You are on page 1of 1

შუა ღამით აივანიდან გადავყურებ ზღვას

სიღრმის შავი იდუმალი როგორ ერწყმის ცას

ცასაც იშვიათი ფერი ადევს სიდიადის, სიბრძნის, ჩუმი...

თითქოს მასში დამალულა ჭეშმარიტი არსის სული.

გადმოგვყურებს სიმაღლიდან,

იმალება ღრუბლებს მიღმა,

საიდუმლოს მალავს

და არ უნდა გამჟღავნება.

ღამით ვდგავარ აივანზე...

სიჩუმეა უჩვეულო.

თითქოც ზღვაც კი გაიყინა,

ხმა ჩაიგდო გულჩახვრობით.

თითქოს ბუნება გაცოცხლდა

ისიც გრძნობს და მასაც ესმის.

ჩვენი საქციელის შემხედვარე

დაღოვნდა და შერცხვა ჩვენი.

ცა არ მალავს საიდუმლოს.

მას არ უნდა ჩვენი ნახვა.

ზღვაც არაა გაყინული.

მას უბრალოდ ჩვენი შერცხვა.

ბუნება შეგვცქერის ჯოკონდას სახით,

რადგან ყველაფერს წავართვით არსი.

You might also like