You are on page 1of 2

„ბახტრიონი“ არის ვაჟა-ფშაველას პოემა,რომელშიც აღწერილია 1659 წლის

ბახტრიონის აჯანყება.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ძალიან მძიმე ისტორია აქვს, ის ფაქტობრივად,
მუდმივად იბრძოდა. ქალი რომელიც ქვეყანას, ოჯახს ბევრ მეომარს გაუჩენდა, გაუზრდიდა
და მოუვლიდა ის “კარგი ქალი“ იყო. ქართველ ქალს არასოდეს დანანებია შვილები
სამშობლოს კეთილდღეობისთვის გაეწირა, გაეშვა ომში და სასიკვდილოდ გაემეტებინა, თუ
ამას ქვეყნის კეთილი მომავალი მოითხოვდა.

ანალოგიურად, ქართველი ქალიც მუდმივად ეგუებოდა თავისი შვილების დაკარგვას. ვაჟა-


ფშაველას „ბახტრიონში“, ქალი სანათა თავისი ქმრის და შვიდი ძის საფლავზე სანთელს
ანთებს. სანათა არის ქალი, რომელმაც შვიდი შვილი და ქმარი ერთად დაასაფლავა.

„რად გვინდა დედებს შვილები?

რაზე ვსწვალდებით, ნეტავი?

შვიდი გავზარდე ვაჟკაცი,

თითო ლომისა დარია.

შვიდივ გამიწყდა ერთ დღესა,

მამაც იმათთან მკვდარია.“

ის არის ადამიანი, რომელსაც სიკვდილის გარდა არაფერი დარჩენია. სანათა ფიქრობს რომ
საჭირო არის ქვეყნისთვის. მან უნდა იცოცხლოს ბოლომდე ისე, როგორც შეეფერება უფლის
მოშიშ ადამიანს. ის პირობას იძლევა, რომ ამდენ გასაჭირგამოვლილი სათითაოდ დაივლის
სახლებს, მოაგროვებს ლაშქარს და თუ ქართველები მტრებზე გაიმარჯვებენ ის ჩაიცვამს
ჭრელ კაბას .

ამ ნაწარმოებში ქალები არაფრად აგდებენ სოციალურ წესებს და თავისი ინდივიდუალური


გადაწყვეტილებით მოქმედებენ. ლელა არის ქალი, რომელსაც არ აქვს უფლება
კაცების გვერდით იბრძოლოს და მისვლისას აბუჩად იგდებენ და დასცინიან.
ფიქრობენ, რომ მისი ბრძოლა საჭირო არ იქნება. ლელას ეს გადაწყვეტილება
გამოწვეულია იმით, რომ მისი ძმები დახოცილები არიან, დედა კი ტყვედ ყავთ,
მამას კი არ შესწევს ძალა რომ იბრძლოს. ის უხსნის ლაშქარს არსებულ
სიტუაციას, ეუბნება, რომ მათ ვერ გააკვირვებს ხმლის ქნევით, თუმცა ასევე
დასძენს რომ უსაქმოდ ყოფნა არ შეუძლია. სწორედ ლელას სილამაზე
აძლევსლაშქარს იმის შესაძლებლობას რომ ქართველებმა აიღონ ბახტრიონი
ელვისებური სისწრაფით.
ხმლის ქნევით ვერ გაგაკვირვებთ,

ფარ-შუბის დაგელებითა,

მაგრამ ჩემს საცდელს მაინცა

ვეცდები გამგელებითა.“

ბახტრიონში წარმოჩენილია ნამდვილი პატრიოტი ქალის მაგალითი, რომელიც უნდა იყოს


დაფასებული, რადგან ზუსტად ასეთი ქალებისა და დედების დახმარებით ვარსებობთ ჩვენ.

You might also like