You are on page 1of 2

ვინც გულუხვია, იმას ორგულებიც

ემორჩილებიან

ნიკოლოზ მაჭარაშვილი

,,ვინც გულუხვია, იმას ორგულებიც ემორჩილებიან’’ _ ეს გამოთქმა გვასწავლის


სიუხვის თვისებას და მის მნიშვნელობას ადამიანებში. პატარა რამის გაცემამაც,
შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში დადებითი ემოცია, თვით ‘’ორგულიც’’ კი
დაიმორჩილოს და სწორ გზაზე დააყენოს. გარდა ამისა, გულუხვ ადამიანს
სიუხვესთან ერთად ბევრი ისეთი თვისება შეიძლება ჰქონდეს, რომ სხვა
ადამიანებისთვის მაგალითადაც იქცეს.
შოთა რუსთაველის ნაწარმოებში ,,ვეფხისტყაოსანი’’ , მეფე როსტევანი
განასახიერებს კეთილგანწყობილ, გამცემ და უხვ მმართველს. ,,მოსამართლე და
მოწყალე, მორჭმული განგებიანი.“ მისი სამეფო ანალოგია აყვავებული ქვეყნის
(არაბეთის), სადაც ყოველთვის ჰარმონია, სამართლიანობა და კეთილდღეობა
სუფევს. მეფე როსტევანი პროტოტიპია უდარდელი კაცის, რომელსაც სურს, რომ
სამუდამო ჰარმონიაში იცხოვროს და „ღმერთის წყალობა“ არასოდეს მოაკლდეს.
ხელმწიფეს მრავალი ერთგული მსახური ჰყავს სასახლეში, ყველას
გულწრფელად უყვარს და ყოველი მათგანი მზადაა მეფესთვის თავი გასწიროს.
როსტევანს ყველა ქვეშევრდომი აღიარებს და პატივს სცემს მის ავტორიტეტს, მათ
მიმართ გულუხვობისა და კეთილგანწყობის გამო.
რუსთველის დამოკიდებულება, შეგვიძლია, ადვილად ამოვიცნოთ ეპიზოდში,
სადაც მეფე თინათინს დარიგებას აძლევს, როდესაც ის ცხარე ცრემლით ტირის.
რუსთაველი ხელმწიფის ქმედებებს ასახავს, როგორც ჭეშმარიტი
კეთილშობილების და სულის სიდიადის სიმბოლოს. როსტევანის
კეთილშობილება არ არის მხოლოდ სიმდიდრის ან ძალაუფლების ჩვენება,
არამედ მისი თანდაყოლილი სიკეთისა და მორალური მთლიანობის
გამოვლინება. მეფე როსტევანი თინათინს ბრძნულ დარიგებებს აძლევს და ბევრ
რამეს ასწავლის _ ,,ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია“ „ ვარდთა და
ნეხვთა ვინათგან მზე სწორედ მოეფინების.’’ ხელმწიფე თავის ასულს ასწავლის
გულუხვობას და გამცემლობას, იგი ასწავლის, რომ იმ ქვეყნად ვერაფერს წაიღებს
და სანამ ცოცხალია ყველაფერი უნდა გასცეს _ ,,რასაცა გასცემ შენია, რასც არა
დაკარგულია.“
მეფის როლი სახელმწიფოში უმნიშვნელოვანესია, რუსთაველი თავის
ნაწარმოების დასაწყისში ხელმწიფეს ღმერთთან აიგივებს. იგი ხაზს უსვამს, რომ
ხელმწიფეებს უაღრესი პატივისემით უნდა მოვეპყროთ. როგორც ვახსენე,
როსტევანი ძლიერი მეფის პროტოიპია. იგი ფლობს არა მხოლოდ
მმართველობის ძალას, არამედ სიბრძნესაც რომელიც შთააგონებს და
წარმართავს თავის მოსახლეობას. მეფის ძალა მდგომარეობს მის უნარში _
მოიგოს გული და გონება მისი სამაგალითო ქცევით და კეთილგანწყობილი
ლიდერობით.
ჩემი აზრით, როსტევან მეფე გამორჩეული მეფე იყო ნაწარმოებში. მისი
ხასიათებით ადვილად შეგვიძლია ამოვიცნოთ გიორგი II და ზოგადად ქართველი
ერი. მეფის უდარდელობა, სიმამაცე, გადამეტებული დარდი და ნებიერი ხასიათი
ზუსტად ასახავს ჩვენს წინაპრებს და ახლანდელ თაობასაც.
როსტევანის ბრძნული დარიგებები ახლაც აქტუალურია და ყველა ადამიანს
რაღაცას გვასწავლის. რუსთაველის ნაწარმოებიდან შევიძლია დავინახოთ მე-10 -
მე-11 საუკუნის ცხოვრება, მაშინდელ ადამიანთა აზროვნება და ადვილად
მივხვდეთ, რომ ისინი დიდად არ განსხვავდებოდნენ ჩვენგან, არამედ პირიქით
მათი გრძნობები ბევრად ძლიერი იყო ადამიანთა მიმართ.
მე-10 საუკუნეში ქალის გამეფება შეუძლებელი ამბავი იყო, მაგრამ მეფე
როსტევანის ბრძნულმა აზროვნებამ ხალხს თინათინის გამეფება სხვანაირად
დაანახა და გაცემული განძით შეაყვარა იგი. მისი ასეთი კუთხით, ქალი მეფის
წარმოჩენა, ჩემთვის ძალიან საინტერესო და გასაოცარი იყო.
თინათინის გულუხვობამ ბევრი ადამიანის გული მოიგო, შეკრიბა ყველა: ქალი,
კაცი, ბავშვი, მოხუცი და დააჯერა ხალხს, რომ მას მართლაც შეეძლო
სახელმწიფოს ღირსეულად მართვა.

You might also like