You are on page 1of 2

ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში განწირულია

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში


განწირულია. საზოგადოებაში ყოველთვის არის ადამიანი, რომელსაც
ბრბოსთან ბრძოლა უწევს. სოციუმის ნაწილი, მიიჩნევს, რომ ადამიანი
ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში განწირული არ არის, პირიქით, ხალხს ის
უტოვებს რაიმე ახალს, რაც სხვისხთვის არ არის ცნობილი და ყველასთვის
ახალია. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ ჯემალ
ქარჩხაძის ,,იგი”. სწორედ, რომ განსხვავებული აზრის გამო გაწირა ბრბომ
იგი და გამოასალმა სიცოცხლესაც. თუმცა იგის ბრბოსთან წინააღმდეგ
ბრძოლა არ წაუგია, რადგან მისი ახალი აზრი მიიღო და მისი გზა გააგრძელა
ზუმ, რომელსაც ალბათ ცხოვრების მანძილზე სხვაც მიბაძავს და
საბოლოოდ ბრბოც მიიღებს განსხვავებულ აზრს. კიდევ ერთი პერსონაჟი,
რომელიც ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა იყო თოლია ჯონათან
ლივინგსტონი. მაშინ, როდესაც ბრბოს უმთავრესი მიზანი საკვების
მოპოვება იყო, თოლია ჯონათან ლივინგსტონი ასე არ ფიქრობდა. მისთვის
მთავარი ფრენა და მიზნის მიღწევა იყო. საბოლოოდ სოციუმმა ისიც არ
მიიღო თუმცა, იგის მსგავსად მასაც არ წაუგია ბრძოლა, რადგან მას
მიმბაძველები გამოუჩნდნენ. ეს ამტკიცებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა,
ადამიანი ბრბოს წინაშე დამარცხებული არასდროს არ არის. მას ყველა
ნეგატიურად არ შეხვდება და საზოგადოებაში ყოველთვის გამოჩნდება
ადამიანები, რომლებიც სხვის განსხვავებულ აზრს თუ შეხედულებას
მიიღებენ, პატივს სცემენ და მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

რაც შეეხება საზოგადოების მეორე ნაწილს ფიქრობს, რომ ამ ბრძოლაში


ადამიანი განწირულია. იმის მაგივრად, რომ საზოგადოებამ ადამიანის
განსხვავებული აზრი მიიღოს, გაითავისოს და პატივი სცეს, შეურაწყოფას
აყენებს და უპირისპირდება მას, რის შედეგადაც ადამიანსა და ბრბოს შორის
წარმოიქმნება ბარიერი, რაც იწვევს ადამიანის გარიყვას საზოგადოებიდან.
ამის კარგი მაგალითია ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური”. ალუდა
უპირველეს ყოვლისა პატივს სცემდა მტრის ვაჟკაცობას და რელიგიას. მისი
განსხვავებული აზრი უპირისპირდებოდა უძველეს ტრადიციებს და
სწორედ ამის გამო ბრბომ გაწირა და სოფლიდან გააძევა. მოსაზრების
დამტკიცების კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ისევ და ისევ ვაჟა-
ფშაველას პოემა ,,სტუმარ-მასპინძელი”. ჯოყოლამ სხვა ტრადიციებზე წინ
დააყენა სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია. ამ აზრის გამოხატვით იგი
დაუპისიპირდა ბრბოს, რომელთა წინააღმდეგაც უძლური აღმოჩნდა და
ბრბოს მიერ მოკლული იქნა. თუნდაც, გავიხსენოთ გურამ
დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველის” პერსონაჟი ბალახისფერი კაცი,
რომელიც მხოლოდ იმიტომ გააძევეს ქალაქიდან, რომ კარაველებს არ
მოსწონდათ პატიოსანი კაცი. საბოლოოდ, კი ისიც ბრბოსთან ბრძოლას
შეეწირა. სწორედ ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ ადამიანი ბრბოსთან
ბრძოლაში უბედურია, ის განწირულია. საზოგადოება ვერასდროს ეგუება
მისგან განსხვავებულ ადამიანს.

მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში განწირული არ


არის. მან ხალხს უნდა დაანახოს ახალი რამ, რაც ცხოვრებაში უკეთესია და
მისკენ უნდა მიმართოს საზოგადოების ყურადღება. ბრბოსა და ცალკეულ
ადამიანს შორის ბრძოლა არ იწყება მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო.
ნებისმიერი რამ გახდეს შეიძლება ბრძოლის მიზეზი. თუნდაც
საზოგადოებიდან გარიყონ ან სიკვდილით დასაჯონ, ჩემი აზრით, ადამიანი
მაინც არ არის განწირული. მისი გამარჯვება აღინიშნება სწორედ მაშინ,
როცა მისი შრომა ფასდება და მიმდევრების გამოუჩნდებიან. ეს კი
აუცილებლად ხდება.

You might also like