You are on page 1of 3

რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა

„უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების“. იმსჯელეთ, როგორ არის ეს
პრობლემა წარმჩენილი მოცემულ ეპიზოდში და რამდენად აქტუალურია იგი დღეს.

თინათინის მეფედ კურთხევის ეპიზოდში, მეფე როსტევანი თინათინს დარიგებას


აძლევს, ამ დარიგებაში კი რუსთველი ეპიზოდის მთავარ სათქმელს და ძირითად იდეას
აცხადებს. როსტევანი თინათინს ეუბნება: „უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ
ების.“. როსტევანი ამ სიტყვებით ამბობს, რომ გულუხვობის და უანგაროდ გაცემის
ესთეტიკა, ხალხში მეფის რეპუტაციასა და სახელზე კარგად აისახება. გულუხვი მეფე
ყველას უყვარს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამავე მეფემ თავის სახელმწიფოში
სრულიად დაამარცხა ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური უთანასწორობა.
რუსთველის არაბეთში არ არის სიღარიბე, არ არის ჩაგვრა და ეს სწორედ როსტევანის
დამსახურებაა. როსტევანი გულუხვი მეფეა, ამას მისივე სიტყვები მოწმობს: „ჩემი
ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა“, ამ გულუხვობის სწავლება კი
თინათინისთვისაც სურს. გულოხვობაში არ იგულისხმება მარტო მატერიალური
საზრდოს გაჩუქება, არამედ ცოდნისა და მოწყალების გაცემაც. როსტევანი მოუწოდებს
თინათინს იყოს მოწყალე, გონიერი და გულუხვი მმართველი, მმართველი, რომლიც
წინაშე ორგულიც კი დაიჩოქებს: „უხვსა ჰრმოჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია“.
თინათინი ითვალისწინებს მამის რჩევას და მის გამზრდელს, მისი კუთვნილი
საჭურჭლის გამოტანას სთხოვს: „მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი“.
თინათინის დარიგებული ქონებით ერთნაირად გამდიდრდა და შეივსო ყველა,
დიდებული თუ ყმა, რაც რუსთველის სოციალური თანასწორობის იდეას უსვამს ხაზს:
„რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა“. არაბეთი ისედაც მდიდარი
სახელმწიფო იყო, მდიდარი და ბედნიერი ხალხით, რომელთაც დამატებით
მატერიალური სიკეთეები ისედაც არ სჭირდებოდათ. თინათინის ამ ქონების გაცემის
აქტს აქვს სიმბოლურ-ალეგორიული გაგება, რას ცოდნის, უშრეტი მასაზრდოებელი
ენერგიის გაცემას განასახიერებს. თინათინი უანგაროთ გასცემს ცოდნას, რენესანსულ
აზროვნებას, რომელსაც ყველა თანასწორად იღებს.

მეფის გულუხვობის მაგალითს ასევე ვხვდებით „გრიგოლ ხანძთელის


ცხოვრებაში“, სადაც მეფე აშოტ კურაპალატი, გრიგოლსა და მის სულიერ ძმებს,
შატბერდში სამონასტრე კომპლექსის სამშენებლოდ მიწებს ჩუქნის. აშოტი უანგაროდ
გასცემს ქონებას, რათა ერთიანი ეროვნული მიზნებისთვის ეკლესიის მხარდაჭერა
მოიპოვოს. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ გარდა ქონებისა, ასევე ცოდნის გაცემის
მაგალითებსაც ვხვდებით, რომელთა შორის ყველაზე დასამახსოვრებელია ჯავახეთის
საეკლესიო კრების მაგალითი, როდესაც გრიგოლი, არსენის მოწინააღმდეგეთა მხარეს
მყოფ ეფრემს, თავისი ძმადნაფიცის მხარეს დადგომისკენ მოუწოდებს. გრიგოლი,
როგორც სულიერი მოძღვარი, ჭეშმარიტებით აუხელს თვალებს ეფრემს და თავის
მხარეზე გადმოიმხრობს.

გავიხსენოთ ასევე ნოდარ წულეისკირის „ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი“,


სადაც ერთ-ერთი თავის ეპიზოდში, იოანე საბანისძის ვაჟი, მიქაელი, იძულებული
ხდება მისი სატრფო, ანო და მცხეთის სასახლის კარის მოძღვარი ხსართან ხუცესი,
მეტეხის ციხეში შეაპაროს. მიქაელი ამ ეპიზოდში მოისყიდის არაბ მედილეგეთუფროსს,
არაბს, რომელიც როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური მოწინააღმედეგეა.
მედილეგეთუფროსის ინტერესებსა თუ სამსახურეობრივ მოვალეობაში არანაირად არ
შედიოდოდა მიქაელის დახმარება, მაგრამ მიქაელმა გაღებული ქრთამის, საჩუქრის
ხარჯზე მოახერხა მისი გადმობირება.

გარდა მეფეებისა, ხშირად პოლიტიკური სისტემებიც მიმართავენ მატერიალური


ქონებით ან გაცემული მოწყალებით მოწინააღმდეგეთა გადმობირებას. საკმარისია
გავიხსენოთ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, სადაც რუსული იმპერიული რეჟიმი,
აბრაგებიდან მომდინარე საფრთხის შეჩერებას, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა
შეწყნარებით ცდილობს. აბრაგები იყვნენ კრიმინალები, რომლებიც ღიად
უპირისპირდებოდნენ რუსულ იმპერიულ რეჟიმს, თან ამავდროულად საკმაო
პოპულარობით სარგებლობდნენ ხალხში. სწორედ ამიტომ იყო ეს აბრაგობა იმპერიული
რეჟიმისთვის საფთხის მომტანი, ცარისტულმა რუსეთმა კი მათი გადმობირება გაწეული
მოწყალების ხარჯზე შეძლეს.

რუსთველმა თავის პოემაში შექმნა იდეალიზირებული სამყარო, სადაც სიკეთითა


და გულუხვობით ნებისმიერის გადმობირებაა შესაძლებელი, მაგრამ რეალურ
სამყაროში ეს იდეოლოგია ცალსახა ჭეშმარიტება არ არის. არის შემთხვევები, როდესაც
ადამიანს ვერანაირი ქონების სანაცვლოდ ვერ გადმოიბირებ. ავიღოთ მაგალითად
მარტვილი აბო თბილელი, რომელმაც უარი თქვა თბილისის ამირის შემოთავაზებაზე,
რომ ქრისტიანობა დაეთმო მატერიალური დიდების სანაცვლოდ. აბომ არ ისურვა
ქრთამის სანაცვლოდ ქრისტეზე უარის თქმა, რადგან მისთვის ღირებული მხოლოდ ის
უკვდავების გვირგვინი იყო, რომელიც მაცხოვარმა დაადგა, როგორც თავის რჩეულს.

უანგაროდ გაცემული საჩუქრებით მოპოვებული მხარდაჭერის მაგალითებს


დღესაც ვხდებით. მაგალითად სახელმწიფო ლიდერები ერთმანეთთან პოლიტიკური
კავშირების გასამყარებლად, ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან, მეგობრობის და
კეთილგანწყობის ნიშნად. ამის მაგალითებს ლიტერატურაშიც ვხვდებით, კერძოდ კი
„აბო თბილელის წამებაში“ სადაც ხაზარეთის მეფე, ნერსე ერისთავს გულითადად
მასპინძლობს, აფხაზეთში გაშვებამდე კი გულუხვად ასაჩუქრებს, რითაც ამყარებს ამ ორ
ლიდერს შორის პოლიტიკურ ურთიერთობას. დღვანდელობაში საჩუქრების ვჩუქნით
ასევე მეგობრებს, ახლობლებს, მშობლებს, შეყვარებულბებს, როგორც კეთილგანწყობისა
და სიახლოვის ნიშნად. საჩუქრების გაცემის ესთეტიკას მიმართავენ ასევე მიჯნურებიც
სატრფოს გულის მოსაგებად. მაგალითად ავიღოთ რევაზ ინანიშვილის „ფიროსმანი“,
სადაც შეყვარებული ნიკალა თავისი სატრფოს გულის მოსაგებად ვაბანკზე მიდის,
ყიდის მეგობრების ნაჩუქარ დუქანს, რომელიც მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო
იყო, აღებული ფულით კი აქტრისა მარგარიტას ყვავილებით დატვირთულ ურმებს
ჩუქნის.

You might also like