You are on page 1of 2

გმირობა პირადი გადაწყვეტილებაა და კომპრომისს გამორიცხავს

გმირები ერთი შეხედვით უბრალო ადამიანები არიან. მათ სტკივათ, განიცდიან და ეშინიათ
კიდეც, შიში ყველა ნორმალური ადამიანის თვისებაა. მთავარი ისაა, გადააბიჯო მას და გააკეთო
შენი საქმე. ნათქვამია“სულის სიმტკიცე ის კი არაა არასდროს დაეცე, არამედ დაცემულმა
წამოდგომის ძალა იპოვოო". გმირებად მიმაჩნია ჯარისკაცები, ექიმები და თუნდაც ის
ადამიანები რომლებიც ხალხს უანგაროდ ეხმარებიან.

არსებობს მოსაზრება რომ გმირობა პირადი გადაწყვეტილებაა და კომპრომისს გამორიცხავს. მე


საზოგადოების იმ ნაწილს ვეკუთვნი რომელიც მოცემულ დებულებას ეთანხმება, რადგან
გმირებად არ იბადებიან, ადამიანები თავიანთი სურვილით ხდებიან გმირები. მიდის დრო,
იცვლებიან ადამიანები და ეცვლებათ დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
სიტყვა გმირისადმი დამოკიდებულებაც იცვლებოდა.მათ არ ივიწყებდნენ ცოცხლებს
სიცოცხლეშივე აფასებდნენ, გარდაცვლილებს კი იგონებდნენ. მაგალითად მოვიყვან ილია
ჭავჭავაძეს– ადამიანს, რომელმაც ქართული ენის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
თუნდაც აკაკი წერეთელი–ადამიანი, რომლის ლექსებმა საქართველო ღრმად დააფიქრა.
უდიდესი გმირები იყვნენ იუნკერები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას პირწმინდად იცავდნენ.
გმირები არიან ყველგან, შეიძლება ამას ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. ყველა
ადამიანშია გმირი, უბრალოდ არ უნდა შებოჭო და გასაქანი უნდა მისცე მას. გმირია ექიმი,
რომელიც სიკვდილს გამოსტაცებს მომაკვდავ პაციენტს. გმირია ყოველი მასწავლებელი,
რომელიც ძალისხმევას არ იშურებს, რათა მომავალი თაობა განათლებული აღზარდოს.
არსებობენ გმირთა შორის გმირები – ესენი არიან 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული
მეომრები. რომლებმაც თავი გასწირეს თითოეული ჩვენგანის მომავლისათვის. საქართველოს
ძალიან ბევრი ეროვნული გმირი ჰყავს. მაგალითად ზაზა დამენია - საქართველოს არმიის
კაპრალი, რომელიც ცხინვალის მისადგომებთან საკუთარი სხეულით გადაეფარა ხელყუმბარას,
რითიც სანგარში სამხედროების სიცოცხლე გადაარჩინა. ეროვნული გმირია ექვთიმე
თაყაიშვილიც რომელმაც წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ საქართველოს
პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო
დატოვა და საქართველოს ეროვნული საგანძური გადაარჩინა. ცხრა ძმა ხერხეულიძეც
სამშობლოსთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. ეს ადამიანები გმირულ საქმეებს თავიანთი
სურვილით აკეთებდნენ, სამშობლოსათვის. სამშობლო ხომ ის ადგილია რომელთანაც უდიდესი
სიყვარული გაკავშირებს, „..უცბად, დაუფიქრებლად და ქუჩაში სამშობლოსათვის სიკვდილი
შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება..“ წერს ნოდარ დუმბაძე.
თუმცა მიუხედავად ამდენი გმირისა, საქართველოს ანტიგმირებიც ჰყავს და ამას კარგად აღწერს
კონსტანტინე გამსახურდია, წიგნში „დიდოსტატის მარჯვენა“, სადაც გიორგი პირველი ამბობს:
„თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებს ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი
სარკინოზებს.თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, ალექსანდრე მაკედონელიც კი ვერ
უშველის მას, პიპა“

იმისათვის რომ პატრიოტიზმის გრძნობა ადამიანებში სიყრმიდანვე გაჩნდეს; ვთვლი რომ


საჭიროა ბავშვებს აუფროსები ხშირად ესაუბრებოდნენ სამშობლოზე, ატარებდნენ
ექსკურსიებზე, აჩვენებდნენ ისტორიულ ძეგლებს, უყვებოდნენ ეროვნულ გმირებზე, რამეთუ
ამით მათ გაუღვივდებათ სიყვვარული სამშობლოს მიმართ.
ჩემი აზრით გმირობას ვერ დაგაძალებენ, ამას ადამიანები საკუთარი ნებით აკეთთებენ და
სწორედაც რომ გმირობა პირადი გადაწყვეტილებაა და კომპრომისს გამორიცხავს.

You might also like