You are on page 1of 9

გაკვეთილის თემა: საკუთარ სახელთა ბრუნება

გაკვეთილის მიზანი: გავიხსენებთ, რა


თავისებურებას
გვიჩვენებს ბრუნებისას საკუთარი
სახელები;
ვიმსჯელებთ საკუთარ სახელთა
მართლწერის საკითხებზე.
ადამიანთა საკუთარი სახელები ისე, როგორც საზოგადო სახელები,
ბოლოთანხმოვნიანია ან ბოლოხმოვნიანი. ბოლოთანხმოვნიანი
ადამიანთა სახელები ყველა უკუმშველია, ბოლოხმოვნიანი კი-უკვეცელი.
ადამიანთა საკუთარი სახელების ბრუნება საზოგადო სახელთა
ბრუნებისაგან განსხვავებით თავისებურებებს ამჟღავნებს:
1.ადამიანთა საკუთარ სახელებს არა აქვს მრ.რიცხვი.
გამონაკლისის სახით, როცა არაპირდაპირი მნიშვნელობით
გამოიყენება, შეიძლება მრავ-ლობით რიცხვშიც შეგვხვდეს, მაგ;
ლუარსაბები, ავთანდილები, შერმადინები. იგულისხმება მათი მსგავსი
ადამიანები.
2. წოდ.ბრუნვაში ადამიანთა საკუთარი სახელები ფუძის სახით
უნდა გამოვიყენოთ, მაგ; არჩილ! ზურაბ! მარიამ! და არა არჩილო.
ზურაბო, მარიამო.
ძველ ქართულში ადამიანთა საკუთარ სახ. ბრუნვის ნიშანი არ ჰქონდა
სახ.-ში. მოთხრ.-სა და წოდ.-ში.
3.ადამიანთა საკუთარი სახელები არც იკუმშება და არც იკვეცება.
დააკვირდით!
ვაბრუნოთ ორი საკუთარი სახელი
სახ. ლევან - ი რატი
მოთხ. ლევან - მა რატი - მ
მიც. ლევან - ს რატი - ს
ნათ. ლევან - ის რატი - ს
მოქმ. ლევან - ით რატი - თ
ვით. ლევან - ად რატი - დ
წოდ. ლევან რატი
რა თავისებურებები შენიშნეთ? რომელ სახელში არ არის
გამოყოფილი სახ.ბრუნვის ნიშანი? როგორ ფიქრობთ, რატომ?
რა განსხვავებას გვიჩვენებს ეს ორი სახელი მოთხრ. ბრუნვაში?
რა ხდება ნათ., მოქმ.-სა და ვით. ბრუნვებში?რა სახითაა
წარმოდგენილი
ამ ბრუნვათა ნიშნები?
ადამიანთა საკთარ სახელებში გვხვდება ისეთი სახელები, რომელთა
ბოლოკიდურა ,,ი“ ბრუნვის ნიშანი კი არ არის, არამედ, ფუძისეულია.
ასეთი სახელებია: გიორგი, ალექსი, აკაკი, დაჩი, მეგი, ლალი და სხვ.
ასეთივე სახელებია ,,ი“ ხმოვანზე დაბოლოებული უცხოური გვარები:
ტოლსტოი, ტოლსტოი - მ, ტოლსტოი -ს . . .
ამგვარ ,,ი“- ხმოვნიან სახელებში არ უნდა აგვერიოს ის საკუთარი
სახელები, რომელთა ბოლოკიდური ,,ი“ სახ.ბრუნვის ნიშანია. ასეთი
სახელებია: მერაბ - ი, ეთერ - ი, გურამ - ი, თამაზ - ი, არჩილ - ი და სხვ.
როგორ გავარჩიოთ, რომელ საკუთარ სახელშია ,,ი“ სახ. ბრუნვის
ნიშანი და რომელში - ფუძისეული?
გვართან ერთად ჩავსვათ.
მაგ; ეთერიმ თუ ეთერმა?
ეთერ კაკულია, ე.ი. ეს ,,ი“ ამ საკუთარ სახელში სახ.ბრუნვის ნიშანია.
ვთქვით, რომ ადამიანთა საკუთარი სახელები არც იკუმშება და არც
იკვეცება. ვრცელდება თუ არა ეს წესი ადამიანთა გვარებზე და
გეოგრაფიულ სახელებზე?
ვაბრუნოთ გვარები:
სახ. იაშვილ - ი ლომიძე ლორია წერეთელ - ი
მოთხ. იაშვილ - მა ლომიძე - მ ლორია - მ წერეთელ - მა
მიც. იაშვილ - ს ლომიძე - ს ლორია - ს წერეთელ - ს
ნათ. იაშვილ - ის ლომიძ - ის ლორია - სი წერეთლ - ის
მოქმ. იაშვილ - ით ლომიძ - ით ლორია - თი წერეთლ - ით
ვით. იაშვილ - ად ლომიძე - დ ლორია - დ წერეთლ - ად
წოდ. იაშვილ - ო ლომიძე ლორია წერეთელ - ო

რა შენიშნეთ?
,,შვილ“-ზე“ და ,,ძე“-ზე“ დაბოლოებული ქართული გვარები ისევე
იბრუნვის, როგორც საზოგადო სახელები ,,შვილი“ და ,,ძე“,
კერძოდ, ,,შვილ“-ზე“ დაბოლოებული უკუმშველია, ,,ძე“-ზე
დაბოლოებული -კვეცადი.
,,ია“-ზე დაბოლოებული ე.წ. მეგრული გვარები მხ.რიცხვში უკვეცელია,
მრ.რიცხვში - კვეცადი, მაგ; ლორიასი, ლორიათი, მაგრამ ძმები
ლორიები.
,,ელ“-ზე დაბოლოებული ბოლოთანხმოვნიანი გვარები ზოგი
კუმშვადია, ზოგი - უკუმშველი. მაგ; კუმშვადია წერეთელი - წერეთლის,
მაჩაბელი - მაჩაბლის, მაგრამ უკუმშველია ახმეტელი - ახმეტელის,
გლოველი - გლოველის, ჩადუნელი - ჩადუნელის.
რა ხდება წოდებით ბრუნვაში?
ბოლოთანხმოვნიანი გვარები წოდებით ბრუნვაში დაირთავენ ,,ო“- ს,
ბოლოხმოვნიანები კი - არა.
მაგ; იაშვილ - ო, წერეთელ - ო; ლორია, ლომიძე.
არაქართული წარმოშობის ბოლოხმოვნიანი გვარები უკვეცელია :
ბროსე, გოეთე ჰაინე, ზოლა, ჰიუგო, შევჩენკო, დოსტოევსკი . . .
რა ხდება გეოგრაფიული სახელების ბრუნებისას?

,,ა“ და ,,ე“ ხმოვნებზე დაბოლოებული გეოგრაფიული სახელები


იკვეცება, მაგ; ჭიათურა - ჭიათურ-ის, საჩხერე - საჩხერ-ის.
ბოლოთანხმოვნიან გეოგრაფიულ სახელებში შეიკუმშება ,,ა“, ,,ე“
და ,,ო“
ხმოვნები, მაგ; ალაზანი - ალაზნ-ის, დიღომი - დიღმ-ის.

გეოგრაფიული სახელები წოდებითში ნიშანს დაირთავენ .


მაგ; თბილისო! ახმეტავ!
სახელისა და გვარის ერთად ბრუნება

სახ. ნიკო ლომოურ - ი ლომოურ - ი ნიკო


მოთხ. ნიკო ლომოურ - მა ლომოურ - მა ნიკო - მ
მიც. ნიკო ლომოურ - ს ლომოურ ნიკო - ს
ნათ. ნიკო ლომოურ - ის ლომოურ - ი ნიკო - სი
მოქმ. ნიკო ლომოურ - ით ლომოურ - ი ნიკო - თი
ვით. ნიკო ლომოურ - ად ლომოურ ნიკო - დ
წოდ. ნიკო ლომოურ - ო ლომოურ - ო ნიკო

ვხედავთ, რომ თუ სახელი უსწრებს გვარს, სახელი უცვლელია,


იბრუნვის მხოლოდ გვარი. თუ სახელი მოსდევს გვარს, მაშინ გვარი
ნაწილობრივ იბრუნვის, სახელი კი სრულად, თუმცა სახ.-სა და წოდ.-
ფუძის სახითაა წარმოდგენილი.
საშინაო სამუშაო:

სასწავლად - #9საკუთარ სახელთა ბრუნება

დასაწერად: დავალება N1 - გვ.41


დავალება N2 - გვ.42

You might also like