You are on page 1of 3

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

   
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,


და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი ოლარი (ბერძნ.) – მღვდლის


მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს, სამოსის ნაწილი, ყელზე
შემოიჭრება სიონში სხივი ჩამოსაცმელი გრძელი და ვიწრო,
და თეთრ ოლარებს  ააელვარებს. ოქრომკედით ნაქარგი ქსოვილი.
   
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი ალიგიერი – დანტე (1265-1321 წწ.),
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით! იტალიის უდიდესი პოეტი, ავტორი
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის `ღვთაებრივი კომედიისა~.
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით! ნაწარმოების მოკლე ქარგა ასეთია:
1300 წელს შუა ასაკს მიღწეულ
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები, პოეტს გზა დაეკარგება უსიერ
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, - ტევრში (უმეცრებისა და
ღამენათევი და ნამთვრალევი ცხოვრებისეული შეცდომების
სავსეა ცრემლთა შურისძიებით! სიმბოლო), ხედავს მზის სხივებით
(მეცნიერება, გზის მაჩვენებელი)
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები? განათებულ გორაკს (ნეტარება,
შენს მოლოდინში ასეა ყველა? სამოთხე), მაგრამ მისკენ მიმავალ
სული, ვედრებით განაოცები, გზას გადაუღობავს სამი მხეცი
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა. (ადამიანური ბუნების სამი მანკი):
ჯიქი (ხორციელი ლტოვა), Lლომი
სად არის ჩემთვის სამაგიერო? (ქედმაღლობა) და ძუ მგელი
საბედნიერო სად არის სული? (ანგარება, სიხარბე). მხსნელად
ვით სამოთხიდან ალიგიერი,    მოევლინება ვერგილიუსის ლანდი
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული! (გონების განასახიერება), რომელიც
მეგზურობას უწევს მას საიქიოში
(ვერგილიუსი – ძვ. წ-აღის I ს-ის
დიდი რომაელი პოეტი). დანტე
ვერგილიუსის მეშვეობით შეიცნობს
ცოდვასა და შეცდომებს.
ჯოჯოხეთში იგი თვალნათლივ
ხედავს ბოროტების ყოველგვარ
გამოვლინებას და სასჯელს მათ
გამო, ხოლო სალხინებელში
შეიცნობს აღსარებისა და
მონანიების შემდგომ სულის
ამაღლებულ მდგომარეობას.
მიწიერი ცოდვებისა და
შეცდომებისაგან განწმენდილ
პოეტს ვერგილიუსი წარუდგენს
ახალ მეგზურს, ბეატრიჩეს
(რწმენის, სიყვარულისა და
სიკეთის განსახიერება), რომლის
მეშვეობითაც იხილავს სამოთხეს.
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა  
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრებ ხელებს და გრიგალივით


გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!


როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

გალაკტიონ ტაბიძე თავის ლექსში ,,სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში'' გადმოგვცემს მისი
ცხოვრების გზას, რომელსაც ,,შორეულ ცის სილაჟვარდეს'' უწოდებს და ადარებს ვარდს
ნაწვიმარ სილაში. პოეტი დაღლილია ,,წამებულ სახით!'' მისი აზრით, შეიძლება არ გათენდეს,
რადგან განვლილი გზა ბნელი იყო, რომელმაც იცოდა მისი ტანჯვა. ამიტომ იგი,
ღვთისმშობელს აყვედრის საკუთარ ტრაგიკულობას და ამბობს: ,,განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!''
მისი თვალები სავსეა ,,ცრემლთა შურისძიებით'' ანუ უბედურებით გამოწვეული შურისძიების
განცდით. მის უმძიმეს სულიერ მდგომარეობას წერს და ამბობს: ,,სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა''.
ასევე, ერთ_ერთ მონაკვეთში გამოხატულია ავტორის ჯოჯოხეთისმიერი განცდა, რომელიც
ისევე ყოვლისმომცველია, როგორც დანტე ალიგიერის სამოთხისმიერი განცდა. მას ეშინია,
რომ ბოლო ჟამს არ იყოს ღვთისმშობლის მიერ დავიწყებული, თუმცა ,,სწრაფი ცხენების''
იმედი აქვს, რომლებიც, იმ წარმოსახული ძალის სიმბოლოა, რომელსაც სულები იმქვეყნად
გადაჰყავს. იგი სამარეში ჩასვენებისას ისეთივე იქნება როგორიც იყო ,,ღამენათევი და
ნამთვრალევი''
რაც შეეხება, ნაწვიმარ სილაში ვარდი, არის გაუხეშებულ გარემოში მოხვედრილი
მშვენიერების სიმბოლო. მშვენიერება თავად ავტორია ,,რომ მეფე ვარ და მგოსანი'' ხოლო,
გაუხეშებული გარემო მისი ცხოვრების გზა ,,ბედით დაწყევლილი''
ლექსის საერთო სულისკვეტება არის კრიტიკული, სადაც ავტორი კითხვებზე პასუხს
ეძებს: ,,სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?''
ციცატებში: ,,დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!'', ,,სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის
გარდა'' გამოხატულია ავტორის განსაკუთრებული დამოკიდებულება, ღვთისმშობლის
მიმართ, რომ ის, მას მზეს უწოდებს და სიკვდილის არ ეშინია.
ჩემი აზრით, სწორედ ეს არის, ლექსის მთავარი სათქმელი, ავტორის გულწრფელი
დამოკიდებულება ღვთისმშობლის მიმართ, რაზეც მეტყველებს, მისი ემოციები, განცდები და
რელიგიასთან მტკიცე კავშირი.

You might also like