You are on page 1of 4

ზედსართავი სახელის რაობა

ზედსართავი სახელი არის სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი


მეტყველების ნაწილი, რომელიც დაერთვის სახელს და გვიჩვენებს მის
ნიშან-თვისებას.
მისი კითხვებია: როგორი?-ლამაზი, კეთილი, ცივი, ცხელი ...;
რომელი?-განაპირა, ქუდიანი, უქუდო...; სადაური?- აქაური, გორელი...;
როდინდელი?- დღევანდელი, შარშანდელი...
წარმოქმნის მიხედვით ზედსართავი ორგვარია:
ვითარებითი(თავისთავადი) და მიმართებითი(მეორეული).
 თავისთავადი(ვითარებითი)-არაფრისგან არ არის
წარმოქმნილი. მაგ.: ცხელი, მწარე, ცხარე, ლამაზი, ცუდი, კარგი,
ფერები...
 მაორეული(მიმართებითი) ზედსართავი სახელები, ნაწარმოებია,
სხვა სახელისგან გარკვეული პრეფიქს-სუფიქსების დართვით.
მაგ.:გულ-ი; უ-გულ-ო; გულ-იანი
ზედსართავი სახელის ფუნქცია:
ზ.ს., როგორც წესი, წინადადებაში განსაზღვრების როლს ასრულებს

როგორც ვიცით,ზედსართავი სახელი საგნის ნიშან-თვისებას


გვიჩვენებს. იმის მიხედვით,თუ რა ოდენობით არის საგანსა თუ
მოვლენაში ესა თუ ის თვისება,გვაქვს ხარისხია სამი ფორმა:
1. დადებითი
2. ოდნაობით
3. უფროობითი
უფროობითი ხარისხის ფორმა გვიჩვენებს,რომ თვისება საგანში იმაზე
მეტია,ვიდრე დადებით ხარისხში.
მაგ. დიდი-უდიდესი
ის იწარმოება ზედსართავი სახელის ფუძეზე უ-ეს პრეფიქს-სუფიქსის
დართვით.

ოდნაობითი ხარისხის ფორმა საგნის თვისებას ნაკლები ოდენობით


გამოხატავს. მისი მაწარმოებლებია:
”მო-ო” პრეფიქს-სუფიქსი.
მაგ: დიდი-მოდიდო

დავიმახსოვროთ!
1. სამი ზედსართავი სახელი: გრძელი,ტკბილი,სქელი,
ხარისხის ფორმების წარმოებისას კარგავენ ფუძისეულ ბოლო
მარცვალს.
ტკბილი-მოტკბო-უტკბესი
გრძელი-მოგრძო-უგრძესი
სქელი-მოსქო-უსქესი
2. წითელი და ყვითელი ოდნაობითი ხარისხის ფორმების
წარმოებისას,ფუძისეულ “ა” ხმოვანს “ე” ხმოვნით შეიცვლიან.
წითელი-მოწითალო
ყვითელი-მოყვითალო
3. “ფერი”-ზე დაბოლოებული ზედსართავი სახელები, ხარისხის
ფორმების წარმოებისას იკუმშება.
ცისფერი-მოცისფრო
იისფერო-მოიისფრო
4. კარგი-უკეთესი
ცუდი-უარესი
მცირე-მომცრო-უმცირესი
5. საგნის თვისების მეტნაკლებობა შეიძლება გამოიხატოს
სხვადასხვა სიტყვით:ოდნავ, დაახლოებით, უფრო,
მეტად,ძალიან,ძალზე,ყველაზე.
ისინი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ დადებითი ხარისხის ფორმებთან,
ამიტომ შეცდომაა: ოდნავ მოყვითალო, ძალიან ულამაზესი, ყველაზე
უკეთესი, ძალზე უმშვენიერესი.
ასევე შეცდომაა:დაახლოებით ორიოდე

!ასეთი შეცდომები სტილისტურ ხარვეზებად ითვლება!

ზედსართავის ბრუნება ცალკე და არსებითთან ერთად


ცალკე მდგომი ზედსართავი ისე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის
არს. სახ.: იკუმშება, იკვეცება და აქვს მრავლობითი რიცხვი.
გვაქვს მრ. რიცხვ.
სახ. დიდი დიდ-ებ-ი
მოთხ. დიდმა დედ-ებ-მა
მიც. დიდს დიდ-ებ-ს
ნაათ. დიდის დიდ-ებ-ის
მოქ. დიდით დიდ-ებ-ით
ვით. დიდად დიდ-ებ-ად
წოდ. დიდო დიდ-ებ-ო

რა ხდება როდესაც ზ.ს არის ა ზე ან ე ზე დაბოლოებული


მჟავე
მჟავემ
მჟავეს
მჟავის
მჟავით
მჟავედ
მჟავე
სახლში: ყვითელი, მწარე, კეთილი, თბილი ამინდი, ფართო გზა, ბრმა
კაცი, ცრუ სოფელი.

You might also like