You are on page 1of 14

არსებითი სახელის ბრუნება

არსებით სახელს ახასიათებს ორგვარი ფორმაწარმოება _ ბრუნება და რიცხვის


გამოხატვა;
ფ ო რ მ ა წ ა რ მ ო ე ბ ა გულისხმობს იმას, რომ ყოველი კონკრეტული ფორმის
წარმოქმნის დროს ლექსიკური მნიშვნელობა იგივე რჩება, რაც ჰქონდა ამოსავალ (ან _
საოპოზიციო) ფორმას, ხოლო გრამატიკული მნიშვნელობა იცვლება.
ბ რ უ ნ ე ბ ი ს კ ა ტ ე გ ო რ ი ა გულისხმობს იმგვარ ფორმალურ ოპოზიციას, იმგვარ
პარადიგმას, რომლის დროსაც პარადიგმის წევრი თითოეული დამოუკიდებელი ფორმა
გრამატიკული (სინტაქსური) ფუნქციიის თვალსაზრისით ავტონომიური ოდენობაა .
ბრუნვა _ როგორც ერთეული _ წარმოადგენს ფორმისა და შინაარსის (ფუნქციის)
განუყოფელ ერთიანობას. შეიძლება ითქვას:
ბრუნვა არის არსებითი სახელის ფუნქციონირების ფორმა. ყოველი არსებითი სახელი
ბრუნვების მეშვეობით ახერხებს სინტაგმატური კავშირების დამყარებას წინადადების სხვა
ფორმალურ წევრებთან.
ბრუნებაზე შეიძლება ვისაუბროთ, თუკი არსებობს მინიმუმ ორი ბრუნვის ფორმა მაინც . თუ
სახელი ზოგადად, ან რომელიმე კონკრეტული სახელი ასეთი ცვლის უნარს მოკლებულია ,
ვიტყვით, რომ ამ შემთხვევაში ბრუნვის კატეგორია არ არსებობს. ბრუნვა , როგორც
კატეგორია, ფორმისა და შინაარსის სინთეზს ემყარება. დამოუკიდებელი ბრუნვის
არსებობისათვის ორივეს ერთდროული (`სინთეზური~) არსებობა არის აუცილებელი.
შეიძლება დამოუკიდებელი ფორმა არსებობდეს, მაგრამ მას არ ჰქონდეს
დამოუკიდებელი ფუნქცია და ის ვერ მიიჩნევა ბრუნვის ფორმად.
მაგ.: დღესაც არსებობს ისეთი ფორმა (ნულ-ფორმა), რომელიც ძველ ქართულში
წრფელობითის სახელით არის ცნობილი (`საქართველო აღიარებულ იქნა ერთა ლიგის
მიერ~), მაგრამ ვინაიდან მას არ მოეპოვება დამოუკიდებელი ფუნქცია , დამოუკიდებელ
ბრუნვად მისი მიჩნევა შეუძლებელია. მეორე მხრივ: შესაძლებელია რომელიმე
თავისთავადი გრამატიკული მნიშვნელობა არსებობდეს, მაგრამ თუ მას არ შეესაბამება
დამოუკიდებელი ფორმა, მისი მიჩნევაც ბრუნვად შეუძლებელი აღმოჩნდება.
მაგ.: დიდი განსხვავებაა მასალის გამომხატველი მსაზღვრელის მნიშვნელობასა (`ხ ი ს
სახლი~) და ქვემდებარისებრ უბრალო დამატებას შორის (`ძ მ ი ს ნაშენები სახლი ~),
მაგრამ ისინი სხვადასხვა ბრუნვებად ვერ მიიჩნევა, რადგანაც ფორმის მხრივ არ
განსხვავდება ერთმანეთისაგან. ქართულ ენაში სახელებისათვის, საზოგადოდ,
დამახასიათებელია ბრუნება; ოღონდ სახელთა ჯგუფებს შორის ამ მხრივ მნიშვნელოვანი
განსხვავებაა _ ნაცვალსახელთა ნაწილს ეს კატეგორია მეტად შეზღუდული აქვს (მაგ.: მე,
შენ, ვინ...). ასევე შეზღუდულად ვლინდება ბრუნების პოტენციალი ზმნიზედებში (აქ _ აქით _
აქამდე...) და მისთ.
ბრუნვის კატეგორია, უპირველეს ყოვლისა, არსებითი სახელისთვის არის
დამახასიათებელი; შეიძლება ითქვას, არსებითი სახელი ყველა იბრუნება
უგამონაკლისოდ; ცალკეული თავისებურებები ამ საერთო კანონზომიერებას არ ცვლის.
ამგვარად: თუკი რომელიმე კონკრეტულ არსებით სახელს ავიღებთ და მას `მოვთხოვთ ~
იცვალოს ფორმა ენაში არსებულ სინტაგმატურ მიმართებათა შესაბამისად , მივიღებთ
ფორმალურ პარადიგმას, რომელიც მეტ-ნაკლები სისრულით წარმოგვიდგენს სახელის
ბრუნებას.
მაგ.:
შოშიამ კვერცხი გამოტეხა.
შოშია თავდაპირველად მხოლოდ პირს აღებდა.
შოშიას შია!

1
ბარტყი მალე შოშიად იქცა.
ხაზგასმული სიტყვები, როგორც სინტაგმატურად განპირობებული სისტემის წევრები , უკვე
წარმოადგენს გარკვეულ ბრუნების სისტემას:
შოშიამ
შოშია
შოშიას
შოშიად
ამის შემდეგ დგება მხოლოდ საკითხი, ჯერ ერთი, მათი რაოდენობრივი სისრულისა, და
მეორეც _ ბრუნვის ფორმათა სტრუქტურული ურთიერთმიმართებისა, ანუ _
თანამიმდევრობისა.
ბრუნვის ფორმათა რაოდენობა. რამდენი ბრუნვის ფორმა შეიძლება იყოს ენაში?
ზოგადად იმდენი, რამდენგვარადაც იცვლის ფორმას არსებითი სახელი ამ ენაში , რათა
ამავე ენისათვის სავალდებულო სინტაქსური მიმართებები დაამყაროს.
ბრუნვათა შემადგენლობა (და რაოდენობა) ყოველ ენას თავისი აქვს; აქ ერთი
უნივერსალური საზომი არ არსებობს:
ძველ ქართულს _ 9;
თანამედროვე ქართულის ბრუნების პარადიგმა 7 ერთეულს შეიცავს.
მათგან სამი ე. წ. პირდაპირ ბრუნვებს განეკუთვნება (პოლიპერსონალური ზმნის სუბიექტ -
ობიექტების ფუნქციას ასრულებს); ესენია სახელობითი, მოთხრობითი და მიცემითი .
სამი _ ირიბი ბრუნვაა, რომელთა ფუნქციები კუთვნილების, მასალის, გარდაქცევითობის,
ლოკალიზაციიის მნიშვნელობებს ითავსებს. ესენია: ნათესაობითი, მოქმედებითი ,
ვითარებითი.
წოდებითი _ ცალკე დგას, რამდენადაც მისი ფუნქცია ოდენ მიმართვის როლით
შემოიფარგლება და, ამდენად, სინტაგმატურ მიმართებათა უნარი უკიდურესად
შეზღუდული აქვს.
შენიშვნა: არსებობს თვალსაზრისი, რომ წოდებით ბრუნვას ბრუნების პარადიგმაში
ადგილი არ უნდა ეჭიროს, რამდენადაც ის ფუნქციით არ ეთანადება ამ პარადიგმის
დანარჩენ წევრებს (ვ. თოფურია). მაგრამ, მეორე მხრივ, წოდებითი ნამდვილად
განეკუთვნება არსებითი სახელის ფორმა. წარმოებით (ფლექსიურ ) სისტემას და მისი
ადგილი შეიძლება მხოლოდ ბრუნების პარადიგმაში იყოს და არა _ სხვაგან (ა. შანიძე ).
ბრუნვათა რიგი. ამგვარად, არსებითი სახელის ბრუნების პარადიგმა თანამედროვე
ქართულში ბრუნვის შვიდ ერთეულს, ანუ შვიდ დამოუკიდებელ ფორმას იცნობს. მათი
დღემდე დადგენილი სახელწოდებები და თანამიმდევრობა შემდეგი სახისაა :
1. სახელობითი
2. მოთხრობითი
3. მიცემითი
4. ნათესაობითი
5. მოქმედებითი
6. ვითარებითი
7. წოდებითი
სრულიად აშკარაა, რომ ბრუნვათა ეს თანამიმდევრობა არ მისდევს ინდოევროპული
ენებისათვის (ამოსავალში _ ბერძნულ-ლათინურისათვის) მიღებულ ძირითად ბრუნვათა
რიგს, დამკვიდრებულს დიონისე თრაკიელის `გრამატიკის ხელოვნებიდან~:
1. ნომინატივუს (= სახელობითს)
2. გენეტივუს (= ნათესაობითს)
3. დატივუს (= მიცემითს)

2
4. აცცუსატივუს (= ბრალდებითს)
5. [ვოცატივუს (= წოდებითს)]
დაისმის კითხვა: რამ განაპირობა ბრუნვათა ასეთი რიგის მიღება ქართულში , მით უმეტეს ,
რომ ამ რიგის დამამკვიდრებელი აკად. ა. შანიძე თავადვე აღნიშნავს, ბრუნვები
ქართულში შეიძლება სხვადასხვა რიგით იქნეს დალაგებულიო. ბრუნვათა ამგვარი
თანამიმდევრობა განპირობებულია სამი სხვადასხვა ფაქტორის მიხედვითთ :
ა) მ ო რ ფ ო ლ ო გ ი უ რ ი თ: ბრუნვის ნიშანთა (სუფიქსთა) სტრუქტურის მიხედვით;
ბ) ფ ო ნ ე ტ ი კ უ რ ი თ (უკეთ _ მ ო რ ფ ო ფ ო ნ ო ლ ო გ ი უ რ ი თ ): იგულისხმება ბრუნვის
ნიშანთა და სახელის ფუძის ურთიერთგავლენა;
გ) ს ი ნ ტ ა ქ ს უ რ - ფ უ ნ ქ ც ი ო ნ ა ლ უ რ ი თ: აქ გათვალისწინებულია ბრუნვათა
ძირითადი ფუნქციები.
დავაზუსტოთ თითოეული ფაქტორის სპეციფიკა:
ბრუნვის ნიშანთა ძირითადი სისტემა (პარადიგმა) ასეთი სახისაა :
-ი
-მა
-ს
-ის
-ით
-ად
-ო
როგორც ვხედავთ, ბრუნვის ნიშანთა ოთხგვარი სტრუქტურა დასტურდება:
1. V (ოდენ ხმოვანი): -ი, -ო
2. ჩ (ოდენ თანხმოვანი): -ს
3. ჩV (თანხმოვანი _ ხმოვანი): -მა
4. Vჩ (ხმოვანი _ თანხმოვანი): -ის, -ით, -ად
ამ ბოლო სტრუქტურის (Vჩ) ფორმანტები შემოთავაზებულ პარადიგმაში ერთად არის
თავმოყრილი და მათს თანამიმდევრობაში ხმოვნითი ერთობაც არის
გათვალისწინებული: ჯერ -ის, -ით, შემდეგ -ად.
ამ სამი ბრუნვის ურთიერთმიმდევრობაში ასევე ერთვება ფუნქციონალური ფაქტორი (იხ.
პუნქტი გ.). აღნიშნული თვალსაზრისით მხოლოდ V სტრუქტურის სუფიქსებია
ურთიერთისაგან გათიშული (სახ. -ი და წოდ. -ო) და ეს განპირობებულია წოდებითი
ბრუნვის სინტაქსურ-ფუნქციონალური თავისებურებით (იხ. პუნქტი გ.)
ბ) ბრუნვათა დალაგების მორფოლოგიურ ფაქტორს ავსებს სახელის ბრუნების
მორფოფონოლოგიური თავისებურება; კერძოდ, აღწერილ ბრუნვის ნიშანთაგან
მხოლოდ Vჩ სტრუქტურის სუფიქსებს აქვს სახელის ფუძეზე მარედუცირებელი ზეგავლენა,
რაც გარკვეული სტრუქტურის ფუძეთა შემადგენლობიდან ბოლოკიდური მარცვლის
ხმოვნის დაკარგვას განაპირობებს. სხვა სუფიქსებს ამგვარი ზეგავლენა არ ახასიათებს
(უფრო დეტალურად _ იხ. ქვემოთ). მეორე მხრივ, ძირეულ და აფიქსურ მორფემათა
ურთიერთზემოქმედების შედეგად არც ბრუნვის ფორმანტები რჩება უცვლელად ,
ამიტომაც მორფოფონოლოგიის თვალსაზრისით ბრუნვის ნიშანთა პოზიციური
ცვლილებებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული.
გ) რაც შეეხება სინტაქსურ-ფუნქციონალურ ფაქტორს, ამ შემთხვევაში უპირველესად
პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმას, ე. წ. პირდაპირია რომელიმე კონკრეტული
ბრუნვა, თუ _ ირიბი; კერძოდ, წარმოდგენილ პარადიგმაში თანამიმდევრობით
დასახელებულ ბრუნვათაგან პირველი სამი (სახელობითი , მოთხრობითი, მიცემითი )

3
სუბიექტის ბრუნვებია (აგრეთვე _ პირმიმართ სახელთა, ობიექტთა), ხოლო მომდევნო სამი
(ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი) _ ირიბი ბრუნვები.
რაც შეეხება წოდებითს, მისი სინტაგმატური ვალენტობა არსებითად ნულის ტოლია , ის
ერთობ შეზღუდული ფუნქციონირებისაა _ მხოლოდ მიმართვის ფორმად გამოიყენება.
სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ამ ბრუნვამ ბოლოკიდური პოზიცია დაიკავა ბრუნვის
პარადიგმაში (და არა _ მეორე, სტრუქტურის გათვალისწინებით). კომენტარს მოითხოვს
ბრუნვათა ორი სამეულის შიდა ურთიერთგანლაგებაც. კერძოდ:
ა) სახელობითი
მოთხრობითი
მიცემითი
ს ა ხ ე ლ ო ბ ი თ ი ბრუნვა _ ეს არის სახელდების ფორმა, ანუ არსებითი სახელის ის
მდგომარეობა, რომლითაც სახელი ერქმევა სახელდების ობიექტს (აღსანიშნს );
სხვაგვარად: ეს არის ის ამოსავალი (ნეიტრალური) ფორმა, რომელსაც არსებითი სახელი
მიიღებს იმ შემთხვევაში, როდესაც მიუგებს კითხვას: რ ა ა რ ი ს (ე ს )? ვ ი ნ ა რ ი ს (ე ს )?
ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ შესაბამისი გრამატიკული შინაარსის ბრუნვა ყველა
ენაში დგას პირველ ადგილას და ის ბევრ ენაში არამარკირებულია , ანუ ფუძის სახით არის
წარმოდგენილი (ასე იყო ეს უძველეს ქართულშიც). ამავე დროს, როგორც ითქვა,
სახელობითის `პირველობის~ განმსაზღვრელია ისიც, რომ ის არის სუბიექტის ერთ-ერთი
ძირითადი ბრუნვა.
მ ო თ ხ რ ო ბ ი თ ი: ფუნქციონალური თვალსაზრისით განსაკუთრებული დატვირთვის
ბრუნვაა _ გვხვდება მხოლოდ სუბიექტის ბრუნვად, ისიც მხოლოდ გარდამავალი ზმნის II
სერიაში. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ბრუნვას `მეორე სახელობითს~ უწოდებენ (მოსე
ჯანაშვილს). ეს გამართლებულია როგორც ისტორიული (წარმომავლობითი), ისე
ფუნქციონალური თვალსაზრისით. ამიტომაც მისი დასმა სახელობითის შემდეგ
განსაკუთრებულ დასაბუთებას არ მოითხოვს.
მ ი ც ე მ ი თ ი: ეს ბრუნვა სინტაქსურ-ფუნქციონალური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე
დატვირთული ბრუნვაა. ამ მხრივ ის პირველ რიგში ეკუთვნის პირდაპირ ბრუნვებს ,
როგორც რეალური სუბიექტი (ინვერსიულ ფორმებში) და როგორც _ ობიექტი (ირიბი და
პირდაპირი _ I სერიაში); მეორე მხრივ, ის ასრულებს უბრალო დამატების როლს
(უთანდებულოდ და თანდებულით), ასევე გამოხატავს ლოკალიზაციას (უთანდებულოდ ან
თანდებულითურთ).
ბ) ნათესაობითი
მოქმედებითი
ვითარებითი
ირიბ ბრუნვათაგან ნ ა თ ე ს ა ო ბ ი თ ზ ე უთუოდ განსაკუთრებული დატვირთვა მოდის,
ვინაიდან ის ერთადერთია ე. წ. სუბსტანტური მსაზღვრელის როლში; ასევე გამოხატავს ის
უბრალო დამატების ფუნქციას. ამიტომაც უკავია მას პირველი ადგილი ირიბ ბრუნვათა
შორის!
მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ი: ასევე ითავსებს უბრალო დამატების ფუნქციას, ხოლო ლოკალურ
მიმართებათა თვალსაზრისით ეს ბრუნვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვ ი თ ა რ ე ბ ი თ
ბრუნვასთან ერთად. მათი ურთიერთმიმდევრობა განპირობებულია ასევე
მორფოლოგიური (სტრუქტურული) და მორფოფონოლოგიური ფაქტორებით (იხ. ზემოთ).

ბრუნვის ნიშანი. ამგვარად: ბრუნვის დროს სახელის ფუძე უცვლელია, ხოლო


დაბოლოებები იცვლება. ბრუნება ქართულში სუფიქსურია. ყოველ ბრუნვას საკუთარი
დაბოლოება ანუ ბ რ უ ნ ვ ი ს ნ ი შ ა ნ ი აქვს.

4
ბ რ უ ნ ვ ი ს ნ ი შ ა ნ ი ა ის მორფოლოგიური ელემენტი, რომელიც სახელის ფუძეს
სათანადო ბრუნვის ფორმას ანიჭებს.
როგორც ცნობილია, სახელის ფუძე ლექსიკური მნიშვნელობის მატარებელია , ხოლო
გრამატიკული მნიშვნელობა ბრუნვის ნიშანს შემოაქვს.
სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა ისევე, როგორც მისი ფუძე, უცვლელია, ერთია, ხოლო
გრამატიკული მნიშვნელობა, ბრუნვის ნიშნის მსგავსად, ცვალებადია, ყველა ფორმას
საკუთარი აქვს. იმაში, რომ სიტყვა-ფორმა მგელ-მა მოქმედ სუბიექტს გამოხატავს ,
არავითარი წვლილი არ მიუძღვის სიტყვის ფუძეს (მგელ-), ამისი განმაპირობებელია
ბრუნვის ნიშანი (-მა), უფრო სწორად, ძირეულ და აფიქსურ მორფემათა ეს კონკრეტული
სინთეზი.

შესაძლებელია ბრუნვის ნიშანი ფორმაში საერთოდ არ ჩანდეს, მაგრამ ის პარადიგმატულ


სისტემაში მაინც ასრულებს საკუთარ ფუნქციას. ასეთ დროს ვამბობთ ხოლმე , რომ
ბრუნვის ნიშანი ნულ-ალომორფის სახით არის წარმოდგენილი; მაგალითად, ასეთია
ხმოვანფუძიანთა სახელობითი (ძმაØ, GწეროØ...) და მისთ. ფაქტობრივ, არცერთი ბრუნვის
ნიშანი არ გვხვდება ერთადერთი, უცვლელი სახით, ბრუნვის ნიშანი იცვლება
პოზიციებისდა მიხედვით. ამიტომაც ბრუნვის ნიშნის ცნება განზოგადებული , პირობითი
ხასიათისაა.

ბრუნვის ნიშანთა ძირითადი სისტემა. ბრუნების სისტემა, თავისი რაოდენობით, რიგითა და


სახელწოდებებით, უკვე განისაზღვრა. ბრუნვის ნიშანთა სისტემას, ცხადია , ბრუნების
სისტემა გვთავაზობს. თუკი ბრუნვის ფორმათა პარადიგმას `ჩამოვაცილებთ~ მათს
საერთო ნაწილს _ ფუძეს, მივიღებთ ბრუნვის ნიშანთა სისტემას.
მაგრამ რომელი უნდა მივიჩნიოთ ბრუნების (შესაბამისად _ ბრუნვის ნიშანთა) ძირითად
სისტემად? ამისათვის ორი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორით შეიძლება
ვისარგებლოთ:
ა) ბრუნვის ფორმანტების სისრულე: თითოეული ბრუნვისათვის აიღება მორფემის ის
ვარიანტი, რომელიც უფრო სრულია. მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ არა
ბრუნვის ნიშანთა სისტემა (პარადიგმა), არამედ `სრულ~ ბრუნვის ნიშანთა `ნაკრები ~,
რადგან შეიძლება მითითებული `სისრულე~ ცალკეულ ბრუნვის ნიშანს სულ სხვადასხვა
პარადიგმაში აღმოაჩნდეს.
ბ) მორფოლოგიური `ნეიტრალიტეტი~: ბრუნვის ნიშანთა სისტემა `მივიღოთ~ ისეთი
სტრუქტურის ფუძისაგან, რომელიც მორფონოლოგიურ გავლენას არ ახდენს ბრუნვის
ნიშნებზე.
ასეთად ქართულში უნდა მივიჩნიოთ თანხმოვნით დაბოლოებული ფუძე. შესაბამისად ,
თუკი ავიღებთ თანხმოვანფუძიანი (უკუმშველი) არსებითი სახელის პარადიგმას:
სახ. სახლ-ი
მოთ. სახლ-მა
მიც. სახლ-ს
ნათ. სახლ-ის
მოქ. სახლ-ით
ვით. სახლ-ად
წოდ. სახლ-ო
ბრუნვის ნიშანთა ძირითადი სისტემა ასეთი სახისაა:
სახ. -ი
მოთ. -მა

5
მიც. -ს
ნათ. -ის
მოქ. -ით
ვით. -ად
წოდ. -ო
თითოეული მათგანი შეიძლება, ამავე დროს, მივიჩნიოთ შესაბამისი ბრუნვის ნიშნის
ამოსავალ სახედ, ანუ _ ძირითად ალომორფად. თითოეული ამ მორფემის ნაირსახეობა
განიხილება როგორც მისი პოზიციური ვარიანტი.

ბრუნვის ნიშანთა ალომორფები. ნებისმიერი ბრუნვის ნიშნის პოზიციური ნაირსახეობა


განიხილება როგორც ა ლ ო მ ო რ ფ ი. თვით საფუძვლად (ძირითადად) მიღებული
მორფემა წარმოდგება ერთ-ერთ ალომორფად, რამდენადაც მორფემა, როგორც ასეთი ,
ყველა ალომორფის შემკრებლობითი ასახეაა.
ქართული ბრუნების სისტემა გვიჩვენებს ალომორფთა ურთიერთმიმართების საკმაოდ
მწყობრ სურათს. უკვე მიGებული ძირითადი სისტემის საფუძველზე თითოეული ბრუნვის
ნიშანი წარმოგვიდგენს რამდენიმე პოზიციურ ნაირსახეობას. განვიხილოთ ისინი
თანამიმდევრობით:
1. ს ა ხ ე ლ ო ბ ი თ ი ბრუნვის ნიშნის ალომორფებია: -ი, Øსახელობითი ბრუნვის ნიშნის
ალომორფთა სტანდარტული სისტემური ოპოზიცია ასეთია: თანხმოვნიან ფუძესთან : -ი
(სახლ-ი); ხმოვნიან ფუძესთან: -Ø (მუხა-Ø).
ამავე დროს, დამატებით პოზიციურ ვარიანტად თანხმოვნიან ფუძესთან ასევე ვლინდება Ø
ალომორფი; კერძოდ, თანხმოვანფუძიანი სახელი ფუძის სახით წარმოდგება:
ა) ე. წ. აღწერილობითი ვნებითის (ერთგვარი შედგენილი შემასმენლის) სახელად
ნაწილთან: აღიარებულ იქნა...
ბ) პიროვნების საკუთარი სახელის გამოყენებისას გვართან ერთად : დავით სარაჯიშვილი .
შენიშვნა: გარკვეულ შემთხვევებში -ი ალომორფი ლიტერატურულ ენაში გამოყენებულია
ხმოვანფუძიან სახელებთანაც ომონიმიის დაძლევისა თუ სტილიზაციის მიზნით :
`ჯერ ვსთქვათ ის, რომ დ ა ი სააკაძის ცოლად შეირთო ლუარსაბ მეფემ~ (ილია). `მწყემსსა
ჰკითხა: `რომელია ქართლის გ ზ ა ი?~ (ანა). `მის ბუტბუტს მარტო მ თ ა ი მდუმარი
დაფიქრებული ყურს მიუპყრობდა~ (ილია).
2. მ ო თ ხ რ ო ბ ი თ ი ბრუნვის ნიშნის ალომორფები: -მა, -მ. ისინი სისტემური პოზიციური
ვარიანტებია:
თანხმოვნიან ფუძესთან: -მა (კაც-მა);
ხმოვნიან ფუძესთან: -მ (კატა-მ).
ამავე დროს, ხმოვანფუძიან სახელებთან პოზიციურ (ემფატიკურ) ვარიანტად გვევლინება -
მა:
`და-მა და ძმა-მ~. `იკითხა არჩილის დ ა მ ა და თავისი მარილიანი თვალები მიაშუქა
გიორგისა~ (ილია).
ამდენად, -მა ელემენტის მორფოლოგიური Gღირებულება თანხმოვანფუძიან და
ხმოვანფუძიან სახელებთან სხვადასხვაგვარად უნდა დაფასდეს, სისტემურად ისინი
სხვადასხვა Gღირებულებისაა, არსებითად ომომორფებია.
შენიშვნა: 1. თანამედროვე ქართულის ალომორფულ ერთეულებად ვერ მიიჩნევა
არქაული ჩვენებანი: მოთხრობითში –Øსაკუთარ სახელებთან: `დ ა ვ ი თ სთქვი: იყავნ
ქალაქნი!~ (გრ. ორბ.); ასევე -მან: `მზის ღიმილი აღაჩინა ც ა მ ა ნ~ (ანა).

6
2. ალომორფებად არ უნდა იქნეს მიჩნეული პრეპოზიციური ხმოვანფუძიანი (ასევე _
თანხმოვანფუძიანი) მსაზღვრელის შეუთანხმებელი (პატარაØ ბიჭმა) ან ნაწილობრივ
შეთანხმებული (ცელქ-ი ბიჭÚ-ის) ვარიანტები.
3. მ ი ც ე მ ი თ ი ბრუნვის ნიშანია -ს. ეს ერთადერთი მორფემაა ბრუნვისა, რომელიც
სხვაობას არ იძლევა ფუძის დაბოლოების მიხედვით, ერთი და იგივეა
თანხმოვანფუძიანებთანაც და ხმოვანფუძიანებთანაც; შდრ.:
ნაპირ-ს
წყარო-ს
ამავე დროს, ამ მორფემის პოზიციური ემფატიკური ვარიანტია -სა . ეს ალომორფიც
ერთნაირად შეიძლება დაერთოს როგორც თანხმოვნიან, ისე ხმოვნიან ფუძეებს:
ნაპირსა და შუაგულს;
წყაროსა და ღელეს.
`ის აქავ ეწაფება უკვდავების წ ყ ა რ ო ს ა (ილია);
4. ნ ა თ ე ს ა ო ბ ი თ ი ბრუნვის ნიშნის ალომორფებია -ის, -ს, -სა, -სი, -ისა.
სრული -ის მორფემა ვლინდება თანხმოვანფუძიანსა და კვეცად ხმოვანფუძიან
სახელებში:
თავ-ის (მობრუნება)
კეფØ-ის (ძვალი)
უკვეცელ ხმოვანფუძიან სახელებთან ნეიტრალურ პოზიციაში ვლინდება -ს ალომორფი :
წყარო-ს წყალი
ხოლო მის პოზიციურ (ემფატიკურ) ვარიანტად გვევლინება –სი ან -სა (უფრო იშვიათად):
წყალი წყარო-სი
შდრ.: ჟორჟმა ყველაფრის მკვეთრი სუნი... იგრძნო: მიწის, ტყის... წ ყ ა რ ო ს ი და სასუქის
(მ. ჯავახ. თარგმ.).
ქორწინების შემდეგ ყოველგვარი ქონება... წარმოადგენს ცოლის საკუთრებას,
მიუხედავად ამ ქონების ფორმირების წ ყ ა რ ო ს ა (`თბილ.~).
პოზიციური (ემფატიკური) ვარიანტი -ისა მოეპოვება -ის მორფემასაც:
ანდერძი მამ-ის-ა; `ზოვები... ჩამონასხლეტი მ თ ე ბ ი ს ა (ვაჟა).
შენიშვნა: არსებობს ერთი გამონაკლისი, როდესაც დრო სიტყვის უკვეცელი ფუძე ნათ . ბრ.
ნიშნის სრულ ალომორფს გამოავლენს: დრო-ის ათვლა... `ვერ მცნობი ამა დ რ ო ი ს ა
უგუნურებას მყოფია~ (გ. ტაბ.).
შდრ. `თქვენ კი ამბობთ, ვიღუპებითო. რაGა დ რ ო ი ს ი ა ?! (ო. ილ.).
5. მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ი ბრუნვის ნიშნის ალომორფებია: -ით, -თი, -თა. -ით თანხმოვნიან
ფუძეებსა და კვეცად სახელებს მოუდის:
ბარ-ით.
ქვØ-ით
ხოლო -თი და -თა (იშვიათად) პოზიციური ვარიანტებია უკვეცელ ფუძეებთან; შდრ.:
`უხილავს... მტრედისებური Gღუღუნი დედის ძ უ ძ უ თ ი დატკბობის დროს~ (ე. ზედგ.);
`...რომ იმათ დედის ძ უ ძ უ თ ა ვსუქდები ცოდვილიანი~ (ვაჟა).
იშვიათად ვლინდება ამ ემფატიკური ვარიანტებისათვის ამოსავალი -თ ალომორფი
უკვეცელ ხმოვანფუძიანთა:
`ერთი ძ უ ძ უ თ გამოზრდილი, ერთი დედის ორი შვილი~ (აკაკი);
6. ვ ი თ ა რ ე ბ ი თ ი ბრუნვის ნიშნის ალომორფებია: -ად, -დ. ამ ალომორფთა განაწილება
ზუსტად ხდება ფუძის დაბოლოების მიხედვით: თანხმოვანფუძიანებთან _ -ად: კაც-ად;
ხმოვანფუძიანებთან _ -დ: გზად, ენძელა-დ, Gერო-დ.

7
ამავე დროს, თანამედროვე ქართულში, ცოცხალი მეტყველების გავლენით, ვლინდება ამ
ალომორფთა გავრცობილი ვარიანტებიც:
`ქვეყანა იქცა დ უ ქ ნ ა დ ა~ (ვაჟა).
7. წ ო დ ე ბ ი თ ი ბრუნვის ნიშნის ალომორფებია: -ო, -ვ, Ø.
-ო სრული ვარიანტი ერთადერთია თანხმოვანფუძიან საზოგადო სახელებთან: მეზობელ -
ო, სტუმარ-ო....
`ჰე, მ ა მ უ ლ ო , გრძნობა შენი მოვლისა...~ (გ. ტაბ.).
აგრეთვე, საკუთარ სახელთაგან _ გვარებთან და ადგილის სახელებთან:
ბარათაშვილ-ო, თბილის-ო...
`ბზიფო, ენგურო, ალაზანო, მტკვარო, იორო, აგერ ახლახანს გარდაცვლილო
გალაკტიონოი!~ (მ. მაჭავ.).
ხმოვანფუძიანებთან ძირითადი და კანონიკურია -ვ ალომორფი: სამშობლო-ვ, მიწა -ვ,
ზეცა-ვ...
`რარიგ კარგია, ს ა მ შ ო ბ ლ ო ვ , შენი მტკვარი და რიონი...~ (გ. ტაბ.).
`ც ა ვ , წმინდავ, ვარსკვლავიანო...~ (ხალხ.).
შდრ.: `დ ე დ ა ო Gღვთისავ, შენი ხვედრია ეს საქართველო დიდÚჭირნახული...~ (აკაკი);
`დ ე დ ა ვ , ისმინე ქართვლის ვედრება...~ (ილია);
წოდებითი ბრუნვის ნიშნის ნულოვანი ალომორფი ვლინდება პირთა სახელებსა (ფუძის
დაბოლოების მიუხედავად) და ხმოვანფუძიან გვარებში: გრიგოლ! გიორგი! პაატა !
თებრო! ტაბიძე! მენაბდე! კუპრავა!
ბრუნვის ნიშანთა ალომორფების გაერთიანებული სურათი ასსეტ სახეს მიიღებს (თუმცა
მასში ფუძეთა შიდა ვარიირება ვერ გამოჩნდება):
ბრუნვები ალომორფები
სახელობითი -ი, -Ø
მოთხრობითი -მა, -მ
მიცემითი -ს, -სა
ნათესაობითი -ის, -ს, -სი, -სა
მოქმედებითი -ით, -თი, -თა, -თ
ვითარებითი -ად, -დ, -ადა, -და
წოდებითი -ო, -ვ, -Ø

ბრუნვის ნიშანთა გავრცობა (ანუ ე. წ. ემფატიკური ხმოვანი). თანხმოვნით დაბოლოებულ


ბრუნვის ნიშნებს (-ს, -ის, -ით...)
ზოგიერთ პოზიციაში უჩნდება ხმოვანი ა, რომელიც ს ა ვ რ ც ო ბ ი ს ან ე მ ფ ა ტ ი კ უ რ ი ნ ი
შ ნ ი ს სახელით არის ცნობილი გრამატიკულ ლიტერატურაში. ბრუნვის ფორმათა
ანალიზისას ზოგჯერ ისეა წარმოდგენილი, თითქოს ეს ა ელემენტი დამოუკიდებელი
მორფოლოგიური ნიშანი იყოს. ამას, როგორც ჩანს, განაპირობებს ისიც, რომ ამ
ელემენტს ძველ ქართულში მართლაც ჰქონდა თავისი გრამატიკული დანიშნულება
(მსაზღვრელი ელემენტის ფუნქცია).
თანამედროვე ქართულში ეს ხმოვანი შეიძლება მივიჩნიოთ ბრუნვის ნიშნის განუყოფელ
ელემენტად, რომელიც შესაბამისი ბრუნვის ფორმის სინტაქსურ პოზიციაზეა
დამოკიდებული. ა ელემენტს დამოუკიდებელი გრამატიკული დისტრიბუცია აქვს.
თანხმოვნით დაბოლოებული ნებისმიერი ბრუნვის ნიშანი (ასევე -თ რიცხვის ნიშანი ,
აგრეთვე ზოგი ნაწილაკი) შეიძლება პოზიციურად იქნეს ხმოვნით გავრცობილი . ეს
გავრცობა მორფოლოგიურად არასავალდებულო ხასიათისაა (თვით დადგენილ

8
ფარგლებშიც კი) და ის ფონოლოგიური და მორფონოლოგიური მოთხოვნებით არის
შეპირობებული.
ამდენად, მართებულია მორფემათა იმგვარი აღწერა, როდესაც ხმოვნით გავრცობილი
ბრუნვის ნიშნები (განურჩევლად იმისა, თანხმოვანფუძიანი სახელის ბრუნება გვაქვს, თუ
ხმოვანფუძიანისა) ალომორფების სახით არის წარმოდგენილი.
მოთ. -მა (ხმოვანფუძიანებთან): დედა-მა...
მიც. -სა (ყველა ტიპის ფუძესთან): სახლ-სა, დრო-სა...
ნათ. -ისა (თანხმოვანფ. და კვეცად ხმოვანფ.): კედლ-ისა, ძმ-ისა...
-სა (უკვეცელ ხმოვანფ.): წყარო-სა...
მოქ. -ითა (თანხმოვანფ. და კვეცად ხმოვანფ.): წყლ-ითა, გზი-თა...
ვით. -ადა (თანხმოვანფ.): ქვევრ-ადა... -და (ხმოვანფ.): მიწა-და, რკო-და...
ამდენად, წარმოდგენილი ალომორფები იქნება ბრუნვის ნიშანთა პოზიციურად
გამოვლენილი ვარიანტები.
ანალოგიურივე პოზიციური გამოვლენა ახასიათებს ი ხმოვანს ბრუნვის ნიშანთა
ზემოწარმოდგენილ ალომორფებში: -სი, -თი. ამგვარი გავრცობა დამახასიათებელია
უკვეცელი ხმოვანფუძიანი სახელების ნათესაობითსა და მოქმედებითში : გემო-სი , გემო -
თი... შდრ.: წყარო-ს წყალი, მაგრამ წყალი წყარო-სი
შენიშვნა: მწერლობაში დადასტურებულია -სი, -თი ალომორფები არა ასეთ შეზღუდულ
პოზიციებშიც. მაგალითად, აკ. შანიძე მიუთითებს ვაჟა-ფშაველას ენის ამგვარ
თავისებურებას: `ყველაზე მეტად უხდებათ ჩაბალახები მგლისი-ა, სპასალარს _ ვეფხვის
ტყავისა, ვეზირთ _ ჭიუხის თხისი-ა~. აშკარაა: რაც არის -ისა (ტყავისა),
ის არის -ისი (თხისი). საერთო წესებთან მიმართებით ეს პერიფერიულ მოვლენად
ჩაითვლება. რადგანაც მითითებული ალომორფები ბრუნვის ნიშანთა პოზიციურ
ვარიანტებად იქნა მიჩნეული, ცხადია, აუცილებელია ამ `სავალდებულო~ პოზიციების
ჩვენება.
ა) უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე ქართულში ხაზი გაესმის გავრცობილი ბრუნვის
ნიშნის სადემარკაციო დანიშნულებას. ეს ფუნქცია გამოკვეთილია იმ შემთხვევაში ,
როდესაც ის კონსტრუქციის (სინტაგმატური მთლიანობის) ჩამკეტად გვევლინება ;
კერძოდ: თუ სუბსტანტიური მსაზღვრელი პრეპოზიციურია, გაუვრცობელი ბრუნვა
გვექნება, ხოლო თუ პოსტპოზიციური (ჩამკეტი) მსაზღვრელია, ის გავრცობილი იქნება;
შდრ.: მეზობლ-ის სახლი; სახლი მეზობლ-ისა
მაგ.: `თოფი ხ ი ს ა, ტყვია წ ყ ლ ი ს ა, ხეს ეცა და ქვა გაიქცა~ (გამოცანა).
ასეთივე დანიშნულებისაა კონსტრუქციის ჩამკეტი გავრცობილი ფორმა სტრიქონისა თუ
წინადადების ბოლოს:
`ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე, გულამGვრეული ჯ ა ვ რ ი თ ა~ (ვაჟა).
ბ) განსხვავებული ფუნქცია აქვს ბრუნვის ნიშნის ხმოვნით გავრცობას ბრუნვის ფორმაზე
ნაწილაკების ან თანდებულის დართვისას; ამ შემთხვევაში ა ხმოვანს არსებითად
თანხმოვანთგამყარის ფონეტიკური ფუნქცია აქვს დაკისრებული:
წყარო-მა-ც, ქვა-სა-ც, ბაღ-ისა-ვე...
სახლ-ისა-კენ, ხ-ისა-გან, გულ-ისა-თვის...
გ) არსებითად ამავე რიგისაა მავრცობი ხმოვნის გაჩენა ენკლიტიკურ პოზიციაში ,
როდესაც ორი ერთგვაროვანი წევრი და (თუ) კავშირით არის შეერთებული და ეს კავშირი
საერთო მახვილით ენკლიტიკურად ეკედლება წინა წევრს. ამ შემთხვევაში ა ხმოვანი
ასეთივე თანთანამედროვე ხმოვანთგამყარის როლს ასრულებს (ამავე დროს,
ენკლიტიკური შეერთების მანიშნებელია):
დ ღGე-სა და Gღამე-ს, კაც-ისა თუ ქალ-ის, ხ-ითა თუ ქვ-ით...

9
`ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა~ (რუსთ.).
`მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად~ (რუსთ.).
დ) მაერთი ხმოვნის ფუნქციისაა ბრუნვის ნიშნის გავრცობა ზმნის წინამავალ აქტანტებთან
თუ ზმნიზედებთან (ასევე ნაწილაკებთან) იმ შემთხვევაში, როდესაც ზმნას ზმნისწინი არა
აქვს; ამ თვალსაზრისით ზმნისწინიანი და უზმნისწინო ფორმების გარჩევა მართლაც
გამოკვეთილია. შდრ.:
ძმასა ჰყავს და ძმას მოჰყავს;
დღესა აქვს და დღეს მოაქვს;
ასევე: არა აქვს და არ მოაქვს...
გავრცობა ასევე დამახასიათებელია მრავლობითის -თ სუფიქსისათვის, ოღონდ ამ
შემთხვევაში გაბატონებული პოზიცია დაიკავა გავრცობილმა -თა ვარიანტმა და იქ ის
წესები არსებითად უმოქმედოა, რაც ბრუნვის ნიშნების შემთხვევაში ვლინდება .
მართალია, ასეთი დაპირისპირებაც ვლინდება:
`მ თ ა თ ორბის ფრთები მოისხეს...~ (ანა).
`და მიაშურეს ლილისფერ მ თ ა თ ა ...~ (ანა).
მაგრამ მსაზღვრელის პოზიციაში თანიანი მრავლობითი არსებითად ყოველთვის
გავრცობილია:
მთათა ერთობა, დღეთა სრბოლა, მწერალთა კავშირი...
შდრ.: `მიისწრაფოდეს ფიქრი რჩეული საკაცობრიო გზათა ბრძოლაში~ (გ. ტაბ.). `რბიან
წუთები ბედნიერ დღეთა~ (გ. ტაბ.).
არსებითი სახელის რიცხვი. რიცხვის გრამატიკული კატეგორია დამახასიათებელია
არსებითი სახელისათვის (და, შესაბამისად, მისი ფარდი ნაცვალსახელისათვის);
რიცხოვნობა (რაოდენობა) საგანთა კლასების ობიექტური მდგომარეობაა და არსებით
სახელთა კლასი ამ ვითარებას ასახავს. ყველა სხვა შემთხვევაში (ზედსართავ
სახელებთან, ზმნებთან...) რიცხვის გამოხატვა არსებით სახელთან შეთანხმების (მის
რაოდენობრივ შინაარსთან შეხამების) შედეგია: ზედსართავი სახელი (ან მისი ფარდი
ნაცვალსახელი) შეიძლება შეეთანხმოს რიცხვში არსებით სახელს (მთანი მაღალნი), ან
`მიბაძოს~ მას _ დამოუკიდებლად გამოყენებისას (წითლები, `მშვიდობით, ჩემნო~...);
ზმნაში აისახება მასთან შეწყობილი არსებითი სახელის რიცხვი (მთები ... ძილს
მისცემიან~). რიცხვის კატეგორია არსებით სახელში წარმოდგენილია ე რ თ ი ს ა და მ რ ა ვ
ლ ი ს ოპოზიციის სახით. მრავალი ამ შემთხვევაში გულისხმობს ერთზე მეტს, ორსაც,
სამსაც და მეტსაც; მრავლობითი რიცხვი ითავსებს ზოგად სიმრავლესაც (ბევრი) და
კონკრეტულსაც (ცხრა).
რიცხვი ანუ სიმრავლე ენაში შეიძლება აღინიშნოს სამგვარად:
1. ლექსიკურად (მრავალი გულშემატკივარი, არაერთი არსება...);
2. გრამატიკულად (კრავ-ებ-ი...);
3. სუპლეტურად (ფუძის მონაცვლეობით): შენ _ თქვენ...
ფუძის სუპლეტური მონაცვლეობა დამახასიათებელია გარკვეული ზმნებისა და
ნაცვალსახელებისათვის, არსებითი სახელი სუპლეტივიზმს არ ექვემდებარება , თუ ამად
არ მივიჩნევთ კრებითი სახელების მიმართებას ერთის გამომხატველ სახელებთან :
ცხვარი _ ფ ა რ ა, კ ა ც ი _ ხ ა ლ ხ ი...
ორი ტიპის მრავლობითის თანაარსებობა. რიცხვის გრამატიკული კატეგორია არსებით
სახელში ორგვარ სისტემას გვიჩვენებს: ერთს _ წმინდად აგლუტინაციურს (-ებ-
სუფიქსიანი მრავლობითი), ხოლო მეორეს _ შერეულს (-ნ/ -თ სუფიქსებიანი
მრავლობითი). -ებ სუფიქსი აგლუტინაციას განასახიერებს იმდენად, რამდენადაც ის
ყველა ბრუნვაში დამოუკიდებლად, ბრუნვის ნიშნის პარალელურად, გამოხატავს

10
სიმრავლეს (ბავშვ-ებ-მა). ნართანიანი შერეული _ ფლექსიურ-აგლუტინაციურია,
რამდენადაც -ნ სუფიქსი ისეთსავე მორფოლოგიურ პოზიციას იკავებს ბრუნვის ნიშანთან ,
როგორსაც -ებ (კაც-ნი, კაც-ნ-ო), ხოლო თ(ა) ბრუნვის ნიშნის ფუნქციასაც თვითონ
ითავსებს (მწერალ-თა კავშირი). მათგან ძირითადი და გაბატონებულია –ებიანი
მრავლობითი; ნართანიან მრავლობითს ძირითადად არქაული სტილისტიკური
დატვირთვა აქვს.
შენიშვნა: -თა სუფიქსი აღნიშნავს სიმრავლეს, რიცხვს და არა ბრუნვას. კაც-თა ფორმას თუ
ენაცვლება რომელიმე ბრუნვა, ეს არ ნიშნავს, რომ კაცთა’ა ესა თუ ის ბრუნვის
ფორმა: ,,ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა...’’ კაცთა’ს ენაცვლება კაც-ებ-ს, მაგრამ ეს არ ნიშნავს,
რომ კაცთა მოყვანილ წინადადებაში მიცემითის ფორმაა . სხვაგვარად , კაცთა
ერთდროულად არის მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი და
ვითარებითი.…
რიცხვის კატეგორიის ორი საოპოზიციო წევრიდან ერთი _ მხოლობითი _
არამარკირებულია, მას მორფოლოგიური ნიშანი არ მოეპოვება: ხელ-ი, ქვა, ბავშვ-ი...
ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ: უნიშნობა მხოლობითისათვის ნიშანია
მრავლობითთან დასაპირისპირებლად.
მორფოლოგიურად მარკირებულია მრავლობითი; მაგრამ მრავლობითი ერთგვაროვანი
არ არის, ანუ მრავლობითის მარკერი განსხვავებულია როგორც მასალობრივ, ისე
ტიპობრივ.
ებ-იანი მრავლობითი. თანამედროვე ქართულში არსებითი სახელის მრავლობითის
ყველაზე გავრცელებული (გაბატონებული) ფორმანტია -ებ-სუფიქსი.
-ებ ნიშნის გამოვლენა, როგორც ითქვა, წმინდად აგლუტინაციურია. ეს ნიშანი ადგილს
იკავებს ფუძესა და ბრუნვის ნიშნებს შორის, ანუ -ებ არსებითად მრავლობითის ფუძის
მაწარმოებელი ხდება. ეს ცხადად ჩანს სახელის ბრუნების შედარებით მხოლობითსა და
მრავლობითში:
სახ. სახლ-ი სახლ-ებ-ი
მოთ. სახლ-მა სახლ-ებ-მა
მიც. სახლ-ს სახლ-ებ-ს
ნათ. სახლ-ის სახლ-ებ-ის
მოქ. სახლ-ით სახლ-ებ-ით
ვით. სახლ-ად სახლ-ებ-ად
წოდ. სახლ-ო სახლ-ებ-ო
როგორც ვხედავთ, მხოლობითისა და მრავლობითის ბრუნების პარადიგმა (ბრუნვის
ნიშანთა სისტემა) ერთმანეთისაგან არ განსხვავდება და არსებითად ერთმანეთს
უპირისპირდება ორი ფუძე, სახლ- და სახლებ-. ამიტომაც აღნიშნავს აკაკი შანიძე , რომ
`მრავლობითი რიცხვის წარმოება არსებითად წარმოქმნას ეკუთვნის~.
ებ-იანი მრავლობითის მორფონოლოგია. -ებ სუფიქსი, როგორც ფორმანტი, ერთ-ერთი
ყველაზე უცვლელია ამგვარ ელემენტთა შორის.
საქმე ის არის, რომ -ებ ისეთი მორფოლოგიური ელემენტია, Vჩ სტრუქტურითა და ე
ხმოვნის არსებობით, რომ ის, წესით, რედუქციას უნდა ექვემდებარებოდეს (შდრ . ასეთივე
მდგრადობა ახასიათებს –ებ თემის ნიშანს). მაგრამ არ არსებობს -ებ სუფიქსის ე ხმოვნის
რედუქციის არც ერთი შემთხვევა. სამაგიეროდ, -ებ სუფიქსს ისეთივე გავლენა აქვს ფუძეზე
(სარედუქციო სეგმენტზე), როგორიც Vჩ ტიპის ბრუნვის ნიშნებს (-ის, -ით, -ად) ახასიათებს:
ეს უკანასკნელი უცვლელია, ხოლო მისი გავლენით რედუქციას განიცდის წინამავალი
მარცვლის ხმოვანი: მამალ- მამØლ-ებ-; კედელ- → კედØლ-ებ... ამ შემთხვევაში კუმშვა,
ცხადია, ფუძეს ყველა ბრუნვაში მოსდის:

11
სახ. ტაძØრ-ებ-ი
მოთ. ტაძØრ-ებ-მა
მიც. ტაძØრ-ებ-ს
ნათ. ტაძØრ-ებ-ის
მოქ. ტაძØრ-ებ-ით
ვით. ტაძØრ-ებ-ად
წოდ. ტაძØრ-ებ-ო
ამგვარად, -ებ ელემენტი კუმშავს კუმშვად ფუძეს (მგØლ-ებ-ი...); ის ასევე კვეცავს კვეცად
ფუძეს (გზØ-ებ-ი...) და კვეცავს და კუმშავს კვეცად-კუმშვად ფუძეს (პეპØლØ-ებ-ი)... ასევე
ყველა ბრუნვაში:
სახ. გზØ-ებ-ი პეპØლØ-ებ-ი
მოთ. გზØ-ებ-მა პეპØლØ-ებ-მა
მიც. გზØ-ებ-ს პეპØლØ-ებ-ს
ნათ. გზØ-ებ-ის პეპØლØ-ებ-ის
მოქ. გზØ-ებ-ით პეპØლØ-ებ-ით
ვით. გზØ-ებ-ად პეპØლØ-ებ-ად
წოდ. გზØ-ებ-ო პეპØლØ-ებ-ო
მორფოლოგიის თვალსაზრისით აქ ყველაფერი კანონზომიერია; მაგრამ ამ
ფორმაწარმოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავისებურებაა ე ფუძეხმოვნიანი სახელების
უკვეცელობა -ებ-იან მრავლობითში: ხეებ-ი, მხარე-ებ-ი, დღე-ებ-ი... რამ განაპირობა კვეცის
პირობების ამგვარი დარღვევა, ჯერჯერობით ამოუხსნელია; შესაძლებელია ვივარაუდოთ ,
რომ ეს არის იდენტური ხმოვნების თავმოყრა; მაგრამ ეს სხვა მსგავს შემთხვევაში ფუძის
ეს დაკარგვის დამატებითი ფაქტორია (შდრ.: სა-რუ-ე, მაგრამ საბძელ-ი სა̀ -ბზე -ელ -ი ...).
შესაძლებელია სტრუქტურულ ანალოგად აქ გავიხსენოთ იდენტურ ხმოვნებს შორის,
მორფემათა საზღვარზე, -ვ- თანხმოვნის გაჩენის შემთხვევები : სარ-ძე-ვ-ე... მაგრამ ვ-ს
ჩართვაც სწორედ ეე მიმდევრობის არაბუნებრიობას მიანიშნებს. სახელთა
ფორმაწარმოების მორფოლოგია წარმოაჩენს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც -ბ
ფორმანტს ფუძის მიმართ მეტი გამვლენელი ძალა აქვს, ვიდრე ანალოგიური
სტრუქტურის ბრუნვის ნიშნებს. კერძოდ, გარკვეული უკვეცელი სახელები -ებ-იან
მრავლობითში იკვეცება.
შდრ.: მელაკუდა:
მელაკუდა-ს(ი), მაგრამ _ მედაკუდØ-ებ-ი
ნიკორა:
ნიკორა-ს(ი), მაგრამ _ ნიკორØ-ებ-ი
ყინტორა:
ყინტორა-ს(ი), მაგრამ _ ყინტორØ-ებ-ი
ყურცქვიტა:
ყურცქვიტა-ს(ი), მაგრამ _ ყურცქვიტØ-ებ-ი
ბოლოქანქარა:
ბოლოქანქარა-ს(ი), მაგრამ _ ბოლოქანქარØ-ებ-ი.
შენიშვნა: 1. ზოგი სახელი, რომელიც ამ ჯგუფში იყო ჩარიცხული (მაგ., ძრავა _
ტრადიციული ორთოგრაფიით: ძრავა-ს(ი), ძრავØ-ებ-ი), ვფიქრობთ, კვეცადთა რიგში
გადავიდა (ძრავØ-ისა, ძრავØ-ებ-ი).
შენიშვნა 2. -ებ სუფიქისის დართვის შემთხვევაში ფუძის ნაწილობრივ ცვლილებას
(გართულებას) განიცდის ერთადერთი სახელი: ხბო, მაგრამ ხბორ-ებ-ი.

12
ნართანიანი მრავლობითი. სახელთა მრავლობითის მეორე სახეობა, ე. წ. ნართანიანი
მრავლობითი, არსებითად განსხვავდება განხილული -ებ-იანი მრავლობითისაგან. ის
შერეული ტიპის წარმოებაა, რამდენადაც სიმრავლის გამომხატველი ორი
ურთიერთმონაცვლე სუფიქსია გამოყენებული: -ნ და -თ. თანაც ეს სუფიქსები
გრამატიკული ბუნებით განსხვავდება ერთმანეთისაგან.
-ნ სუფიქსი მხოლოდ სახელობითსა და წოდებითში გამოიყენება და ის სტრუქტურულად , -
ებ-ის მსგავსად, აგლუტინაციური ტიპისაა: ჯერ _ რიცხვის ნიშანი , შემდეგ _ ბრუნვისა :
სახ. კაც-ნ-ი
წოდ. კაც-ნ-ო
-ნ-სთან მონაცვლე -თ სუფიქსის გრამატიკული ბუნება განსხვავებულია ორმხრივ:
ა) ის საერთოა ყველა დანარჩენი ბრუნვისათვის (ჩვეულებისამებრ _ მოთხრობითის,
მიცემითისა და ნათესაობითისათვის);
ბ) ის ითავსებს როგორც რიცხვის, ისე ბრუნვის გამოხატვის ფუნქციას.
ამგვარად, კაც-თ(ა) ერთდროულად არის მრავლობითიც და ერთერთი ბრუნვის ფუნქციის
შემსრულებელიც: მოთხრობითის, მიცემითის ან ნათესაობითისა.
შენიშვნა: 1. თუ რომელ ბრუნვას ეკუთვნის თანიანი ფორმა, ამისი ამოცნობა -ებ-იანი
მრავლობითის ჩანაცვლებით შეიძლება; მაგ.:
`ნეტავი ძ მ ა თ ა მრავალთა!~ (= ნეტავი ძმებ-ს: მიც.);
`პ ი რ თ ა საძიებელი~ (= პირებ-ის საძიებელი: ნათ.).
2. მიჩნეულია, რომ თანიან ფორმას მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვების გამოხატვის
ფუნქცია არა აქვს; თუმცა იშვიათმა, მაგრამ უდავო ემპირიულმა მასალამ დაადასტურა ,
რომ ასეთი შემთხვევებიც რეალურია (ლ. კვაჭაძე).
ნართანიანი მრავლობითის მორფონოლოგია. -ნ სუფიქსის დართვა სახელის ფუძეზე
არანაირ დამატებით მორფონოლოგიურ ძვრას არ იწვევს (თუ არ გავითვალისწინებთ
ფუძისეულ ნ-სთან მის შეხვედრას: ბან-ნ-ი, გვირგვინ-ნ-ი...). რაც შეეხება -თ(ა) სუფიქსს:
ფორმალური თვალსაზრისით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს -თ/-თა ვარიანტთა
მიმართება ისეთივეა, როგორიც ბრუნვის ნიშნების გაუვრცობელი და გავრცობილი
ვარიანტებისა. მაგრამ სინამდვილეში ამ ნიშანთა (ალომორფთა) განაწილების სურათი არ
ასახავს იმ დისტრიბუციას, რაც ბრუნვის ნიშნებთან ემფატიკური ხმოვნის გამოყენებისას
წარმოჩნდა (იხ. ზემოთ `ე მ ფ ა ტ ი კ უ რ ი ხ მ ო ვ ა ნ ი...~). ასეთი განაწილება პირველ
რიგში დაცული უნდა ყოფილიყო სუბსტანტიური მსაზღვრელის თანიან ფორმებში ;
შესაბამისად, უნდა გვქონოდა მსაზღვრელ-საზღვრულის ოპოზიცია:
ადამიან-თ სევდა და სევდა ადამიან-თა
(შდრ.: ადამიან-ის სევდა და სევდა ადამიან-ისა)
სინამდვილეში სუბსტანტიური მსაზღვრელის პრეპოზიციაში გაბატონებულია -თა სუფიქსი
(ადამიან-თა სევდა), ხოლო -თ ალომორფი მის გარკვეულ თავისუფალ ვარიანტად უნდა
მივიჩნიოთ. ის ძირითადად ფრაზის რიტმის მარეგულირებლად ჩანს გამოყენებული :
`კაც-თ უბედობა თუმც არს სატირე...~ (ალ. ჭავჭ.).
-თ სუფიქსის პოზიცია უფრო მყარია დანარჩენ ბრუნვათა ფუნქციების შესრულებისას ,
შესაბამის სახელთა აქტანტებად (ძირითადად _ სუბიექტად) გამოყენების შემთხვევაში :
`მთათ მითხრეს: `ნუ დაგვივიწყებ...~ (ვაჟა);
`მთათ ორბის ფრთები მოისხეს~ (ანა);
`შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა~ (გრ. ორბ.);
ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება ლაპარაკი -თა გავრცობილი ვარიანტის პოზიციურ
გამოვლენაზე: მ თ ა თ მითხრეს, მაგრამ: მითხრეს მ თ ა თ ა. მაგ.:
`ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში და მიაშურეს ლილისფერ მთათა ~ (ანა).

13
`რა ჩურჩული ესმის ჩემთა ყურთა?~ (ანა).
მაგრამ: `მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი, თვალთა სხივი მოსწყდა ელვარებისაი~
(ანა);
ამგვარად, -თ და -თა, ცხადია, ალომორფებად უნდა იქნეს მიჩნეული, მაგრამ მათი
პოზიციური ან ფუნქციონალური საფუძველი ისე გამოკვეთილი არა ჩანს, როგორც
ბრუნვის ნიშანთა გავრცობის შემთხვევაში.
თავისებურებანი მრავლობითის ფორმათა წარმოებასა და ფუნქციონირებაში .
ნართანიანი მრავლობითის წარმოება და გამოყენება თანამედროვე ქართულში
შედარებით შეზღუდულია. მიჩნეულია, რომ მისი ფუნქციონირების ასპარეზი ძირითადად
სტილისტიკურია:
გვხვდება მხატვრული ლიტერატურის _ პოეზიისა და ისტორიული პროზის _ ენაში. მაგ.:
`სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა ო რ ბ ნ ი, ა რ წ ი ვ ნ ი ვერ შეჰხებიან, სად წ ვ ი მ ა - თ ო
ვ ლ ნ ი, ყინულად ქ მ ნ ი ლ ნ ი, მზისგან აროდეს არა დნებიან, უწინდელს დროში ღვთისა მ
ო ს ა ვ თ ა გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი...~ (ილია).
ამავე დროს, თანიანი ფორმები გაბატონებულია გარკვეულ ტერმინოლოგიურ
შესიტყვებებში: მწერალთა კავშირი, მეცნიერებათა აკადემია , ბავშვთა ბაგა , მინისტრთა
საბჭო... შეიძლება ითქვას, რომ რიცხვის ნიშანი ამ შემთხვევაში დერივაციული ელემენტის
ფარდია.
საყურადღებოა, რომ ნართანიანი დაბოლოება ისტორიულად არაერთ შემთხვევაში
აღმოჩნდა სიტყვათმაწარმოებელი ფორმანტების როლში. ამგვარი წარმომავლობისაა ,
ერთი მხრივ: დედანი (← დედა-ნი), ლოცვანი (← ლოცვა-ნ-ი), თავნი (←თავ-ნ-ი)... მეორე
მხრივ: თეკლა-თ-ი, ვანა-თ-ი, გომარ-თა, ფიჭვ-თა, ბერ-თა...
შენიშვნა: 1. ერთადერთი პოზიცია, რომელშიც ნართანიანი მრავლობითი ერთადერთია
(ანუ მასთან -ებ ფორმანტის ჩანაცვლება არ შეიძლება), არის გარკვეული ჯგუფის
ნაცვალსახელები: ისი-ნ-ი, მა-თ, ყველა-ნ-ი...
2. გარკვეული დატვირთვა უჩანს ნართანიან მრავლობითს წყვილის გამომხატველ
ფორმებსა (თვალ-ნ-ი, ყურ-თა...) და ე. წ. ტოლად შერწყმულ კომპოზიტებში: და-ძმა-ნ-ი,
ქალ-ვაჟ-თა... ნიჭი და ხელოვნება განუჭრელი და-ძმანი არიან (ილია).

14

You might also like