You are on page 1of 2

შემოდგომის ცივი ნიავი სარკმლის ღიობში აღწევდა და იქვე მწოლიარე ყმაწვილს სახეზე

მელამუნებოდა . ღონემიხდილი ახალგაზრდა საწოლზე გაშოტილიყო და დანისლული


თვალები ჭერისთვის უაზროდ გაეშტერებინა . ფიქრებში ღრმად გადაშვებულს სახეზე ერთი
კუნთიც არ უტოკავდა . რომ არა მისი თანაბარი სუნთქვა და რიტმულად მოძრავი
გულმკერდი მის სიცოცხლეში ეჭვიც შეიძლება შეგპარვოდათ.

ცაზე გამოკიდებული მნათობი ვერცხლისფერ სინათლეს ჰფენდა ჭაბუკის ფერმკრთალ,


სევდიან სახეს .

გულისგამაწვრილებელ ფიქრებს მისი გონება სრულიად მოეცვა და სიზმრების სამყაროში


მშვიდად გადასვლის უფლებას არ აძლევდა .

ბურანიდან გამორკვეულს ხმა მოესმა . მტკვრის ჩუმმა დუდუნმა ოთახში შემოაღწია და


თითქოს ცარიელი სივრცე შეავსო . ეს ხმა მის აფორიაქებულ სულს ამშვიდებდა და
რეალობიდან თავის დახსნის საშუალებას აძლევდა . უცებ ყმაწვილს გონება გაუნათდა,
ზუსტად მიხვდა რაც სჭირდებოდა. აღელვებული საწოლიდან წამოიჭრა , პალტოს ხელი
დაავლო და ღამის სიბნელეს შეერია .

ლამპიონების მკრთალი შუქი ნაწვიმარ მიწაზე ლიცლიცებდა . ცივი ნიავი ყმაწვილს თმას
უწეწავდა და მოშიშვლებულ სახეს უყინავდა , მაგრამ სიცივე სულაც არ აწუხებდა და ჩქარი
ნაბიჯებით მტკვრის ნაპირისკენ მიეშურებოდა .

როგორც იქნა სანუკვარ ადგილს მიაღწია , მთვარის ვერცხლისფერი შუქი იქაურობას


მთლად ზღაპრულ იერს ანიჭებდა . ცამდე აღმართული ხეები ჭაბუკს ზემოდან
დაჰყურებდნენ და გრძელ , ჯერ კიდევ შეფოთლილ ტოტებს აფარებდნენ , თითქოს მისი
დაცვა სწადიათო.

მტკვრის ხმა უკვე გარკვევით ჩაესმოდა . მელოდიამ ვაჟის სულამდე ჩააღწია და ბნელი
ღრუბლები გაფანტა. ბიჭს სახეზე ღიმილი მოეფინა და თვალები გაუბრწყინდა . იქვე პატარა
ქვაზე ჩამოჯდა და მდინარეს გადახედა, მის მესაიდუმლეს , მის მეგობარს . აქ მოსვლა
ყოველთვის შეეძლო , მტკვრისთვის საიდუმლოებების გამხელა, ისიც თავისთავად
შთანთქავდა მის აზრებს , მის ნასაუბრებს და ტალღებთან ერთად უსასრულობისკენ
მიაქანებდა .

ბიჭი მიწაზე გადაწვა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა . მაინც რა პატარები , რა


უმნიშვნელონი იყვნენ ადამიანები , სამყაროში , სადღაც უსასრულობაში , უაზროდ
გამოკიდებულ ბურთზე ცხოვრობდნენ , იმის ფიქრში გართულნი , როგორმე გულისწადილი
აესრულებინათ და მიწისთვის რაც შეიძლება გვიან მიებარებინათ თავი .

და მაინც რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს? ადამიანის უსუსურ მცდელობას


აესრულებინა სურვილები , რომლებიც არა და არ მთავრდებოდა . ანდაც რისთვის
იბრძოდნენ მეფეები , დიდებულები? მიწისთვის , სწორედ იმ მიწისთვის რომლის ნაწილიც
ადრე თუ გვიან თავად შეიქნებოდნენ .
დროც , თითქოს შეუბრალებელი მორევი , ყველაფერს თავისთან , უსასრულო
სიცარიელეში ითრევდა და უმოწყალოდ ანადგურებდა . მაშ რა აზრი აქვს რაიმეს? თუ ერთ
დღესაც ყველაფერი უკვალოდ გაქრება , თვით დროც კი შეწყვეტს სვლას? ყველა მოკვდება ,
იმ ათასობით ვარსკვლავის მსგავსად , რომლებიც მკვდრებიც ახერხებენ ცის შემკობას,
უკუნი სიბნელის გაფანტვას .

იქნებ სწორედ ესაა ყველაფრის გასაღები, პასუხი ყველა კითხვაზე . იქნებ აქვს კიდეც
ადამიანის სიცოცხლეს ფასი, მანამ სანამ სხვები ცოცხლობენ , სხვებს ძალუძთ მათი დანახვა.
ჩვენი საქმეებიც ხომ ისევე დააჩნევს კვალს დედამიწას , ისევე დაამშვენებს , როგორც
მკვდარი ვარსკვლავები ცის კაბადონს .

ფიქრისგან გადაღლილმა თვალები მილულა . იმ დღეს საკმარისად გაუნდო


მტკვარს საიდუმლოებები . აღარაფერზე ფიქრობდა . მდინარემ კიდევ ერთხელ შეძლო მისი
დახმარება . კმაყოფილმა ოდნავ ჩაიღიმა და ხეებით გარშემორტყმულს მინდორზე მიეძინა .

მტკვარმაც კიდევ ერთხელ შთანთქა ყმაწვილის ფიქრები და ტალღებს გააყოლა ,იმ


სხვა ფიქრებთან შესახვედრად , რომლებიც მრავალი წლის მანძილზე მოესმინა .

:)

You might also like