You are on page 1of 5

არსებითი სახელი.

1. არსებითი სახელის რაობა. მეტყველების ნაწილთა კლასიფიკაციის მიხედვით , ს ა ხ ე ლ


თ ა, შორის ძირითადი ადგილი ა რ ს ე ბ ი თ ს ა ხ ე ლ ს უჭირავს. არსებითი სახელი იმ საბაზო
მნიშვნელობებს (სემანტიკას) მოიცავს, რაც ადამიანის გარემომცველი სამყაროს
მრავალფეროვან საგნობრივ შემადგენლობას ასახავს. სამყაროს ენობრივი შეცნობა
უპირველესად მისი საგნობრივი მრავალფეროვნების სახელდებით ხორციელდება .
არსებითი სახელი, ლათინური ტერმინით _ს უ ბ ს ტ ა ნ ტ ი ვ ი, არის მეტყველების ნაწილი,
რომელიც ობიექტურ საგნობრივ სინამდვილეს ასახავს. როგორც სუბსტანტივი არის ენობრივი
ამსახველი, აღმნიშვნელი ს უ ბ ს ტ ა ნ ც ი ი ს ა, არსებითი სახელი ასევე ასახავს საგნობრივ
არსს, საგანთა არსებობას. `არსებითი სახელი ჰქვია სიტყვას, რომელსაც საგნობრივი
წარმოდგენა ახლავს~ (ა. შანიძე). საგანი ამ შემთხვევაში შეიძლება გავიგოთ , როგორც
განზოგადებული ცნება, რომელიც მოიცავს როგორც რეალურ საგნებს, ისე იმგვარ რეალობებს ,
რომლებიც ადამიანის ცნობიერების მიერ არის გათანაბრებული საგნებთან (ა . არაბული ).
შენიშვნა: შესაძლებელია ერთი და იგივე სიტყვა, სემანტიკურ მიმართებათა მიხედვით ,
საგანსაც შეესაბამებოდეს და მოვლენასაც (შდრ.: `ახალგაზრდობა შეიკრიბა ~ და
`ახალგაზრდობა ბედნიერი ხანაა~. ამგვარად: არსებითი სახელი ამოიცნობა კითხვებით : `ვინ~
და `რა~; ანუ: ყოველი სიტყვა, რომელიც `ვინ~ ან `რა~ კითხვას შეესაბამება, ა რ ს ე ბ ი თ ი ს ა ხ ე
ლ ი ა.
არსებითი სახელის შინაარსობრივი ჯგუფები. ვინაიდან არსებითი სახელი სიტყვათა
მეტად მრავალრიცხოვან კლასს წარმოადგენს და ეს კლასი ლექსიკურ-სემანტიკური
არაერთგვაროვნებითაც გამოირჩევა, უპირველესად ყურადღების მიქცევას მოითხოვს
არსებით სახელთა შიდა შინაარსობრივი კლასიფიკაცია, გარკვეული სემანტიკური ჯგუფების
არსებობა გრამატიკულად ერთიანი კლასის შიგნით. მით უმეტეს, რომ ამგვარ დაჯგუფებას
გარკვეული კავშირი აქვს არსებითი სახელის ფორმაწარმოების კანონებთან, სემანტიკა რაღაც
გამოძახილს ფორმაწარმოებაშიც პოვებს.
არსებით სახელთა შინაარსობრივი კლასიფიკაციის ნიშნით გამოიყოფა რამდენიმე
ლექსიკურ-სემანტიკური კატეგორია:
ა) `ვინ~ _ `რა~ ოპოზიცია (ჯგუფი);
ბ) `სულიერი~ _ `უსულო~;
გ) `კონკრეტული~ _ `აბსტრაქტული~;
დ) `საკუთარი~ _ `საზოგადო~;
ე) კრებით სახელთა ჯგუფი;
ვ) ნივთიერებათა სახელები;
ზ) მოქმედების სახელი.
დავახასიათოთ თითოეული მათგანი:
`ვინ~ და `რა~ ოპოზიცია. აღნიშნულ შინაარსობრივ ოპოზიციათაგან უმთავრესია
ადამიანის დაპირისპირება დანარჩენ საგნობრივ სამყაროსთან (სულიერთანაც და
არასულიერთანაც), რაც ქართული ენის ერთ-ერთი სპეციფიკაა. ვინ (ანუ ადამიანი )
უპირისპირდება ყველა სხვას ცოცხალსაც და არაცოცხალსაც:
`ვინ~_ჯგუფში შედის სიტყვები, რომლებიც ადამიანს აღნიშნავს არსობრივად თუ
რანგობრივად (პროფესიულად): დედა, მამა, და, ძმა, კაცი, ქალი, ბიჭი, ბავშვი, თავადი,
მებადური, ექიმი...
შენიშვნა: თუ უკანასკნელი ტიპის სახელი თავად წოდებასა თუ პროფესიას გამოხატავს , ის
`რა~_ჯგუფში გაერთიანდება (შდრ.: `რ ა გამოხვალ? _ `ექიმი~). ყველა დანარჩენი არსებითი
`რა~_ჯგუფს განეკუთვნება _ როგორც სულიერთა (ცხოველთა), ისე უსულოთა (მცენარეთა, სხვა
საგანთა) აღმნიშვნელი: ცხვარი, მტრედი, Úჭიანჭველა, მუხა, ქოხი, თიხა, თაფლი...

1
`ვინ~ _ `რა~ კატეგორიის სიღრმული სემანტიკური მახასიათებლები ქართულში
მჟღავნდება სახელისა და ზმნის ფორმაწარმოებისა და სიტყვაწარმოების ცალკეულ უბნებზე
(შდრ. ქალაქ-ელ-ი და ქალაქ-ურ-ი...).
`სულიერი~ _ `უსულო~. კატეგორია `ს უ ლ ი ე რ ი~ _ `უ ს უ ლ ო~ გულისხმობს საგანთა
კლასის გაყოფას სიცოცხლის `მქონებლობის~ მიხედვით. ოღონდ ეს ოპოზიცია არ უდრის
`ცოცხალი~ _ `არაცოცხალის~ დაპირისპირებას, ვინაიდან, ამ ოპოზიციის მიხედვით,
მცენარეებიც `ცოცხალ~ კლასში მოექცევა, ხოლო წინამავალ კლასიფიკაციაში მცენარეები
`უსულოთა~ ჯგუფს განეკუთვნება.
ამდენად, ს უ ლ ი ე რ თ ა ქვეკლასში გაერთიანდება სახელები, რომლებსაც სულიერი
(მშვინვიერი) არსებობა აქვს და თავისი ძალით გადაადგილება შეუძლია (ა. არაბული ):
ა) ცხოველები (ლომი, ხარი, ციყვი, დედოფალა...)
ბ) ფრინველები (არწივი, ორბი, მერცხალი, წიწკანა...)
დ) თევზები (სელაპი, დელფინი, ლოქო, კალმახი, Gორჯო...)
ე) მწერები და ქვეწარმავლები (ფუტკარი, კრაზანა, ობობა, გველი,
ხვლიკი...)
უ ს უ ლ ო თ ა რიგს განეკუთვნება ყველა დანარჩენი: ხე, ძელი, ქვა, კიბე, მთა, სილა...
`სულიერისა~ და `უსულოს~ სემანტიკური განსხვავება თავისებურ გამოვლინებას პოვებს
გრამატიკაშიც, კერძოდ, ამ სხვაობას გვიჩვენებს სახელის რიცხვის ასახვა ზმნაში .
`კონკრეტული~ _ `აბსტრაქტული~. კატეგორია `კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ი~ _ `ა ბ ს ტ რ ა ქ ტ უ ლ ი~
უკავშირდება არსებითი სახელის აღსანიშნის საგნობრივ სუბსტანციას . `კონკრეტული ~
გულისხმობს ისეთ საგნობრივ არსებობას, რომელიც ადამიანის (აღმქმელის) გრძნობათა
ორგანოებით (შეხებით, მხედველობით, სმენით, ყნოსვით, გემოვნებით) აღიქმება . მაგალითად :
ყვავილი, Gღრუბელი, სითბო, სუნი, სიმწარე...
განყენებულ (აბსტრაქტულ) სუბსტანციათა აღქმა გრძნობათა ორგანოებით შეუძლებელია ,
რადგან მათ ფიზიკური (საგნობრივი) არსი არა აქვს, მათი აღქმა მხოლოდ გონებისმიერია (ან
გრძნობისმიერია _ მისი ძირითადი მნიშვნელობით): არსებობა, სიკვდილი, სიყვარული ,
სილამაზე, მშვენიერება, ოცნება.. .
შენიშვნა: ამ თვალსაზრისით `გ რ ძ ნ ო ბ ი ს ა ~ და `შ ე გ რ ძ ნ ე ბ ი ს ~ მნიშვნელობები უნდა
გაიმიჯნოს: `შეგრძნება~ პირველი ქვეკატეგორიის გაგებას მოიცავს _ `გრძნობათა ორგანოებით
აღქმა~, ხოლო `გრძნობა~ _ უპირველესად აბსტრაქტულ განცდას გულისხმობს.
`საკუთარი~ _ `საზოგადო~: ამ ოპოზიციის სემანტიკურ შინაარსს ქმნის კონკრეტულ
არსებით სახელთა მიმართების თავისებურება შესაბამის ობიექტთან. `საზოგადო სახელს ~
ცნებითი შინაარსი აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაბამისი არსებითი სახელით აღნიშნულ
ყოველ საგანში მოიაზრება სხვა მსგავს საგანთა ერთობლიობა. მაგალითად , სიტყვა სკამი
გულისხმობს მრავალგვარ, მაგრამ ერთფუნქციურ (`დასაჯდომი~) აღსანიშნს: უფეხოს,
სამფეხას, ზურგიანს, მაგარს, რბილს და მისთ. `საკუთარი სახელი~ შინაარსით არაცნებითია _
იქნება ის ერთი `საგნის~ აღმნიშვნელი, თუ `საგანთა კრებულისა~.
მაგ.: გიორგი, მცხეთა, არაგვი, ბურდული, ლეკი, სპარსი... ამდენად, აქ გადამწყვეტია არა
ის, რომ საკუთარი `ე რ თ ს~ მიემართება, ხოლო საზოგადო `მ რ ა ვ ა ლ ს~, არამედ ის, რომ
საკუთარს, საზოგადოსაგან განსხვავებით, ცნებითი შინაარსი არა აქვს, თუნდაც ის `მრავალს~
მიემართებოდეს (ა. არაბული). შდრ. გვარი და ჯაბადარი: გვარი შინაარსობრივი ცნებაა
ნათესაობრივი კავშირისა, ხოლო ჯაბადარი ამ კატეგორიის კერძოობითი სახელია . საკუთარი
სახელებია:
პირთა სახელები (ლუკა, ლილე...), გვარები (ბუაძე, დვალი...), ცხოველთა შერქმეული
სახელები (ნიშა, ნიკორა...), ფსევდონიმები (ვაჟა-ფშაველა, მთის ნიავი...), ადგილთა (წყნეთი,
თერგი...), ქვეყანათა (დანია, ერაყი...), ეთნოსთა (თურქი, კოლხი...) სახელები, პლანეტების

2
(ვენერა, სატურნი...) სახელები, პერიოდულ გამოცემათა შერქმეული სახელები (`დროშა~,
`ლელო~...), ობიექტთა, დაწესებულებათა შერქმეული სახელები (`მერანი~, `ნაკადული~...)...
საკუთარი სახელების თავისებურება მორფოლოგიაში თავს იჩენს სახელთა ბრუნებისას
(სახელობითი, წოდებითი...).
კრებითი სახელები. კ რ ე ბ ი თ ს ა ხ ე ლ ე ბ ს, როგორც უფრო მცირე, კერძოობით ჯგუფს,
ჩვეულებისამებრ, სემანტიკური ოპოზიციის გარეშე გამოყოფენ ხოლმე ; თუმცა აქაც
იგულისხმება, რომ არსებობს ოპოზიცია `არაკრებითი~ _ `კრებითი~. პირველია ყველა ის
აღსანიშნი, რომელიც საგნობრივ `ცალკეობას~ (`ერთეულობას~) გულისხმობს. მაგ.: ხე, მაგიდა,
კალამი, კედელი... კ რ ე ბ ი თ სახელს ფორმა მხოლობითისა აქვს, მაგრამ შინაარსით
მრავლობითია; ოღონდ მასში ჩანს სიმრავლე არა იმ სიტყვისა, რომელიც კრებითად
წარმოგვიდგება, არამედ _ სულ სხვა სიტყვისა; მაგ.: ხალხი (ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი ს სიმრავლე),
გუნდი (ფ რ ი ნ ვ ე ლ თ ა სიმრავლე), ფარა (ც ხ ვ რ ე ბ ი ს სიმრავლე), რემა (ც ხ ე ნ ე ბ ი ს
სიმრავლე), ხროვა (მ გ ლ ე ბ ი ს სიმრავლე) და მისთ.
ამგვარად, კრებითი სახელი აღნიშნავს ერთგვაროვან საგანთა კ რ ე ბ უ ლ ს, ერთიანობას,
`ერთმთლიანობას~. გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი და იგივე არსებითი
სახელი, კონტექსტის მიხედვით, შეიძლება `ცალებრივიც~ იყოს (მაგ.: `ც ხ ვ ა რ ი ცხვარია,
მაგრამ, თუ გაცხარდა, ცხარიაო~) და კრებითიც (მაგ.: `ვხედავ მეცხვარეს ჯოხით მხარზედა , წინ
უძღვის ც ხ ვ ა რ ს ა, მიდის მთაზედა, ცხ ვ ა რ ი ც ბევრი ჰყავს თავის თმაზედა...~).
ასეთებია: ძროხა (`წამსვე ძ რ ო ხ ა შ ი მე მიკრეს თავი...~), ღორი (`Gღ ო რ ი ს მწყემსი~),
მტრედი (`მ ტ რ ე დ ი ს გუნდი~), ფოთოლი (`ტყემ მოისხა ფ ო თ ო ლ ი...~), ვაშლი (`ვ ა შ ლ ი
დავკრიფეთ~...), ნაყოფი (`ნ ა ყ ო ფ ი დაცვივდა~...) და სხვ. კრებით სახელთა სემანტიკას
ანგარიში უნდა გაეწიოს რიცხვში შეთანხმების თვალსაზრისით: მათი კრებითი შინაარსი
რიცხვში გრამატიკულ შეთანხმებას არ მოითხოვს (ხალხი შეიკრიბა ), მაგრამ ზმნის ფუძის
სუპლეტურ მონაცვლეობას განაპირობებს (ხალხი დასხდა).
ნივთიერებათა სახელები. ნივთიერებათა სახელების თავისებურება ის არის , რომ მათ
კონკრეტული საგნობრივი სახე არა აქვთ, მათი ნივთიერი არსებობა `ამორფულია~, ისინი
რაიმე მასის, ნივთიერების ზოგად შინაარსს გამოხატავენ. როგორც ამბობენ, ასეთ ობიექტებს
თვლადი სუბსტანცია არა აქვთ _ ან ფხვიერ მასას ქმნიან, ან _ თხევადს, ან _ აიროვანს, ან,
უბრალოდ, ნივთიერებას გამოხატავენ. შდრ.:
ა) `ტყვია გავარდა~: აქ ტყვია კონკრეტული საგნის სახელია.
ბ) `ტყვია მადნის სახით მოიპოვება~: აქ ტყვია ნიავთიერებას აღნიშნავს.
ნივთიერებათა სახელებია: რკინა, ოქრო, ვერცხლი, პური (როგორც მარცვლეული),
წყალი, Gღვინო, შაქარი, სილა, მიწა და სხვ. ნივთიერებათა სახელებს მრავლობითი არ
ეწარმოება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი ნივთიერებები `დაფასოებულად ~
არის წარმოდგენილი (შდრ.: ღვინოები, წყლები, მიწები...).
მოქმედებათა სახელები. მ ო ქ მ ე დ ე ბ ა თ ა სახელები კიდევ ერთი კატეგორიაა არსებით
სახელთა კლასში, ვინაიდან ეს ჯგუფი მოიცავს ისეთ თავისებურ სახელებს, რომლებიც
ფაქტობრივ ზმნური შინაარსისაა. როგორც ცნობილია, ეს ერთეულები ფორმით
(გრამატიკულად) არსებით სახელებს განეკუთვნება, ხოლო სემანტიკურად (წარმომავლობით )
ზმნებს _ ისინი ნაზმნარი სახელებია. მაგ.: ხატვა მასდარია ხატავს ზმნისა და მასში არსებითად
შენარჩუნებულია ის შინაარსი, რასაც ზმნა წარმოგვიდგენს ; მაგრამ მორფოლოგიური
სტატუსით ხატვა ბრუნებადი სიტყვაა, ანუ არსებითი სახელია `რა ~_ჯგუფისა . ასეთია ყველა
მასდარი უგამონაკლისოდ. მასდარის ეს მდგომარეობა არის მიზეზი იმისა , რომ მათი ნაწილი
საბოლოოოდ გასუბსტანტივდა. მაგ.: შრომა, სიმღერა, ლტოლვა, სიყვარული, სწავლა, განსჯა
და სხვ.

3
როგორც ვხედავთ, არსებით სახელთა ლექსიკურ-სემანტიკური სისტემა არაერთგვაროვან
სურათს გვიჩვენებს; მითითებულ კატეგორიებს შორის არის არათანაბარი და
არათანმიმდევრული მიმართებები. მაგრამ მაინც შეიძლება ამ სისტემის გარკვეული
იერარქიული სქემის სახით წარმოდგენა.
არსებითი სახელი წარმოების მიხედვით. არსებით სახელთა კლასში, ბუნებრივია , თავს
იყრის ნაირგვარი წარმომავლობისა (უძველესი ლექსემები, ნასესხობები, დერივატები ,
კომპოზიტები...) და ნაირგვარი ენობრივი ფენის შემონატანი (არქაული, დიალექტური,
ჟარგონული...) ლექსიკური ერთეულები. ენის ლექსიკური ფონდის, მათ შორის, არსებით
სახელთა, ერთერთი ძლიერი შენაკადი არის ახალი სიტყვაწარმოება; დერივატებს დიდი
ადგილი უჭირავს სახელურ ფეძეებში.
წარმოების მიხედვით არსებით სახელთა დახასიათება გულისხმობს იმას , რომ
ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, სახელური სემანტიკის (ამოსავალი) ძირ-ფუძეები ,
ხოლო მეორე მხრივ, მათგან, აგრეთვე სხვა მეტყველების ნაწილთაგან წარმოქმნილი ახალი
ლექსიკური ერთეულები. ამ თვალსაზრისით არსებითი სახელები გაიყოფა ორ ძირითად
ჯგუფად:
1. პ ი რ ვ ე ლ ა დ ი სახელები: ხე, მთა, სახლი, წყალი, მიწა, ცა, გზა, ეზო, ქალი, კაცი, დედა,
მამა, ყური, თვალი, პური, რძე, ცხვარი, თხა...
შენიშვნა: ა. ე. წ. პირველად სახელებში აღმოჩნდება როგორც ძირეული ქართული (მაგ.
წყალი), ისე უძველესი ნასესხები ლექსიკა (მაგ. პური), რაც ისტორიულ-ეტიმოლოგიური ძიების
საქმეა და სახელთა გრამატიკული დახასიათების თვალსაზრისით არ არის აქტუალური .
ბ. შესაძლებელია ე. წ. პირველადი სახელი ეტიმოლოგიური ანალიზის გზით სტრუქტურულ
სეგმენტაციას ექვემდებარებოდეს (ანუ მისი ისტორიული `წარმოქმნილობა ~ დასტურდებოდეს ),
მაგრამ ეს ამ სახელის (ფუძის) შესაბამისი ჯგუფისადმი განკუთვნილებას არ შეცვლის, ვინაიდან
ამ კლასიფიკაციაში წარმოქმნილად ჩაითვლება ფუძე მხოლოდ მოქმედი დერივაციის
საფუძველზე.
2. მ ე ო რ ე უ ლ ი ანუ წ ა რ მ ო ქ მ ნ ი ლ ი სახელები: არსებითი სახელის ახალი ფუძის
მიღება შეიძლება მოხდეს ნებისმიერი მეტყველების ნაწილისაგან მრავალფეროვანი
წარმომქმნელი (სიტყვამაწარმოებელი) მოდელების საფუძველზე. თავისთავად წარმოქმნილი
სახელები ორ ჯგუფად განიყოფება:
ა) აფიქსური სიტყვაწარმოება;
ბ) კომპოზიცია.
არსებითი სახელი შეიძლება წარმოქმნილი იყოს ფაქტობრივ ყველა მეტყველების
ნაწილისაგან:
_ თავად არსებითისაგან: ხელ-ი → ხელობა, სახელო, ხელოსანი...
_ ზედსართავისაგან: წითელ-ი → წითელა, რბილ-ი → რბილობი...
_ რიცხვითისაგან: ერთ-ი → ერთობა, სამ-ი → სამება, ას-ი →ასეული...
_ ნაცვალსახელისაგან: თავ-ი → თავისიან-ი, თვის-ი → თვისობა; მე → მეობა; ურთიერთ-ი →
ურთიერთობა...
_ ზმნიზედა: აქ(ა) → აქაობა, სააქაო, ქვეშ → ქვეშეთ-ი...
_ ზმნა: კერავ-ს → კერვა; რბი-ს → სირბილი, უყვარ-ს → სიყვარული...
_ უდეტრები: არა → არაობა, ჰო → ჰოობა, ალბათ → ალბათობა და სხვ.
აფიქსები (პრეფიქს-სუფიქსები), რომლებიც გამოყენებულია ამგვარი სიტყვაწარმოების
დროს, ასევე მრავალფეროვანია:
კომპოზიციის გზით წარმოქმნილი არსებითი სახელები ადასტურებს ფუძეთა შეერთების
ყველა იმ შესაძლებლობას, რაც, საზოგადოდ, კომპოზიციას ახასიათებს და ამ გზით
მრავალრიცხოვანი სახელებია წარმოქმნილი:

4
_ რედუპლიკაცია: ბებერი, გორგოლა, გვირგვინი, ფირფიტა...
_ ტოლადშერწყმული ანუ ორცნებიანი კომპოზიტები: და-ძმა, მთა-ბარი, მტერ-მოყვარე...
_ ერთცნებიანი კომპოზიტები, რომელთა მიღება ნაირგვარი ფუძითა და ფორმით ხდება :
ძმისწული, ცისკარი, გულთმისანი, წელიწადი... (დეტალურად იხ. კ ო მ პ ო ზ ი ც ი ა).
შენიშვნა: გვაქვს შემთხვევები, როდესაც დროთა განმავლობაში მომხდარა წარმოქმნილი
ზედსართავი სახელის გასუბსტანტივება, საკაცე, მხატვარი, მშობელი, მოძღვარი,
მასწავლებელი...
არსებით სახელთა სემანტიკური ჯგუფების ცოდნა აუცილებელია მათი გრამატკული
ანალიზისათვის. ხშირად სიტყვის სემანტიკა ხდება საფუძველი მისი გრამატიკული
თავისებურებისა.

You might also like