You are on page 1of 3

ღმერთმა ყველა ქმნილებას თავისი სიცოცხლიდან შთაჰბერა

სიცოცხლე, რომელიც ღვთის მიერ ბოძებული ყველაზე


ძვირფასი სიმდიდრეა, ამიტომ ის, ვინც ხელყოფს ნებისმიერ
სიცოცხლეს დედამიწაზე, ხელს აღმართავს ღვთის ყველაზე
ძვირფას საბოძვარზე, უფრო მეტიც – თავად ღვთის
სიცოცხლეზე. ყველანი, ვინც ვცოცხლობთ, მხოლოდ
დროებითი მატარებლები ვართ ღვთის სიცოცხლისა და
მცველები ვართ ყველაზე ძვირფასი საბოძვრის, რომელიც
ღმერთს ეკუთვნის, ამიტომ არც უფლება გვაქვს და არც
შეძლება ღვთისაგან დროებით ბოძებული სიცოცხლე
წავართვათ საკუთარ თავს ან სხვას. მაგრამ, როდესაც საქმე
ეხება, საკუთარი თავის თავგანწირვას სხვისი სიცოცხლის
გადასარჩენად, ვფიქრობ რომ შეუძლებელია ეს ცოდვად
ჩაითვალოს. ეს არის სურვილი, უარი თქვას პირადი მიზნების,
სიამოვნების და ხშირად ცხოვრების კმაყოფილებაზე, რათა
დავიცვათ სხვა პიროვნებისა თუ ქვეყნის სარგებელი და
ინტერესები. შეიძლება ამით შენი წუთისოფლის გზას
იმოკლებ, მაგრამ სხვებს აძლევ შესაძლებლობას, რომ ეს გზა
ბოლომდე გაიარონ. ნებისმიერი ადამიანის მიერ სამშობლოს
დაცვაში მონაწილეობა მორალურად მართებულია. შესაძლო
სიკვდილი არაა ის საშუალება, რომლითაც რელურად იცავენ
სახელმწიფოს. სამშობლოს სიყვარული უბიძგებს ადამიანს
საგმირო საქმეების ჩადენისკენ. თავგანწირვა არის არა
მთავარი მიზანი, არამედ შესაძლო თანმხლები მოვლენა
რეალური მიზნის მიღწევის, სამშობლოს დაცვის პროცესში.
ჩვენი ქვეყნის ახლანდელი მდგომარეობის მიზეზი სწორედ იმ
გმირების, თავგანწირული და მამაცი ადამიანების
დამსახურებაა, რომლებიც საუნუნეების მანძილზე ქვეყნის
თითოეული გოჯისთვის იბრძოდნენ. სამშობლო ხომ
უპირველესად ის მშობლიური გარემოა, სადაც დაიბადე,
გაიზარდე და აქედან გამომდინარე ფსიქოლოგიურად
ინტეგრირებული ხარ ამ სივრცეში. სწორედ ესაა იმის მიზეზი
თუ რატომ აქვს ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას საკუთრი
ქვეყნისთვის ბრძოლის სურვილი.
740 წელს არაბეთისა და სპარსეთის მმართველმა, მურვან–
ყრუმ, ააოხრა ქართლის და იმერეთის დასაპყრობად
გაემართა. ფერსათის მთასთან დაბანაკებულმა ქართველმა
დავითისა და კონსტანტინეს მეთაურობით დაამარცხეს
მომხდური მტერი. გაბრაზებულმა მურვან–ყრუმ ურიცხვი
ლაშქარი შეკრიბა და შურისძიებით ანთებული კვლავ
გაემართა იმერეთისაკენ. არაბებმა მოაოხრეს ყველაფერი.
გადარჩენილმა მოსახლეობამ ტყეებს შეაფარა თავი.
უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს არგვეთის მთავრები
დავითი და კონსტანტინე. ისინი წმინდა კოზმანისა და
დამიანეს ტაძრის მახლობლად, მდინარის ნაპირას გაიყვანეს,
სასტიკად ცემეს, მერე ხელ–ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები
გამოაბეს და მდინარეში გადაყარეს. მათი წმინდა სულები
ქვეყნისთვის ბრძოლას შეეწირა. დავითმა და კონსტანტინემ
ეს თავისი სურვილით გააკეთეს, მათ გააზრებული ჰქონდათ
თუ რა მოჰყვებოდა თავიანთ ქმედებას, მაგრამ უკან არ
დაუხევიათ, არამედ მტერს გმირულად შეერკინენ.

სიცოცხლის უდიდესი ფასეულობა და ამავედროს მისი


გაწირვის დიდებულება არაჩვეულებრივადაა გადმოცემული
ალექსანდრე ღაზბეგის ნაწარმოებში ,,ხევისბერი გოჩა“.
მოცემულ მონაკვეთში კარგად ვხედავთ თუ რაოდენ საამაყოა
საკუთარი მიწის დაცვისთვის თავის გაწირვა. „ადრევე მოუსპე
სიცოცხლე, სანამ გაწბილდებოდეს, ქუდი მოეხდებოდეს!..’’
ასე შენატის გოჩა უფალს ონისეს ბედს. აქ კარგად შეგვიძლია
დავინახოთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანის
ღირსება, ქვეყნის ერთგულება და მისგამო თავდადება.
სამშობლოსთვის სიკვდილი არა დაცემას, არამედ უდიდეს
პატივსა და აღიარებას ნიშნავდა. გასააზრებელია ის ფაქტიც,
რომ ხევისბერი ხედავდა ონისეს მოსალოდნელ მარცხს,
რომელიც მას შეიძლებოდა მისივე დაუდევრობით
დამართნოდა. გოჩას ცრემლები სდიოდა იმის გამო, რომ
ეშინოდა, რადგან შეიძლებოდა სწორედ ის იყო უკანსაკნელი
მომენტი, როდესაც თავის შვილს ხედავდა. მაგრამ,
მიუხედავად იმისა, რომ მას ასე უმძმდა, მაინც ონისეს
სასარგებლოდ ლოცულობდა. სწორედ იმიტომ შესთხოვდა
ხევისბერმა ღმერთს ვაჟის სასახელო და საამაყო სიკვდილს,
რომ მან იცოდა თავისი ერთადერთი ძის სიმამაცისა და
პატიოსნების შესახებ და არ უნდოდა, რომ მოსალოდნელ
თუნდაც პატარა შეცდომას, მისთვის (ონისესთვის) სირცხვილი
მოეტანა. ონისეს კი კარგად ჰქონდა გათავისებული თავისი
მოვალეობები და ის რისკი, რომელიც შეიძლება ამ ბრძოლას
მოჰყოლოდა, თუმცა ამის მიუხედავად ის მაინც უყოყმანოდ
და ამაყად მიდიოდა თავისი როლის შესასრულებლად.

შეიძლება ისეთი რაოდენობით აღარ, მაგრამ 21-ე საუკუნეში,


ქართველ ხალხს უამრავი საამაყო გმირი გვყავს. ახლაც,
როდესაც უკრაინაში გამძვინვარებული ომი მიმდინარეობს,
უკრაინის ბრძოლისუნარიანი მოსახლეობის(მამაკაცების)
უმეტესობა თავგანწირვით იბრძვის ქვეყნის სხვადასხვა
მხარეში. და დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ იქ,
უკრაინელების გვერდით უამრავი ქართველი ჯარისკაცი
დგას, რომელბიც თავს არა თავისი ქვეყნისთვის, არამედ სხვა
ერისთვის წირავენ.

You might also like