You are on page 1of 2

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტში ავტორი მაღალმხატვრული ოსტატობით

გვიხატავს მიჯნურთა პირველი შეხვედრის საოცარ სცენას. ამასთანავე, მკაფიოდ


წარმოაჩენს თინათინისა და ავთანდილის ურთიერთობის თავისებურებებს .

სატრფოთა შეხვედრის მოთავე თინათინია,რომელიც შეუფარავად ავლენს რაინდისადმი


სიყვარულს და მას მიჯნურობის დამამტკიცებელ საქმეს ავალებს. მათი შეყრისას იკვეთება
კლასობრივ-ფეოდალური დამოკიდებულება მეფესა და ყმას შორის,რასაც ,ერთმხრივ ,
ემოციური ფონიც ემოწმება:

„ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად,ცნობითა მშვიდითა.

მონამან სელნი დაუდგნა,დაჯდა კრძალვით და რიდითა“. დედოფალი


აუღელვებლად,ყოველგვარი შეფარვის გარეშე უმხელს მოყმეს გულის საიდუმლოს:

„მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,

შეუპყრიხარ სიყვარულსა,გული შენი დაუტყვია“ და ავალებს სამი წლით უცხო მოყმის


ძებნას: „შენ გენუკვი მონახვასა,კიდით კიდე მოჰლახო ცა“. დავალება უშუალო
მტკიცებულებაა სპასპეტის ერთგულებისა ხელმწიფისადმი :

„ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:

პირველ,ყმა ხარ, ხორციელი არავინ გყავს შენად სწორად“, - ავთანდილისთვის ,როგორც


რაინდულ იდეოლოგიაზე დამყარებული პრინციპების მქონე მოყმისათვის, აუცილებელია
დაკისრებული ვალდებულების შესრულება, მიუხედავად იმისა ,რომ ეს მოიცავს მიჯნურთან
სამწლიან განშორებას და ქვეყნის წინაშე ამირსპასალარისთვის განკუთვნილი
მოვალეობის მიტოვებას. დედოფალი მკაფიოდ გამოხატავს ავთანდილის,უკვე როგორც
მიჯნურის, ვალდებულებას:

„მერმე ჩემი მიჯნური ხარ,დასტურია, არ ნაჭორად;

წადი ,იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.“ თინათინის ეს მოწოდება მიჯნურთა
წესს ექვემდებარება,კერძოდ,პროლოგში ვკითხულობთ:

“მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს,მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე,სიუხვე, სიმდაბლე,სიყმე და მოცალეობა“ .სწორედაც რომ „სიმდაბლისა“ და


„მოცალეობის“ გამოხატულებაა ავთანდილის თავგანწირვა, „მზისგან“ მოშორებული
რაინდის სამწლიანი ტანჯვა,თუმცა ორივემ იცის, მოყმის თავდადება მათ სიყვარულს
გაზრდის და გაამყარებს ,რომელსაც მოწმობს დადებული მიჯნურობის ფიცი -„ კოკობი და
უფურჭვნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი“ .სატრფოსადმი მძაფრ ემოციებს ვგრძნობთ
როგორც თინათინის ბოლოსიტყვიდან :“ შენი მკლვიდეს სიყვარული,გულსა დანა
ასაქმარი“ ,ისე ავთანდილის აღიარებიდან :

“ მე სიკვდილსა მოველოდი,შენ სიცოცხლე გამიწამე;

ვითა მონა,სამსახურად განაღამცა წავე, წა-, მე!“

მიჯნურთან შეყრა ცხადად ჰკვეთს თინათინის პიროვნულ თვისებებს.ეპიზოდის დასაწყისში


ჩნდება მოყმისადმი მის სიკეკლუცე:
“ თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად;

მიკვირს,მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად“. ის, დედოფლისთვის ჩვეული
თვისებით , გულამაყი და თავდაჯერებულია. დაუფარავად ამჟღავნებს საკუთარ
გულისთქმას - რაინდის მიმართ გრძნობებს :“შეუპყრიხარ სიყვარულსა , გული შენი
დაუტყვია.“ დარწმუნებულია საკუთარი გრძნობების სიმყარეში და ყოველგვარი
შეყოვნების გარეშე მიჯნურობის ფიცს აღუთქვამს ავთანდილს „ფიცით გითხრობ :შენგან
კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი, მზეცა მომხვდეს ხორციელი,ჩემთვის კაცად შენაქმარი “.
დიალოგიდან იგრძნობა მისი ხელმწიფისთვის დამახასიათებელი ჩვევა -შორსმჭვრეტელ
მეფეს აუცილებლად მიაჩნია განსაცდელში მყოფი უცხო მოყმის დახმარება და
ნუგეშისცემა,მიზნის შესასრულებლად კი საკუთარ მიჯნურობასა და საუკეთესო
ამირსპასალარს თმობს. თინათინი გონიერებითა და გამბედაობით გვაგონებს ნესტან -
დარეჯანს.ანალოგიური სურათი გვხვდება ტარიელის და დარეჯანის შეყრისას ,როდესაც
დედოფალი ამბობს :

„ბედითი ბნედა,სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?

სჯობს,საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!“.

პოემის თანმდევი მაღალი და დაბალი შაირის მუდმივი მონაცვლეობა,სიუჟეტის


არამონოტონურობა ქმნის ინდივიდუალურ წერის სტილს,რომელიც რუსთაველს
გამოარჩევს და ნაწარმოებს განსაკუთრებულ ჟღერადობასა და დინამიკურობას სძენს .
პოეტისთვის დამახასიათებელია სიტყვათთხზვა ,მაღალფარდოვანი და მდიდარი
ლექსიკა, რომელსაც მოცემულ ეპიზოდში არსებული მხატვრული საშუალებებიც მოწმობს.
პერსონაჟთა გამორჩეულობის აღსაწერად ვხვდებით ეპითეტებს, თინათინს „გულის
გასაგმირონი „ შავი წამწამნი“ ამშვენებს,რომელიც მის გარეგნობას მოშლილ რიდესა და
გაძარცვილ ყარყუმთან ერთად კიდევ უფრო აღმაფრთოვანებელს ხდის. „ცნობით
მშვიდი“ თინათინი „ლხინით სავსე“ ავთანდილს უმზერს,ამგვარი ეპითეტები კი ემოციურ
ფონს უქმნის მკითხველს,რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს ტმესჩართული მეტაფორა
„მზესა მთვარე შეეყაროს,დაილევის,და-ცა-ჭნების“. მათი მიჯნურობის აღმატებულობას
ცხადჰყოფს მეტაფორები „გულსა გარე საიმედო ია მორგე,ვარდი ყარე; მერმე
მოდი,ლომო მზესა შეგეყრები, შემეყარე.“ და ავთანდილის მხრიდან „მე სიკვდილსა
მოველოდი,შენ სიცოცხლე გამიწამე“,რაც ცალსახად აღწერს მისადმი მინიჭებული
ბედნიერების ზომას.

You might also like