
სახელმწიფო ორგანოები, ისე მოქალაქეები.
I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება და
შედარებითი სამართალმცოდნეობა

სამართლის ბუნებით-სამართლებრივი გაგება (ზეპოზიტიური გაგება)

ბუნებითი სამართალი ერთმანეთისგან არ გამიჯნავს მორალსა და სამართალს.

ბუნებითი სამართალი - ანუ სამართლიანი სამართალი.

შეუძლებელია ფაქტის შესახებ მსჯელობიდან (არსი) გამომდინარეობდეს ესა თუ ის ნორმა


(ჯერარსი). (ემპირიული დაკვირვება ვერ იქნება ქცევის წესის დადგენის ერთადერთი
საშუალება)

მოქმედების საკითხ (აღსრულების მექანიზმები, სასამართლო პროცესი და ა. შ.)


I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება და
შედარებითი სამართალმცოდნეობა

სამართლის ნიშნები და სამართლის ადრესატები (ადამიანი)

სამართალი ადგენს ქცევის განსაზღვრულ წესს

სამართლის ნორმის, როგორც ქცევის ზოგადსავალდებულო წესის მოქმედება ვრცელდება


საზოგადოების ყველა წევრზე

სამართალს ახასიათებს მოქმედების პრეტენზია;

სამართლის ნორმას ახასიათებს იძულებით განხორციელების შესაძლებლობა.

ჰეტერონომიული სავალდებულოობა (სავალდებულოა შესასრულებლად, მიუხედავად იმისა,


სურს თუ არა ეს ნორმის ადრესატს)
I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება და
შედარებითი სამართალმცოდნეობა

სამართლის ლეგიტიმურობა და ლეგალურობა

სამართალი ლეგიტიმურია რამდენადაც:

1. სამართლის ნორმა არის შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესი;

2. სამართალი ეფუძნება ნორმის ადრესატების განსაზღვრული ნაწილის რწმენას, რომ ნორმა


ლეგიტიმურია და, მაშასადამე, სავალდებულოა შესასრულებლად.

სამართალი ლეგალურია რამდენადაც: საქმიანობაც ხორციელდება კანონის საფუძველზე და


მის შესაბამისად.
I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება და
შედარებითი სამართალმცოდნეობა

სამართლის თეორია და შედარებითი სამართალმცოდნეობა

თანამედროვე იურისტი არ კმაყოფილდება მხოლოდ „საკუთარი“ სამართლებრივი სისტემის


ცოდნით.

სამართლის ეროვნული სისტემის ინდივიდუალურ თავისებურებებს v. იურიდიული


სინამდვილის განვითარების საერთო კანონზომიერებებს v. სამართლის უცხო სისტემები

მიზანი: ახალი მასშტაბების მოძიება


I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება და
შედარებითი სამართალმცოდნეობა

სახელმწიფო და მისი მნიშვნელობა

განსაკუთრებული წესით მოწყობილი, იურიდიულად გაფორმებული პოლიტიკური


ორგანიზაციაა.

სახელმწიფოთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მონტევიდეოს 1993 წლის


კონვენციის I მუხლის თანახმად სახელმწიფო უნდა ხასიათდებოდეს შემდეგი თვისებებით:

1. მუდმივი მოსახლეობა;
2. განსაზღვრული ტერიტორია;
3. მთავრობა;
4. სხვ. სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარების უნარი.
I ლექცია - სამართლის თეორია, სამართლის ცნება და
შედარებითი სამართალმცოდნეობა

სახელმწიფო და მისი მნიშვნელობა

მუდმივი მოსახლეობა: იგი სახელმწიფოს არსებობის ფიზიკურ საფუძველს შეადგენს

განსაზღვრული ტერიტორია: ტერიტორიული სუვერენიტეტი სახელმწიფოს მიერ თავისი


საქმიანობის განხორციელების განსაკუთრებულ უფლებას გულისხმობს

მთავრობა: მთავრობის მიერ ტერიტორიისა და მოსახლეობის ეფექტური კონტროლი


მესამე არსებითი ნიშანია

You might also like