ილია - აჩრდილი

You might also like

You are on page 1of 3

ილია ჭავჭავაძე

„აჩრდილი“ მე-7 თავი

ძლიერ სახელმწიფოს აშენებს საზოგადოება, რომლის წევრებიც საკუთარ


პიროვნულ მისიას იაზრებენ.

ილია ჭავჭვაძის პოემა „აჩრდილში“ მკითხველი, გარდა მწერლის ლირიკული


ორეულისა, იდეურად ღრმა, მისტიფიცირებული აჩრდილის მხატვრულ სახესაც ეცნობა,
რომელიც მწერლმა მე-19 საუკუნის ზნეობრივად დაცემული, მორალურად
გაუკუღმართებული, ღმერთთან გაუცხოებული ქართველი ერის მფარველ ანგელოზად
შექმნა. ტექსტში აჩრდილი შეუცნობელი, მიუწვდომელი, ღვთაებრივი გმირია,
რომელიც დაცემულ, გატეხილ, დაჩაგრულ ქართველ ერს უკანასკნელ იმედად
ევლინება.

პოემის მე-7 თავი აჩრდილის მიერ საკუთარი ღვთაებრივი ბუნების გაცხადებით


იწყება. ტექსტში ეს აჩრდილი მწერლის ლირიკულ ორეულს მიმართავს და თავს
ქართველი ერის თანამდევ უკვდავ სულად აცნობს: „მარად და ყველგან, საქართველოვ,
მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული. შენთა შვილთ სისხლით
გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული“. ტექსტში
აჩრდილი შემსწრეა ქართველი ერის წარსული დიდებისა, როცა ქვეყანას
სახელმწიფოებრიობა გააჩნდა, ხოლო ხალხს კი - ამ სახელმწიფოებრიობის განცდა:
„ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ -ძლიერი, შენცა გფენია ქვეყნის მადლი -
თავისუფლება, ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი...“.

მომდევნო სტროფებში აჩრდილი ქართველ ერს თავიანთ მანკიერებებშიც ამხელს.


მისი თქმით, მე-19 საუკუნის ქართველი ეპოქის თანამედროვე გამოწვევებმა გატეხა.
სოციალურმა უთანასწორობამ, უიმედობამ, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ქართველი
ერის მორალურ-ზნეობრივი დაღმავლობა გამოიწვია. მე-19 საუკუნის ქართველი
ადამიანი ღმერთთან გაუცხოებულ, ზნეობრივად დაცემულ ცხოველად იქცა. აჩრდილის
თქმით, ქართველი ერი ჩაგვრას, ტკივლის, ტანჯვას მინებდა, რის გამოც, მათში
თანდათან განელდა ის პატრიოტიზმისა და სახელმწიფოებრიობის განცდა, რაც
ქართულ სოციუმს ასულდგმულებდა. მე-19 საუკუნის ქართველმა სახელმწიფოს
შენებაში საკუთარი პიროვნული მისიის აღქმა დაკარგა, რის გამოც ეროვნული ხსნის
იდეა მეორეხარისხოვანი გახდა. შედეგად ქართული სახელმწიფოებრიობა
თანამედროვეობაში შემორჩენილი წარსული დიდების გადმონაშთად, მიტოვებულ
ტაძრდა იქცა: „და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა, განწირულების
შთასდგომია მას გულში წყლული, მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა და
დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული“.
პოემის მოცემულ ნაწყვეტს, როგორც იდეურ, ასევე მხატვრულ ასპექტში ბევრი
საერთო აქვს გრიგოლ ორბელიანის ერთ-ერთ ლექსთან „თამარ მეფის სახე ბეთანიის
ეკლესიაში“. გრიგოლ ორბელიანსაც ამ ლექსში ქართული სახელმწიფოებრიობისა და
ერის წარსული დიდების გადმონაშთად მიტოვებული ბეთანიის ეკლესიის მხატვრული
სახე აქვს გამოყენებული. გარდა ამისა, პოემაში აჩრდილის მხატვრული სახე
ალეგორიული თვალსაზრისით ემსგავსება თამარ მეფის ფრესკის მხატვრულ სახესაც.
ორივე ტექსტში ეს ორი სახე ალეგორიულად გამომხატველია ქართველი ერის
მფარველი ანგელოზისა.

პოემის მომდევნო სტროფებში აჩრდილი მწერლის ლირიკულ ორეულს


ეროვნული ხსნის კონცეფციის იდეასაც სთავაზობს. მისი თქმით, სანამ ქართველი ერი
განათლების ძალით ამაღლებული საზოგადო ასპარეზზე საკუთარ თავს არ
დაიმკვდირებს, სანამ ძლიერი სახელმწიფოს შენებაში საკუთარ პიროვნულ მისიას არ
გაიაზრებს, იმ დრომდე სრულად ქართველი ერი ზნეობრივად დაცემული და უიმედო
იქნება: „ვიდრე ძე შენი არ გაიკვლელვს ზოგადს ცხოვრებას და, მცნების ნათლით
ზეაღზიდულ, ამაღლებული, ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას, იმ
დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული, უქმისა დრტვინვით, გულის წვითა მწარე ცრემლს
დაღვრის“. თვითორგანიზებისკენ სწრაფვა ისედაც სოციუმის ბუნების მნიშვნელოვანი
ნაწილია, საჭიროა მხოლოდ ინდივიდმა ძლიერი სახელმწიფოს შენებაში საკუთარი
ადგილი იპოვოს და ერთობლივი ძალისხმევით პროდუქტიული საზოგადოება შექმნას.
მაგრამ, როცა მე-19 საუკუნის ქართულ რეალობაში ეროვნული ხსნის იმედი გამქრალი
იყო, აჩრდილის თქმითაც, ქართველთა მიერ დაღვრილი ტანჯვის ცრემლი მხოლოდ
ეროვნულ სისუსტესა და უძლურებაზე მეტყველებს: „მაგრამ არ ირწმენს, წამებულო,
შენს აღდგენასა, და იგი ცრემლი ურწმუნობის, ეჭვის და ტანჯვის, ჰღაღადებს მხოლოდ
ძისა შენის უძლურებასა.“.

ეროვნული ხსნის კონცეფციის ძიების იდეით მოცემული ნაწყვეტი კიდევ


ერთხელ ეხმიანება გრიგოლ ორბელიანის ლექსს „თამარ მეფის სახე მეთანიის
ეკლესიაში“. გრიგოლ ორბელიანის ლექსში მწერლის ლირიკული ორეული, ილიას
„აჩრდილისგან“ განსხვავებით, ერის მფარველ ანგელოზს თავად სთავაზობს ეროვნული
ხსნის კონცეფციას, თუ როგორ აღდგება დაცემული ივერია თამარ მეფის ფრესკის
ღვთაებრივი მადლის შეწევნით და როგორ დაიწყება აყვავებულ ქვეყანაში
რუსთველისეული რენესანსი.

საინტერესოა, რომ საზოგადოებრივ მწერებშიც კი ძალაუფლების დელეგირება და


ძლიერი თანასაზოგადოების შექმნისკენ ინდივიდთა სწრაფვა ცხოველური ინსტინქტის
დონეზეა დაყვანილი. ადამიანის მსგავსი კოგნიტური არსებისთვის კი რატომღაც
მწერზე უფრო ხშირია ძლიერი სახელმწიფოს შენებისთვის ინდივიდის პიროვნული
მისიის არასწორი გააზრება. როცა საზოგადოებრივი მწერების მიერ შექმნილი
თანასაზოგადება ადამიანთა სოციუმზე უფრო მდგრადი და გამართულია, ერის
მორალურ-ზნეობრივი დაცემაც, სავარაუდოდ, სწორედ აქედან იწყება. ხატოვნად რომ
ვთქვათ, გაუკუღმართებული სოციუმის წარმომადგენლები თავადაც უმნიშვნელო
მწერებად იქცევიან.

ძლიერი სახელმწიფოს შენებაში ინდივიდის როლის გაუაზრებლობა ეროვნულ-


გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იყო და არც არის
გასაკვირი, რომ მსგავმა თემამ ილიას სხვა შემოქმედებებშიც ჰპოვა ადგილი. თუნდაც
მაგალითად მის პოემა „განდეგილში“, სადაც ავტორმა დაყუდებული მწირის
მხატვრული სახის გაცოცხლებით ხორცი შეასხა ეროვნული ხსნის იდეისთვის
ბრძოლაში სასულიერო პირთა პიროვნული მისიის გაუაზრებლობის პრობლემას. ამ
ლექსით ილიამ სასულიერო პირებს საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლისკენ
მოუწოდა და მიახვედრა, რომ, როცა ერი გაქრობის საფრთხის წინაშე დგას ინდივიდს
განდეგილად ცხოვრების ფუფუნება არ აქვს.

You might also like